Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   ქეიფის დროს მამაკაცებს შორის პატივისცემის ნიშნად ურთიერთ ხვევნა-კოცნა რამდენად იყო ჩვენითვის ტრადიციული?

არც მამაკაცების ერთმანეთის კოცნა იყო საქართველოში მიღებული. მხოლოდ საპატივცემულო პირებთან, ასაკით უფროსებს მხარზე ეამბორებოდნენ. მამაკაცების მიერ ერთმანეთის კოცნა შეხვედრისა თუ ქეიფის დროს საბჭოთა პერიოდში დამკვიდრდა. ასაკით უფროს ადამიანებს, ალბათ ახსოვს როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს კომუნისტური პარტიის „ბელადები“ პარტიულ შეხვედრაზე და ურთიერთშეხვედრის დროს. ეს სენი მამაკაცების ერთმანეთს კოცნისა მაშინ შეეყარა ქართულ საზოგადოებას. სხვათა შორის, საქართველოში სულ რაღაც სამი თაობის წინ მშბობლების მიერ ბავშვების/შვილების კოცნას კი არ იყო მიღებული.

ამ მხრივ ფრიად მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს დაცული XVIII საუკუნის ფრანგ დე გრაი დე ფუას, რომელიც რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოში მოვლენილი ავანტურისტი გენერლის ტოტლებენის ადიუტანტი გახლდათ. ტოტლებენის ერეკლე II-თან მიღებაზე მიყვანისას დე ფუა შემდეგს გადმოგვცემს: „როდესაც ტოტლებენმა ჩარდახის წინკარს მიაღწი, მას წარუდგა ერეკლეს ვაჟი. ტოტლებენი გადაეხვია მას, რამაც განაცვიფრა ეს ყმაწვილი კაცი, ვინაიდან ჩვეულება იმისა, რომ მამაკაცები ერთმანეთს გადაეხვიონ, ჯერ მიღებული არ არის. შემდეგ კარებში მას დახვდა ერეკლეს ბიძა, საქართველოს პატრიარქი (კატოლიკოს-პატრიარქი ანტონ I, ისევე მეფის ძე - რ.თ). გრაფმა მოინდომა გადახვეოდა მას, მაგრამ პატრიქარქმა უკან დაიხია, პირჯვარი გადასახა მას და პირველი შევიდა ჩარდახში”.

ისიც საყურადღებოა, რომ სიტყვა „ქეიფი” ქართული არაა; ის აღმოსავლური ქეიფის ვარიანტია. ეს ლექსიკური ერთეული სულხან-საბა ორბელიანმა არ იცოდა. საქართველოში მხოლოდ ნადიმობა ანუ მეჯლისები იცოდნენ. ნადი თუ სამუშაკოდ შეყრა იყო, ნადიმი - ტრაპეზზე შეყრა.

 

როლანდ თოფჩიშვილი

თვალსაზრისი-ტრადიციების შესახებ!

 

კავკასიის ეთნოლოგიური კრებული-XV-თბილისი-2014 გვ. 196-197

(ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი)

 








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი