რა ასოციაციას იწვევს ხალხის სხვადასხვა ნაწილში სტალინის სახელის გაგონება?
რა ასოციაციას იწვევს ხალხის სხვადასხვა ნაწილში სტალინის სახელის გაგონება? ერთის მხრივ, როგორც ყველა თანახმდება, მან შეაჩერა ჰიტლერი და დაასრულა მსოფლიოს ჭირი, გერმანული ფაშიზმი. მხოლოდ ერთი წინადადებით მოგახსებებთ რამოდენიმე განსხვავებულ კონოტაციას და ორი მათგანის შესახებ გაგიზიარებთ ჩემს დამოკიდებულებას, შემდგომ კი გიამბობთ, თუ რა ასოციაციას იწვევს ჩემში სტალინის სახელის გაგონება.
ზოგიერთისთვის სტალინი არის კაცობრიობის იმედი იმპერიალიზმის წინააღმდეგ, რევოლუციონისტი, მუშათა ფენის ბელადი.
ნაწილისთვის საბჭოთა კავშირის ძლიერი და პატიოსანი ბელადი,
ზოგის თვალში 66 მილიონი ადამიანის მკვლელი.
სტალინი იყო ისიც, ვინც მუსულმანი მესხები, ყირიმელი თათრები, ჩრდილო კავკასიელები, რომელთაგან პირველ რიგში ინგუშები და სხვანი, ჩაყარა ვაგონებში და გაუყენა შუა აზიისა და ციმბირის გზას.
ერთი კატეგორიის ხალხთა გარკვეული ნაწილის შეხედულებით, მან ჩაასახლა ქართველები აფხაზეთში და მოახდინა მათი ოკუპაცია, თითქოსდა სინამდვილეში აფხაზეთს არააქვს არავითარი კავშირი ქართველებთან და საქართველოსთან:
მოსახლეობის ფართო ფენებისათვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის წყარო ინტერნეტი და სხვადახსვა ვებ-საიტებზე განთავსებული ინფორმაციაა. რადგან საკითხი შედარებით ახლო ისტორიულ პერიოდში მომხდარ მოვლენებს ეხება, არც თუ ისე რთულია, ამ მასალების შეჯერების შედეგად გამოვავლინოთ ის რეალური ფაქტები, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო საკითხის ირგვლევ არსებობს.
სტალინი დაიბადა 1878 წელს. აფხაზეთში არსებული და შორეულ წარსულში აგებული ყველა ისტორიული ძეგლი ქართულია. იქ ყველა ტოპონომი სოფლების, ქალაქების, მდინარეების და თვით თევზების სახელებიც კი ყოველთვის იყო ქართული და მოსახლეობაც ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იყო ქართველი. მხოლოდ ამ საკითხების წამოყენებაც რამდენ რამეზე მეტყველებს; შეუძლია ვინმეს, 300 ან 500 წლის წინ, ან უფრო ადრე აბაზა-აფსუების მიერ აშენებული ერთი ძეგლი მაინც გვაჩვენოს? აფხაზეთში ყველა ძეგლი რატომაა ქართული და თან დიდი ნაწილი საერთო ქართული არქიტექტურული კონსტრუქციით აშენებული? ის ძეგლებიც სტალინმა ააშენებინა, რომლებიც მის დაბადებემდე ათასი წლის წინაა აგებული? რამდენიმე ათასწლეულის წინანდელი ქართული წარმომავლობის დასახელებები სხვადასხვა ადგილისა, მდინარეებისა თუ გორებისა (იგულისხმება საკუთრივ ქართულთან ერთად, ქართველური ენები: სვანური და მეგრული) სახელებიც სტალინმა დაარქვა? სტალინმა დაავალა ათასი წლის წინ მოღვაწე აფხაზთა მეფეებს, რომ ქართულად ეწერათ და ესაუბრათ?! მრავალი თვალსაჩინო და მრავლისმეტყველი ფაქტია ჩვენს წინ. ეკლესიები ქართველ ხუროთმოძღვრებს ააშენებინეს, აფხაზეთის მოსახლეობა ქართულად ლოცულობდა და აფხაზები იბრძოდნენ კიდეც, რათა თავიანთი ეკლესია გამოსულიყო ბერძნული ეკლესიის გავლენიდან და ნეტა, ძველ აფხაზებს სტალინმა ხომ არ უთხრა შესულიყვნენ მცხეთის ქართული ეკლესიის ავტოქეფალიის ქვეშ? როგორ იყო შესაძლებელია სტალინს დაერქვა დღევანდელი აფხაზეთის დედაქალაქს ის სახელი, რომელიც მეცნიერებაში სრულიად სამართლიანად არის მიჩნეული ქართველური ენიდან, სვანურიდან მომდინარედ? თვით ყოვლისშემძლე სტალინი კი არ გახლდათ ამ დროს დაბადებული. მრავალი საუკუნის წინ, ჯერ არ დაბადებულმა სტალინმა მოსთხოვა ვენეციელებს, სოხუმი თავის კარტოგრაფიულ რუკებში მოიხსენებიათ მეგრელების პორტად// „პორტო მენგრელო“?... მოკლედ, იმის თქმა თითქოსდა აფხაზეთს საქართველოსთან და ქართველებთან კავშირი არა აქვს და რომ იქ ქართველები სტალინმა ჩაასახლა არის მხოლოდ ისტორიის გაყალბება, დამახინჯება და სხვა არაფერი!
ხალხის მეორე ნაწილის თვალში თვალში, სტალინია ის ქართველია, რომელმაც სამხრეთ ოსეთი გამოყო ჩრდიოეთ ოსეთისაგან და შეუერთა საქართველოს
ესეც რუსული პროპაგანდისტული მანქანის ტყუილია, რომლის მიზანიც ნათლად მოსჩანს. ფაქტობრივად ოსეთი არის ის ერთი კონკრეტული ტერიტორია, რომელიც მოიცავს კავკასიის მთების ტერიტორიის იმ ნაწილს დღეს რომ „ჩრდილოეთ ოსეთს“ უწოდებენ და რომელიც ავტონომიური რესპუბლიკაა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. რუსეთს თუ უნდა ვინმეს დამოუკიდებლობა მისცეს, მაშინ მისცეს ოსეთს. ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ კი საქართველოს განუყოფელი ტერიტორიული ნაწილია, რომელსაც რუსეთმა საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ხელოვნურად უწოდა „სამხრეთ ოსეთი“. რეალობას საერთოდ არ შეასაბამება მითი იმის შესახებ, თითქოსდა სტალინმა ან ვინმე სხვამ ოსეთის ტერიტორია გაყო ორ ნაწილად „ჩრდილოეთად“ და „სამხრეთად“ (იხილეთ https://gurcu.org/ge/Article/Guney-Osetya-Neresi---Erdogan-Senol-Davitadze/3087).
თურქების ერთი ნაწილისათვის სტალინია ის ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს მოსთხოვა თურქეთს ართვინი, ყარსი და არტაანი. მას უნდოდა ეს ტერიტორიები შეეერთებინა რუსეთისათვის (უფრო კონკრეტულად კი საქართველოს სბჭთა სოციალური რესპუბლიკისათვის), ის იყო თურქეთის და თურქების მტერი, კომუნისტი, საბჭოთა კავშრის ლიდერი!...
ამრიგად, სტალინის თემა სხვადასხვა კატეგორიის ხალხისათვის სხვადახსვა აზრებთან და ემოციებთანაა დაკავშირებული. აზრთა ამ სხვადასხვაობისადა მიუხედავად, თუ პიროვნებამ იცის რეალური ისტორია და კონკრეტული ფაქტები, ის უნდა მივიდეს კონკრეტულ დასკვნამდე. ამისათვის კი გთავაზობთ მოკლე ისტორიულ ექსკურსს.
1801 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულმა საქართველომ, ცარისტული რუსეთის დანგრევის შემდგომ, 1918 წლის 26 მაისს აღიდგინა დამოუკიდებლობა და ახალად დაარსებული საბჭოთა კავშრის ჩათვლით უცხო ქვეყნებმაც აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა. მიუხედევად საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისა, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირმა (ს.ს.ს.რ) მართველობამ, რომლის ცენტრიც იყო მოსკოვი, 1921 წლის იანვარში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში ოკუპაციის მოხდენისა. 1921 წლის 11 თებერვალს ამ მიზნით მიიტანა იერიში საქართველოს დედაქალაქ თბილისზე და იმავე დღეს დაწყო ომი.
ქართულმა ჯარმა და ხალხთა შეიარაღებულმა რაზმებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს წითელ არმიას. 15-16 თებერვალს გამართული ბრძოლების შემდეგ, ქართულმა ჯარმა უკან, თბილისისკენ დაიწყო სვლა. 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე. განსაკუთრებულად სისხლიანი იყო 20-22-23 თებერვალს შეტაკებები და ბევრი მებრძოლი გმირულად დაიღუპა. მიუხედევად ამისა, წითელმა არმიამ ვერშეძლო თბილისის ოკუპაცია. 22 თებერვლის შეტაკებისას დაღუპულთაგან ერთ-ერთი იყო 20 წლის ახალგაზრდა გმირი გოგონა — მარო მაყაშვილი. რთული მდგომარეობა შეიქმნა 24 თებერვალს, მტრის ბანაკი ძალებს იკრებდა. მაშინ როდესაც ქართულ ჯარს კონტიგენტი უსუსტდებოდა. ვერც ევროპისგან ვერ მიიღო მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ, რის შემდგომაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის დატოვებისა და ემიგრაციაში წასვლისა, ჯერ გადავიდა ქუთაისში, შემდეგ ბათუმში და აქედან ევროპაში.
1921 წლის 25 თებერვალს, წითელმა არმიამ შეძლო დედაქალაქ თბილისის ოკუპაცია. ამასობაში თურქთა არმიის 1921 წლის 16 მარტს ბათუმში შემოჭრამ კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია. მათ დაიკავეს სამხედრო სიმაგრეები და მოითხოვეს საქართველოს ჯარების განიარაღება. ამ დროს საქართვლეოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში იმყოფებოდა. მთავრობის წევრები ფიქრობდნენ, რომ სხვა გზა აღარ დარჩათ და მოლაპარაკება დაიწყეს ქართველი ბოლშევიკებთან, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის ინტერესების მატარებელი იყო და 1921 წლის 18 მარტს ხელი მოაწერაა დოკუმენტს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ამის პარალელურად, 16 მარტს რუსეთი და თურქეთი დებს ხელშეკრულებას მოსკოვში, რომელითაც თურქეთი უარს ამბობდა აჭარაზე და ბათუმის ჩათვლით აღიარებდა მას საბჭოთა კავშირში მყოფი საქართველოს საბჭთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში. რუსეთი კი თავის მხრივ ართვინს, ყარსს და არტაანს თურქეთს უთმობდა. თუმცა ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარმა გენერალი გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით თურქთა რაზმები 18 მარტს ბათუმის ფრონტებიდან განდევნა. ბათუმი დარჩა საქართველოს განუყოფელ ნაწილად. მენშევიკური მთავრობის წევრებმა (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა) ნეო ჟორდანიას მეთაურობით იმავე დღეს დატოვეს ბათუმი და წავიდნენ საფრანგეთში.
წითელი არმიის ოკუპაციამ, რეალურად დაასრულა საქართველოს დამოუკიდებლობა და რუსეთის 1801 წლის ოკუპაციის შემდეგ, საქართველო ამჯერად ახალად დაარსებული სსსრ-ს (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი) ოკუპაციის მსხვერპლი გახდა. ყოველივე ზემოთხსენებული მოვლენა ხდებოდა მაშინ, როდესაც სტალინი მაოკუპირებელი მოსკოვის მმართველობის წევრი იყო. სტალინი, სერგო ორჯონიკიძე და მაშინდელი კომუნისტური პარტიის წევრი სხვა ქართველები ერთად ემსახურბოდნენ რუსეთის ინტერესებს, ერთად შეძლეს კიდეც საქართველოს ოკუპაცია. 117 წლის შემდეგ მოპოვებულ დამოუკიდებლობა სამი წლის შემდეგ ისევ დააიკარგა და ქვეყანა ხელახლა მოექცა ამჯერად ბოლშევიკური მოსკოვის ქვეშევრდომობაში.
აზერბაიჯანში კი უფრო ადრე 1920 წლის აპრილში დაარსეს საბჭთა რეჟიმი და აზერბაიჯანი იქცა მოსკოვის ქვეევრდომად. ჰერეთის რეგიონი, რომელიც იმ დრომდე ყოველთვის საქართველოს ტერიტორია იყო და მოსახლეობაც ყოველთვის იყო ქართული, 1921 წელს გადასცეს აზერბაიჯანს. მიუხედევად იმისა, რომ აზერბაიჯანს არ ჰქონდა ოფიციალური მოთხოვნა და პრეტენზია ამ ტერიტორიის შეერთებისა. აზერბაიჯანს 4768 კვ.მ. ქართული მიწა გადაეცა სტალინის და ორჯონიკიძის შეთნხმების შედეგად (იხილეთ https://gurcu.org/ge/Article/Orconikidze-ve-Stalin-Saingiloyu-Nasil-Hediye-Etti---Caba-Samusia/3110).
სომხეთი უძველესი დროიდან საქართველოს სამხრეთით მდებარე მეზობელი ქვეყანაა. მას ათასი წლის მანძილზე სახელმწიფოებრიობა არ გააჩდა. თუმცა 1918 წელს სომხებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და დაკარგული სახელმწიფოებრიობა აღიდგინეს. ახალდაარსებულმა სომხეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი პოლიტიკის ძირითად მიმართულებად „დიდი სომხეთის" შექმნის იდეა წამოაყენა. სომეხი ნაციონალისტები ყველა იმ ტერიტორიას ითხოვდნენ, სადაც ოდესმე ფეხი დაედგა სომეხს. ამდენად, 1921 წელს კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის კავბიუროსა და საქართველოს კომპარტიის პოლიტბიუროს დადგენილებით, სომხეთს გადაეცა ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილი, ე.წ. „ლორეს რაიონი“ 2367 კვ.მ. ფართობით. მოგვიანებით, 1925 წელს სომხეთს ასევე გადაეცა ბორჩალოს მაზრის კიდევ ერთი ნაწილი 207,94 კვ.მ. ფართობი. ერთობლიობაში 1921-1925 წლებში სომხეთს დაუთმეს საქართველოს ტერიტორიის 2575,38 კვ.მ. ოდენობის ნაწილი. სტალინმა სომხეთს გადასცა ეს ტერიტორიები მიუხედევად იმისა, რომ ამ ქართულ ტერიტოარიაზე ცხოვრობდნენ ქართველები და არქიტექტურც იყო ქართული (იხილეთ https://gurcu.org/ge/Article/Stalin-Loreyi-Ermenilere-Nasil-Verdi---Caba-Samusia/3107).
სტალინის მართველობის წლები: 1922-1953, საბჭოთა სახელმწიფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. 1922 წლიდან საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი. მისი მართელობის დროს საქართველოში მოხდა აჯანყებები მოსკოვის წინააღმდეგ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ჯანყდებიან ოკუპანტი ბოლშევიკების წინააღმდეგ. მათ შორის სვანეთში, რაჭაში კახეთში ხევსურეთში.... თითოეული ეს აჯანყება სასტიკად იქნა ჩახშობილი წითელი არმიის მიერ. ამას მოყვა რეპრესიები და დაპატიმრებები. რეპრესები მაქსიმალურ პიკს აღწევს 1923 წლის შემდგომ პერიოდში. დამსჯელმა რაზმება ააოხრეს გურია, სვანეთი, კახეთი და საქართველო სხვა მნიშვნელოვანი ნაწილი. დახვრიტეს ციხეებში დატყვევებული პოლიტ-პატიმრები.
1924 წლის 28 აგვისტოს, ჭიათურაში დაწყებული აჯანყების შემდეგ ოკუპანტმა მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. დევნამ და ტერორიზმმა მოიცვა მთელი საქართველო. სადამსჯელო რაზმები სასტიკად სჯიდნენ მოსახლეობას თბილისსა და ბათუმში. მიუხედავად იმისა რომ, აჯანყება არ იყო სათანადოდ ორგანიზებული მალე მასში ჩაება გურია, სამეგრელო, იმერეთი, ქართლი და კახეთი. ბოლშევიკებმა დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც ჩაახშვეს ეს აჯანყებები. დახვრიტეს რუსეთში მყოფი ქართველებიც. განსაკუთრებული სისასტიკით დასაჯეს ჭიათურიდან მოყვანილი აჯანყებულები, ისინი ყვირილის სადგურში, მატარებლის ვაგონში გამოკეტილი დახვრიტეს. 1924 წელს მხოლოდ სამეგრელოში მოკლულთა რიცხვი 450 ადამიანს ითვლიდა. ჯამში კი ამ მსხვერპლთა რაოდენობამ 4000 იყო.
საქართველოს ერთ-ერთ მხარეში მესხეთში (თურქეთის წოდებით აჰისკა) მცხოვრები მუსლიმი ქართველები, ადრე რუსეთის აღწერებშიც დაფიქსირებული იყვნენ „მუსლიმ ქართველებად“. საბჭოთა კავშირის დროს მათთვის მკვეთრად შეიცვალა სიტუაცია, მათ გაუგზავნეს აზერბაიჯანელი მასწავლებლები და სკოლებში იძულებით დაიწყო სწავლა აზერბაიჯანულ ენაზე, ამას მოჰყვა მათი ეთნიკური იდენტობის შეცვლაც. მეორე მსოფლიო ომის წლებში კი მესხეთის მუსლიმი მოსახლეობა იძულებულ შეიქმნა თავისი მიწა წყლი დაეტოვებინა, რაც დღემდე მოუშუშებელი ტკივილია ამ ხალხისათვის.
1941 წლის დამდგს, მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომი, მიზეზი კი ფაშისტური და იმპერიალისტური ძალების დაუკმაყოფილებლობა იყო, რადგან ვერ გაინაწილეს მსოფლიოს ტერიტორიები. სტალინი ისევ საბჭოთა კავშირის მეთაური იყო. სტალინმა გააჩერა ჰიტლერი, დაამარცხა ფაშიზმი და დააჩოქა გერმანია. შედეგად 1941-1945 წლებში მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა 400 ათასმა ქართველი. საქართველოსა და ქართველებს ომთან უშუალო კავშირი არ ჰქონდა. ქართველი მეომრები ამ ბრძოლაში მხოლოდ იმის გამო, მოხვდნენ რომ სსსრ-ს ჯარში იხდიდნენ დავალებულო სამხედრო სამსახურს. მაშინდელი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ ქართველი მამაკაცების ერთი მესამედი ნაწილის სიცოცხლე ემსხვერპლა ამ ომს. თანამედროვე ვიტარებასაც თუ გადავხედავთ მივხვდებით, რომ თითოეული მათგანი სინამდვილეში რუსეთის ინტერესების მსხვერპლი იყო.
გაზეთ პრავდაში სტალინის თხოვნით 1945 წელს გამოქვეყნებულ წერილში პრეტენზია იყო გამოთქმული ყარსის, არტაანისა და ართვინის ტერიტორიებზე, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ამ მხრივ არ გადადგმულა. ამ წერილის გამო თითქოსდა ზომები მიიღო თურქეთმა და საბჭთა კავშირის სასაზღვრო ზოლში, კერძოდ, ართვინში მცხოვრები ქართული მოსახლეობა 1946 წელს გადასახლა მარმარილოს ზღვის რეგიონში. მაშინდელი მთავრობის მეთაურის, ისმეთ ინონუს ბრძანებით, არტანუჯის ქართველი მოსახლეობა გადაასახლეს ბურსას პროვინციაში, საკუთრივ არტანუჯში კი განსხვავებული ეთნიკური ელემენტი ჩაასახლეს. შედეგად მივიღეთ ის, რომ ქართველთა ერთ-ერთი უძველესი სატახტო ქალაქი არტანუჯი დაცლილია ქართული მოსახლეობისაგან. დღეს ბურსაში და მის შემოგარენში მცხოვრები „ძველი არტანუჯელები“ ქართველობას უარყოფენ მიუხედევად იმისა, რომ მათი წინაპრები ჯერ კიდევ ორი თაობის წინ ქართულად საუბრობდნენ. ეს მოსახლეობა თავისი ქართველობის გამო დაისაჯა და შედეგად მივიღეთ ის, რომ ისინი თავს ქართველად აღარ გაიაზრებენ. მაშინდელი მთავრობას იგივე სურდა გააკეთებინა ბორჩხაში, მარადიდში, ქლასკურში, მურღულში და და სხვა მსგავს ადგილებში, თუმცა იქაური მოსახლეობის მედგარმა წინააღმდეგობამ ამ შემთხვევაში შედეგი გამოიღო და ეს ნაწილი გადაურჩა ეთნიკურ გადაგვარებას. ამ მოვლენის თვითმხილველი მოსახლეობის ნაწილი დღესაც ცოცხალია... ისმეთ ინონუსთან ერთად ამ დანაშაულის თანაშემოქმედი არის სტალინიც, შესაბამისად ეს პასუხისმგებლობა მის კისერზეცაა... სრულიად სამართლიანი იქნება თუ სტალინს ამ გადასახლებათა დაწყების მიზეზადაც დავასახელებთ!!!
შესაძლოა ხალხის სხვადასხვა ნაწილისათვის სტალინის სახელის ხსენება განსხვავებულ ასოციაციებს იწვევს, ჩემთვის კი მისი სახელის ხსენება პირველ რიგში ზემოთაღწერილ მოვლენებთან არის დაკავშირებული. იმდენად რამდენადაც სტალინის პიროვნება მსოფლიოს უახლოესი წარსულის მრავალ საჭირბოროტო საკითხთან არის დაკავშირებული ბუნებრივია მოვნელანთა სხვა ნაწილის დადებითად შეფასების შესაძლებლობაც არ გამოირიცხება.
Erdoğan Şenol (ერეკლე დავითაძე)
09/05/2017