Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   მე-4 ქართული ზეიმი განხორციელდა გემლიკის რაიონის ჰაიდარიეს სოფელში

თურქეთის ქართველების მიერ ორგანიზებული და უკვე ტრადიციად ქცეული ქართული ზეიმი 5 ივნისს  ჩატარდა ბურსას რეგიონის გემლიკის რაიონის სოფელ ჰაიდარიეში.  როგორც საქარიაში წინა წლებში სამჯერ ჯერ ჩატარებულ ზეიმით, ასევე ამ ბოლო დღესასწაულითაც დაინტერესდა სხვადახვა რეგიონებში. ზეიმს 3000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

გემლიკის რაიონიდან, ბურსას, ქოჯაელის, საქარიას, დუზჯეს, სტამბოლის, ბალიქესირის, ანკარის, ართვინის მხარეებიდან ჩამოსულმა ქართველებმა და ქართველების მეგობრებმა ქართული კულტურა გაიცანეს, ისიამოვნეს ერთად ყოფნით და იზეიმეს დედა სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაული.

დღესასწაულს დაესწრნენ თურქეთის პარლანენტის წევრი, სამთავრობო პარტიის (AK Parti) ბურსის დეპუტატი ბატონი ისმაილ აიდინი, გემლიკის მერი ბატონი რეფიკ ილმაზი, საქართველოს ელჩი ანკარაში ბატონი ირაკლი კოპლატაძე მეუღლესთან ერთად, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის უფროსი თემურ ტარტარაშვილი. პარლამენტარმა ბატონმა ისმაილ აიდინმა და გემლიკის მერმა ბატონმა რეფიკ ილმაზმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული   ურთიერთობის მაღალი დონე, მიულოცეს სქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ისაუბრეს თურქეთის ქართველების მიერ თურქეთის ყოფა-ცხოვრებაში შეტანილ წვლილზე. განაცხადეს, რომ „საქართველოს მოხელეებიც მართალნი არიან, რომ ამაყობენ თავიანთი აქაური ძმებით, ასევე ვამაყობთ ჩვენც“. 

საქართველოს ელჩმა ბატონმა ირაკლი კოპლატაძემ და დიასპორის სამინისტროს წარმომადგენელმა ბატონმა თემურ ტარტარაშვილმა თქვეს, რომ თურქეთელი ქართველებისა და თურქი ძმების საქართველოთი დაინტერესებისა და ორმხრივი მეგობრობის შედეგად შექმნილია ეს კარგი ატმოსფერო, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ორივე ქვეყანა და მოსახლეობა ყოველთვის ერთად ვიყოთ და მხარი დავუჭიროთ  ერთმანეთს. ბატონმა ელჩმა აღნიშნა, რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობა სამაგალითო უნდ აიყოს ყველასთვის, ვისაც მსოფლიოში მშვიდობა სურს.   

ზეიმში მონაწილეობა მიიღეს სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის ანსაბლმა, ქართული ცეკვის ანსამბლმა „მასსა“-მ, ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოების ცეკვის ანსამბლმა, დუზჯეს ქართული კულტურის საზოგადოების ანსამბლმა და ორჰანგაზის რაიონის კავკასიური კულტურის ასოციცაციის ანსამბლმა, რომელთაც ქართული ცეკვებით და სიმღერებით ასიამოვნეს  საზოგადოება. საქართველოდან ჩამოსულმა პოეტმა, ზეიმის მონაწილეებს მიესალმა ქალბატონმა ნათია ჯიმშელეიშვილმა.

მუსიკალურმა ჯგუფებმა, რომელიც დიდი ხანია  ეუფლებიან ქართულ ცეკვებსა და სიმღერებს, იმ მაღალი ხარისხით შეასრულეს მუსიკალური ნომრები, რა მოლოდინიებობდა მათდამი. აღსანიშნავია, რომ  დუზჯეს ქართული კულტურის ასოციაციის ანსამბლმა მხოლოდ ორი თვის წინ დაიწყო ქართული სიმღერების შესწავლა და მათი გამოსვლა დღის სიურპრიზი იყო დამსწრე საზოგადოებისათვის. დუზჯელებმა  სხცენიდან წარმოგვიდგინეს ქართული ხალხური სიმღერები დ ასაკრავიერი მუსიკა. ეს წარმატება შედეგია მათი მონდომებისა და მასწავლებელის, იბერია მელაშვილის   დამსახურებისა.

სცენაზე შესრულებებულ სიმღერებთან და ცეკვებთან ერთად, შესრულდა  მასობრივი  ფერხულებიც, რამაც  უფრო გაალამაზა ზეიმი. მსმენელებს უარი არ უთხრეს ოსტატმა მეგარმონეებმა ნურულლაჰ ილდირიმ ქამადაძემ, ეშრეფ შენთურქ კირკიტაძემ, ბურაკ ალკანმა, ქადირ კანდემირ დარჩიძემ, მეთინ დურსუნ შანიძემ და მედოლეებმა. ამათმა მუსიკამ შემოიკრიბა დიდძალი ხალხი, სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა მხარეებიდან.  ერთიანდ შესრულდა  ადგილობრივი ქართული ცეკვები, რამაც  დიდი მოწონება დაიმსახურა.

ზეიმს ორგანიზატორობს სხვადასხვა მხარეში მცხოვრები თექვსმეტი ქართველი, რომელთაგან ერთ-ერთია სოფელ ჰაიდაირეს ქართული ასოციაციის თავმჯდომარე, ბატონი აიჰან ასლან ახვლედიანი. მან, ორგანიზატორების სახელით, მადლობა გადაუხადა  დამსწრე საზოგადოებას, მომღერლებს, მუსიკოსებს, მოცეკვავეებს, ქართული საზოგადოებების მმართველებს, პარლამენტის წევრს ბატონ ისმაილ აიდინს, საქართველოს ელჩს ბატონ ირაკლი კოპლატაძეს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელს ბატონ თემურ ტარტარაშვილს, გემლიკის მერს ბატონ რეფიკ ილმაზს, ახალგაზრდა ელჩს სოფიო წკრიალაშვილსა და ქართველ სტუდენტებს.

 








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი