ქართველები

ქართველები

ქართველების სამშობლი უძველესი დროიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლია, შავი ზღვის პირეთის აღმოსავლეთ მხარეები და საქართველო არის. ამ ხალხის სახელი (თვითსახელწოდება) საქართველოში არის "ქართველი", ევროპელები უწოდებენ "გეორგიან".


ქართველების სამშობლი უძველესი დროიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლია, შავი ზღვის პირეთის აღმოსავლეთ მხარეები და საქართველო არის. ამ ხალხის სახელი (თვითსახელწოდება) საქართველოში არის "ქართველი", ევროპელები უწოდებენ "გეორგიან". დღეს ქართველები ცხოვრობენ საქასრთველოში, აზერბაიჯანში, ირანში, რუსეთში, თურქეთსა და ევროპაში. საქართველოს გარდა ქართველები მკვიდრი მოსახლეები არიან თურქეთსა და აზერბაიჯანში, კერძოდ თურქეთის საქართველოს მოსაზღვრე კუთხეებში და აზერბაიჯანის საქართველოს მოსაზღვრე კუთხე საინგილოში ანუ ჰერეთში.

თურქეთის მოქალაქე ქართველების გარკვეული ნაწილი ადგილობრივი ქართველები არიან. გარკვეული ნაწილიც თანამედროვე საქართველოს ტერიტორიიდან არის გადმოსახლებული. მე-19 საუკუნეში საქართველოს ნაწილი რუსეთის იმპერიაშ იყო, ნაწილი-ოსმალეთის იმპერიაში. საქართველოდან გადმოსხლებულებიც იმ დროს იყვნენ ოსმალეთის იმპერიის მოქალაქე არამედ სხვა სახელმწიფოს. ოსმალეთის იმპერია დროთა განმავლობაში კარგავდა მიწებს და მცირდებოდა. იმ კუთხეების ქართველი მოსახლეობის დედა სამშობლო, ერთი იმპერიიდან სხვა იმპერიის ხელში გადავიდა და ქართველები საქართველოს იმ მიწებოდან, სადაც ისინი დაიბადნენ და გაიზარდნენ, გადასახლდნენ ოსმალეთის დანარჩენი ოლქებში. ეს დიდი გადასახლება მოხდა 1877-1878 რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდგომ აჭარიდან, ქობულეთიდან, ართვინიდან. 1829 წელს რუსეთის მიერ არტაანისა და ახალციხის ხელში ჩაგდების შემდეგ ამ მხარედანაც გადაასახლეს ქართველები თურქეთში. 

ოსმელეთის რომაული კალენდარის 1293 წელი არის თანამედროვე კალენდარის 1878 წელი და იმ ომს ოსმალეთის ისტორიკოსები უწოდებდნენ 93-ე ომს. ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერიის დაკარგული კუთხეებიდან-ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან და საქართველოდან გადმოსახლებულ ხალხებს უწოდებენ 93-ე მუჰაჯირებს. იმ დროს, ტერმინი აჭარა ნიშნავდა მხოლოდ დღევანდელი ქედა-შუახევი-ხულოს რაიონებს და ორ ნაწილად იყო გამოყოფილი: ქვემო აჭარა და ზემო აჭარა. ამიტომ აჭარელი ქართველები თურქეთში თანამედროვე ქართველების მხოლოდ გარკვეული ნაწილია და ძველი ტერმინით რომ ვთქვათ მაგალითად ქობულეთელი (ჩურუქსუ), ბათუმელი, ართვინელი, შავშეთელი, არტანუჯელი, არტაანელი გურჯები (ქართველები) არ უნდა ითვლებოდნენ აჭარლებად. მაგრამ დღეს აჭარაში შედის ბათუმიც და ქობულეთიც.

ოსმალეთის იმპერია ბალკანეთის ნახევარკუნძულზეც და საქართველოშიც დამარცხდა.შედეგად დაკარგა ქობულეთის მხარე. რუსეთის არმიამ ქობულეთის მხარე დაიკავა მრავალრიცხოვანი ჯარის დაკარგვის (დაღუპვის) ფასად. ოსმალეთის იმპერია დასავლეთის ფრონტზეც (ბალკანეთში) რომ დამარცხდა და სტამბოლამდე (იეშილქოი) რომ მოვიდა რუსეთის არმია,  იძულებით დაუტოვა ბათუმი რუსეთს. სტამბულის და სხვა კუთხების გადარჩენის მიზნით ჩააბარეს ბათუმი. 93-ე ომში და წინა ომში ანუ 1828-1829 წლების ომში ოსმალეთის დაკარგული კუთხეების მნიშნელოვანი ნაწილი, თანამედროვე ართვინი, რიზე, არტაანი, ყარსის პროვინციების კუთხეები, მუჰაჯირი ქართველების გადასახლებიდან გარკვეული დროის შემდეგ XX. საუკუნის პირველ მეოთხედში ხელახლა მოექცა თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებში.

თურქეთის სახელმწიფოს მიერ შერჩეული გადასახლების პოლიტიკის შედეგად, კომფაქტურად თურქეთელი გურჯებით (ანუ ქართველებით) დადასახლებული არც ერთი ქალაქი ან რაიონი არ არსებობს. ისინი ცხოვრობენ თურქეთის სხვა და სხვა კუთხეში დაფანტულნი, ერთმანეთიდან შორს, მათ მიერ დაარსებულ სოფლებში და შერეული ქალაქებში. მხოლოდ ართვინის პროვინციის გარკვეულ რაიონებში ჯერ კიდევ ერთად ცხოვრობენ ადგილობრივი ქართველები. თურქეთში ქართველების და საერთოდ, არათურქულენოვანი სხვა ხალხების ზუსტი რაოდენობა რეალურად დადგენილი არ არის. მხოლოდ ვარაუდს გამოთქმავენ, თუ რამდენი არათურქულენოვანი ცხოვრობს თურქეთში. მაგრამ არის ინფორმაცია, რომ თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის საზღვარში შავი ზღვისპირეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიდან ანუ ადგილობრივი ქართველების მამულიდან და თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში მყოფ კუთხეებიდანაც მოსახლეობის %80-ზე მეტი გადასახლდა დასავლეთის მიმართულებით XIX. საუკუნის. ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველების რაოდენობა თურქეთში არის რამდენიმე მილიონი.

რომელ ენაზე ლაპარაკობენ?
საქართველოში მცხოვრები ქართელები თავისი მშობლიურ ქართულ ენაზე ლაპარაკობენ, წერენ და ყველა სფეროში ქართულს იყენებენ.

თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა წამოიღეს თავისი ენა ახალ სამშობლოში. ადრე მათი უმრავლესობა მეტყველებდა მხოლოდ ქართულ ენაზე, მაგრამ დღეს მათი შთამომავლობის უმრავლესობამ მხოლოდ თურქული იციან და ლაპარაკობენ. არ გადასახლებული ავთოკტონი ანუ ადგილობრივი თურქეთელი ქართველების მდგომარეობაც მსგავსია. ქარტველები XIX. საუკუნის ბოლო მეოთხედში დაწყებული გადასახლების პერიოდის შემდგომ პროცესებში, ახალი სამშობლოში ახალ ცხოვრებას და ახალ გარემოს ისე შიეჩვივნენ, რომ XX. საუკუნის პირველი ნახევარის შემდეგ მუჰაჯირი ქართველებისა და ავტოქტონი ქართველებში გარკვეულ მიზეზების გამო დაიწყო ენის დაკარგვა. დღესდღეობით ბოლო თაობის დედა ენაც შეიცვალა. მათი დედა ენა აღარ არის ქართული უკვე თურქულია. მაგრამ დედა ენის შენარჩუნების მსურველი ოჯახებიც და პიროვნებებიც ცოტანი არ არიან. 1991 წელს კვლავ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა დედა სამშობლო და თურქეთსა და საქართველოს შორის დამყარებული კარგი ურთიერთობის საშუალბით, აღდგა ქარტველების შორის კავშირი, ქართველი ტელევიზიებს ყურების საშუალება, ინტერნეტ ქსელი და ა.შ. ბევრი ქართველს დავიწყებული დედა ენის ხელახლა შესწავლის სურვილი გაუჩნდა და ისინი ამ ძნელი საქმისათვის გზებს ეძებენ. საინტერესო ერთი ფაქტი-მარმარილოს რეგიონის გარკვეული ნაწილი მოსახლეობა  არის ართვინის რაიონებიდან გადმოსახლებული და ისინი ახალ აშენებულ სოფლებს უწოდებენ ართვინის სოფლების არაოფიციალურ ქართულ სახელებს. მარმარილოს რეგიონის იმ სოფლებში ჯერ კიდევ ბევრმა იცის ძველი ქართული ენა მაგრამ სამწუხაროდ, მათ ძველი სოფლებში, ართვინში არავინ აღარ იცის დედა ენა.

ქართველები საქართველოს და თურქეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც ცხოვრობენ. მხოლოდ უმუშევრობის გამო, ფულის შოვნის მიზნით რუსეთში 1 მილინონამდე ქართველი ცხოვრობს და მათი კავშირი გრძელდება საქართველოსთან. ბოლო პერიოდში თურქეთში და ევროპის ქვეყნებში სამუშაოდ უამრავი ქართველია წასულნი. ისინი საქართველოში არიან დაბადებული და ამ ეტაპზე ქართული ენის ცოდნის პრობლემა არ დგას. თუმცა თუ ისინი აღარ დაბრუნდებიან საქართველოში, მათი მომავალი თაობების ბედი გაურკვეულია.

ქართველების ერთი ჯგუფი გადასაცხლებულა ირანში. ირანის ქართველების გადასახლების ამბავი განსხვავებული არის ვიდრე თურქეთელი მუჰაჯირი ქართველებისა. ისინი XVI. საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოდან, კახეთიდან და ქვემო ქართლიდან ძალიტ გადასახლეს. ირანის შაჰს, შაჰ აბბასს კახეთისა და ქვემო ქართლის ქართველი მოსახლეობისგან მთლიანად გაწმენდა, მათ მაგიერ კი ირანიდან ირანელი ხალხის მოყვანა და გადასახლება სურდა. ბევრი ხალხი დაწყვიტეს კახეთსა და ქართლში. გადარჩენილი მოსახლეობის 600 ათასი ძალით წაიყვანეს შუა ირანში. მათმა გარკვეულმა ნაწილმა მოახერხა ირანამდე ჩასვლა და სხვადასხვა კუთხეებში დასახლება. ქართველები მხოლოდ ისფაჰანის პროვინციაში ფერეიდანში ცხოვრობენ კომპაქტურად და არის და ამის საშუალებით მათ ენა შეინარჩუნეს დღემდე. განსხვავებით თურქეთელი ქართველებიდან ისინი არიან ძალით გადასახლებული და ამ ფსიქოლოგიურმა მდგომარებამ მათ მისცა სხვა შეგრძნება. ფერეიდნელი ქართველების ნაწილი დღესაც კი ქართულად ლაპარკობენ და წერა-კითხვაც იცის.

ავტოქთონი-ადგილობრივი ქართველები ცხოვრობენ აზერბაიჯანშიც თურქეთის თურქეთის ადგილობრივი ქართველების მსგავსად. იქ მცხოვრები ქართველების უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი როგორც საქათველოს ქართველები. ისინი ცხოვრობენ ჰერეთში. ჰერეთი არის აზერბაიჯანის მოსაზღვრე ტერიტორია საქართველოსთან. ისტორიულად ჰერეთი ძველი საქართველოს მიწა არის და კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, მოსახლეობაც ქართველი იყო. საბჭოთა კავშირის დროს ეს კუტხე აზერბაიჯანს გადაეცა. აზერბაიჯანელების იმ ქართველებს უწოდებენ ინგილოებს (ახლად მოქცეულებს), ამ მიზეზით ქართველებმაც ამ მხარეს საინგილო დაარქვეს. საინგილოს მოსახლეობამ ქარტულდან ერთად აზერბაიჯანულ ენაც იცის. საიდუმლო არ არის, რომ აზერბაიჯანში დემოკრატია შედარებით არ არის განვითარებული და მთავრობის მიერ ინგილოების კულტურული უფლებები არ არის დაცული და ცხოვრობენ ხელმოკლედ და შევიწროებულად.

ქართველების რელიგია
ახალი წელთაღვრიცხის პირველ საუკუნის წინ ქართველები იყვნენ წარმართები. მცხეთაში ჰყავდათ კერპები, მთავარი ღმერთად ითვლებოდა არმაზი და კიდევ იყო გაიმი, გაცი და სხვა ღმერთები. იესო ქრისტეს წინასწარმეტყველობის შემდგომ პირველ საუკუნეში პირველად ანატოლიიდან-ანტაკიადან წმ. ანდრიას მიერ შემოვიდა ქრისტიანობა ტაო-კლარჯეთში და მესხეთში, პირველად მაშინ გაიცნო ქართველმა ხალხმა ქრისტიანობა. IV. საუკუნეში წმ. ნინოს ძალისხმევით ქრისტიანობა გავრცელდა მთელ საქართველოში და სახელმწიფო რელიგიაც გახდა. საქართველოს მოსახლეობას უმრავლესობა დღესაც არის მართმადიდებელი ქრისტიანი.

სამცხე-ჯავახეთის კუთხე რომელიც იყო ოსმალეთის პროვინცია, იმ კუთხეში და თანამედროვე ართვინისა და არტაანის ოლქში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მიიღო ქათოლიკობა. ისეთი პრეტენზია არის იმ სეკტზე გადასვლაზე რო შეღავათი ჰქონდა კათოლიკეებსა, პაპის დაცვის ქვეშ იყვნენ, ოსმალეთის სულთანი ხელს ვერ ახლებდა XVIII.-XIX. საუკუნეებში. და ამის გამო იმ ხალხს, ვისაც არ უნდოდა ისლამის მიღება და უნდოდა დარჩენილიყო ქრისტიანულად, იღებდა კათოლიკურ სეკტს. ქათოლიკე ქართველების უმრავლესობამ XIX. საუკუნის პირველ მეოთხედში რუსეთის ახალციხის ოლქის აღების შემდეგ გადასახლდნენ სტამბულში და ევროპაში. სტამბულში მომხდარი 1955 წელს 6-7 სექტემბრის მოვლენების შედეგად იძულებული გახდნენ ისინი, დაეტოვებინათ სტამბული და წასულიყვნენ ევროპაში. იმ მოვლენების მიზანი იყო ბერძნები, ბერძნებზე შეტევა, არ იყო ქართველები მათი მიზანი მაგრამ ისე მოხდა რომ ყველა ქრისტიანი მოსახლეობა იძულებული გახდა მათ შორის ქართველებიც გადასახლებულიყვენ. სავარაუდოდ იმ დრომდე სტამბულში ცხოვრობდა დაახლოებით 50 ათასი ქატოლიკე ქართველი.

ქათრველებმა ისლამს პირველად გაიცნენ VIII. საუკუნეში არაბთა თარეშებით. მუსლიმანი არაბები იმ საუკუნეში შევიდნენ აღმოსავლეთ საქართველოში, აიღეს თბილისი და მისი ოლქი. თბილისი ოთხი საუკუნის განმავლობაში იყო არაბთა მართვის ქვეშ. პირველი ქართველი მუსლიმები იყნენ იმ დროინდელი თბილისელი ქართველებიდან. თბილისის ქართველების მიერ უკან აღების შემდეგ კიდევ გაგრძელდა მუსლიმი ქართველების მყოფა-ცხოვრება. აჭარა, სამცხე ჯავახეთი, თურქეთის შავი ზღვის პირეთის ქართველი მოსახლეობა კი ოსმალეთის იმპერიის იმ კუთხეების XV. საუკინის ბოლო პერიოდში აღების შემდგომ ეტაპობრივად მიიღეს ისლამი, XVI. საუკუნეში დაწყებული ამ ისლამის მიღების პროცესი რომელიმე მაღალმთიანური კუთხეებში გაგრძელდა XIX. საუკუნამდე. თურქეთში მცხოვრები მუჰაჯირი და ავტოქტონი (ადგილობრივი) ქართველები იმ პერიოდში ისლამის მიღებული ქართველების შთამომავალიბი არიან.

ქართველები თურქები არიან?
წარმოშობით და თანამედროვე მდგომარეობით ცალ ცალკე უნდა ავიღოთ ეს საკითხი. ისტორიულად თუ ავიღებთ ქართველები არიან თანამედროვე საქართველოს ტეროტორიისა და თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის და შავი ზღვის პირეთის მკვიდრი და უძველესი მოსახლეობა. ქართველების მონათესავები ჩვენ უნდა მოვძებმოთ ამ კუტხეებში. იმ რეგიონების გარეშე ისტორიულად ქართველების მონათესავე თურქები ან დღემდე მოსული სხვა ხალხი არ არსებობს.

ჩვენ თუ ავიღებთ თანამედროვე ქართველებს, განსაკუთრებით შეიძლება ითქვას თურქეთელი ქართველების თურქობა. თურქეთელი ქართველები, მათი სამშობლოში დაწყებული იმ პროცესიდან დღემდე გასული ოთხი საუკუნის განმავლობაში, XVI. საუკუნიდან ცხოვრობენ ჯერ ოსმალეთის იმპერიისა და მერე თურქეთის რესპუბლიკაში თურქების გავლენის ქვეშ. ამ ხანგრძლივი პროცესის შედეგად, წარმოშობით ქართველი გარკვეული ნაწილს აღარ ახსოვს ქართველია რო მისი წარმოშობა. გარკვეულ ნაწილს ნებისმიერ პაპა ან ბებია ჰყავს ქართველი, ისინი არიან შერეული-ჯიშნარევი და ამ ნაწილის უმრავლესობა გრძნობითაც არის თურქი.  ერთი ნაწილია რო  წარსული 5-6 თაობის წინაპარი და მათი ქართველობა იცის, არა აქვს შერევა სხვა სისხლისა, მათმა ბაბუამ თურქულიც არ იცოდაო აღიარებს და გურჯი ვარო ამბობს მაგრამ ისე ფიქრობს რომ მისი აზრით მუსლიმანი გურჯები სულ სხვა არიან და თურქი წარმოშობა აქვთ. გარკვეულ სხვა ერთი ნაწილს ახსოვს წარსული ან გარკვევით ზუსტად იცის რო ქართველია მაგრამ ცხოვრობს დიდ ქალაქებში, აქვს ყველა საშუალება, მდიდარია, კარგად ცხოვრობს, კარგი სტატუსი აქვს ან ხელმოკლე არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში არაერთი კვალიც და ქართველობის სამახსოვრო არერთი რამეც აღარ არის მისი ცხოვრებაში.

ადამიანის ეროვნული იდენტობის გადამწყვეტი ფაქტორი მხოლოდ სისხლი არ არის. ის პროცესი რომელიც თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბებამდე და თურქეთის რესპუბლიკის დამყარების შემდგომ განვითარებული ახალი ეროვნული განსაზღვრების გამო, წარმოშობით შუა აზიიდან ძველი თურქები შეიცვალა. რა თქმა უნდა ძველეი თურქებისა და სხვა ხალხებთან, მათ შორის ქართველების უმრავლესობასთან ერთად ჩამოყალიბდა ახალი თურქების ეროვნული განსაზღვრება. ამ განსაზღვრებით ის ადამიანი წარმოშობით თუ არის ქართველი მაგრამ გრძნობით თუ თურქია შეიძლება უნდა ითქვას რო ის უკვე თურქია. ხანგრძლივი პროცესია წარსულ ის 4 საუკუნეში განვითარებული და ამას საშუალებას აძლევს. ვინც არის რო მხოლოდ ქართული იდენტურება აქვს და რო ამბობს ქართველი ვარო რა თქმა უნდა ის არის ქართველი მაგრამ ისინიც მომავალ თაობის გრძნობისა და თვითიდენტურობის შეინარჩუნებაზე არის შეწუხებული. მაგრამ  ცნობლი ქართულ კინო-ფილმში ფესვებშიც აღიარებდნენ და ყოველ შემთხვევაში ჩვენ არა უნდა დაგვავისწყდეს რომ “ხის სიმაღლე არ იზომება მიწის ზემოდან, ის იზომობა ფესვებიდან”.

ქართველები არიან თუ არა მცირე აზიის ერთ ერთი ხალხი ხათების შტამომავალი?
ქართველების წარმოშობისა და ეთნოგენეზის შესახებ ამ საიტში გამოქვეყნებული არის როლანდ თოფჩიშვილის ვიდეო ჩანაწერი.

ერთ ერთი პრეტენზიაც ის არის რო ქართველები წარმოშობოთ ხათების შთამომავალია რომელიც ძველი წელთაღრიცხვის XIII. საუკუნიდან ანატოლიის (მცირე აზია) მართავენ და იმ ქვეყნის მკვიდრი არიან. პროფ. ტარიელ პუტკარაძე ასე წერს ამ საკიტხზე:

ხაები მსოფლიოს ერთ-ერთი ძველი ხალხია, რომლებიც ძვ.წ. XIII. საუკნიდან ცხოვრობდა ცენტრალურ ანატოლიაში (კაბადოკიისა და პონტოს ტერიტორიაზე). 1000 წლის მანძილზე არსებობდა ძლიერი ხათის სახელმწიფო.

სუმერულისა და ხურიტულის მსგავსად, ხათური ენა ითვლება ერგატიული კონსტრუქციისა და აგლუტინაციური ტიპის ენად; სპეციალისტთა ვარაუდიდ, იგი ენათესავება თანამედროვე ქართველურ და აფხაზურ-ადიღურ ენებს (ქრ. გირბალი, ი. დუნაევსკაია, ვ. ივანოვი).ძველი ბერძნული წყაროებისა (იხ. მაგ., იოსებ ფლავიუსი) და თანამედროვე მეცნიერთა დასკვნების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ, დიდი ალბათობით, ხატების სახელმწიფოს მნოშნელოვან მოსახლეობას ქართველთა წინაპრები - წინარექართველური ტომები (თობელები, მოსხები...) შეადგენდნენ.

ძვ.წ. მერვე ათასწლეულის შუა პერიოდშ ხათების ქვეყანა დაიპყრეს ინდოევროპელმა ტომებმა (ნესიტებმა); მაგრამმათი სახელმწიფოს სახელად მაინც დარჩა ხათის სახელმწიფო ვარიანტი - ხეთების სახელმწიფო. ხათური, როგორც ოფიციალური ენა, შეცვალა მოსული ინდოევროპული ეთნოსის ენამ - ხეთურმა, მაგრამ ბუნებრივია, ხათური ტომების ენა-კილოები დარჩა ყოველდღიურ გამოყენებაში. ჩანს ლექსიკის დიდი ნაწილი სუბსტრატის სახით შევიდა მოსულთა ენაშიც (სწორედ ამ სუბსტრატის საშუალებით შემორჩა ბევრი ხათური სიტყვა.

თანამედროვე გამოკვლევები ცხადყოფენ, რომ ძველი ხათური ლექსიკა გარკვეულ ტრანსფორმაციებით შემოგვენახა ქართველურ და სხვა იბერულ-კავკასიურ ენებში სიღრმისეული დაფენების სახით. ქართველურისა და ხურიტილის მსგავსად, ქართველურ-ხათური ნათესაური მიმართების ყველას სერიოზული პერსპექტივა უჩანს.

ნესიტების შემდეგ კაბადოკიას იპყრობენ: ასურელები, შემდეგ: სკვითები, კიმირიელები, სპარსელები, ბერძნები, რომაელები, არაბები, თურქ-სელჩუკები. 1399 წლიდან კაბადოკია ექცევა ოსმალეთის იმპერიაში.

კაბადოკიაში ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ტოკალის ეკლესია, სადაც კარგადაა შემორჩენილი ღვთისმშობლის ფრესკა, რომელიც საქართველოში ცნობილია, როგორც შენ ხარ ვენახი”. სპეციალისტების აზრით, ამ ფრესკის ფონი ძალიან წააგავს მე-12 საუკუნის საქართველოს საზღვრების კონტურებს.

დადასტურებულია ფაქტია, რომ კაბადოკიიდან იყვნენ საქართველოსთვის გამორჩეული წმინდანები: წმინდა გიორგი, წმინდა ნინო, გრიგოლ ღვთისმეტყველი (საქართველოს ერთ-ერთი განმანათლებელი), ღირსი იონე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი.

ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ილჰარის ხეობა; ეს ხეობა ძალიან ჰგავს ვარძიისა და ვანის ქვაბებს. აქვეა წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია, რომელიც აგებულია მე-13 საუკუნეში; ბეძბული წარწერების მიხედვით ერთ-ერთ კედელზე წმინდა გიორგის მარცხნივ, გამოსახული უნდა ყოფილიყო თამარ ბაგრატიონი, თამარ მეფის შვილიჩვილი; მას ხელში ეკლესიის მაკეტი უჭირავს, რაც მიანიშნებს მის ქტიტორობას. თამარ ბაგრატიონი გათხოვილი იყო თურქ-სელჩუქებში და იწოდებოდა გურჯი ხათუნად.

კაბადოკიაში მე-20 საუკუნამდე არსებობდა ქართული სოფლები; აქვეა შემონახული ქართული ტოპონიმებიც, მაგ.: თუთი, კახთა, გორჯი, ხაშური, თოხარისი, ნაზრახული...

კაიზერის/კაისერის ძველი სახელია მაზახა/მაზაკა. ძვ.წ. IX-VII საუკუნეების ასურული წყაროების თაბალის ქვეყანას (თა-ბა-ლუ) მკლევართა უმრავლესობა ანტიკური ხანის დიდ კაბადოკიაში ათავსებს; მაგ., ბ.ლანდსბერგერის ვარაუდით, თაბალი მდებარეობდა ძველი მაზახას, დღევანდელი კაისერის რაიონში - სამხრეთ-დასავლეთ კაბადოკიაში. ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს მტკიცებულებანი, რომ თუბალ/თაბალის ჩამომავალნი, ვივიან დე სენ მარტენი, ნ.მარი, ი.ჯავახიშვილი, პ.ინგოროყვა, ს.ჯანაშია...)

საინტერსოა იმის აღნიშვნაც, რომ ქალაქი მაზახა/მაზაკა, რომელიც მუშქთა/მოსხთა დედაქალაქად მოიაზრება, მასალობრივად აშკარად უახლოვდება მასხს/მასახ-/მესხ- ფუძეს. სავარაუდოდ, მაზახას რეგიონშ ორი ქართველური ტემი: ტიბარენი და მუშქები ცხოვრობდნენ, თუმცა, ქალაქის სახელი უფრო მესხების სახელს შეიძლება უკავშირდებოდეს: მასახ>მასხ>მესხ.

ნათესავები არიან თუ არა ქართველები და ბასკები?
ძვ.წ. ქართულ სამეფოს სახელი იყო ქართლი და იმ სახელმწიფოს მეორე სახელი იყო იბერია. იბერის ამავე დროს იყო პირინეის ნახევარ კუნძულის სახელი. აქედან გამომდინარე პირინეის ნახევარ კუნძულში მცხოვრებ იმ იბერიელების შთამომავლად ცნობილი ბასკი ხალხისა და ქართლ-იბერიის სამეფოს ანუ ქართველების ნათესაობის საკითხი აინტერესებს ორივე მხარეს. ეს სახელის მსგავსებიდან გამომდინარე მკლევარებმა აღმოაჩინეს მსგავსი სიტყვებიც ორი ენას, ქართულ და ბასკურ შორის. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რომ ნებისმიერ ორი ენაში შეიძლება აღმივაჩენოთ საერთო სიტყვები და ქართულ და სხვა ენებს შორის საერთო სიტყვები უფრო მეტია ვიდრე ქართულ-ბასკურ შორის. იმ ორი ქვეყნის საერთო სახელიც არ უკავშირდება იმ ხალხების თვითსახელწოდებას. ანუ არც ესპანეთში მცხოვრებლები და არც საქართველოში თავისი ქვეყანას არ უწოდებდნენ იბერიას. ერთი კონცეფცია ის არის რომ ფინიკიური ტერმინი არის იბერია. ფინიკელები უწოდებდნენ ორივე ქვეყანას იბერიას, და ეს სიტყვა ნიშნავდა ზღვის იქით და ძალიან შორს ქვეყანას. აი ეს არის ტერმინი იბერიას საწყისი. მოკლედ არ გამოიყენება ნათესაობა ბასკებისა და ქართველების შორის.

Kategorideki Diğer Yazılar