Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   ქართული ყავის მოსადუღებელი აპარატი

ქართულ ყავას ორი განსხვავება აქვს თურქული ყავისაგან. პირველი განსხვავებაა ყავის ხარშვის მეთოდი და მეორე განსხვავება არის არომატი ანუ სუნი არ აქვს ქართულ ყავას.

აფრიკული წარმომავლობის ყავის მცენარის მარცვლების დაბრაწვით და დაფქვით მიღებული ფხვნილს, ქართველები ძველად, დარბაზად წოდებულ ფართო ოთახებში არსებულ ღუმელში დანთებული შეშის ცეცხლით გამთბარ ქვიშაში ჩაფლულ მოჩუქურთმებულ ყავის მადუღარებში ადუღებდნენ. როდესაც ქვიშის სიმხურვალე ყავის მადუღარას ნელ - ნელა მოიცავდა, ყავა თანაბარ ტემპერატურაზე ნელ - ნელა დუღდებოდა. ქვიშის მოცულობის შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში რამოდენიმე მადუღარის მოთავსება იყო შესაძლებელი, აქედან გამომდინარე, ხალხმრავალ საუბრებზე,  მოჩუქურთმებულ სინებით, მოჩუქურთმებული ლამაზი ფინჯანებით განხორციელბული ყავის სერვისები არ გვიანდებოდა.

დღევანდელ პირობებში სახლებში ყავის ასეთი მოდუღებისათვის საჭირო ღუმელი ძირითადად არ მოინახება, აქედან გამომდინარე კი ქართული ყავის გემოს გასინჯვის საშუალებაც შიძლება ითქვას აღარ არის.

ქართული ყავის აპარატი, როგორც საქართველოში არსებული თანამედროვე ტიპის აპარატები, გვაძლევს ქვიშის თანამედროვე ტექნოლოგიებით გათბობის და ყავის მოხარშვის საშუალებას. უნიელი სპილენძის ოსტატის მიერ 2013 წელს, ძირითადად სპილენძის გამოყნებით  გაკეთებულ ნაკეთობებზე, ორნამენტებად, რა თქმა უნდა ქართული ხელოვნების ნიმუშები გამოიყენა. მაშინ როდესაც, ზედა ფართო რკალზე, ჭიათურის მე - 11 საუკუნით დათარიღებული  კაცხის ეკლესიის ფასადის ორნამენტების ერთ - ერთი ნიმუშია მოცემული, ქვედა რკალზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ხელნაწერთა ინსტიტუტში არსებული მე -19 საუკუნის დასაწყისით დათარიღებული ხელ ნაწერის ორნამენტებია მოცემული. გარდა ამისა ფართო ზოლზე, მე - 11 საუკუნიდან მიღებული ქართული მხედრული ანბანით, ერთი ოჯახის დინასტიის სახელია დაწერილი.
 
ამ აპარატის შექმნის მიზანი, ძველი ქართული კულტურის თანამედროვე მაგალითის ჩვენება იყო. ყავის გემოს შეგსაგრძნობად და ამ სიამოვნების არ დაკარგვისათვის კი იდეალურია. თუ უარომატო ქართულ ყავას ვერ იშოვით, შეგიძლიათ არომატიზირებული თურქული ყავა, ქართული ყავის მადუღარის გამოყნებით მოადუღოთ. ამ ყავის სახელი კი, რა თქმა უნდა ქართული მეთოდით დამზადებული თურქული ყავა იქნება. ქვიშის გათბობის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალ ცეცხლზე 20 წუთიაა. მიუხედავად ამისა გახურებულ ქვიშაში ჩადებული ყავის მადუღა 5 წუთშია შესაძლებელი.
 
ადამიანი,  რომელიც გამთბარ ქვიშაში ჩაფვლის მეთოდით მოდუღებული ყავის გემოს გაიგებს, შეუძლებელია მასზე დამოკიდებული არ გახდეს. 
 
გემოს მოყვარულებმა აუცილებლად უნდა დააგემოვნონ.
 
ფევზი ჩელები (ჩელებაძე)







 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი