XV საუკუნის მეორე ნახევრის უნიკალური ევროპული წყარო ქალაქ სოხუმზე

კატეგორიები
/
ისტორია & გეოგრაფია
/
XV საუკუნის მეორე ნა...
XV საუკუნის მეორე ნახევრის უნიკალური ევროპული წყარო ქალაქ სოხუმზე

როგორ გადასცა სტალინმა ლორე სომხებს - ჯაბა სამუშია

როგორ გააჩუქეს ორჯონიქიძემ და სტალინმა საინგილო - ჯაბა სამუშია

Aqua სად არის აფსუების სამშობლო - ნაწილი I

Aqua ანუ სად არის აფსუების სამშობლო - ნაწილი II

სოხუმი და აფხაზეთი XIV საუკუნეში- აბაზური კოლონიზაციის პირველი ნიშნები

აფხაზეთი XV საუკუნეში - ქვეყნის დაშლა და სასაზღვრო ზონის პრობლემები

აფხაზეთი XVI საუკუნეში - აღმოსავლეთ ნაწილის კოლონიზაცია

აფხაზეთი XVII საუკუნეში-აღმოსავლეთ ნაწილის კოლონიზაცია

ინდოეთში ნაპოვნია ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები

ძველი ურარტუ: ვინ იყვნენ ძველი ურარტელები?

თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკის შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ (1992 წ)

“აფხაზთა” სამეფო - პროფ. ლია ახალაძე

ჯაყელები

ქართველი მონოფიზიტები

ქართული დასახლებები ავღანეთში, სადაც თალიბებიც კი ვერ რისკავენ შესვლას

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია

ვის რა ახსენდება სტალინის სახელის გაგონებისას ერდოღან შენოლ ერეკლე დავითაძე

მუჰაჯირობის მოკლე ისტორია* - მალხაზ ჩოხარაძე

რა მისწერა ზვიად გამსახურდიამ ირანელ-აფხაზ მწერალს

სომეხთა მიერ გაყალბებული ცნობები ართვინისა და ჭოროხის აუზის შესახებ!

ბათუმის ისტორია

ზაზა წურწუმია-რუსული „რბილი ძალის“ ისტორია საქართველოში (XIX-XX საუკუნეები)

არიან ქართლი-სოსო სტურუა

ახალი რუკა აღმოჩნდა, რომლის მიხედვით აფხაზეთი საქართველოა

16 MART 1921 MOSKOVA VE 13 EKİM 1921 KARS ANTLAŞMALARI SÜREÇLERİNDE BATUMİ

Ölümünün kırk üçüncü yılında unutulmayan Ahmet Özkan Melaşvili

XV საუკუნის მეორე ნახევრის უნიკალური ევროპული წყარო ქალაქ სოხუმზე

ბიზანტიელ ისტორიკოს ლაონიკე ქალკოკონდილეს მიერ დაწერილ ''ისტორიაში'' მოიპოვება უძვირფასესი ცნობა ქალაქ სოხუმის შესახებ,რომლის მიხედვითაც მე-15 საუკუნის შუა ნახევარში,წინანდებურად სოხუმი ქართველებით არის დასახლებული,კერძოდ მეგრული მოსახლეობაა...


ბიზანტიელ ისტორიკოს ლაონიკე ქალკოკონდილეს მიერ დაწერილ ''ისტორიაში'' მოიპოვება უძვირფასესი ცნობა ქალაქ სოხუმის შესახებ,რომლის მიხედვითაც მე-15 საუკუნის შუა ნახევარში,წინანდებურად სოხუმი ქართველებით არის დასახლებული,კერძოდ მეგრული მოსახლეობაა გაბატონებული,რომელიც დადიანების მმართველობის ქვეშაა. ლაონიკეს ,,ისტორია'' დაწერილია ბერძნულად თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდგომ.თავად ნაშრომი კი მალევე ითარგმნა ჯერ ლათინურად,შემდგომ ძველ ფრანგულად და ახალ საუკუნეებში ასევე გერმანულად,ინგლისურად,რუმინულად და ა.შ. ჩვენთვის საინტერესო ადგილის ლათინური თარგმანი და ბერძნული ორგინალი დაცულია Laonici Chalcocondylae Atheniensis, Historiarum libri decem - ში:

იბერია ესაზღვრება კოლხეთის მხარეს და მათი მეფენი არ არიან უგვარონი.

ეს ქვეყანა გადაჭიმულია ეგრეთწოდებული ბათუმიდან და მდინარე ფაზისიდან ვიდრე ახალციხემდე (და იქ შედის) საბრძანებელი ყვარყვარესი[მესხეთი],გორისა,კახეთისა,თბილისისა.ეს ქალაქები ემეზობლებიან შემახიას,რომელშიც მოსახლეობენ თურქები. მათ ეკუთვნით კახეთის ქალაქის ქვემოთ,ზღვის სანაპიროზე მდებარე მეგრელების და დადიანის მთავარი ქალაქი სებასტოპოლისი,მამია,შამადავლა და გურია, და სხვა ზღვისპირა ქალაქები.

 

(ტრაპიზონის) ბოლო მეფე იოანეს,იბერიაში რომ წავიდა,ცოლად ჰყავდა ალექსანდრე მეფის ქალიშვილი.

 

ლაონიკეს მონაცემი კიდევ ერთხელ ადასტურებს უფრო ადრინდელ და შემდგომ ქართულ,ლათინურ,არაბულ და იტალიური წყაროების მონაცემებს,რომ იმ პერიოდში ქალაქი სოხუმი ეთნიკურად ქართული იყო და დღევანდელი ე.წ აფხაზები(აფსუები) ჯერ კიდევ არ იყვნენ დასახლებულნი სოხუმის მიდამოებში.ეს მხოლოდ მე-16 საუკუნის ბოლოდან იწყება,როდესაც ოსმალეთის იმპერია რეგიონში ძლიერდება.

ლათინური თარგმანი. წყარო Memoriae populorum, olim ad Danubium, Pontum Euxinum, Paludem ..., Volume 4 By Johann Gotthilf Stritter, გვერდი 315. : ,,Iberia finitima est Colchidis regioni , eiusque reges haud sunt instrenui et ingenerosi . porrigitur autem ab eo loco cui Bathy dicitur et ab Phaside fluvio usque Chaltzichi , quae pertinet ad dicionein Gurguri Corii Cachetii et Typblisii . urbes hae propinquae sunt Samachio,quam urbem tenent et incolunt Turci. sub quorum potestate degunt separatim infra Cacherum urbem in regione maritima, Sebastopolis Minceliorum et Dadianni metropolis.''

ინგლისური თარგმანი,წყარო ; Sources on the Alans: A Critical Compilation edited by Agustí Alemany , გვერდი 226  : Iberia adjoining to the region of Colchis,and its kings are no means of obscure lineage. This regions extends from the place called Bat'umi and from the river Phasis(Rioni) as far as Akhalc'ixe - the dominion of Qvarqvare -, Gori,Kaxet'i and T'bilisi.These cities are close to Šamaxi; where dwell the Turks,who hold - apart from the land between the city of Kax'eti and the coast - Sebastopolis of Mingrelians(C'xumi), in the dominion of Dadiani,*Mamia,*Samadavla,Guria and the other cities beside the black sea.

 

ონისე გელაშვილი

30/12/2020

 

 

Kategorideki Diğer Yazılar