Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკის შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ (1992 წ)

ხელშეკრულება

თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკის შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ.

თურქეთის რესპუბლიკა და საქართველოს რესპუბლიკა, შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი,

პატივს მიაგებენ რა ოროვე ქვეყნის სუვერენულ სტატუსს და ეყრდნობიან დამოუკიდებლობას, ტერიტორიული მთლიანობას, საზღვრების ურღვევობას, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს და გამოხატავენ რა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილს,

ადასტურებენ რა ერთგულებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისადმი, მისი მიზნებისადმი, ჰელსინკის დასკვნილი აქტისა და ახალი ევროპისათვის პარიზის კარტიის, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის სხვა დოკუმენტებისადმი,

გამოთქვამენ რა რწმენას, რომ ორ ხალხს შორის არსებული ისტორიული და კულტურული ტრადიციების სიახლოვე და მეგობრული კავშირები ხელს შეუწყობს მრავალმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას,

მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებას და შეთანხმემებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით.

მხარეები ხელმძვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის.

მხარეები აღნიშნული შეთანხმების დებულებებს დაიცავენ თავიანთი კანონმდებლობის, არსებული პრაქტიკის და მათი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით.

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

მხარეები იზიარებენ  აზრს იმის თაობაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს განავითარებენ საერთაშორისო ურთიერთობათა ახალი პრინციპების საფუძველზე და შეთანხმდნენ ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის საფუძველზე განავითარონ და გააფართოვონ ურთიერთობები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, სამეცნიერო-ტექნიკურ, სოფლის მეურნეობის, მეცნიერების, ტრანსპორტის, კულტურის, ინფორმაციის, ტურიზმის, სპორტისა და სხვა დარგებში.

მუხლი 2

მხარეები დიდ მნიშნელობას ანიჭებენ შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობას, რომლის ძირითადი პრინციპები აისახა 1992 წლის 25 ივნისს ქ. სტამბულში უმაღლეს დონეზე ხელმოწერილ დეკლერაციაში.

მხარეები ერთობლივი ძალისხმევით შეეცდებიან განავითარონ აღნიშნული თანამშრომლობა, ყოველმხრივ აამაღლონ მისი სტატუსი და ეფექტიანობა, დიდ მნიშვნელობა მიანიჭებენ უთანხმოებების პოლიტიკური საშუალებებით გადაჭრას, რეგიონალური უსაფრთხოების თანდობის სისტემის იდეის განხორციელების საქმეს.

მხარეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებშიც. აგრეთვე მრავალმხრივ კონფერენციებსა და ფორუმებში კავკასიისა და მსოფლიოში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით.

მუხლი 3

ურთიერთობათა შეთანხმებულად წარმართვის უზრუნველსაყოფად მხარები პერიოდულად ჩაატარებენ კონსულტაციებს ორივე მხარისათვის საინტერესო რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე.

მხარეები საგარეო საქმეთა სამინისტროების მეშვეობით შეათანხმებენ აღნიშნულ კონსულტაციების დღის წესრიგს, ადგილსა და ვადებს.

მუხლი 4         

1. მხარეები გამომდინარე მოსაზრებიდან, რომ სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა შეადგენს ორმხრივი ურთიერთობების განმსაზღვრელ ძირითად ელემენტს, შეეცდებიან არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მოცულობა აიყვანონ მისი პოტენციალური შესაძლებლობების დონეზე, შეიმუშავონ და განახორციელონ ერთობლივ კაპიტალდაბანდებათა პროექტები.

2.  მხარეები ხელს შეუწყობენ და უპირატესობას მიანიჭებენ ურთიერთაშორის ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების განვითარებას.

3. მხარეები განავითარებენ მჭიდრო თანამშრომლობას იმ დარგებში, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ მათი მომავლისათვის:

-მრეწველობა;

-ენერგეტიკა;

-სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა;

-ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა;

-ჯანდაცვა;

-კომუნიკაციები.

მუხლი 5

მხარეები ხელს შეუწყობენ ეკონომიკის, მეცნოერების და ტექნიკის სფეროებში გამოცდილების გაზიარებას, მხარს დაუჭერენ ურთიერთობების განვითარების აღნიშნულ დარგებში არსებული შესაძლებლობების უკეთ გამოყენებისა და გაცნობის მიზნით.

მუხლი 6

მხარეები ხელს შეუწყობენ კონტაქტებისა და ურთიერთობების დამყარებას სხვადასხვა საზოგადოებრივ პროფესიულ და ტექნიკურ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებსა და საქმიან წრეებს შორის, აგრეთვე გაცვდითი ვიზიტების წახალისებას აღნიშნული საზოგადოებების წარმომადგენელთა შორის და ორივე ქვეყნის ქალაქების დაძმობილებას.

მუხლი 7

ორივე ქვეყანაში დამკვიდრებული ცხოვრების წესის უფრო სრულყოფილად გაცნობის მიზნით მხარეები ხელს შეუწყობენ მათ მოქალაქეთა პირად კონტაქტებს, განავითარებენ უშუალო თანამშრომლობას, კულტურისა და ხელოვნების დარგებში.

მუხლი 8

მხარეები შექმნიან ხელსაყრელ პირობებს ორ ქვეყანას შორის მათი მოქალაქეების თავისუფალი მიმოსვლისათვის. საკონსულო ურთიერთობათა განვითარების მიზნით ხელს შეეწყობენ შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერას.

მუხლი 9

მხარეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ თანამშრომობის განვითარების ტრანსპორტისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში და ამ მიზნით ხელს შეუწყობენ პრესის, რადიოსა და ტელევიზიის ურთიერთკავშირების გაფართოებას.

მუხლი 10

მხარეები ანიჭებენ რა დიდ მნიშვნელობას გარემოს დაცვის, მჭიდროდ ითანამშრომლებენ შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის საკითხში.

მუხლი 11

ამ ხელშეკრულებით განსაზღვრილი საკითხების განხორციელების მიზნით მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ორი ქვეყნის პარლამენტებს და პარლამენტარებს შორის, ორი ქვეყნის სამთავრობო და არა სამთავრობო ორგანოების პირდაპირი კონტაქტების დამყარებასა და თანამშრომლობას.

მუხლი 12

მხარეები აცხადებენ, რომ აღნიშნული ხელშეკრულების დებულებანი არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და არ არღვევენ ორმხრივი თუ მრავალმხრივი ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს მესამე ქვეყნების მიმართ.

მუხლი 13

მხარეები მკისრულობენ ვალდებულებას საკუთარ ტერიტორიაზე არ დაუშვან ისეთ ორგანიზაციათა, დაჯგუფებათა თუ პიროვნებათა მოქმედება რომლებიც მიზნად ისახავენ მეორე მხარის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, კონსტიტუციური წყობის ძალადობით შეცვლას.

მუხლი 14

ეს ხელშეკრულება დადებულია ათი წლის ვადით. იგი ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთი წლის ვადით, თუ რომელიმე მხარე აღნიშნული ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე წინასწარ წერილობით არ მიმართავს მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილების თაობაზე ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

შემდეგ ხელშეკრულებებშიც, მათი მოქმედების გაუქმებასთან დაკავშირებით კვლავაც ძალაში რჩება სამი თვით ადრე წერილობით შეტყობინების პრინციპი; ამგვარი შეტყობინების არ არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულება კვლავაც გაგრძელებულად ჩაითვლება შემდეგი ხუთი წლის ვადით.

მუხლი 15

აღნიშნულ ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცების შემდეგ.

შესრულებულია ქ. თბილისში 1992 წლის ივლისს ორ ეგზემპლარად თითეული თურქულ და ქართულ ენაზე, ამასთან ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.

 

                               თურქეთის რესპუბლიკის                                 საქართველოს რესპუბლიკის

                                           სახელით                                                            სახელით

                                 სულეიმან დემირელ                                            ედუარდ შევარდნაძე








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი