Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   საქართველო მსოფლიოს უძველესი ქვეყნების სამეულში მოხვდა

პოპულარული  ამერიკული საიტი “Top tens“,  რომელიც  სხვადასხვა  თემატურ რეიტინგებს ადგენს, ამჯერად  საუკეთესო უძველესი ქვეყნების ათეულს ავლენს და მათ შორის საქართველოსაც ასახელებს.

საქართველომ, თავისი უძველესი ისტორიით, ტრადიციებითა და დამწერლობით, ათეულში მესამე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი საბერძნეთს ერგო, მეორე კი ეგვიპტეს. ათეულში ასევე იხსენიება ჩინეთი, ინდოეთი, იტალია და სხვა.

საიტის სტრუქტურიდან გამომდინარე, მის მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ ყოველი თემისა და ქვეყნის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვან.

საქართველო კი კომენტარებში უამრავ დადებით გამოხმაურებასა და დახასიათებას იმსახურებს.

ინტერნეტმომხმარებლები მას ღვინისა და ყველის, მამაცი ხალხის სამშობლოდ იხსენიებენ, რომელსაც მდიდარი კულტურა  და განსაკუთრებული ისტორია გააჩნია.

წყარო: agora.ge/new/15828   (21.08.2017)








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი