Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   14 აპრილი დედაენის დღე

1801 წელის, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ქართული, როგორც სახელმწიფო ენა აკრძალეს.

1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქართულმა ენამ აღიდგინა სახელმწიფო ენის სტატუსი, თუმცა ეს სტატუსი მოგვიანებით, მხოლოდ 1936 წლის საბჭოთა კონსტიტუციით განისაზღვრა.

1978 წლის 14 აპრილის 100 ათასამდე ადამიანი წინ აღუდგა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ანალოგიური დემონსტაციები ბათუმშიც გაიმართა, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას. სსრკ-ის გენერალურმა მდივანმა იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ დარგში, მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირში “მცირე ენების” გაუქმებისა და სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ საქართველო, სომხეთი და ბალტისპირეთის ქვეყნები შეეწინააღმდეგნენ.

იმ დროს ედუარდ შევარდნაძეს ცენტრალური კომიტეტის მდივნის, მიხეილ სუსლოვისგან ცეცხლის გახსნის მითითებაც ჰქონდა მიღებული. მაგრამ მთავრობა იძულებული გახდა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, ამის პირობა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ მისცა და კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.

ბრეჟნევის გადაწყვეტილებით, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოში სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.

 

http://www.ireporter.ge/14-აპრილი-დედაენის-დღე/








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი