Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   ქართველი პოეტები და მწერლები*

საისტორიო გადმოცემით, ქართული დამწერლობა  ძველი წელთააღრიცხვით 303-228 წლებში შეიქმნა, როდესაც მეფე ფარნავაზმა  გააერთიანა საქართველო და გაატარა მნიშვნელოვანი სახელმწიფო, რელიგიური და ენობრივი რეფორმები.

ქართული ანბანი მსოფლიოში არსებულ უძველეს 14 ანბანთა შორისაა. იგი გამორჩეულია თავისი სრულყოფილებითა და უნიკალურობით. ქართული ენის ყველა ბგერას ანბანში თავისი ასო-ნიშანი აქვს. ცნობილია სამი ქართული ანბანი: 1. ასომთავრული ანუ მრგლოვანი, 2. ნუსხური, 3. მხედრული.

დღემდე შემონახული უძველესი ქართული დამწერლობის ნიმუშები მეოთხე საუკუნით თარიღდება.

მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობა ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი და საინტერესოა.

ცნობილია, ჩვენს დრომდე მოღწეული პირველი ქართული ნაწარმოები მეხუთე საუკუნეშია შექმნილი. მისი ავტორი - იაკობ ცურტაველი - პირველ ქართველ მწერლად ითვლება. ნაწარმოები ჟანრობრივად აგიოგრაფიულ ლიტერატურას მიეკუთვნება და მასში აღწერილია მეხუთე საუკუნის საქართველოს ცხოვრება, ქართველთა ბრძოლა ეროვნული დამოუკიდებლობისა და ტრადიციული რელიგიისა და კულტურის შენარჩუნებისათვის.

რთული  გეოპოლიტიკური სივრცის გამო საქართველოს მუდმივად უწევდა ბრძოლა საკუთარი სახელმწიფოებრიობის, ენისა და კულტურის დასაცავად და ეს მომენტი ქართულ ლიტერატურაშიც აისახა - თითქმის ყველა მწერალი და პოეტი, დაწყებული მეხუთე საუკუნიდან დღემდე - პატრიოტულ მოტივს თავისი შემოქმედების აუცილებელ ელემენტად მიიჩნევდა.

საქართველოში ადრეული შუასაუკუნეებიდანვე ვითარდებოდა ფილოსოფია. ქართული ფილოსოფიური სკოლა არსებობდა უკვე  მეოთხე საუკუნეში.  ამ მხრივ აღსანიშნავია მეოთხე საუკუნის ფილოსოფოსი ბაკური. იგი მაშინდელი საქართველოს (იბერია) მეფის შვილი იყო. ბაკური მიჩნეულია პირველ ქართველ ნეოპლატონელ ფილოსოფოსად.

ცნობილია მეხუთე საუკუნის დიდი ქართველი ფილოსოფოსი პეტრე იბერი. იგი რელიგიური ფილოსოფოსი, თეოლოგი იყო. პეტრე იბერი საქართველოს მეფის შვილი გახლდათ. მიჩნეულია, რომ იგი გახლდათ არეოპაგიტულ წიგნთა ავტორი.

მეხუთე-მეათე საუკუნეების განმავლობაში საქართველში შეიქმნა მრავალი ორიგინალური ნაწარმოები, პროზაულიც და პოეტურიც. პროზაული ნაწარმოებები აგიოგრაფიული და საისტორიო ჟანრისაა, ხშირად ჟანრები ერთმანეთშია გადაჟაჭვული - საისტორიოცაა ესა თუ ის ნაშრომი და ამავე დროს აგიოგრაფიულიცაა.  ამათგან  აღსანიშნავია მეცხრე საუკუნის საისტორიო ნაშრომი - „მოქცევაი ქართლისაი“, რომლის ავტორიც (მისი სახელი უცნობია), ვარაუდობენ რომ შატბერდში მოღვაწეობდა. ნაშროში აღწერილია მეოთხე საუკუნის საქართველოს ისტორია, წმიდა ნინოს მიერ საქართველოში ახალი რელიგიის - ქრისტიანობის - გავრცელება.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. გიორგი მერჩულე მეათე საუკუნის მწერალია (875-960 წწ.). მან აღწერა მერვე-მეცხრე საუკუნეების საქართველოს მძიმე ისტორია, როდესაც არაბებისაგან დაპყრობილი და აოხრებულ საქართველოს გადარმრჩენად მოგვევლინება ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფო - დიდი მეფის - აშოტ კუროპალატის მეთაურობით. დიდმა საეკლესიო მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა სწორედ ამ მეფის დახმარებით ააშენა უამრავი ეკლესია ტაო-კლარჯეთში (ოპიზა, შატბერდი, ხანძთა, ახიზა, პარეხი, ბერთა, ანჩი, იშხანი, ოშკი, ხახული, პარხალი, ბანა, არტანუჯი), იქვე შექმნა სკოლები, ბიბლიოთეკები, კრიპტორიუმები - სადაც იწერებოდა ორიგინალური ქართული წიგნები და ითარგმნებოდა უცხოური ლიტერატურა ქართულ ენაზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ტაო-კლარჯეთის კულტურულმა ცენტრებმა გადაარჩინეს მერვე-მეცხრე საუკუნეეებში ქართული იდენტობა და კულტურა.

საქართველოს სწორედ ამ ისტორიულ მხარეებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დიდ ქართველ მეცნიერთა, ფილოსოფოსთა, მწერალთა და პოეტთა უმრავლესობა: იოანე მინჩხი, იოანე მტბევარი, კურდანაი, ეზრა, სტეფანე სანანოისძე, იოანე ქონქოზისძე, მიქელ მოდრეკილი, იოანე ანჩელი და სხვები.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელნაწერიც, რომელიც საქართველოს ისტორიის ადრეულ პერიოდზე მოგვითხრობს, შატბერდშია გადაწერილი 970-იან წლებში - „შატბერდის კრებული“.

ცნობილია მეათე საუკუნის დიდი ქართველი პოეტი, მუსიკოსი და ჰიმნოგრაფი მიქელ მოდრეკილი, ისიც  შატბერდელი იყო, მოღვაწეობდა ოშკშიც. მის მიერ შედგენილი პოეტური კრებული მოიცავდა 632 ფურცელს, რომელთაგანაც ჩვენს დრომდე მოაღწია 272 ფურცელმა. შემონახულია მის მიერ დაწერილი მუსიკალური შედევრები - საგალობლები.

ქართული კულტურის განვითარების მხრივ მეტად მნიშვნელოვანია ერთი ლექსი-საგალობელი, ”ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”, რომელსაც პირობითად იოანე-ზოსიმეს მიაკუთვნებენ. ეს ლექსი წარმოადგენს ქართული ენის სადიდებელს. ლექსი იმ დროს დაიწერა, როდესაც ქართული კულტურა არაბების შემოსევების გამო დაქვეითების გზას დაადგა, მაგრამ პოეტს დიდი იმედი ჩაუსახა ტაო-კლარჯეთში დაწყებეულმა დიდმა კულტურულმა აღმსენებლობამ და იგი იმედოვვნებდა, რომ ქართული ენა მარადიულად იარსებებს, რადგანაც ეს ღვთის მიერ დალოცვლილ ენაა.

ხანძთაში (პორტა) მოღვაწეობდა დიდი ჰაგიოგრაფი, ისტორიკოსი არსენ საფარელი (830-887 წწ.) იგი მოგვიანებით საქართველოს კათოლიკოსი გახდა. მას ეკუთვნის საისტორიო ნაშრომი - ”განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა”, რომელშიც აღწერილია საქართველოსა და სომხეთს სორის მომხდარი საეკლესიო გაყოფის ისტორია მეხუთე საუკუნის მიწურულიდან იწყება და მერვე საუკუნის დამდეგით მთავრდება.

ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის ტრადიციებზე აღმოცენდა ათონის ლიტერატურული სკოლა (ექვთიმე და გიორგი ათონელები). ამ სკოლის წარმომადგენლებმა თარგმნეს უმდიდრესი სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა ბერძნულიდან და შექმნეს ორიგინალური თეოლოგიური თუ ჰიმნოგრაფიული ნაშრომები და შეადგინეს კრებულები.

მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეები ქართული კულტურის დიდი აღმავლობის პერიოდია. ამ დროს საქრთველოს პოლიტიკური საზღვრები შედარებით ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა და კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე იყო გადაჭიმული. ეს არის რენესანსის ხანა ქართულ ხელოვნებაში. მას საქართველოს „ოქროს ხანას“ უწოდებენ.  ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ დიდი ქართველი ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები და პოეტები, რომელთა სახელები მთელს კულტურულ მსოფლიოშია ცნობილი: არსენ ბერი, იოანე პეტრიწი, გიორგი მთაწმინდელი, შოთა რუსთაველი, არსენ იყალთოელი, სარგის თმოგველი, იოანე შავთელი, ჩახრუხაძე...

სარგის თმოგველმა მეთორმეტე საუკუნის პირველ ნახევარში სპარსულიდან  თარგმნა იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „ვის ო რამინი“ – „ვისრამიანი“. სამწუხაროდ, დაიკარგა და ჩვენმდე ვერ მოარწია მისმა პოემამ, რომლის სახელი ყოფილა „დილარგეთიანი“.

1250 წელს დასრულდა იოანე ჩახრუხაძის სახოტბო - საქები ჟანრის პოემა - „თამარიანი“. მასში თამaრ მეფის მოღვაწეობაა აღწერილი მეტად მაღალმხატვრული ხელოვნებით.

მეცამეტე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა იოანე შავთელის ბრწყინვალე ლექსების - სახოტბო ოდების - კრებული „აბდულმესია“. ეს ნაწარმოებიც თამარ მეფეს და მის მეუღლეს დავით სოსლანს ეძღვნება. მასვე ეკუთვნის ბასიანში მოპოვებული დიდი გამარჯვების აღსანიშნავად დაწერილი ლექსები.

მეთორმეტე საუკუნეში იწერება საგმირო-საფალავნო-სათავგადასავლო ჟაბრის პროზაული ნაწარმოები - ”ამირანდარეჯანიანი”. რომანის ავტორად ითვლება მოსე ხონელი. მასში გაცოცხლებული ქართული მითოსი და ზღაპრები.

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“  მთელ მსოფლიოშია ცნობილი და უამრავ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის, ცხადია, თურქულადაც. „ვეფხისტყაოსანი“ განვითარებული ფეოდალური ხანის მსოფლიოს ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრს წარმოადგენს. ეს პოემა დაწერილი უნდა იყოს 1189-1207 წლებში. ლიტერატურის ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ შოთა რუსთაველმა საფუძველი ჩაუყარა ევროპულ (იტალიურ) რენესანსს.

ამავე დროს საქართველოში ჩნდება ლექსის ახალი სახეობა - იამბიკო (ხუთ სტროფიანი და თორმეტმარცვლოვანი ურითმო ლექსი). მისი ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია სვანეთში შემონახული ულამაზესი ლექსი დაწერილი საქართველოს მეფის ბაგრატ მეოთხის  მეუღლის - ბორენა დედოფლის მიერ. შედევრია დემეტრე მეფის ბრწყინვალე ჰიმნი - „შენ ხარ ვენახი“. არსებობს თამარ მეფის მიერ დაწერილი იამბიკოებიც.

ამ დროის ქართული შედევრები იქმნებოდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რადგანაც ქართველ მეფეებს აგებული ჰქონდათ მრავალი ეკლესია-მონასტერი და კულტურის ცენტრი ქვეყნის გარეთაც - იერუსალიმში, ბულგარეთში, საბერძნეთის სხვადასხვა ადგილებში. ცნობილია ერთ-ერთი ბრწყინვალე ქართული მონასტერი და კულტურის ცენტრი ოლიმპოს  მთაზეც იყო აგებული, სახელად ულუმბოს მონასტერი.

საქართველოში ამ დროს არსებობდა ორი უმაღლესი სასწავლებელი: გელათის აკადემია და იყალთოს აკადემია. გელათში მოღვაწეობდა დიდი ქართველი პოეტი და ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი.  იგი იყო ფილოსოფოსი და მთარგმნელი.მას კონსტანტონოპოლის მანგანის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული.

არსენ ბერი დავით აღმაშენებლის მოძღვარი იყო, მანვე ჩაიწერა მეფის ანდერძი., საკანონმდებლო შინაარსის დოკუმენტი - ”რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა”. შექმნა მეფისადმი მიძღვნილი ხოტბა.

ცნობილია ფილოსოფოსი ეფრემ მცირეს მიერ დაწერილი საისტორიო-ფილოსოფიური თხზულებები.

იოანე პეტრიწმა  (მეთერთმეტე-მეთორმეტე სს.) საფუძველი ჩაუყარა ფილოსოფიაში ნეოპლატონურ მიმართულებას და იგი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსად ითვლება. მან ანტიკური ფილოსოფია ქრისტიანულად გადაიაზრა.  საგულისხმოა, რომ ისიც ტაო-კლარჯეთის ქართულ კულტურულ ცენტრებსი აღიზარდა და იქ მიიღო განათლება.

ამავე პერიოდში მოღვაწეობდა იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი. იგი ართვინის მხარეში დღემდე არსებული სოფლიდან - ჭიმჭიმიდან გახლდათ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია დიდი საისტორიო ნაწარმოები - „ქართლის ცხოვრება“. ეს წიგნი შედგენილია სხვადასხვა დროს მოღვაწე სხვადასხვა ისტორიკოსთა ნაშრომებისაგან და წარმოადგენს საქართველოს ისტორიის გაბმულ თხრობას. ამ ნაშრომებს რედქტირება მეთერთმეტე საუკუნეში გაუკეთა დიდმა ისტორიკოსმა ლეონტი მროველმა, ხოლო გვიან შუასაუკუნეებში (მეთვრამეტე საუკუნეში) - მეფე ვახტანგ მეექვსემ. ამიტომ გვაქვს „ძველი ქართლის ცხოვრება“ და „ახალი ქართლის ცხოვრება“.

ცნობილი ისტორიკოსი იყო ბასილი ეზოსმოძღვარი (მეცამეტე საუკეუნე). მან დაწერა ”ცხოვრება მეფეთ მეფე თამარისი”.

აჭარასა და ტაო-კლარჯეთში მოღვაწეობდა დიდი ქართველი მეცნიერი, მწერალი და ასტროლოგი ტბელ აბუსერისძე (1192-1242), მან დაწერა ასტრონომიული ტრაქტატი - ”ქორონიკონი სრული მისითა საუწყებელითა და განგებითა” და  სხვა ნაწარმოებები. ამ ასტრონომიული ტრაქტატით ირკვევა, რომ იმ დროს ქართველები ძალიან დიდ ასტროლოგიურ ცოდნას ფლობდნენ. ბერზნული და ქართული წელთაღრიცხვისა და კალენდრის შედარების შემდეგ ცნობილმა ფრანგმა მეცნიერმა მარი ბროსემ დაასკვნა, რომ ქართველებმა 1223 წელს უკვე იცოდნენ ნახევარი იმ ცდომილებისა//შეცდომებისა, რამაც 1582 წელს დააწყებინა რომის პაპს  კალენდრის შესწორება.

ზუსტად დადგენილი არ არის ის დრო, როდესაც ქართულად ითარგმნა „ბალავარიანი“ – „სიბრძნე ბალაჰვარისა“. ეს არის ბუდიზმის ფუძემდებლის - ბუდას - ცხოვრების ამბავი. ცნობილია, ეს ნაწარმოები მეექვსე საუკუნეში სეიქმნა საშუალო სპარსულ ენაზე (ფაჰლაური), მის საფუძველზე კი სემდეგ დაიწერა ამ წიგნის არაბული ვერსია. უფრო - გვიან იგი დაიწერა ბერძნულადაც, საიდანაც გავრცელდა ევროპაშიც. ეს ფაქტი ცხადყოფს, თუ როგორ აქტიურად იყო ცართული საქართველო მუდამ მსოფლიოს კულტურულ პროცესებში.

მეჩვიდმეტე საუკუნის ნაწარმოებია „რუსუდანიანი“. მისი ავტორი უცნობია. ნაწარმოები საგმირო-სათავგადასავლო ხასიათისაა.

საქართველოში გვყავდა დიდი მწერალი და პოეტი მეფეები: თეიმურაზ პირველი, არჩილი, ვახტანგ მეექვსე, თეიმურაზ მეორე.

მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში საქართველოში გვარცელდა ახალი ჟანრი - ანბანთქება: ლექსი იწერებოდა ანბანის თანმიმდევრობით. არსებობდა ”ხილთა ქების” ჟანრიც.

თეიმურაზ პირველი  (1589-1663 წწ.) - მეფე და მგოსანი, მთარგმნელი. იგი თარგმნიდა სპარსული ენიდან. მან ტარგმნა ”ვარდბულბულიანი”, ”იოსებზილიხანიანი”, ”ლეილმიჯნუნიანი”... მას ეკუტვნის სამიჯნურო ხასიატის ლექსები, ”გაბაასებენი”: ”გაბაასება ღვინისა და ბაგისა”, ”გაბაასება გაზაფხულისა და სემოდგეომისა”... მანვე დაწერა სპარსეთის მეფისაგან წამებული საქარტველოს დედოფლის ქეთევან დედოფლისადმი მიძრვნილი ისტორიული-ბიოგრაფიული პოემა - ”წამება ქეთევან დედოფლისა”.

არჩილი (1647-1713 წწ.) - მრავალმხრივ განათლებული მოღვაწე გახლდათ. ზრუნავდა სტამბის დაარსებისათვის. იგი არის ქართულ მწერლობაში შექმნილი ახალი სკოლის - ”მართლის თქმის” პრინციპის დამაარსებელი. რომელშიც რეალურად არის ღწერილი საქართველოს ჭირ-ვარამი, ეროვნული პრობლემატიკა. მისი უმთავრესი ნაწარმოებია ”გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა”.

მეთვრამეტე საუკუნეში მეფემ ვახტანგ მეექვსემ (1675-1737) ვახტანგ მეექვსემ საფუძველი ცაუხრა არორძინების ხანას. მან შეადგინა ”სამართლის წიგნი”, დაწერა  ”დასტურლამალი”. შემდეგ შექმნა ”სწავლულ კაცთა კომისია”. რომელსაც ბერი ეგნატაშვილი ხელმძღვანელობდა. მათ დაწერეს ”ახალი ქართლის ცხოვრება”.  ვახტანგ მეექვსემ (1704-1712) წლებში დააარსა ქართული  სტამბა, დაბეჭდა პირველი ”ვეფხისტყაოსანი”. 1650-1716 წლებში მოღვაწეობდა დიდი მწიგნობარი, განმანათლებელი ანთიმოზ ივერიელი. იგი საქართველოდან ტყვედ წაიყვანეს და შემდეგ ვლახეთის ეპისკოპოსი გახდა (რუმინეთი).  მან რუმინეთში დააარსა სტამბა. იგი ეხმარებოდა საქართველოსაც და მისი მოწაფე მიხაილ იშტვანოვიჩი დაეხმარა ვახტანგ მეექსვეს 1709 წელს თბილისში  სტამბის დაარსებაში. აქედან მოყოლებული უკვე იქმნება სტამბური ქართული წიგნები და თანდათანობით მცირდება ხელნაწერი წიგნების დაწერისა და გადაწერის რიცხვი.

თეიმურაზ მეორე (1700-1762 წწ.) - მეფე, პოეტი, მთარგმნელი. იგი აგრძელებს არჩილ მეფის მიერ დამკვიდრებულ ”მართლის ტქმის პრინციპს”. მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ”სარკე თქმულთა ანუ დღისა და რამის გაბაასება”, ”გაბაასება რუსთაველთან”, ”ხილთა ქება”.

მეთვრამეტე საუკუნის გამორჩეული პოეტი იყო დავით გურამიშვილი (1705-1792 წწ.). იგი ახალგაზრდობაში დაღესტნელებმა, რომლებიც თავს ესხმოდნენ საქართველოს, დაატყვევვეს და გაიტაცეს სამშობლოდან. დავით გურამიშვილმა გაქცევა შეძლო და ასტრახანის გზით რუსეთსი გადავიდა, სადაც იმ დროისატვის ტავსეფარებულ ვახტანგ მეექვსეთან დარჩა. დავით გურამიშვილი ვახტანგ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ უკრაინაში დასახლდა და იქ გარდაიცვალა. მას ეკუთვნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი სედევრი ”დავიტიანი”. პოემა რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. პირველია ”ქართლის ჭირი”, რომელშიც აღწერილია მეთვრამეტე საუკუნის საქართველს ტრაგიკული ისტორია. მეორე ნაწილში - ”სწავლა მოსწავლეთა” - ყურადღება გამახვილებულია აძრდის სისტემაზე, მოზარდის ქართული ტრადიციებით და სწავლის სიყვარულით აღრდის შესახებ. ამ ნაწარმოებს რელიზმის ნიმუშად მიიჩნევენ. წიგნის ბოლო ნაწილი სევდიანი ლექსებისაგან სედგება. მატსი რრმა ფილოსოფიური საუბარია სიკვდილ-სიცოცხლის მარადიულ თემებზე.

სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725 წწ.) - დიდი მწერალი, ლექსიკოგრაფი, მწიგნობარი, სახელმწიფო მოღცაწე. მისი ცნობილი ლიტერრატურული ნაშრომია ”სიბრძნე სიცრუისა” - იგავ-არაკტა კრებული. მას საკაცობრიო მნიშვნელობის წიგნად თვლიან. სულხან-საბამ შეადგინა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი - ”სიტყვის კონა”.

1754-1811  წლებში მოღვაწეობდა სახელმწიფო მოხელე და მოაზროვნე სოლომონ ლიონიძე - ცნობილია მისი  მიერ ერეკლე მეფის დასაფლავების დღეს წარმოთქმული.

სამგლოვიარო სიტყვა,  რომელიც ხელოვნების ნიმუშსაც წარმოადგენს - რიტორიკული ჟანრის შედევრია.

მეთვრამეტე საუკუნისა და მეცხრამეტე საუკუნის  თბილისში გავრცელებული იყო ”აშუღური” პოეზია. აშუღი მგოსანი-იმპროვიზატორია, სიტყვა არაბულიდან მომდინარეა. აშუღები არა მარტო წერდნენ ლექსებს, არამედ ამ ლექსებს სიმღერის ფორმითა და მუსიკალურ საკრავზე დაკვრით ასრულებდნენ. თბილისელი აშუღები თხზავდნენ ქართულად, სპარსულად, სომხურად, აზრბაიჯანულად.

ამ მხრივ აღსანიშნავია საიათნოვას პოეზია. იგი ლექსებს წერდა ქართულად, სომხურად და  აზერბაიჯანულად.

საერთოდ, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისი  არა მარტო ქართული, არამედ აზერბაიჯანული და სომხური კულტურის ცენტრიც იყო.

მეცხრამეტე საუკუნიდან საქართველო დაიპყრო რუსეთის იმპერიამ და ბუნებრივია თავისფუფლების მოპოვებისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეები ხდება მთავარი ელემენტი ქართველ მწერალათა და პოეტთა შემოქმედებაში. ამათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი ქართველი რომანტიკოსი პოეტების შემოქმედება: ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, და გამორჩეულად დიდი პოეტი - ნიკოლოზ ბარათაშვვილი (1817-1845). ნ. ბარათაშვილი სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა და მის შემოქმედებას ხშირად ადარებენ დიდი ინგლისელი პოეტის ბაირონის შემოქმედებას. მათ სორის მართლაც დიდი მსგავსებაა. ნ. ბარათაშვილი გარდა მსოფლიო სევდისა და რომანტიკული მსოფლაღქმისა, სამშობლოს ბედოთ დაფიქრებყლი პოეტია. საქართველოს ბედი და თავისუფლების იდეა მისი შემქმედების მთავარი ნიშანია.

ილია ჭავჭავაძე (1837-1907) - საქრთველოს ისტორია იცნობს შემთხვევებს, როდესაც განსაკუთრებულად მძიმე პერიოდში ერს ევლინება გამორჩეული გმირი, ვისაც ღვთისაგან ქვეყნისა და ეროვნული კულტურის გადარჩენის მისია ეკისრება. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პიროვნება ილია ჭავჭავაძეა. მან რუსეთისაგან დაპყრობილ საქართველოში ქართული ეროვნული სული გამოაღვიძა და ეროვნული კულტურა გადაარჩინა. ილია რეალისტი შემოქმედია. ის იყო პროზაიკოსი, პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, რედაქტორი („საქართველოს მოამბე“, „ივერია“), პოლიტიკოსი, სათავეში ედგა ყოველ ეროვნულ საქმეს და საბოლოოდ მას ქართველმა ხალხმა „ერის მამა“ შეარქვა. ილიას ცხოვრება და მოღვაწეობამ იხსნა ქართველი ერი ოკუპანტის - რუსეთის იმპერიის მხრიდან ასიმილაციისაგან. ამიტომაც მოკლეს იგი საქართველოს მტრებმა 1907 წელს. ავტორია პოემებისა: „განდეგილი“, „აჩრდილი“, „ქართვლის დედა“ და სხვა; მოთხრობებისა: „მგზავრის წერილები“, „ოთარაანთ ქვრივი“: ლექსებისა: „ელეგია“, „ბაზალეთის ტბა“ და სხვ. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობის ნაშრომია ილიას სტატია - „ოსმალოს საქართველო“, რომელსიც დიდი ქართველი მისალმება მუსლიმ ქართველებს და საუბრობს მუსლიმი და ქრისტიანი ქართველების კულტურულ და ეროვნულ ერთიანობაზე.

აკაკი წერეთელი (1840-1915 წწ.) დიდი ქართველი მგოსანი იყო, წერდა პროზაულ ნაწარმოებებსაც. მან განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა ხალხში. მიჩნეულია, რომ ის იყო ყველაზე დიდი ლირიკოსი პოეტი. აკაკი დიდი ილიას მეგობარი და თანამებრძოლია. ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური. მისი პოემებია: „გამზრდელი“, „ნათელა“, „თორნიკე ერისთავი“... შესანისნავი მოთხრობაა „ბაში-აჩუკი“. მისი ლექსი „განთიადი“, რომელიც რუსეთის იმპერიისაგან მოკლული დიდი ქართველი მოღვაწის - დიმიტრი ყიფიანის ხსოვნას ეძღვნება - პოეტური შედევრია და ეროვნული მნიშვნელობის ნაწარმოებია.

დიდმიტრი ყიფიანი (1814-1887 წწ.) - მრავალმხრივი მოღვაწე იყო. იგი მხარში ედგა დიდ ილიას ყველა ეროვნულ საქმეში, იყო ქომაგი დაჩაგრული ქართველი ხალხისა, ცდილობდა ქართული კულტურის აღორძინებას, დაარსა ჟურნალი „ცისკარი“. აქტიური ეროვნული მოღვაწეობისათვის 1886 წელს რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო დიმიტრი ყიფიანის  რეპრესირება. იგი გადაასახლეს რუსეთში და მოკლეს.

 ქართული ლიტერატურის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია ვაჟა-ფშაველას (1861-1915 წწ.). ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) იყო პოეტი, მწერლი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, შესანიშნავი ეთნოგრაფიული ჩანაწერების ავტორი. ცნობილი მწერლები იყვნენ ვაჟას ძმებიც - ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები. ვაჟას შემოქმედება თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, თურქულადაც. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი. ვაჟას შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია ადამიანიასა და მისი გარემომცველი ბუნების მშვიდობიანი თანაარსებობის პრობლემებს, იგი ღრმად და შიგნიდან იცნობს ქართულ მითოსს და ეს მოტივები საოცარ ხიბლს ანიჭებს ვაჟას პოეტურ შემოქმედებას. ამავე დროს, ვაჟა ფშაველას შემოქმედებაში გამორჩეულია პატრიოტული მოტივიც. მთელ მსოფლიოშია ცნობილი ვაჟას პოემები: „სტუმარ -მასპინძელი“, „ალუდა ქეთელეური“, „გველისმჭამელი“, „ბახტრიონი“ და სხვ. ვაჟა იყო დიდი ილია ჭავჭავაძის მეგობარი და თანამებრძოლი.

ზაქარია ჭიჭინაძე (1854-1931 წწ.) - ჩემი აზრით, ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ილია ჭავჭავაძის, ზაქარია ჭიჭინაძისა და ახმედ მელაშვილის სახელები, რადგან ამ სამ ადამიანს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული ეროვნული იდენტობის, ქართული ენისა და კულტურის გადარჩენის საქმეში. ზაქარია ჭიჭინაძე მრავალმხრივი მოღვაწე იყო. იგი აგრძელებდა დიდი ილიას გზას. იყო მეცნიერი, რედაქტორი, ჟურნალისტი, მოგზაური, ეთნოგრაფი. მან შემოიარა მთელი საქართველო შეკრიბა და წიგნებად გამოსცა ხალხური შემოქმედების უამრავი ნიმუში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზაქარია ჭიჭინაძის მოღვაწეობა აჭარასა და ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. მან გაყიდა მთელი თავისი ქონება, ამ ფულით დაბეჭდა „დედაენები“, „საქართველოს ისტორია“, შემოიარა აჭარა და ტაო-კლარჯეთი და იქაურ ქართველებში დაარიგა. იგი დიდხანს ცხოვრობდა ამ მხარეებში, განსაკუთრებით ხანგრძლივად იყო მაჭახელში. მან მუსლიმ ქართველთა შორის დიდი სიყვარული დაიმსახურა. იგი ქართულ ენას ასწავლიდა ტაო-კლარჯელ ქართველებს. ჩაიწერა უამრავი საინტერესო ფოლკლორული მასლა და მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქაურ ქართველთა შორის შემონახული უნიკალური ინფორმაცია დიდი თამარ მეფის შესახებ.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის დიდი ქარტველი მოღვაწე იყო ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953 წწ). იგი დიდი მეცნიერი _ ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე, ეთნოლოგი გახლდათ. მან განსაკუთრებული წვლილი დასდო ისტორიული ტაო-კლარჯეთის მეცნიერულ შესწავლას. 1917 წელს შემოიარა ეს მხარეები, აღწერა ქართული კულტურის ძეგლები და მაღალი მეცნიერული დონის  პუბლიკაციები გამოაქვეყნა.

მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო ლიტერატურის განვითარებაში.

მეოცე საუკუნის საქართველოში მოღვაწეობდნენ დიდი პოეტი: ტიციან ტაბიძე,   მწერალი - მიხეილ ჯავახიშვილი - ეს დიდი შემოქმედები საბჭოთა რუსეთმა დახვრიტა და დღეს ჩვენთვის მათი საფლავებიც კი უცნობია.

ტიციან ტაბიძე (1893-1937 წწ.) საოცარი ექსპრესიული ლექსებითა და პატრიოტული მოტივებით გამორჩეული პოეტია. მისი შემოქმედება სიმბოლიზმის სკოლას უკავსირდება. ტიციანმა და მისმა თანამოაზრეებმა - პაოლო იაშვილმა, ალექსანდრე აბაშელმა და სხვებმა შექმნეს „ცისფერყანწელთა დასი“. მისი პოეზიაც მრავალ ენაზეა თარგმნილი.

მეოცე საუკუნის უდიდეს ქართველ პოეტად ითვლება გალაკტიონ ტაბიძე (1891-1959 წწ.) - ლირიკოსი, 100-ზე მეტი პოეტური კრებულის ავტორი. გამორჩეული მხატვრული ხედვისა და ფერების დიდოსტატი. მან მეტად რთული ცხოვრების გზა განვლო რუსეთისაგან ოკუპირებულ საქართველოში და ეს ტრაგიზმი მოჩანს მის პოეზიაშიც. თრაგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.

მიხეილ ჯავახიშვილი (1880-1937 წწ.) - დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოღრაობის ერთ-ერთი მეთაური, რის გამოც იგი 1937 წელს რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ დახვრიტა. მიხეილ ჯავახიშვილის მწერლური სტილი კრიტიკული რეალიზმს მიეკუთვნება. მისი რომანები: „არსენა მარაბდელი“, „ჯაყოს ხიზნები“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „გივი შადური“, „თეთრი საყელო“, „ლამბალო და ყაშა“, „ქალის ტვირთი“. მიხეილ ჯავახიშვილის სემოქმედება მსოფლიო ლიტერატურის ოქროს ფონდშია შესული.

კონსტანტინე გამსახურდია (1893-1975 წწ.) - მრავალმხრივი მოღვაწე იყო: მწერალი, ესეისტი, მთარგმნელი, პოეტი. ცნობილია მისი რომანები: „დავით აღმაშენებელი“, „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, „დიონისოს ღიმილი“, „მთვარის მოტაცება“.

ახალგაზრდა ასაკში გამოესალმნენ ცხოვრებას ნიჭიერი ქართველი პოეტები მირზა გელოვანი (1917-1944 წწ.) და ლადო ასათიანი (1917-1943 წწ.). მათი შემოქმედების მტავრი თემების სიყვარული და პატრიოტიზმია.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდა მრავალი საინტერესო ქართველი მწერალი და პოეტი. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ნოდარ დუმბაძე (1928-1984 წწ.). ნოდარ დუმბაძის სემოქმედება ჰუმანისტური იდეებითაა გამორჩეული, ასევე, ფაქიზი იუმორისტული შტრიხებით. ნ. დუმბაძის ცნობილი რომანებია: „მარადისობის კანონი“. „მზიანი რამე“. „ნუ გეშინია, დედა“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ და სხვ. მისი სემოქმედება თურქულადაცაა თარგმნილი.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი პოეტია ქალბატონი ანა კალანდაძე  (1924-2008 წწ.). ანა კალანდაძემ ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს. ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს.  ამ კრებულმა  ანა კალანდაძეს დიდი პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული მოუტანა. მისი ლექსები თარგმნილია  თურქულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე. ყველაზე სრული გამოცემაა მისი ორტომეული, სადაც ორიგინალური ლექსების გარდა დაბეჭდილია თარგმანებიც, აგრეთვე,  წერილები, ესეები, მოგონებები.

თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი შემოქმედი იყო ოთარ ჭილაძე (1933-2009 წწ.) - მწერალი და პოეტი, პიესების ავტორი, პუბლისიცტი. მისი დიდი რომანებია: „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“, „რკინის თეატრი“, „აველუმი“, „გოდორი“. ცნობილი პიესაა- „წათეს წითელი წაღები“. გამოცემულია ო. ჭილაძის 12-მდე პოეტური კრებული. მისი შემოქმედება მსოფლიოს მრავალი ხალხის ენაზეა თარგმნილი.

ქართულ პოეზიასა და პროზაში თავისებური მშვენიერი ფერები შემოიტანა ფრიდონ ხალვაშმა (1925-2010 წწ.) ის სულ ახლახან გარდაიცვალა და ჩვენ მას ყველანი ვიცნობდით. გთხოვთ, ფეხზე ადგომით და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. ფრიდონ ხალვაშის შემოქმედებაში დიდი ადგილი ეკავა თურქეთის ქართველთა თემას და ამით ის განსაკუთრებით ძვირფასია ჩენთვის. ის 50-მდე წიგნის ავტორი იყო. გახლდათ ახლო მეგობარი დიდი ახმედ მელაშვილისა.

თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწერლის ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედების გვირგვინაია რომანი „დათა თუთაშხია“. მასვე ეკუთვნის „გორა მბორგალი“, გიორგი ბრწყინვალე“.

და ბოლოს მსურს ვისაუბრო თურქეთში მოღვწე დიდ ქართველზე - ახმედ მელაშვილზე (1922-1980 წწ.). ის დიდი ილიას გზის გამგრძელებელი იყო თურქეთში. მან გააღვიძა ქართველობის გრძნობა თურქეთელ ქართველთა შორის. აქ ბევრნი ვართ მისი გაზრდილები და ის ადამიანებიც, რომლებიც ამ დიდ მოღვაწეს პირადად ვიცნობდით. ახმედ მელაშვილი იყო შესანიშნავი მოღვაწე, მეცნიერი, მთარგმნელი, ლექსიკოგრაფი. სამეცნიერო-მთრაგმნელობითი-სარედაქციო მოღვაწეობის პარალელურად, ცნობილია მისი დიდ ღვაწლი ქართული ფოლკლორის შემონახვისა და ქართული ეთნომუსიკალური შემოქმედების განვითრების საქმეში. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე. ამიტომაცაა, რომ მისი სახელი საქართველოში ილია ჭავჭავაძის სახელის გვერდით წარმოითქმის. შარშან მისი სახელი მიენიჭა თბილისის 31-ე საჯარო სკოლას.

დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ ქართული და თურქული კულტურული ურთიერთობების გაღმავების საქმეში  დიდი როლი შეასრულა ქალბატონმა ლია ჩლაიძემ. ლია ჩლაიძე - შესანიშნავი თურქოლოგია, თურქული და ქართული კულტურის დიდი სპეციალისტია, სახელმძღვანელოების, სასაუბროებისა და ლექსიკონების ავტორია, ბრწყინვალე მთრგმენლი თურქულიდან ქართულ და ქაარტულიდან თურქულ ენებზე. მან ძალიან დიდი წვლილ შეიტანა თურქი და ქართველი ხალხის კულტურული დაახლების სქმეში. ვუსურვოთ ქალბატონ ლიას ხანგრძლივი  და ნაყოფიერი სიცოცხლე.

ამით, ვამთავრებ, ვფიქრობ, სრულიად წარმოუდგენელია 25-საუკუნოვანი ქართული კულტურის ისტორიის მოქცევა ერთ მოხსენებაში. ამიტომ შევეხე მხოლოდ იმ ძირითად მოღვაწეებს, ვისი სახელიც მსოფლიო კულტურის ისტორიაშია შეტანილი.

 ვფიქრობ, ჩვენ - დიდი კულტურის მქონე თურქეთის სახელმწიფოს მოქალაქეები, ამავდორულად, დიდი ქართული კულტურიდან მომდინარეობითაც უნდა ვამაყობდეთ და ახლოს ვიცნობდეთ ჩვენს ისტორიულ ფესვებს.

გმადლობთ ყურადღებისათვის.

გიორგი ირემაძე

 

*24 აპრილი 2011 ქალაქ საქარია/თურქეთი-დედა ენის კონფერენციის მოხსენება








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი