Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   თურქეთის რესპუბლიკაში გამოქვეყნდა ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი

გამოქვეყნდა ერეკლე დავითაძის (ერდოღან შენოლი) მიერ შედგენილი ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი.  წიგნი, გამოქვეყნდა თურქულ ენაზე და საინტერესო წყაროა, ყველა იმ თურქულენოვანი მკითხველისათვის,  ვინც დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ. წიგნში თავმოყრილი მასალები აერთიანებს როგორც უშუალოდ, ქართული კულტურული სამყაროსათვის დამახასიათებელ, აგრეთვე მასთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულ 500-მდე სიტყვას, ტერმინსა თუ კონკრეტულ სპეციფიკურ დასახელებებს.

ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის გამოქვეყნება მიეძღვნა ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავს. წიგნი გამოიცა თურქეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობითა და თურქეთის ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის, ბ-ნი ნურეთთინ ჩარმიქლის მხარდაჭერით.

600 გვერდიანი ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი, მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, როგორც საქართველოს შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას, აგრეთვე კონკრეტულ საკითხთა შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მიღებით დაინტერესებულ აკადემიური წრეების წარმომადგენლებსაც.

ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის შესაძენად ეწვიეთ საიტს:

https://www.nadirkitap.com/gurcu-ansiklopedik-sozlugu-erdogan-senol-kitap25742274.html








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი