Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   აფხაზეთის ეკლესია მსოფლიო პატრიარქს კვლავ ქართული ეკლესიის საზღვრების გადახედვას სთხოვს

აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს საბჭოს სამდივნომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ის სახელზე 2017 წლის 9 თებერვალს ოფიციალური წერილი გაგზავნა.

წერილის მთავარი გზავნილი, როგორც წინა წლებში, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობიდან გასვლა და  ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ჩარჩოების გადახედვის თხოვნაა. მასში ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში ქართული ეკლესიის ნაციონალისტური იდეები, აფხაზეთში ეკლესიების ერთიანობის მისაღწევად მთავარი წინააღობაა.

აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს დღეს აფხაზეთში დიდი მხარდაჭერა აქვს და რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე, რუსეთისგან თუნდაც სასულიერო დამოუკიდებლობის სიმბოლოდ მიიჩნევა. ის ცდილობს კავშირი დაამყაროს მსოფლიო საპატრიარქოსთან და მის იურისდიქციაში შევიდეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არსებობს ასევე, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია. ის  რუსეთთან თანამშრომლობას არჩევს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მხარდაჭერას სწორედ მას უცხადებს.

აფხაზეთში მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შორის ორ დაპირისპირებულ დაჯგუფებას – აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიოს და აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საეკლესიო-საერო კრების ჩატარების საკითხზე მუდმივად დავაა.

აფხაზეთში საეკლესიო საკითხზე და კონკრეტულად დაპირისპირებულ მხარეებზე ოფიციალური პოზიცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 2015 წლის მაისში დააფიქსირა.

საპატრიარქოს განცხადებით, ორივე მათგანის პოზიცია მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებლი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს, რასაც, ბუნებრივია, ვერ დაარღვევს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქო. საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესიის განცხადებით, ის მზად არის, რომ მისი სასულიერო პირები ჩავიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და აღავლინონ მსახურება.

 

http://netgazeti.ge/news/173754/








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი