Aqua ანუ სად არის აფსუების სამშობლო - ნაწილი II

Aqua ანუ სად არის აფსუების სამშობლო - ნაწილი II

როგორ გადასცა სტალინმა ლორე სომხებს - ჯაბა სამუშია

როგორ გააჩუქეს ორჯონიქიძემ და სტალინმა საინგილო - ჯაბა სამუშია

Aqua სად არის აფსუების სამშობლო - ნაწილი I

სოხუმი და აფხაზეთი XIV საუკუნეში- აბაზური კოლონიზაციის პირველი ნიშნები

აფხაზეთი XV საუკუნეში - ქვეყნის დაშლა და სასაზღვრო ზონის პრობლემები

აფხაზეთი XVI საუკუნეში - აღმოსავლეთ ნაწილის კოლონიზაცია

აფხაზეთი XVII საუკუნეში-აღმოსავლეთ ნაწილის კოლონიზაცია

ინდოეთში ნაპოვნია ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები

ძველი ურარტუ: ვინ იყვნენ ძველი ურარტელები?

თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკის შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ (1992 წ)

“აფხაზთა” სამეფო - პროფ. ლია ახალაძე

ჯაყელები

ქართველი მონოფიზიტები

ქართული დასახლებები ავღანეთში, სადაც თალიბებიც კი ვერ რისკავენ შესვლას

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია

ვის რა ახსენდება სტალინის სახელის გაგონებისას ერდოღან შენოლ ერეკლე დავითაძე

მუჰაჯირობის მოკლე ისტორია* - მალხაზ ჩოხარაძე

რა მისწერა ზვიად გამსახურდიამ ირანელ-აფხაზ მწერალს

სომეხთა მიერ გაყალბებული ცნობები ართვინისა და ჭოროხის აუზის შესახებ!

ბათუმის ისტორია

ზაზა წურწუმია-რუსული „რბილი ძალის“ ისტორია საქართველოში (XIX-XX საუკუნეები)

XV საუკუნის მეორე ნახევრის უნიკალური ევროპული წყარო ქალაქ სოხუმზე

არიან ქართლი-სოსო სტურუა

ახალი რუკა აღმოჩნდა, რომლის მიხედვით აფხაზეთი საქართველოა

16 MART 1921 MOSKOVA VE 13 EKİM 1921 KARS ANTLAŞMALARI SÜREÇLERİNDE BATUMİ

Ölümünün kırk üçüncü yılında unutulmayan Ahmet Özkan Melaşvili

Aqua ანუ სად არის აფსუების სამშობლო - ნაწილი II

XIII საუკუნეში მსოფლიოში მომხდარმა ძვრებმა ევროპელები შავიზღვისპირეთით დააინტერესა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მონღოლთა უზარმაზარი იმპერიის საზღვრები მათ თანდათან მიუახლოვდა.


XIII საუკუნეში მსოფლიოში მომხდარმა ძვრებმა ევროპელები შავიზღვისპირეთით დააინტერესა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მონღოლთა უზარმაზარი იმპერიის საზღვრები მათ თანდათან მიუახლოვდა. ჩინგის-ხანის შთამომავლებმა თითქმის მთელი ჩრილო შავიზღვისპირეთი დაიპყრეს და სტრატეგიული პუნქტები დაიკავეს. ამასთანავე ცენტრალურ აზიაში მათ ბოლო მოუღეს სავაჭრო გზებზე ყაჩაღობას. ამიერიდან გაჩნდა შესაძლებლობა ევრიპიდან აზიაში (და პირიქით) ტვირთის უსაფრთხო გადატანისა. გამორჩეულად დიდ ინტერესს შავი ზღვის სანაპირო ზოლისადმი იჩნედნენ იტალიის ქალაქ-სახელმწიფოები, განსაკუთრებით გენუის რესპუბლიკა, ასევე ვენეცია. მათი მიზანი შავიზღვისპრეთში ფეხის მოკიდება და რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან (ბიზანტია, ოქროს ურდო, საქართველო) ეკონომიკური კავშირების გაღმავება იყო. მათ თანდათან დაიწყეს სავაჭრო წერტილებში საკუთარი წარმომადგენლობის დაფუძნება და ადგილობრივ მმართველებთან მოლაპარაკების შედეგად სავაჭრო ფაქტორიებიც შექმნეს, როგორც ბიზანტიასა ოქროს ურდოში, ისე საქართველოში. მალევე თითქმის მთელი შავიზღვისპირეთი მათი ფაქტორიებით მოიფინა.

შედეგად თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში, ევროპელებმა უზარმაზარი ინფორმაცია მოაგროვეს შავიზღვისპირეთის და მიმდებარე ზონების შესახებ. შემორჩენილია უამრავი სავაჭრო დავთარი, აღრიცხვების ფურცლები, ჩანაწერები, დიპლომატიური საბუთები, საზღვაო რუკები და ასე შემდეგ. შავიზღვისპირეთში სავაჭროდ და დიპლომატიური მიზნებისათვის  მიემგზავრებოდნენ პორტუგალიელები, ესპანელები, ფრანგები, ბრიტანელები, გერმანელები, იტალიელები და სხვა.

შავიზღვისპირეთის აღმოსავლეთი ნაწილის ტოპონიმიკა და პუნქტთა ლოკალიზაცია  დაწვრილებით არის აღწერილი სხვადასხვა ევროპული კარტოგრაფიული სკოლის მიერ შექმნილ საზღვაო  რუკებზე, რომელთაც პორტოლანები ეწოდებათ. რადგანაც მსგავს  რუკებზე დატანილია მხოლოდ სანაპირო წერტილები (მდინარეები, ქალაქები), უმეტეს მათზე არაა მონიშნული სანაპირო ზოლიდან მოშორებულით მდებარე პუნქტები. შემდგომ საუკუნეებში  პორტოლანებთან ერთად გამოიყენება ჩვეულებრივი რუკები, რომელზედაც უკვე დატანილია  როგორც სანაპირო წერტილები, ისე მისგან მოშორებულით არსებული პუნქტები-საცხოვრებელი წერტილები, ციხე-სიმაგრეები, მდინარეები და ა.შ.

როგორც ითქვა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის შესახებ ევროპელებმა უამრავი მონაცემი მოაგროვეს XIII-XV საუკუნეებში და როგორც კი ჩვეულებრივი რუკების (Tabula) შექმნა დაიწყეს კარტოგრაფერებმა, მასზე  მონიშნულ იქნა არა მხოლოდ  შავი ზღვის სანაპირო ზოლში არსებული დასახლებები, არამედ ჩრდილო კავკასიის ზონის მთელი რიგი წერტილები და მდინარეები. ერთ-ერთ  პირველ ამგვარ სრულყოფილ ნამუშევრად შეიძლება მივიჩნიოთ ბატისტა ანგეზის 1540 წლის რუკა [1] რომელზეც უკვე გვქონდა საუბარი. სწორედ ამ  უნიკალურ ნამუშევარზე  არის მონიშნული პუნქტი aqua  ჩრდილოეთ კავკასიაში, რაც შეეხება  ქალაქი სოხუმს ის შუა საუკუნეებში იწოდებოდა როგორც  Sauastopoli - Porto  mengrello (სხვადასხვა ტრანსკრიბციით), რომელიც იყო წმინდა ქართული ქალაქი და იმართებდოდა ქართველი ერისთავების მიერ.

თუკი XVI საუკუნემდე თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის რუკა შეიძლება ვიპოვოთ, სადაც ერთდროულად მონიშნულია როგორც სანაპირო წერტილები ისე სიღრმეში არსებული პუნქტები, ამ დროიდან მოყოლებული ასეულობით ნამუშევარი შეგვიძლია აღვწეროთ, რომელზედაც წარმოდგენილია  მთელი იმდროინდელი ინფორმაცია. სხვადასხვა  კარტოგრაფიულ  სკოლებსა და სხვადასხვა ქვეყნებში იქმნებოდა უამრავი რუკა, რომელთა ისტორიული ღირებულება დღეს არის განუზომლად დიდი. კარტოგრაფიის ისტორიაში ხსენებულ ნამუშევრებს უდიდესი ფასი აქვთ. ამგვარად, ევროპელთა ინფორმაცია კავკასიის რეგიონის შესახებ სრულად აისახა ამ ნამუშევრებში.

ამჯერად ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იტალიელი კარტოგრაფის - ჯაკომო გასტალდის ორ რუკაზე, სადაც დატანილია ზემოთხსენებული პუნქტი ACUA ჩრდილოეთ კავკასიაში, სწორედ ამ სახელს უწოდებენ  დღეს   ქალაქ სოხუმს ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული აფსუა-აბაზა ჯგუფები, რომელთაც დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია დაიკავეს და ეთნიკურად აითვისეს XVII-XVIII საუკუნეებში, გაგრიდან მოყოლებული თითქმის  მდინარე ენგურამდე.

ჯაკომო გასტალდი - იტალიელი კარტოგრაფი, ინჟინერი და ასტრონომი   დიდხანს იყო ვენეციიის რესპუბლიკის სამსახუში. ამ დროის განმავლობაში მან   უამრავი რუკა, ნახაზი თუ გეოგრაფიული სახელმძღვანელო შექმნა, რომელთაგანაც ორი განსაკუთრებით საინტერესოა: პირველი, ეს არის   Il designo della prima parte delasia  გამოშვებული   1559-1564 წლებში [2], ხოლო მეორე   La descrittione della prima parte dell'Asia  შექმნილი 1561-1564  წლებს შორის [3], სადაც  ბატისტა ანგეზის რუკის მსგავსად  ჩრდილოეთ კავკასიაში, მდინარე  ყუბანის  ზონაში მონიშნულია ციხე-სიმაგრე ACUA, ანუ ჩვენთვის კარგად  ცნობილი დღევანდელი ‘’აფხაზების’’(აფსუა) პირველსაცხოვრისი, რეგიონი კი წოდებული როგორც ABACVAS REGI. ორივე რუკაზე  დღევანდელი აფხაზეთი შედის სამეგრელოს საზღვრებში (MENGRELIA REGI),   სოხუმი კი იწოდება როგორც Sauatopoli, ქალაქი რომელიც 121 წლის განმავლობაში იყო გენუელთა სავაჭრო ფაქტორია და მასზე უამრავი ინფორმაციაა დაცული ევროპულ ანალებში, დიპლომატიურ დოკუმენტებში, საეკლესიო ანოტაციებსა თუ  წერილებში. ამ დროს  იგი ქართული ქალაქი იყო ეთნიკურად და ეს დასტურდება არა მხოლოდ ევროპული წყაროებით, არამედ ქართული და ასევე აღმოსავლური დოკუმენტებით, უმეტესწილად არაბული ისტორიულ-გეოგრაფიული არწერებიდან. მაგალითად არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი აბულ ფიდა (1273-1331) სოხუმს ქართულ ქალაქს უწოდებს [4]

შესაბამისად, ყველა ამ ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ჩვენ დავასსკვნათ:

1.მთელი ის პერიოდი, როდესაც ევროპელები შავ ზღვაზე აქტიურად მოექმედებდნენ, ვიდრე  კონსტანტინოპოლის დაცემამდე (1453) როგორც ქალაქი სოხუმი, ისე მთელი აფხაზეთის ზონა იყო ეთნიკურად ქართული და ეს დასტურდება უამრავი სხვადასხვა წყაროთი.

2.ზემოხსენებული პუნქტი ACUA არსებობდა ჩრდილოეთ კავკასიაში დიდ ხნის წინათ და ეს კარგად იყო ცნობილი როგორც გენუელებისათვის, რომელთაც საქართველოში სავაჭრო ფაქტორია ჰქონდათ, ისე სხვა ევროპელებისათვის. შესაბამისად ეს ცნობები და წყაროები  კარგად ჰქონდათ შესწავლილი სხვადასხვა კარტოგრაფიულ სახელოსნოებს  ევროპის მასშტაბით.

3.ამ პუნქტის რუკებზე გამოსახვა  XVI საუკუნის დასაწყისამდე ვერ მოხდა მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ამ დროს უმეტესწილად გამოიყენებოდა პორტოლანები (საზღვაო რუკები), რომელზეც  უმრავლეს შემთხვევაში არაა მონიშნული ის წერტილები, რომლებიც  სანაპირო ზოლის სიღრმეში მდებარეობდა. როგორც კი ჩვეულებრივი რუკების (Tabula) შექნა დაიწყო, მასზე მაშინვე აისახა ეს პუნქტი - ACUA, კარგად  ცნობილი ევროპელი კარტოგრაფებისათვის.

4.მას შემდეგ რაც დაიწყო დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიის ეთნიკური სურათის შეცვლა (XV-XVI მიჯნაზე), რამდენიმე ათწლეულში ქალაქი სოხუმიც ათვისებულ იქნა აბაზა ჯგუფების მიერ, მიუხედავად ამისა ევროპულ რუკებზე  მაინც ძველი ვითარებაა ასახული, ხშირი კოპირების გამო. რადგან მათ უკვე მცირე ცნობები გააჩნდათ შავიზღისპირეთის შესახებ. ოსმალებმის მიერ ამ მხარის დაკავების შემდეგ, ევროპელებმა რეგიონი დატოვეს.

5.აბსოლუტური უმრავლესობა ევროპული ცნობებისა მოგროვებულ იქნა 1475 წლამდე, როდესაც დაეცა ყირიმში გენუელთა მთავარი  ფაქტორია  კაფა. იტალიური დოკუმენტიდან კი დასტურდება რომ სოხუმის გენუელმა კონსულმა საკუთარი ფაქტორია ჩააბარა დადიანთა საგვარეულო სახლს, შესაბამისად ეს ქალაქი ქართული იყო. როგორც  გენუელებმა ისე სხვა ევროპელებმა დატოვეს შავიზღვისპირეთი, ოსმალეთმა  ეს ზღვა ფაქტიურად ‘’ოსმალურ ტბად’’ გადააქცია.

 

ონისე გელაშვილი

 

ბიბლიოგრაფია

[1] Battista Agnese, Portolan Chart of Europe Showing the British Isles. 1540 The British Library

http://www.bl.uk/onlinegallery/onlineex/unvbrit/p/001add000021592u000070v0.html#sthash.HVnEm2jx.pOlumZeK.dpuf

 

[2] Il designo della prima parte delasia... / Giacomo di Gastaldi ; Fabio Licinio f. Bibliothèque nationale de France, GEDD-655(77RES)

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b550045073/f1.zoom.r=Giacomo%20Gastaldi.langEN

 

3]  La descrittione della prima parte dell'Asia... / di Jacopo Gastaldi, ... ; Restituita da Antonio Lafferi... ; Jadobus Bossius Belga incidebat Gastaldi, Giacomo 1561 

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b55000020h/f1.zoom

 

[4] Géographie d'Aboulféda; texte arabe publié d'après les mss. de Paris et de Leyde par M. Reinaud et M. le baron Mac Guckin de Slane.Paris 1848 ; p -  38, 40, 41, 286, 287. 

http://babel.hathitrust.org/cgi/pt?id=uc1.l0068308014;view=1up;seq=1

 

Kategorideki Diğer Yazılar