ურარტუ პირველად მოიხსენიება ასურეთის მეფე შალმანესერ პირველის (ჩვ. წ. აღ-მდე 1263-1234) წარწერაში როგორც „ურუატრის მიწა“. წარწერის მიხედვით, ურარტუ აერთიანებდა რვა „მიწას“ (ქვეყანას).
ურარტუ პირველად მოიხსენიება ასურეთის მეფე შალმანესერ პირველის (ჩვ. წ. აღ-მდე 1263-1234) წარწერაში როგორც „ურუატრის მიწა“. წარწერის მიხედვით, ურარტუ აერთიანებდა რვა „მიწას“ (ქვეყანას). ასურულ წყაროებზე დაყრდნობით, ივარაუდება, რომ ეს ურუატრი იყო „ნაირი“-ს ქვეყნის ნაწილი, რომელიც იყო უფრო მსხვილი ჯგუფი სამეფოებისა და ტომობრივი სახელმწიფოებისა ჩვ.წ. აღ-მდე XIII-XI საუკუნეებში.
„ნაირი“-ს ბევრი მიწა ურარტუს სამეფოში გაერთიანდა მომდევნო საუკუნეებში, რასაც, როგორც ჩანს, ხელი შეუწყო ასურელი დამპყრობლების ზეწოლამაც. ურარტუ მოიცავდა დაახლოებით 520 000 კვადრატულ კილომეტრ სივრცეს მდინარე მტკვრიდან ჩრდილოეთში (თანამედროვე საქართველო) ტავროსის მთების ჩრდილოეთ კალთებამდე სამხრეთში და მდინარე ევფრატიდან დასავლეთში ვიდრე კასპიის ზღვამდე აღმოსავლეთში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი ადგილები, მათ შორის, ალტინტეპე, ტოპრაკალე, პატნოსი და კავუსტეპე.
ურარტუს სამეფოს ჰქონდა ოფიციალური ენა, რომელზეც საუბრობდა და წერდა სამეფოს ყველა მკვიდრი. ეს იყო ურარტული ან ვანური ენა. ასობით თიხის წარწერიდან ირკვევა, რომ ურარტელები თაყვანს სცემდნენ ღვთაება ქალდის და საკუთარ თავს უწოდებდნენ ბიაი-ს (ან ბიაინილი, ბიაინელი). ზოგჯერ ისინი თავს უწოდებდნენ ნაირი-ს ან ქალდინი-ს (ქალდის თაყვანისმცემლებს). ძველ ლიტერატურაში, მათ ენას ხშირად უწოდებენ ქალდეურ ენას.
ურარტული ენა რეგიონში ცნობილ არცერთ სხვა ენას არ ენათესავება, არც სემიტურს და არც ინდოევროპულს. ურარტული ენა წარმოადგენს ე.წ. ერგატივ-აგლუტინატიურ ენას, შუმერული, ხურიტული და კავკასიური ენების მსგავსად. ეს ნიშნავს, რომ ურარტულ ენას უმეტესი ენებისგან განსხვავებული გრამატიკული კატეგორიები აქვს და ის ხშირად წინადებებს აყალიბებს მარცვლების ერთ სიტყვაში შერწყმით სიტყვების რიგის გამოყენების ნაცვლად. ურარტული და ხურიტული ენების კავშირი საკმაოდ კარგად არის შესწავლილი. დასკვნის მიხედვით, ეს ენები ერთმანეთს ენათესავებიან, მაგრამ ძველი წ. აღ-ის მესამე ათასწლეულიდან ისინი დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ. ბოლო კვლევებმა წარმოაჩინა ურარტული ენის გარკვეული მსგავსებანი ჩრდილოკავკასიურ ენებთან.
გარეკვეული მოსაზრებებით, თვიდან ურარტელებს თავისი საკუთარი იეროგლიფური დამწერლობა ჰქონდათ. სამწუხაროდ, ძალზედ მცირე წარწერებია ნაპოვნი ამის დასადასტურებლად.
სამეფოს განვრცობის შემდეგ, ურარტუზე თავდასხმების პერიოდიც დაიწყო. ჩვ. წ. აღ-მდე 714 წელს ურარტუს სამეფოზე გამანადგურებელი თავდასხმები მოაწყვეს კიმერიელებმა და ასურეთის მეფე სარგონ მეორემ. ერთი საუკუნის შემდეგ, ურარტუში შეიჭრნენ სკვითები, მიდიელები და სხვა ინდოარიელები.
საბოლოოდ, ურარტუ ჩვ. წ. აღ-მდე 590 ან 585 წელს დაეცა. ამის შედმეგ ურარტული ენა სულ უფრო და უფრო იშვიათად გამოიყენებოდა. ჩვ. წ. აღ-მდე 500 წელს მხოლოდ ურარტული ელიტა განაგრძობდა მშობლიურ ენაზე საუბარს, მაშინ, როდესაც რეგიონში გამოჩენილი ახალი ხალხი საუბრობდა პროტოსომხურზე, რომელიც ინდოევროპული ენაა.
დღეს, სომხები ხშირად ამტკიცებენ, რომ ისინი ურარტელების მემკვიდრენი არიან. ფაქტი ის არის, რომ ინდოევროპელმა სომხებმა ძალაუფლება აიღეს დაპყრობითი ომების ტალღაზე. მას შემდეგ, რაც ურარტუს სამეფო დაეცა, სომხები მოვიდნენ და დაიწყეს დომინირება ურარტუს ტერიტორიაზე. ამავე დროს, მოსულმა სომხურმა ელემენტმა შეიწოვა ურარტული კულტურის გადარჩენილი ნაშთები. ასე, რომ ეთნიკურად და ლინგვისტურად სომხები ინდოევროპელი დამპყრობლების შთამომავლები არიან. რაც შეეხება ურარტელების ვინაობას, ეს ჯერ კიდევ საიდუმლოებას წარმოადგენს.
ეროვნული ფრონტი
http://erovnuli-fronti.net/1/?p=1362
05.02.2014