Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   Aqua სად არის აფსუების სამშობლო - ნაწილი I

 
 
ქართულ-აფხაზურ საისტორიო პრობლემატიკის განხილვა დიდი ხნის წინათ დაიწყო და დღესაც გრძელდება. ეს პროცესი განსაკუთრებულად მძაფრი გახდა საბჭოთა კავშირის დროს. აფხაზი ისტორისოსები ყველანაირი მეთოდით ცდილობდნენ საკუთარი არსებობა დაემტკიცები- ნათ დღევანელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამასთანავე ქართველების იქ ყოფნას ისინი ყოველმხრივ უარყოფდ- ნენ. მათთვის წარმოუდგენელი იყო იმ აზრის გაგონებაც კი, რომ ისინი გვიან შუა საუკუნეებში ჩამოსახლდნენ ჩრდილო კავკასიიდან.
 
უკვე XVII საუკუნის გამოჩენილი რუსი ისტორიკოსი ვასილი ტატიშევი (1686-1750) ამბობდა, რომ აფხაზეთის ტერიტორია ყუბანიდან ჩამოსული ხალხით, ესე იგი თანამედროვე ''აფხაზებით'' გაივსო [1], ხოლო აფხაზეთი მუდამ ქართული მიწა იყო. 
 
ამასვე ადასტურებს გამოჩენილი გერმანელი მეცნიერი ჰაინრიხ იულიუს კლაპროთი (1783-1835 ), მისი თქმით ''აბაზები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ  კავკასიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში'' [2] ხოლო გამოჩენილი შვეიცარიელი მკვლევარი და პარიზის მეცნიერებათა აკადემის წევრი დიუბუა დე მონპერე (1798—1850) ადასტურებს რომ ქართველი ფეოდალი დადიანი აბაზური ჯგუფების მოწოლის გამო, იძულებული გახდა საკუთარი საფეოდალოს საზღვარი ჯერ ანაკოფიამდე (ახალი ათონო), შემდეგ კი ღალიძგამდე (ოჩამჩირის რაიონი) გადმოეტანა [3]. ივან შოპენის მონაცემებით  დღევანდელი ''აფხაზები'' დიდხანს ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ კავკასიის მთებში, ხოლო აფხაზეთის ძველი მოსახლეობა ქართული სამყაროს ნაწილი იყო [4]. ა.ნ.დიაჩკოვ-ტარასოვი რომელიც ძალიან კარგად იცნობდა აფხაზეთს წერდა "აფხაზები ყოველთვის როდი ცხოვრობდნენ იქ, სადაც ახლა ცხოვრობენ, გადმოცემები, მათი ისტორიული წეს-ჩვეულებები და მონაცემები მიუთითებენ, რომ ისინი ჩრდილოეთიდან მოსულები არიან. მათ შეავიწროვეს ქართველური ტომები, სანამ ენგურთან არ შეჩერდნენ" [5]. ამგვარად, თანამედროვე ე.წ ''აფხაზების'' ჩრდილო-კავკასიურ წარმოშობას მიუთითებს უამრავი არაქართველი მკვლევარი და მეცნიერი, ეს არ ყოფილა თვით საბჭოთა დრომდე უცნობი სამეცნიერო სამყაროში ჩახედულ პირთათვის.
 
ხოლო ძველი აფხაზების ქართულ წარმოშობას ადასტურებენ ისეთი გამოჩენილი ისტორიკოსები და მკვლევარები როგორიც არიან ფრანგი ფრანსუა-მარი ისამბერი, რომლის სიტყვებიტაც ძველი აფხაზური ტომები ქართული სამყაროს ნაწილია [6] და რუსი ვასილი ტატიშევი, რომელიც ადასტურებს ქართველის და აფხაზის იდენტურობას [7].
 
და რა უნდა იყოს ის დამამტკიცებელი საბუთი, რომელიც დაადასტურებს ამ აზრის მართებულობას? თანამედროვე აღმოჩენებმა ბევრ კითხვას გასცა პასუხი. XIV-XV საუკუნეებში შავი ზღვისპირეთში მოღვაწე ევროპელების (უმეტესწილად გენუელები და ვენეციელები) მთელი ცოდნა აისახა მათ მიერ გამოცემულ ჩანაწერებში, ნოტაციებში, დღიურებში, სავაჭრო დოკუმენტებსა და კარტოგრაფიაში. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულმა კარტოგრაფიულმა სკოლებმა მათი მონაცემები ასახეს საკუთარ რუკებზე, რომელთაც დღესდღეობით ჩვენთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა.
 
ეს  არის  ბატისტა ანგეზის რუკა  1540  წლით დათარიღებული   უნაკალური  ნამუშევარი, შენახულია    ინახება  პრიტანეთის  ბიბლიოთეკაში რომელიც ერთდროულად  საზღვაო და  სახლმელეთო  წერტილებს  მოიცავს, სადაც  გასაოცარი სიზუსტითაა  აღწერილი  კავკასიის  რეგიონი, კერძოდ  : MEGRELIA REGI სამეგრელოს  რეგიონი (დასავლეთ საქართველოს საფეოდალო ერთეული) რომელსაც განაგებდა  დინასტია დადიანი (ბედიანი) და  მოიცავდა  ვრცელ  ტერიტორიას  ნიკოფსიამდე (დღევანდელი ტუაფსის ზონა), რომლის  ცენტრი   იყო სებასტოპოლი (სოხუმი), სოხუმის პორტს  კი  ერქვა Porto Megrelo, სადაც დომინანტი მოსახლეობა იყო ქართველები (უმეტესწილად მეგრელები), რაც შეეხება  ჩრდილო კავკასიას  ყუბანის აუზში  არის  მონიშნული  ABACVAS REGI, ანუ აბაზების მხარე რომლის  ცენტრი  არის  «aqua»  ანუ   Aqwa [8]. გამაოგნებელია, ეს სახელი დღეს ე.წ ''აფხაზების'' მიერ ეწოდება ქალაქ სოხუმს ამგვარად Аҟәа. რუკიდან კარგად სჩანს რომ სამეგრელოს მიწები ესაზღვრება ყაიტაღებს და ჩერქეზებს და გამყოფი კავკასიიონის მთავარი ქედია, ხოლო ე.წ''აფხაზების'' სამშობლოც სწორედ ჩრილო კავკასიაში მდებარეობს.
 
გამოჩენილი იტალიელი დიპლომატი იოსაფატ ბარბარო, რომელმაც მოიარა მთელი შავიზღვისპირეთი, მათ შორის ქალაქი სოხუმი და მისი მიმდებარე მიწები, ნახა დგილობრივი მმართველები ამბობს :
 
''ეს სამეგრელო ესაზღვრება კაიტაღებს, რომლებიც კასპიის [კავკასიის-ავტორი] მთების მახლობლად ბინადობენ... ამ ქვეყნის მმართველს ჰქვია ბედიანი, მას შავ ზღვასთან აქვს ორი ციხესიმაგრე, ერთს ჰქვია ვატი, ხოლო მეორეს -სებასტოპოლი.”[9] 
 
შესაბამისად დადიანი აკონტროლებს როგორც ქალაქ სოხუმს, ისე ბათუმს. ბატისტა ანგეზის რუკაზე კი გარკვევით ჩანს ყაიტაღების და ჩერქეზების ტერიტორიაც, ასევ დღევანდელი აფხაზების საცხოვრისი, სამეგრელოს საზღვრები და მიმდებარე რეგიონების სახელწოდება თუ დასახლებული პუნტიები. მოგვიანო პერიოდში ე.წ ''აფხაზთა'' ჩამოსახლებას სამხრეტ კავკასიაში მოჰყვა ადგილობრივი ქართული მოსახლეობის განადგურება- ასიმილაცია, ხოლო ქალაქ სოხუმის სახელწოდება შეიცვალა და ეწოდა ის ,რაც იყო მატი პირველსაცხოვრისის სახელი - aqua [Аҟәа]
 
ონისე გელაშვილი
 
 
ბიბლიოგრაფია
 
[1] В. Н. Татищев. История российская т . 1. М ., - Л ., 1962,171
[2] Julius von  Klaproth- Tableau historique, géographique, ethnographique et politique du Caucase et des provinces limitrophes entre la Russie et la Perse,Paris 1827; 82-84 ; 132  http://gallica.bnf.fr/ark:/12148/bpt6k5695761k
[3] Voyage autour du Caucase, chez les Tcherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée ; Paris 1839  p, 54 ;64 ;196 ;206 ;276 ;316 ;341 ;424 
[4] Иван Шопен. Новые заметки для древней истории Кавказа и его обитателей. СПБ. 1866 / 282-283 ;286 
[5] А. Н. Дьячков-Тарасов. Бзыбская Абхазия, Известня Кавказского отдела Императоского Руского географического общества, XVIII, Тифлис, 1905 / 65
[6] François-André Isambert  Anecdota , ou Histoire secrète de Justinien / traduite de Procope. Géographie du VIe siècle et révision de la numismatique d'après le livre de Justinien. Paris 1856 ; p 638
http://gallica.bnf.fr/ark:/12148/bpt6k83349h/f699.image
[7] В. Н. Татищев. История российская т . 1. М ., - Л ., 1962,422
[8]  Battista Agnese,Portolan Chart of Europe Showing the British Isles . 1540 The British Library
http://www.bl.uk/onlinegallery/onlineex/unvbrit/p/001add000021592u000070v0.html
[9] Navigationi e viaggi - Giovanni Battista Ramusio P- 2194 
http://www.abruzzoinmostra.it/letteratura/ramusio_01/PAGE2194.HTM 
 







 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი