აფხაზეთი XV საუკუნეში - ქვეყნის დაშლა და სასაზღვრო ზონის პრობლემები

კატეგორიები
/
ისტორია & გეოგრაფია
/
აფხაზეთი XV საუკუნე...
აფხაზეთი XV საუკუნეში - ქვეყნის დაშლა და სასაზღვრო ზონის პრობლემები

როგორ გადასცა სტალინმა ლორე სომხებს - ჯაბა სამუშია

როგორ გააჩუქეს ორჯონიქიძემ და სტალინმა საინგილო - ჯაბა სამუშია

Aqua სად არის აფსუების სამშობლო - ნაწილი I

Aqua ანუ სად არის აფსუების სამშობლო - ნაწილი II

სოხუმი და აფხაზეთი XIV საუკუნეში- აბაზური კოლონიზაციის პირველი ნიშნები

აფხაზეთი XVI საუკუნეში - აღმოსავლეთ ნაწილის კოლონიზაცია

აფხაზეთი XVII საუკუნეში-აღმოსავლეთ ნაწილის კოლონიზაცია

ინდოეთში ნაპოვნია ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები

ძველი ურარტუ: ვინ იყვნენ ძველი ურარტელები?

თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკის შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ (1992 წ)

“აფხაზთა” სამეფო - პროფ. ლია ახალაძე

ჯაყელები

ქართველი მონოფიზიტები

ქართული დასახლებები ავღანეთში, სადაც თალიბებიც კი ვერ რისკავენ შესვლას

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია

ვის რა ახსენდება სტალინის სახელის გაგონებისას ერდოღან შენოლ ერეკლე დავითაძე

მუჰაჯირობის მოკლე ისტორია* - მალხაზ ჩოხარაძე

რა მისწერა ზვიად გამსახურდიამ ირანელ-აფხაზ მწერალს

სომეხთა მიერ გაყალბებული ცნობები ართვინისა და ჭოროხის აუზის შესახებ!

ბათუმის ისტორია

ზაზა წურწუმია-რუსული „რბილი ძალის“ ისტორია საქართველოში (XIX-XX საუკუნეები)

XV საუკუნის მეორე ნახევრის უნიკალური ევროპული წყარო ქალაქ სოხუმზე

არიან ქართლი-სოსო სტურუა

ახალი რუკა აღმოჩნდა, რომლის მიხედვით აფხაზეთი საქართველოა

16 MART 1921 MOSKOVA VE 13 EKİM 1921 KARS ANTLAŞMALARI SÜREÇLERİNDE BATUMİ

Ölümünün kırk üçüncü yılında unutulmayan Ahmet Özkan Melaşvili

აფხაზეთი XV საუკუნეში - ქვეყნის დაშლა და სასაზღვრო ზონის პრობლემები

1386-1403  წლებში  თემურ ლენგის რვაგზის შემოსევამ   საქართველოს სამეფო უმძიმეს მდგომარეობაში ჩააადგო. ერთიანი  სახელმწიფოს  მეფეების, ბაგრატ  V (1360-1393*) და მისი მემკვიდრის გიორგი VII (1393*-1407*)  თავაგანწირულმა...


1386-1403  წლებში  თემურ ლენგის რვაგზის შემოსევამ   საქართველოს სამეფო უმძიმეს მდგომარეობაში ჩააადგო. ერთიანი  სახელმწიფოს  მეფეების, ბაგრატ  V (1360-1393*) და მისი მემკვიდრის გიორგი VII (1393*-1407*)  თავაგანწირულმა ბრძოლამ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის  უზარმაზარი მსხვერპლი მოუტანა ქვეყანას. რეგიონში ალბათ სხვა  არცერთი ქვეყანა დაზარალებულა ისე, როგორც ქართველთა სამეფო, რომელიც იმ დროს  ერთ-ერთი მოწინავე სახელმწფო იყო როგორც აწყობილი მეურნეობით, ისე კულტურით. მართალია  XV საუკუნის დასაწყისში, რვა გამანადგურებელი ლაშქრობის შემდეგ თემურ ლენგი იძულებული გახდა საქართველოსთან ზავი დაედო და ეცნო იგი ქრისტიანულ სახელმწიფოდ, რაც უდიდესი გამარჯვება იყო ქართველო ხალხის, მაგრამ ამ ყველაფერმა საბოლოოდ მაინც დამანგრეველი ეფექტი იქონია და ქვეყანა დაღმასვლა-დეზინტეგრაციის გზას დაადგა. შემდგომში კავკასიის საზღვრებთან გაბატონებულ სხვადასხვა მომთაბარე ურდოებისგან შემდგარ სახელმწიფოებს ქართული სახელმწიფო წინააღმდეგობას სათანადოდ  ვეღარ უწევდა, ამასთანავე შიდა პროცესებიც  ქვეყნის საჭირობოროტოდ განვითარდა. ამისი პირველი ნიშნები კი სწორედ თემურ ლენგის ლაშქრობის დროს გამოვლინდა, როდესაც 1387 წელს დავით ნარინის შვილიშვილი ალექსანდრე  (რომლის  მამას  მეფე გიორგი V მხოლოდ ერისთავობა ჩააბარა) მეფედ ეკურთხა, მაგრამ  დასავლეთ საქართველოს ერისთავების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ისინი ერთიანი საქართველოს მეფის ერთგულები დარჩნენ [1]. ცოტა ხანში ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ტახტის დაკავებას მისი მემკვიდრე შეეცადა, მაგრამ  ერისთავებმა ასევე უარი განაცხადეს მის მორჩილებაზე. მაშინ გაბრაზებულმა  გიორგი ‘’უფლისწულმა’’ გადაწყვიტა ყველაზე ძლიერი ერისთავის, დადიანის სახლი გაენადგურებინა და ამ გზით კონტროლი დაემყარებინა მთელ დასავლეთ საქართველოში. ამ დროს კი ოდიშის ერისთავი იყო ცნობილი  ვამეყ I დადიანი (1384-1396). ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ''განიზრახა ამან გიორგი  ბრძოლა ვამეყ დადიანისა, რამეთუ უკეთუ სძლიოს და დაიმორჩილოს იგი, სხვანიცა ყოველნი დაიპყრას. შემოიკრიბნა სპანი იმერეთთანი და შთავიდა ოდიშს. დღესა ერთსა ეწყო ვამიყ დადიანი და ძლიერისა ბრძოლისა შემდგომად იძლია სპანი იმერთა და მოჰკლეს მეგრელთა მეფე გიორგი, ქორონიკონსა  [1392 ] ჩტჟბ'' [2] .  

მაშ ასე, ვამეყ დადიანმა, რომელის საგვარეულოს  დასავლეთ საქართველოში  მეფისაგან ბოძებული ჰქონდა ყველაზე დიდი უფლებები, მოახერხა გამკლავება ტახტის პრეტენდენტთან და ქვეყნის ერთიანობა დაიცვა. ეს იმ დროს, როდესაც მეფე ბაგრატ V და მისი შვილები  იბრძოდნენ  აღმოსავლეთ საქართველოში შემოჭრილ თემურ ლენგის წინააღმდეგ. აღსანიშნავია რომ, მთელი ამ დამანგრეველი ლაშქრობების დროს თემურ ლენგმა მხოლოდ ერთადერთხელ  შეძლო  დასავლეთ საქართველოში გადასვლა ბოლო ლაშრქრობისას, თუმცა თავგანწირული ბრძოლების და უზარმაზარი მსხვერპლის გამო, რომელიც მიადგა თემურის ურდოს, მან ვერ მოახერხა იმერეთის იქით გასვლა. ამიტომაც დეკემბრის შუა რიცხვებში  იგი  იძულებული გახდა უკან გამობრუნებულიყო. ამგვარად დასავლეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი თემურის დამანგრეველ ლაშქრობებს გადაურჩა.

თემურის საქართველოში ლაშქრობის შესახებ ერთი საინტერესო ცნობაა დაცული სომხურ ისტორიოგრაფიაში. მემატიანე თომა მეწოფელის მიხედვით  (1378 -1446) მას შემდეგ რაც ერთიანი საქართველოს მეფე  ბაგრატ V ტყვედ ჩაუვარდა შუა აზიელ მხედარმთავარს პირველი ლაშქრობის შემდეგ, თემურმა იგი  იძულებით გაამუსლიმა, მაგრამ მეფემ ხერხი იხმარა და ჩაღატაელთა  მბრძანებელი  მოატყუა, გამოართვა რა მას ჯარი თითქოს საქართველოს მოსახლეობის  ისლამზე მოსაქცევად, ბაგრატმა აცნობა საკუთარ  ვაჟებს (გიორგი  და კონსტანტინე) წინასწარ, შემდეგ თემურ ლენგის ჯარი  ვიწრო და გაუვალ ადგილზე მიიყვანა, სადაც ჩასაფრებული დახვდნენ ბაგრატის უფლისწულები, ალყაში  მოაქციეს და თემურის 12.000  კაციანი ჯარი  და მთლიანად  გაანადგურეს. სომეხი ავტორის თქმით, ტყვედ ჩავარდნილი და ძალით გამაჰმადიანებული   ''იბერთა მეფეაღივსო ღვთის მადლითმოატყუა  [ისდა უთხრამომეცი მე დიდძალი ჯარიწავალ და  დავიპყრობ მთელ ქვეყანას. შემდეგ მათ [მოსახლეობასმოვაქცევ ჩვენს რჯულზე [ისლამზე], იმ ტომებსრომლებიც შედგება რვა ენისაგანმე მათ ყველას დაგიმორჩილებთ თქვენ და თქვენს რწმენას. ესენი არიან - დვალიოსეთიიმერელი[]გრელიაფხაზისვანებიიბერიელი[]სხი '' [3] - აი ის რვა ტომი [სომხურად ნათქვამია ''ენისაგან''], რომლისგანაც მისი სიტყვით შესდგებოდა   საქართველოს სახელმწიფო იმ დროს.

წყაროს სანდოობასა და მოვლენათა თანმიმდევრობაზე ჩვენ კვლევას არ შევუდგებით, საინტერესო კი ნამდვილადაა ის ჩამონათვალი რასაც სომეხი ავტორი აკეთებს. უპირველეს ყოვლისა, აქ  ყურადღებას იპყრობს ტერმინი «ოსეთი». იგი გარკვეული ტერიტორიული ერთეულის აღმნიშვნელია და  განსხვავდება ეთნონიმებით ჩამოთვლილი საქართველოს   მოსახლეობისაგან (დვალი,  იმერელი, მ[ე]გრელი, აფხაზი, სვნები, იბერიელი, მ[ე]სხი). ცნობილია რომ   მეფე გიორგი V მიერ  XIV საუკუნის პირველ ნახევარში ოსი კოლონიზატორების საქართველოდან განდევნა მოხდა. თუმცა ამით როგორც ჩანს არ დასრულებულა ყველაფერი, საქართველოს სამეფომ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ოსეთიც დაიქვემდებარა. რაც შეეხება  დანარჩენებს [დვალი; იმერელი; მეგრელი; აფხაზი; სვანები; იბერიელები; მესხი], უნდა აღინიშნოს რომ ქართველური ენების სამივე  შტო (იბერიული (ქართული); ზანური (კოლხური) და სვანური, თავიანთი დიალექტებითა და  კილოებით) მოდის ერთი  საერთო-ქართველური ძირიდან და არის მხოლოდ სამი შტო. ამგვარად, არანაირი იმერული, დვალური ან მესხური ენა ბუნებაში არ არსებობს და ეს თომასაც  კარგად ეცოდინებოდა და თუკი იგი ქართველურ ტომებს გულისმობდა, მაშინ აუცილებლად ჩამოთვლიდა  სხვებსაც, მაგალითად  კახელებს, გურულებს, ჭანებს, ჯავახებს და ა.შ. მაშასადამე, ცხადია რომ თომა მეწოფელი აღნიშნავს იმდროინდელ საქართველოს მხარეებს და ადმინისტრაციულ ერთეულებს, კერძოდ დვალეთის, იმერეთის, სამეგრელოს ანუ ოდიშის, აფხაზეთის, სვანეთის, ქართლ-კახეთის და მესხეთის ოლქებს. ასე რომ არ ყოფილიყო, სომეხი ავტორი აუცილებლად აღნიშნავდა  სომხებსაც, რადგან  იმდოინდელი ქართული თუ  უცხოური წყაროების ცნობით ჩრდილოეთ სომხეთის მთელი რიგი მიწები საქართველოს შემდაგენლობაში შემოდიოდა და საკმაოდ ვრცელ ტერიტორიასაც მოიცავდა.

ამ ამბებს ეხება და  მეტად საინტერესო ცნობებს გვაძლევს სულთანიეს არქიეპისკოპოსი იოანე ჰალიფონტელი, რომელიც სწორედ XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა სპარსეთში და  უშუალო მომსწრე იყო მომხდარი მოვლენებისა. პაპის მიერ ეპისკოპოსად დადგენილი იოანე ამ დროს რეგიონში მიმდინარე პროცესებისას  რამდენჯერმე ელჩადაც კი იყო ევროპაში. იგი კარგად იცნობდა არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებსა და თემურ ლენგის სახელმწიფოს, არამედ კავკასიასაც. საქართველოში მიმდინარე იმ დროს მომხდარი მოვლენები იოანე ჰალიფონტელს ვრცლად აქვს აღწერილი. საქართველოს შესახებ ცნობები ეხება ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას, ბუნებას, ყოფა-ცხოვრებას, ადათ-წესებს, რელიგიურ შეხედულებებს, მათ თავისებურებებს. მის ნაშრომში ასევე მიმოიხილულია ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა. ჰალიფონტელის  ცნობით თემურ ლენგმა  იცოდა   რომ  ბაგრატ მეფის საგანძურში ინახებოდა ყველაზე მშვენიერიძვირფასი და მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული  მარგალიტები”, და ყველა საშუალებით ცდილობდა მათ ხელში ჩაგდებას. ამიტომაც მეფე-დედოფლის გათავისუფლების სანაცვლოდ მან ეს მარგალიტები მოითხოვა, რომელთა ფასი რამდენიმე ათეული ათასი ფლორინი იყო. და როდესაც ეს ამბავი გაიგეს ბაგრატ მეფის შვილებმა, შეშფოდთდნენ, რადგან ეს ძვირფასეულობა ღვთისმშობლის ხატის მოსაკაზმავად იყო განკუთვნილი და მათი ხელყოფა აკრძალულად მიაჩნდათ. მაგრამ შემდგომ უფლისწულები დარწმუნდნენ, რომ უარის თქმის შემთხვევაში ქვეყანაში დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა და იძულებულნი გახდნენ ძვირფასეულობა  თემურისთვის გაგეგზავნათ. მან კი მეფე ბაგრატი და დედოფალი ანა გაათავისუფლა. როგორც ვხედავთ, წყაროთა მიხედვით მიზეზები თუ რატომ  გაათავისუფლა თემურმა ბაგრატი სხვადასხვაგვარია, შესაბამისად კრიტიკულ ანალიზს მოითხოვს. იმავე თხზულებაში  იოანე ჰალიფონტელი ასევე ეხება საქართველოს სხვადასხვა მხარეებს, რაც ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელ სიტუაციაზე. მისი აღწერით  ''ჯიქების ქვეყანა იგივეა რაც ჩერქეზეთი [Ziqnia sive Iarquasia]... ეს მხარე ესაზღვრება დასავლეთიდან შავ ზღვა და ჩრდილოეთით თათრების ქვეყანასაღმოსავლეთით კასპიის [კავკასიისმთებსხოლო სამხრეთით საქართველოს [Ioriania] ანუ აფხაზეთს [Apcasia]ამბობს ჰალიფონტელი და აგრძელებს - აფხაზეთი მდებარეობს ჩერქეზეთის მეზობლადპატარამთიანი მხარე... ისინი [აფხაზები] არ არიან დაინტერესებულნი სულეირებასა და რწმენაში და მიჰყვებიან ქართველების [Iorlani] აღმსარებლობასმათ აქვთ საკუთარი ენა... [აფხაზეთის] აღმოსავლეთითსაქართველოსკენ [Ioriania]არის მხარერომელსაც ეწოდება სამეგრელო [Mengrella]ეს არის საკმაოდ დიდი ქვეყანახალხს აქვს საკუთარი ენა, ხოლო  მათი დამწერლობა და რელიგია  ისეთივეაროგორც ივერიელების [Ioarlani]სამეგრელო განლფენილია უმეტესწილად ვაკეზემისი მთები მაღალია და ესზღვრება აფხაზეთისკავკასიის და კასპიის მთებს (usque ad Cecos et Caspeos)... მათ შორის მთებში ცხოვრობს სხვადასხვა ხალხირომლებიც საუბრობენ სხვადასხვა ენაზე როგორც მეგრელები, ესენი არიან სვანები[sueui]... ისინი მისდევენ ქართველების რელიგიას... საქართველოერთ-ერთი თოთხმეტთაგანი რეგიონი აზიაშირომელიც მდებარეობს  ამ მხარის [სამეგრელოაღმოსავლეთით.. საქართველო (Ioriania),  ეს  არის დიდი მოცულობის ქვეყანა და იყოფა რამდენიმე დიდ ნაწილად... ესაზღვრება დასავლეთით  კავკასიის ანუ იალბუზის მთებს [Albas]... [საქართველოსსამხრეთიდან ესაზღვრება დიდი სომხეთი ანუ სპარსეთიაღმოსავლეთიდან ბაქოს ანუ კასპიის მთები და ჩრდილოეთით თათრების მიწებიეს ქვეყანა [საქართველო] იყოფა ორ ნაწილდადგარე ნაწილს ეწოდება ქართლი [Iorania]ხოლო შიდა ნაწილს -აფხაზეთი [Apcasia]... როგორც ამბობენაქამდე მათ ჰყავთ  ერთი მეფემიუხედავად იმისა რომ ისინი იმართებიან სხვადასხვა გამგებლების მიერმათ არასოდეს აქვთ მშვიდობაისინი [ქართველებიღვთისმოსავიმართალი ხალხიაადვილად იღებს ქრისტეს რწმენას... მათ აქვთ საკუთარი ენა და დამწერლობარომელიც შეიცავს 38 ასოსრწმენაში, ბევრი თვალსაზრისით ისინი მისდევენ ბერძნებს.. მათი პატრარქებიიწოდებიან კათოლიკოსებად.. მათ ჰყავთ ასეთი კათოლიკოსები სამ სხვადასხვა ადგილსდა არცერთი მათგანი ემორჩილება მეორეს. მათ[ქართველებს] დიდი პატივი აქვთ კონსტიანტინოპოლის პატრიარქის და კიდეც ემორჩილებიან მას... აქ [ქართლშიცხოვრობენ ასევე სხვადასხვა ხალხი გარდა მათისა [ქართველების]ესენი არიან  სომხებისარაცინები [მუსლიმებიდა ებრაელებირომლებიც სავაჭრო საქმეებს მისდევენსაზღვარზე მთებშიცხოვრობენ  დვალები [Duelli], ალანებიოსები [Assi] და სხვები.. [4]

უმნიშვნელოვანესი ცნობებია. ეპისკოპოსი ადასტურებს  იმას, რომ საქართველო ორ ნაწილად იყოფა, ერთს ეწოდება  ქართლი (Ioriania), რომელიც გარე ნაწილია, ხოლო მეორეს, ანუ შიდა ნაწილს  აფხაზეთი (Apcasia). სოხუმის ეპისკოპოსი პეტრე გერალდიც სწორედ ამგვარად აღწერს საქართველოს ორ ნაწილს 1330 წელს  ‘’პეტრუსი, ღვთის ნებით სებასტოპოლის ეპისკოპოსი ქვემო საქართველოში... ქართველთა ორი სამეფოს  ჩვეულებისა...’’ [5] როგორც ადრევე ითქვა ქვეყნის ორ ნაწილად - ''ქვემო'' და ''ზემო'' საქართველოდ  დაყოფა ქართულ მწერლობაში X გვხვდება და ქვემო ყოველთვის დასავლეთს ნიშნავდა, ხოლო ''ზემო'' აღმოსავლეთს. ამ წყაროშიც შემდეგნაირად არის მოცემული -აფხაზეთი ეს არის დასავლეთ საქართველო, ხოლო ქართლი, აღმოსავლეთი, ანუ გარე ნაწილი. ასევე, ეპისკოპოსი ჩერქეზეთის აღწერისას ადასტრუებს, რომ საქართველო  და აფხაზეთი ეს ერთიდაიგივეა. ამასთანავე, იგი აღწერს დასავლეთ საქართველოს ორ საერისთავოს, აფხაზეთს და სამეგრელოს, როგორც თემებს. აფხაზეთის საერისთავოზე  ის  პირდაპირ ამბობს რომ არის ჩერქეზეთის (ჯიქეთის) მეზობლად, მთიანი პატარა ქვეყანა. როგორც ჩვენ ვიცით იმდოინდელი აფხაზეთის საერისთავო  მდებარეობდა თანამედროვე აფხაზეთის გარეთ და მოიცავდა ტერიტორიას მდინარე მძიმთიდან ნიკოფსიამდე, სადაც გადიოდა საქართველოს სამეფო საზღვარი. თხზულებაში იოანე ჰალიფონტელი   მოკლედ აღწერს აფხაზეთის საერისთავოს მკდვიდრთა  ყოფა-ცხოვრებას. ის ადასტურებს მათ საკუთარ ენას და აღნიშნავს რომ ისინი არ არიან დიდად მორწმუნენი და [ფორმალურად] მიჰყვებიან  ქართველების რწმენას. ბუნებრივია იმდროინდელი აფხაზეთის საერისთავოს  მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ აბაზურ-ჯიქური, ერთმანეთთან მონათესავე ტომები, საკუთარი წარმართული წესებით და ქართული ეკლესიის გავლენა ამ მხარეში შედარებით ნაკლები იყო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც აფხაზეთის საერისთავო იყო განაპირა საერისთავო საქართველოს სამეფოსი, ხოლო ბიჭვინთის საკათალიკოსო მდებარეობდა ოდიშის მმართველის მიწაზე, სადაც მოსახლეობა  იმ დროს  ქართული იყო. რაც შეეეხება სამეგრელოს, ავტორისვე ცნობით ის დიდი ქვეყანაა, რომელიც უმეტესწილად ვაკეზე მდებარეობს და ამავდროულად ესაზღვრება როგორც აფხაზეთის მთებს, ისე კავკასიონისას. მთები რომელიც ამ პერიოდში საზღვრავდა აფხაზეთის და სამეგრელოს საერისთავოებს არის გაგრის ზონაში. იმდოინდელი სამეგრელო მოიცავდა თითქმის მთლიანად დღევანდელ აფხაზეთს. მეგრელები, ისევე როგორც მეორე დასავლურ-ქართველური ტომი-სვანები, ავტორისვე მოწმობით მისდევენ ივერიელების (აღმოსავლეთ ქართველების) რელიგიას, ასევე დამწერლობაც  იგივეა რაც მათი. ამასთანავე ამ ცნობიდან, რომელიც დაიწერა  XV საუკუნის პირველ წლებში, ირკვევა რომ საქართველოს ჰყავს ერთი მეფე, მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა ოლქები იმართება სხვადასხვა მმართველების მიერ, ეპისკოპოსი ასევე ამატებს რომ მათ არ აქვთ მშვიდობა. ეს ერთგვარი გამოძახილია დასავლეთ საქართველოში მომხარი ბრძოლისა, როდესაც  1392 წელს ვამეყ დადიანს მოუხდა ბრძოლა ტახტის პრეტენდენტ გიორგისთან, ამასთანავე მოხდა რამდენიმე აჯანყება მთიან მხარეებში თემურ ლენგის შემოსევების დროს. ეპისკოპოსი აღწერს  აღმოსავლეთ ქართველების წეს-ჩვეულებას, მათ ენას, ქართულ დამწერლობას და იმ 38 ასო-ნიშანს რომელიც იმდროინდელ ქართულ ანბანში არსებობდა. ამასთანავე ასახელებს რამდენიმე კათოლიკოსს საქართველოს ტერიტორიაზე. უნდა აღინიშნოს რომ, ერთი ეს არის მცხეთის, ანუ სრულიად საქართველოს  კათალიკოს-პატრიარქი, რომელიც იყო უმთავრესი და მას ემორჩილებოდა  ყველა კათალიკოსი თუ ეპისკოპოსი საქართველოს სამეფოში. მეორე ეს იყო  აფხაზეთის (ანუ დასავლეთ საქართველოსი) კათალიკოსი, რომლის რეზიდენცია მდებარეობდა ბიჭვინთაში, ხოლო მესამე საკათალიკოსო კათედრა საქართველოში ოფიციალურად არ ყოფილა, მიუხედავად იმისა რომ ოდნავ მომდევნო ხანაში მესხეთის მმართველებს ჰქონდათ მცდელობა საქართველოს ერთიანი ეკლესიიდან განდგომისა. სამცხის ათაბაგი   ივანე II ჯაყელი (1391-1444), რომელიც პირველ პერიოდში საქართველოს მეფის ერთგული იყო და თავგანწირვითაც იბრძოდა ქვეყნის მტრების წინააღმდეგ, შემდგომში განუდგა ალექსანდრე I და ანტი-სახელმწიფოებრივი საქმიანობა დაიწყო. იგი შეეცადა სამცხისათვის მოეპოვებინა საეკლესიო დამოუკიდებლობა და ამ საქმისათვის აწყურის ეპისკოპოსიც ედგა ზურგში, მაგრამ ყველაფერს წინ აღუდგა მცხეთის საპატრიარქო და მესხეთის საეპისკოპოსოთა დიდი ნაწილი, ცოტა ხანში კი მეფე ალექსანდრემ ივანე ათაბაგი ტყვედ ჩაიგდო, სამეფო ჯარები მესხეთში შეიყვანა და ყველა მნიშვნელოვანი ციხე დაიკავა. ივანე ჯაყელმა პატიება ითხოვა. რაც შეეხება მაწყვერელ ეპისკოპოსს, მან დანაშაული მოინანია. ამგვარად პოლიტიკურ-რელიგიური განხეთქილება სამხრეთ საქართველოში ამოიძირკვა. იოანე ეპისკოპისის ცნობიდან კარგად სჩანს, რომ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე როგორც საეკლესიო, ისე სამწიგნობრო ენა იყო ქართული.

რაც შეეხება ერისთავ  ვამეყ დადიანს, მას  იმავე პერიოდში  ასევე  მოუხდა  საქართველოს დაცვა და ჩრდილო-დასავლეთ საზღვრის გამაგრება. მან ჯიქების წინააღმდეგ მოაწყო გრანდიოზული ლაშქრობა, რის შედეგადაც განადგურებულ იქნა მათი სიმაგრეები. ვამეყმა  ჯიქეთიდან  წამოიყვანა ტყვეები და ასევე წამოიღო ღირებული ნივთები,მათ შორის მარმარილოს სვეტები, რომელითაც საგვარეულო აკლდამა და გარე ფასადი შეამკო ხობის მონასტერში. ამ ლაშქრობის შესახებ ინფორმაციას ამავე  მონასტერში დაცული წარწერა გვაძლევს [6].

ქართული სამეფო-სამთავროების საზღვარი ძველი კოლხეთის სამეფოდან მოყოლებული ჩრდილო-დასავლეთით  ყოველთვის ნიკოფსიასთან გადიოდა, რომელიც თანამედროვე ტუაფსის ზონაში მდებარეობს. კოლხეთის სამეფოს დასუსტება-დაცემის შემდეგ, ამ ზონაში აბაზურ-ადიღური ჯიქები ბატონდებიან, რომელთაც პირველი ახსენებს სტაბონი [7], ისინი ნელ-ნელა მოიწევენ სამხრეთისაკენ და აძევებენ ქართველურ ტომებს. II საუკუნის  რომის იმპერიის მოხელე და ისტორიკოსი, ფლავიუს არიანე, რომელმაც თავად მოიარა ეს მხარე უმნიშვნელოვანეს ცნობებს გვაწვდის ძველი კოლხეთის სამეფოს მოსახლეობაზე. არიანეს ცნობით მდინარე ახუენთა [შახე], ერთმანეთს ჰყოფს სანიგებს და ჯიქებს [8], ხოლო ნიკოფსიას ძველი ლაზიკის (Παλαιν Λαζικν) სახელით იხსენიებს [9], რაც უმნიშვნელოვანესი დასტურია ამ ზონის ქართველურობისა.

ამასთანავე   კოლხეთის სამეფოს დაცემის შემდეგ აქ აბაზურ-ადიღური ჯიქების დამკვიდრებისა. ტოპონიმის იგივეობას ეთანხმება V საუკუნის ავტორიც [10] და ამასთანავე ეს პუნქტი მონიშნულია უამრავ ძველ რუკაზე, როგორც  Palœa Lazica ან უბრალოდ Lazica [11][12]

შემდგომ დროში ქართულმა სამეფო-სამთავროებმა მოახერხეს ამ ტერიტორიის ხელახალი შემოერთება-შემომტკიცება და ერთიან ქართულ სახელმწიფოში  ინტეგრაცია. იქ მცხოვრები    «ჯ ი ქ ე ბ ი»  რომელნიც განფენილნი იყვნენ ნიკოფსიიდან მდინარე შახემდე, ენათესავებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე სხვადასხვა აბაზა-ადიღურ ტომებს, ამასთანავე ისინი  ქართული სახელმწიფოს მორჩილნი იყვნენ. მონღლთა კავკასიაში მოსვლის შემდეგ კი მათი მოძრაობაც იწყება საქართველოს სამხრეთით და ეს პერიოდი სწორედ საქართველოში არეულობას დაემთხვა, თუმცა  დასავლეთში ჯერ დავით VI გამეფების, ხოლო შემდგომში  გიორგი V  მიერ ქვეყნის ხელახალი გაერთიანების შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა. ზემოხსენებული სასაზღვრო პუნქტი « ნ ი კ ო ფ ს ი ა » ქართულ საისტორიო მწერლობაში, როგორც უკიდურესი საზღვარი საქართველოს სამეფოსი  ჩრდილო-დასავლეთით  იხსენიება გიორგი V მემკვიდროს, დავით IX  გამეფებისას ''ხოლო შემდგომ მეფისა გიორგისა, დაჯდა მისი დავითი მეფედ. შემოკრბნენ კათალიკოზ-ეპისკოპოსნი და დიდებულნი, ნიკოფსიით, სპერით, დარუბანდამდე და აკურთხეს მეფედ'' [13], ეს მოხდა 1346 წელს. მომდევნო ხანაში როგორც სჩანს აბაზურ-ადიღური ჯგუფების მოძრაობამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო და  მიგრაციაც დაიწყო არა მარტო შავი ზღვის ზონიდან სამხრეთით, არამედ ჩრდილო კავკასიის მთიანეთიდანაც. ამ დროისთვის ვამეყ დადიანის უშუალო შემადგენლობაში იყო ოდიშის საერისთავო, რომელიც  ვრცელდებოდა  ფოთიდან  ხოსტამდე, ანუ მთლიანად მოიცავდა დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიას, ამასთან მასვე ექვებდებარებოდა «აფხაზეთის საერისთავო», რომლის მოსახლეობას შეადგენდა არაქართული წარმოშობის, აბაზურ-ადიღური, ერთმანეთთან ახლოს მდგომი ტომები. როგორც ითქვა, აფხაზეთის საერსთავოს და ოდიშიც საზღვარი გადიოდა ხოსტისა და განთიადის ზონაში, რაც დაფიქსირებულია მრავალ იმდროინდელ დოკუმენტში, რომელიც XIV-XV საუკუნეებში შეიქმნა [14][15][16 ][17 ][18 ]. შესაბამისად ამ ჯგუფებს ქართველები (და ევროპელებიც) მექანიკურად «აფხაზებს» (ან «ჯიქ-აფხაზებს») ეძახდნენ. ამ დროიდან იწყება «აფხაზეთის» მნიშვნელობის შეცვლა. თუკი წინა საუკუნეებში როგორც ქართული, ისე უცხოური მიმართებით «აფხაზი» აღნიშნავდა ზოგადად ქართველს, ხოლო «აფხაზეთი» საქართველოს, რაც დადასტურებულია უამრავი ქართული, თუ უცხოური დოკუმენტებით  [19][20][21], ამ დროიდან «აფხაზი»  უფრო მეტად უკვე აღნიშნავს აფხაზეთის საერისთავოს ზონაში მცხოვრებს, რომელთა წარმოშობაც არ იყო ქართული. როგორც ზემოთმოყვანილი იოანე ჰალიფონტელის წყაროდან ჩანს, ავტორი აფხაზეთს ორგვარი მნიშვნელობით იყენებს. ის აფხაზეთს უწოდებს როგორც მთელ დასავლეთ საქართველოს, როგორც ერთიანის ქვეყნის ერთ დიდ ნაწილს, ამავე დროს ის აღწერს აფხაზეთის საერისთავოსაც, რომელიც არის პატარა თემი. ამგვარად, აფხაზეთის მნიშვნელობის დავიწროების ტიპიური მაგალითია სულთანიეს ეპისკოპოსის წყარო, რაც მომდევნო საუკუნეებში უფრო მკვეთრად ჩნდება, როდესაც ‘’აფხაზეთი’’ და ‘’აფხაზი’’ უკვე ზოგადად ქართველის და საქართველოს აღმნიშვნელი კი არა, არამედ აფხაზეთის ზონაში მაცხოვრებელი აბაზური წარმოშობის ხალხის წოდება ხდება, ხოლო მათი ეთნიკური თუ პოლიტიკური საზღვრები მოდის აღმოსავლეთით, ქართველებით დასახლებული ბიჭვინთის, ანაკოფიის (ახალი ათონი) და ცხუმის (სოხუმი) ზონისკენ.

რაც შეეეხება დიდი ჯიქეთის ტერიტორიას, რომელიც არ ემორჩილებოდა საქართველოს სამეფოს და უმეტესწილად ჩერქეზული ტომებისგან შედგებოდა. [დიდი] ჯიქეთი მოიცავდა ჩრდილო -აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს და სამხრეთ-აღმოსავლეთით ნიკოფსიამდე ვრცელდებოდა, აქ კი ესაზღვრებოდა საქართველოს სამეფოს. დადიანის ლაშქრობის შესახებ ცნობა კი ნათლად გვამცნობს რომ ვამეყმა მოარბია მთელი ჯიქეთის სანაპირო აზოვის ზღვამდე. დიდი ალბათობით ერისთავმა საზღვარი გადაწია უფრო ჩრდილოეთით, რაც კიდევაც აისახა მომდევნო ხანებში სხვადასხვა კარტოგრაფიულ საამქროში გამოშვებულ პორტოლანებზე (საზღვაო რუკა), სადაც სამეგრელოს (M E G R E L I A) საზღვარი ვრცელდება პუნქტამდე, რომელიც  პორტოლანებზე ანიშნულია როგორც Mauro Laco, რომელშიც თანამედროვე გელენჯიკის მიმდებარე ზონა იგულისხმება [22]. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ვამეყ დადიანის ლაშქრობის შემდეგ, საქართველოს საზღვრებმა დროებით ჩრდილო-დასავლეთით გადაიწია, რაც აღნიშნულია კიდეც ევროპულ დოკუმენტებში [23][24][25][26].

  

ამ ამბებიდან რამდენიმე ათწლეულში ვამეყ I დადიანის მემკვიდრემ, მამია II დადიანმა (1396-1414) გადაწყვიტა საკუთარ მორჩილებაში მყოფი აფხაზეთის საერისთავოს  უშუალო შეერთება. ქართული წყაროს ცნობით ''იხილა რა მამია დადიანმან ესე ვითარებანი, ინება დამორჩილება აფხაზთა, ამასვე წელსა [1414] შეკრიბა ოდიშარნი მეგრელნი და წარვიდა. მისრულს  ეწყო შარვაშიძე აფხაზით სიმაგრით გამო, მოსწყჳდნეს მეგრელნი  და მოკლეს დადიანი მამია და ნეშტნი სპანი აოტნეს და ლტოლვილნი მოვიდნენ ოდიშს'' [27 ]მამია II  დადიანის დაღუპვამ სამეფო კარი ძალზე შეშფოთა. იგი იყო ერთ-ერთი უერთგულესი ერისთავი და სახელმწიფოს საყრდენი დასავლეთ საქართველოში. ამასთანავე, მეფე ალექსანდრე I (1412-1442) მამია დადიანის სურვილში მისი ნებართვის გარეშე შეჭრილიყო აფხაზეთის საერისთავოში და უშუალოდ შეეერთებინა იგი, ქვეყნის სტაბილურობისთვის არასასიამოვნო ნიშნები დაინახა, რადგან ამ ყველაფერს შესაძლოა ახალი ომი მოჰყოლოდა. შესაბამისად, მისმა რეაქციამაც არ დააყოვნა. მეფე  მალევე დიდი ჯარით  დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ოდიშის საერისთავოში შევიდა, სადაც  ისტორიული წყაროს ცნობით მეფეს მოეგება მამია დადიანის ვაჟი ლიპარიტი და შენდობა ითხოვა მამის დანაშაულის. მეფე ალექსანდრემ, რომელიც მეტისმეტად მოწყალე იყო, შეიბრალა ლიპარიტი, არაფერი ავნო და მამის უფლებებიც გადაულოცა. შემდგომ ამისა, მანვე წაიყვანა ლიპარიტ დადიანი აფხაზეთის საერისთავოში, სადაც მეფეს მიეგება შერვაშიძე და დაემორჩილა მას, როგორც უზენაესს. ალექსანდრემ შეარიგა შერვაშიძე და დადიანი, განუსაზღვრა მათ მათი უფლებანი და წამოვიდა ქუთაისში. შემოიკრიბა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დიდებულები და კათალიკოსების და ეპისკოპოსებისგან ეკურთხა მეფედ [28]. ალექსანდრე მეფის ექსპედიციის შემდგომ დასავლეთ დაქართველოში სიმშვიდე იყო რამდენიმე ათწლეული და თემურ ლეგნისგან განადგურებული ქვეყანაც ნელ-ნელა აღმავლობის გზას დაადგა. რაც შეეხება სამეგრელოს და აფხაზეთის საერისთავოების საზღვარს, ის უწინდებულად ხოსტა-განთიადის სექტორში გადიოდა, ასევე, ეთნიკურადაც ქართული მოსახლეობა დომინირებდა დღევანდელ აფხაზეთის ტერიტორიაზე არა მხოლოდ  ქალაქ ცხუმსა  (სოხუმი) და ანაკოფიაში (ახალი ათონი), არამედ გაგრის ზონაშიც, რაც დასტურდება ზუსტად ამ დროიდნელი ევროპული წყაროდან, სადაც ნახსენებია ადგილობრივი მეგრელი გლეხები, რომლებიც საშუალებას არ აძლევდნენ კათოლიკებს მესის აღვლენაში [29]. შერვაშიძე ისევ მორჩილებდა დადიანს და აფხაზეთის საერისთაო ისევ ოდიშს ექვემდებარებოდა, თუმცა  ისინი  არცთუისე დიდი ხალისით იტანდნენ დადიანის  ბატონობას და ეს წყაოროებიდანაც კარგად ირკვევა. რამდენიმე საუკუნის შემდგომ ბერი ეგნატაშვილი ამბობს აფხაზეთის მმართველზე ''აფხაზეთი ჯიქეთამდის შარვაშიძეს  ეპყრა, და ესე შარვაშიძე მორჩილობდა არა ყოველსავე ბრძანებასა დადიანისასა'' [30], როგორც სჩანს , მამია II დადიანის რეიდმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ისინი, რომ  ეს საგვარეულო არა მარტო მათი ბატონი და გამგებელი იყო, არამედ მეტოქეც, რომელიც ნებისმიერი შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში მათ საერისთავოს უბრალოდ შთანთქავდა. ამიტომაც შერვაშიძეთა დასაყრდენად იქცა აფხაზეთის საერისთავოს არაქართული მოსახლეობა (ანუ უკვე «აფხაზები»), რომლელთა გამოყენებაც დადიანის წინააღმდეგ შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა ამ ყველაფრისთვის შესაბამისი დრო იყო საჭირო, რადგან ჯერ ერთი ერთიანი სამეფო ხელისუფლება ერისთავთა შორის კონფლიქტს არ დაუშვებდა, მერე კიდევ დადიანი მიუხედავად განცდილი წარუმატებლობისა, მასზე ძლიერი იყო, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე ეკონომიკურად, სწორედ მისი გამგებლობის ზონაში ჰქოდნათ გენუელებს სავაჭრო ფაქტორიები და ის განაგებდა იმ ფინანსებს, რაც კი ხაზინაში ამ გზით შედიოდა.

XV საუკუნის პირველ ნახევარში აფხაზეთის საერისთავოში იწყება ჩრდილოეთ კავკასიიდან და  შავი ზღვის პირეთის ზონიდან აბაზურ-ადიღური ახალ-ახალი ელემენტების  დამკვიდრება. ბუნებრივია ისინი მოშლიდნენ დადიანების გაკეთებულ საზღვარს და აფხაზეთის საერისთავოს ზონაში შემოაღწევდნენ, რასაც დადიანის და შერვაშიძის უთანხმოება ამ ყველაფერს ხელს მხოლოდ  შეუწყობდა.

აქვე უნდა ვახსენოთ, ერთ-ერთი ევროპული წყარო რომელიც ეხება კავკასიას და შავიზღვისპრიეთს. ბავარიელი ჯარისკაცი და მოგზაური იოჰან შილტბერგერი (1380*-1438*) საკუთარი ''მოგზაურობათა წიგნში''  აღწერს ქვეყნებს და მხარეებს და იმ მოვლენებს რომელიც განვითარდა 1394-1427 წლებში. იოჰან შილტბერგერი რაინდ ლეონჰარდ რიჰარდინგერის საჭურველთმტვირთველი იყო და თან ახლდა მას უნგრეთის მეფე სიგიზმუნდ ლუქსემბურგელის მიერ ოსმალთა წინააღმდეგ მოწყობილ ჯვაროსნულ ლაშქრობაში, მაგრამ 1396 წლის 20 სექტემბერს ნიკოპოლისთან გამართულ ბრძოლაში ჯვაროსნები დამარცხდნენ, იოაჰანი კი ოსმალეთის სულთან  ბაიაზეთის ტყვეობაში აღმოჩნდა. 1402 წელს ანგორის ბრძოლის შემდეგ იგი თემურ ლენგმა დაატყვევა. მისი სიკვდილის შემდეგ კი იგი თემურ ლენგის მემკვიდრეების სამსახურში იყო. ერთ-ერთი მათგანის, აბუბექრის კარზე თავი ჰქონდა შეფარებული ოქროს ურდოს ტახტის პრეტენდენტს ჩეკრეს. როცა იგი ურდოში ტახტის დასაკავებლად გაბრუნდა, იოჰანი მის ამალაში აღმოჩნდა. ჩეკრეს სიკვდილის შემდეგ კი მის მოხელესთან, მანშუკთან, გადაინაცვლა. მალე დევნილი მანშუკი საქართველოში, კერძოდ სამეგრელოს საერისთავოში, გამოიქცა. იოჰანმაც სწორედ აქ დააღწია ხანგრძლივ ტყვეობას თავი და მრავალი განსაცდელის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. განთავისუფლების შემდეგ მან დაწერა “მოგზაურობის  წიგნი”, სადაც მოთხრობილია იმ ქვეყნების, ხალხების, წეს-კანონების თუ გადამხდარი ამბების შესახებ, რაც მას ხანგრძლივი ტყვეობისას უნახავს ან გაუგონია. შესაბამისა, ამ წყაროს  უმთავრესი  მთავარი ნაკლი ისარის, რომ იგი ავტორის მეხსიერების ნაყოფია. ამიტომ ხშირია ქრონოლოგიური უზუსტობები და გეოგრაფიულ სახელთა აღრევები ისევე, როგორც ძნელი დასადგენია, თუ რისი თვითმხილველი იყო თვითონ და რა გაუგონია სხვისგან. იოჰანი საქართველოზე რამდენიმე ადგილას წერს. XXII  თავში იგი ამბობს '' ქვეყანა ქურთისტანი, დედაქალაქი ბისტანი. შემდეგ ქართველთა სამეფო (Kursi), რომლის მცხოვრებელები მისდევენ ბერძნულ რწმენას [მართლმადიდებლობა] და საუბრობენ საკუთარ ენაზე, არიან ძალიან მამაცნი. [მახლობლად] არსებობს ასევე ქვეყანა, რომელსაც ეწოდება აფხაზეთი [abkas], მთავარი ქალაქი სოხუმი [zuchtun, Zuchtim]. ამ მხარეს აქვს ძალიან არაჯანსაღი კლიმატი, ქალი და კაცი ატარებს ქუდებს, რომელსაც იხურავენ თავზე. ამას აკეთებენ იმიტომ რომ ჰავა არის მეტისმეტად ცუდი. აქვე არის  ასევე პატარა ქვეყანა, რომელსაც ეწოდება  სამეგრელო, დედალაქი ბათუმი* [Kathon]. აქაურ მცხოვრებლებს აქვთ ბერძნული რწმენა [მართლმადიდებლობა] [31]. LVI(56) თავში, როდესაც იგი ეხება შავი ზღვის რეგიონს და მართლმადიდებლური აღმსარებლობის ხალხებს, ის ამბობს სხვათაშორის მინდა აღვნიშნო, რამდენი რამდენ ენაა ბერძნულ რწმენაში [მართლმადიდებლობა]. პირველია ბერძნული ენა, რომელზედაც ეს წიგნებია დაწერილი, თურქები უწოდებენ მარ ურუმულს (urrum); მეორე ეს არის რუსული (rivssen sprach), ურწმუნოები [თურქები] უწოდებენ ორუსი (orrust) ; მესამე არის ბულგარული (pulgery), წარმართები უწოდებენ ბულგარს (wulgar); მეოთხე ეს არის ვენედური (winden ), წარმართები უწოდებენ  არნავს (arnaw ); მეხუთეა ვლახური (walachy ), წარმართები უწოდებენ იპლაკს (ifflach ); მეექვსე ოსური (yassen), წარმართები უწოდებენ ასი(afs); მეშვიდე გოთური (kuthia), წარმართები უწოდებენ თათ (thatt); მერვეა ჯიქური (sygun), წარმართები უწოდებენ ჩერქეზულს (ischerkus) მეცხეა აფხაზური (abukasen ), წარმართები უწოდებენ (appkas ); მეათეა ქართული (gorchillas), წარმართები უწოდებენ გურჯი (kurtzi); მეთერთმეტეა მეგრული, რომელსაც წარმართები იმავე სახელით მოიხსენიებენ...[32]

როგორც უკვე ითქვა  იოჰან შილტბერგერი ნაშრომში  ხშირია ქრონოლოგიური უზუსტობანი  თუ  გეოგრაფიულ სახელთა აღრევანი, ამიტომაც მისი ცნობა მეტისმეტი სიფრთხილით უნდა იქნას შესწავლილი. ქართველთა სამეფო (Kursi), რომელზეც იგი საუბრობს, უთუოდ საქართველოს სამეფოა. ამავდროულად ამ სახელით შუა საუკუნეებში აღინიშნებოდა ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი, ისევე როგორც დასავლეთი იწოდებოდა ‘’აფხაზეთად’’. რაც შეეხება მის მიერ ჩამოთვლილ რეგიონებს, პირველ რიგში აფხაზეთს, უნდა ითქვას რომ თუკი ავტორი აფხაზეთის საერისთავოს გულისმობს, მაშინ ვერავითარ შემთხვევაში იქნებოდა მისი ქალაქი სოხუმი (zuchtun, Zuchtim), რადგან იმდროინდელი აფხაზეთის საზღვარი დაშორებული იყო სოხუმიდან ასი და უფრო მეტი კილომეტრით. როგორც წინანდელი, ისე მერმინდელი დოკუმენტები აჩვენებს რომ სოხუმი სწორედ სამეგრელოს შემადგენლობაში შედის და მას დადიანი მართავს. მაგრამ თუკი იგი  ''აფხაზეთად''  დასავლეთ საქართველოს  მიიჩნევს, როგორც სრულიად საქართველოს ორი ნაწილიდან ერთ-ერთს, რაც თითქოს უფრო სავარაუდოა, რადგან ის ასევე ახსენებს იმასაც, რომ კლიმატი მეტისმეტად ცუდია ამ ქვეყანაში და ყველას საბურავი აქვს თავზე. კოლხეთის დაბლობზე, იმერეთის და სამეგრელოს ზონაში კი ნამდვილად ცუდი ჰავაა. თუმცა ვერსიების განახილველად და სიმართლის დასადგენად უნდა აღინიშნოს, რომ ბავარიელი აღმწერი ერთადერთ სამეფოდ (Königreich) სწორედ საქართველოს (Kursi) ასახელებს, ხოლო აფხაზეთსა და სამეგრელოს მხოლოდ ქვეყანას (Land) უწოდებს, ესე იგი თემად  მიიჩნევს და მათ პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე არაფერს ამბობს [33] ამგვარად, ამ შემთხვევაში ფაქტობრივი უზუსტობა გამოდის, რადგან სოხუმი აფხაზეთის საერისთავოს ქალაქი ამ დროს ნამდვილად არ ყოფილა.

აგრეთვე, ყურადღებას იპყრობს სამეგრელოს მთავარ ქალაქად ბათუმის* აღიარება (ძალიან ბევრი განმარტებელი  ამ შეხედულებას არ ეთანხმება), რაც აბსურდია, რადგან დადიანი ამ დროს სოხუმში იჯდა, სამეგრელოს მთავარი სავაჭრო ცენტრიც ეს იყო და ამასთანავე გენუელთა ფაქტორიაც სწორედ ამ ქალაქში ფუნქციონირებდა, რასაც უამრავი დოკუმენტი ადასტურებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ სამეგრელოს გამგებელი ამავე დროს ბათუმსაც აკონტროლებდა. გერმანელი მოგზაურის დროს ოდიშის (სამეგრელოს) ერისთავი იყო ლიპარიტ I დადიანი (1414-1470), რომელიც დადასტურებულია გენუურ ქრონიკებში, რომელიც მართავს სებასტოპოლს (სოხუმს), ასევე სხვადასხვა უცხოურ თუ ქართულ წყაროებში, როგორც სამეგრელოს და აფხაზეთის მხარის გამგებელი. საინტერესო კიდევ ის არის, რომ სამეგრელოს მთავარ ქალაქს (ბათუმად მიჩნეულს) ის უწოდებს Kathon, ხოლო  LXVII თავში იგი იხსენიებს როგორც ''Bothan''. დიდი ალბათობით გერმანელი მოგზაური შეცდა. მსგავსად ამ შემთხვევისა მის ნაშრომში უამრავ ადგილას ფიქსირდება ხარვეზები და უზუსტობანი. ზემოხსენებული რაობა  თუ მდებარეობა და სადავო საგანია, მათ შორის განმარტებლებს შორისაც. ისინი სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობენ თუ რას უნდა მივუსადაგოთ ეს პუნქტები- ქუთაისი (Cotaïs ); გორი (Gori); ქართველი (Kargwel; Karduel); ფოთი (Poti) [34]. ამავდროულ ქრონიკებში და ევროპულ რუკებზე კი ბათუმი აღინიშნება როგორც Lo vati // Vati // Vary // Vathi. ამგვარად, Kathon/ Bothan  წოდებული სამეგრელოს ქალაქის   ლოკალიზების საკითხი გაუგებარია, ხოლო მისი  ბათუმად მიჩნევა და სამეგრელოს მთავარ ქალაქად აღიარება არავითარ შემთხვევაში შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც უფრო  სანდო და  დეტალიზებული წყაროები  გვაქვს ხელთ იმ დროისა. 1444 წელს, მაშინ როდესაც შამახიელმა ვაჭრებმა ბათუმში ძვირფასი აბრეშუმი ჩამოიტანეს, მათი გაძარცვის მიზნით ბათუმს თავს დაესხა ბურგუნდიელთა ფლოტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი შავ ზღვაზე, სახელგანთქმული ჟოფრუა დე ტუაზი (Joffroy de Thoisy ). ფრანგი მემატიანის ცნობით მათ გაცურეს '' იმ ადგილისაკენ, რომელსაც ეწოდება ბათომი [L'Onaty/Vaty]. მათ სურდათ ხელში ჩაეგდოთ მრავალი თათარი, რომელთაც აქ ბევრი აბრეშუმი მოჰქონდათ შემახიდან. იმ საღამოს მოვიდა ადგილობრივი მთავარი სახელად პატანო გურიელი (Patano Gouriely)...[35] ბურგუნდიელთა ფლოტის მეორე ხელმძღვანელის ვალერიან დე ვავრენის მემატიანეს ასევე ცნობა აქვს  ამ ეპიზოდდთან დაკავშირებით. იგი წერს ''როცა ისინი იყვნენ ტრაპიზონში იმპერატორთან, ტუაზი გაემართა საქართველოს ნაპირებისკენ (sur la costiere de la Géorgie), რადგან მან შეიტყო რომ აქ უნდა გაევლო მრავალი საქონლით დატვირთულ ხომალდს. ქართველებმა შეიტყვეს რა კატარღის მოსვლა, ჩაუსაფრდნენ ბურგუნდიელებს და მისცეს საშუალება ჟოფრუას გადმოსულიყო ბათუმის ნავსადგურში (port de Vaty), მას კი ძალიან სურდა გაეძარცვა ეს ქალაქი... [36].  საბოლოოდ, ჟოფრუა დე ტუაზი ტყვედ ჩაიგდეს ქართველებმა და მან პატიმრობაში  გაატარა მთელი მაისი, ხოლო შემდგომ მისი პატიმრობიდან განთავისუფლება ტრაპიზონის იმპერატორის და გენუელთა შუამდგომლობით მოხდა. ერთი წყაროს მიხედვით ეს პროვინცია არის სამეგრელო (Mygrelye), ხოლო მეორე დოკუმენტი  აზუსტებს რომ ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს სამეფოში. ერთგანაც და მეორეგანაც ქალაქის მთავარი არის პატანო გურიელი, გურიელთა საგვარეულოდან, რომელებიც მართავდნენ გურიის საერისთავოს და დამოკიდებულნი  იყვნენ  დადიანებზე, ისინი კი თავისთავად საქართველოს მეფეზე. ამგვარად, დადიანი ვერ იჯდებოდა ბათუმში ამ დროს და მითუმეტეს სამეგრელოს მთავარი ქალაქი ვერ იქნებოდა იგი. ასევე სოხუმი აფხაზეთის საერისთავოს ‘’დედაქალაქი’’ ვერავითარ შემთხვევაში გახდებოდა, რადგან შერვაშიძეებმა როგორც ცხუმის (სოხუმი), ისე  მიმდებარე მიწების დაკავება მოახერხეს მხოლოდ XVI საუკუნის ბოლოს, როდესაც ქალაქი ჯერ ოსმალებმა დაიპყრეს, შემდეგ კი აფხაზეთის საერისთავო დაეუფლა და ქართული მოსახლეობისგან დაიცალა. ამასთანავე, თავად იოჰან შილტბერგერი აღნიშნავს კაფაში (ყირიმი) ყოფნის პერიოდს, როდესაც დიდებული მანშუკი, იძულებული გახდა ყირიმი დაეტოვებინა, მან გადალახა შავი ზღვის ყელი [ქერჩის სრუტე] და წავიდა ჩერქეზების ქვეყანაში. რამდენიმე თვის იქ გატარების შემდეგ კი, თათრების გამგებელმა, რომელსაც ჩერქეზთა რეგიონი  ექვემდებარებოდა ეს გაიგო... ცოტა ხანში კი მანშუკი იძულებული გახდა მეზობელ ქვეყანაში წასულიყო, რომელსაც ეწოდება სამეგრელო (Magrill)... [37]. აქედან ყველაფერი ნათელი ხდება, სწორედ სამეგრელო ესაზღვრებოდა იმ დროს ჩერქეზებს და აფხაზეთის საერისთავო, რომელიც დღევანდელი აფხაზეთის გარეთ იყო, შედიოდა მის დაქვემდებარებაში. თუკი აფხაზეთის  იმრდოინდელი საერისთავო მოიცავდა ტერიტორიას სოხუმამდე (რაც ისტორიული დოკუმენტებით არ დასტურდება), ეს აუცილებლად იქნებოდა ვრცელი არეალი, გადაჭმული დაახლოებით 300 კილომეტრზე  სოხუმიდან ტუაფსემდე. რეალურად კი იმდროინდელი აფხაზეთის საერისთავო მეტისმეტად მომცრო ზომის იყო, სიგრძეში საერთო ჯამში 150 კმ-მდე, რაც შეეხება სამეგრელოს, უშუალოდ ოდიშის ერისთავის  საგამგებლოს  ტერიტორია გადაჭიმული იყო ფოთიდან დღევანდელი ადლერის ზონამდე, საერთო ჯამში 300 კმ სიგრძე, ამასთანავე მის დაქვემდებარებაში იყო გურიის საერისთავოს სანაპირო ზოლი საქართველოს სამეფო საზღვამდე, რომელიც გადიოდა დღევანდელი ხოფის მიდამოებში და შედგენდა დაახლოებით 100 კილომეტრს სიგრძეში, ასევე აფხაზეთის საერისთავოს ტერიტორია, საერთო ჯამში 550 კმ. შესაბამისად, იმ რეალობის აღსანიშნავად რაც იმ დროს იყო, იმავე ეპოქაში გამოშვებულ პორტოლანებზე (საზღვაო რუკები) თათრების სახელმწიფოს დაბლა (TARTARIA) იყო ჩერქეზეთი (CIRCASSIA), რომელიც როგორც წყაროებიდან ცნობილია ექვემდებარეობა თათართა გამგებლებს, ხოლო ჩერქეზეთის დაბლა სამეგრელო (MENGRELIA). 

ამასთანავე უნდა აღინიშნოს რომ  სოხუმის პორტი ევროპულ რუკებზე  [38][39][40][41][42][43][44][45][46][47][48] მონიშნულია  როგორც  Porto Mengrello, ასევე აღნიშნულია  წერილობით დოკუმენტებში [49].

ბოლო საკითხი, რაც იოჰან შილტენბერგერის მოგზაურობის წიგნიდან ჩვენთვის საინტერესოა, ესაა იმ ენების  სია, რომელიც ''ბერძნულ რწმენაშია'' ანუ მართლმადიდებლურია. უნდა ითქვას რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბიბლიის თარგმნის დროდან ქართული ენა არის იყო ღვთისმსახურების ენა, მას შემდეგ რაც ბერძნული ენა განიდევნა დასავლეთ საქართველოდან იქაც ქართული გახდა სალიტურგიო ენა. ამგვარად არასოდეს მეგრულად (რომელიც ერთ-ერთი ქართველური ენაა) წირვა-ლოცვა არ ჩატარებულა, აქ გერმანელი მოგზაური შეცდომას უშვებს. თხზულებაში იოანე ჰალიფონტელი რამდენიმე ათეული წლით ადრე ამბობს რომ სამეგრელოს მხარის მცხოვრებთ, ისევე როგორც სვანებს აქვთ ზუსტად ისეთი დამწერლობა და რელიგია, როგორც აღმოსავლეთ ქართველებს. ასევე უნდა ითქვას აფხაზური ენის შემთხვევაში. აფხაზეთის იმდოინდელ საერისთავოში მართალია მონათესავე ტომები ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ სალიტერატურო ენა არ ჰქონიათ და აქაც როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში წირვა-ლოცვა ქართულად სრულდებოდა. თუკი იმ ვერსიას დავუშვებთ რომ შილტენბერგერი აფხაზეთის ქვეყანას ფართო მნიშვნელობით იყენებს, რომელიც აღნიშნავს მთელ დასავლეთ საქართველოს, მაშინ გასაგები გახდებოდა, აქ ქართული ენა უნდა ვიგულისმოთ, რადგან მთელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე წირვა-ლოცვა ქართულად ტარდებოდა, მაგრამ ვიწრო მნიშვნელობით ახსნა ჩიხში შეგვიყვანს. ამგვარად გერმანელი მოგზაური აშკარად ცდება ამ აღწერისას. მაშინ, როდესაც იპისკოპოსი იოანე ჰალიფონტელი ამბობს ამავე დროში ამბობს, აფხაზეთის მცხოვრებნი, რომელთა ქვეყანა ძალიან პატარაა, არ არიან დიდად მორწმუნენი და ფორმალურად ქართველების რწმენას მისდევენ, გაუგებარია აფხაზურ ენის სტატუსი ბავარიელი შილტენბერგერის მიხედვით. ამასთანავე არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ოდესმე აფხაზურ ენაზე ან ბიბლია ყოფილიყოს ნათარგმნი, ან კიდევ წირვა-ლოცვა ჩატარებულიყოს. იგივე შეიძლება ითქვას ჯიქურ ენაზეც. მომდევნო ხანის ავტორი, მოგზაური და ისტორიკოსი ჯორჯო ინტერიანი (Giorgio Interiano) ჩერქეზეთის აღწერისას ამბობს რომ მათ ''არ აქვს  დამწერლობა, არ იყენებენ ანბანს, არც საკუთარს, არც უცხოურს. მათი მღვდლები იქცევიან საკუთარი გზით, გამოიყენებენ ბერძნულ სიტყვას [ლოცვას], ისე რომ მისი მნიშვნელობა არ იციან''[50]. მეტი სიცხადვისთვის ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ XIII საუკუნის კილიკიის სომხური სახელმწიფოს წარმომადგენლის, ჰეტუმ ისტორიკოსის ცნობები საქართველოს შესახებ  ''აღმოსავლეთის ისტორიიდან''. ეს წიგნი XIII საუკუნეში ძველსომხურად დაიწერა, შემდეგ კი ითარგმნა როგორც ფრანგულად, ისე ლათინურად და უმნისვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს აღმოსავლეთის ისტორიიის შესწავლისათვის. ჰეტუმი იმდოინდელ საქართველოს სამეფოს რამდენჯერმე ეხება. ერთგან იგი პირდაპირ წერს ''საქართველოს სამეფო იწყება აღმოსავლეთით მთისგან, რომელსაც ჰქვია ალპონისი [იალბუზი]. ქართველთა სამეფო გაყოფილია ორ ნაწილად: ერთს ეწოდება ქართლი, მეორეს კი აფხაზეთი... ამ სამეფოში იყო ყოველთვის ორი მეფე, რომელთაგანაც ერთი ქართლის  მეფე, შევიდა აზიის იმპერატორის [ყაენის] ქვეშევრდომობაში, ხოლო მეორე აფხაზეთის მეფეს, ჰყავს ბევრი ხალხი და ციხე-სიმაგრეები. ამგვარად ვერც აზიის იმპერატორმა და ვერც თათრების [ყაენი] შეეძლეს  მათი დამორჩილება [51]. ასევე, ერთგან ჰეტუმი ეხება იმ გზებს რომელიც ოქროს ურდოს ირანთან აკავშირებდა. ჰეტუმი ამბობს რომ ასეთი სამი გზაა. ერთი მათგანი თურქესტანზე (შუა აზია) გადის, მეორე კასპიის ზღვაზე დერბენდის გავლით,''ხოლო მესამე დიდ [შავ] ზღვაზე, რომელიც მტრებს არასოდეს დაულაშქრავთ, რადგანაც აფხაზეთის სამეფო [დასავლეთ საქართველო] ხალხმრავალია და ციხეებით გამაგრებული, რომლის დამარცხება არავის შეუძლია.’’[52]

ამგვარად, სომეხი ავტორი აღწერს დავით XIII საუკუნის მეორე ნახევრის პერიოდს, როდესაც დავით VI მონღოლებს განუდგა და დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნა დასავლეთ საქართველოში, ხოლო დავით VII იძულებით შევიდა მათ დაქვემდებარებაში. საქართველოს ორი, აღმოსავლეთი და დასავლეთ ნაწილი აქაც ნახსენებია, როგორც ერთი ქვეყნის შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, აფხაზეთის ქვეყანა იმდროინდელ წყაროებში ეწოდება მთლიანა დასავლეთ საქართველოს, ხოლო აფხაზები ზოგადად დასავლეთ ქართველებს. როგორც აღინიშნა, ამ მნიშვნელობის (''აფხაზი'' და ''აფხაზეთი'') დავიწროება იწყება XIV საუკუნიდან, როდესაც აფხაზეთის, როგორც დასავლეთ საქართველოს პარალელურად, შემოდის მეორე ცნება, აფხაზეთის საერისთავო, რომლის მოსახლეობა არაა ქართული, შემდეგ კი აფხაზი ხდება ამ ზონაში მაცხოვრებელი ხალხის წოდება. ასე რომ ძირძველი ქართული სახელი გადადის სხვა წარმომავლობის ხალხზე.

ამგვარად, ბავარიელი მოგზაურის თხზულების კრიტიკულად განხილვის და სხვადასხვა წყაროს შეპირისპირების საფუძველზე შეიძლება გავარკვიოთ, რომ XV საუკუნის პირველ ათწლეულებში აფხაზეთი ჯერ კიდევ  გამოიყენება ორი მნიშვნელობით 1)აღნიშნავს დასავლეთ საქართველოს/დასავლეთ ქართველებს  2) აღნიშნავს აფხაზეთის საერისთავოს ტერიტორიას, რომელიც არის მოქცეული დიდი ჯიქეთის (ჩერქეზეთი) და სამეგრელოს საერისთავოს შორის და ემორჩილება სამგერელოს გამგებელს, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ საქართველოს მეფეს. ხოლო აფხაზეთის საერისთავოს ტერიტორია არის დღევანდელი აფხაზეთის გარეთ და მოიცავს ადგილებს, რომელიც მდებარეობს თანამედროვე ადლერსა და ტუაფსეს შორის. ამასთანავე უნდა დავამატოთ, რომ ამ მიწაზე ამ დროს აბსოლუტურ უმრავლესობას მოსახლეობისა აბაზურ-ადიღური ჯგუფები შეადგენდნენ.

XV საუკუნის 30-70-იანი წლების საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, და კულტურული მდგომარეობის შესახებ საყურადღებო ცნობებია შემონახული იტალიელი (ვენეციელი) მოგზაურისა და დიპლომატის იოსაფატ ბარბაროს (1413 - 1494) წიგნებში: ”მოგზაურობა ტანაში” და ”მოგზაურობა სპარსეთში''. ბარბაროს უშუალო კავშირი ჰქონდა შავი ზღვის რეგიონთან, იგი 1436-1452 წლებში ცხოვრობდა და სავაჭრო მოღვაწეობას ეწეოდა გენუელთა კოლონია ტანაში, რომელიც აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა. ამიტომაც, ბარბაროს როგორც დიპლომატიური, ისე სავაჭრო მისიით მიმოსვლა უხდებოდა მიმდებარე ქვეყნებშიც. იგი იყო საქართველოში, როგორც სამეგრელოს საერისთავოში, ისე სხვა მხარეებში. სამეგრელოზე იგი წერს ''ეს სამეგრელო ესაზღვრება ყაიტაღებს (che sono circa il monte Caspio), რომელბიც კავკასიის მთების მახლობლად სახლობენ, ასევე ნაწილობრივ ზორზანიას [აღმოსავლეთ საქართველოს] და დიდ [შავ] ზღვას, ასევე ქედებს, რომელიც მიდის ჩერქეზეთამდე (e con quella montagna che passa nella Circassia). ერთი მხრიდან სამეგრელოს აქვს  მდინარე, რომელსაც ეწოდება ფაზისი [რიონი], რომელიც ერთვის დიდ [შავ] ზღვას. ამ მხარის მმართველს ეწოდება ბედიანი (Il signor di questa provincia ha nome Bendian ), იგი ფლობს ორ ციხე-სიმაგრეს ზღვის მახლობლად; ერთ მათგანს ეწოდება ვატი  [Vathi] მეორეს კი სევასტოპოლი [Sevastopoli]. ამას გარდა მას აქვს სხვა ციხეებიც ‘’. [53]

ბარბაროს აღწერიდან ირკვევა რომ დადიანი აკონტროლებს თითქმის მთლიან ნაწილს საქართველოს შავიზღვისპირეთისა და მისი საზღვრები ჩერქეზეთამდე მიდის, შესაბამისად აფხაზეთის საერისთავოც მის დაქვემდებარებაშია, რომელსაც შერვაშიძე განაგებს. ქალაქი სოხუმი (Sevastopoli ) კი მის უშუალო მფლობელობაში შედის და მოსახლეობაც წინანდებურად ქართულია (მეგრელები). რაც შეეხება მმართველ ბედიანს, ანუ დადიანს, იგი არის ზემოხსენებული  ლიპარიტ I დადიანი (1414-1470). ამგვარად იოჰან შილტენბერგერის  მოწმობის ინტერპრეტაცია იმის შესახებ რომ სოხუმი შეიძლება ყოფილიყო აფხაზეთის საერისთავოს მთავარი ქალაქი, ბათილდება. დიპლომატი გარკვევით ამბობს, რომელი ქალაქები ემორჩილება მას, ეს არის როგორც ვატი ანუ  ბათუმი, ისე სევასტოპოლი ანუ ცხუმი/სოხუმი. ბარბარო სამშობლოში  დაბრუნების შემდეგ  ასევე  მოღვაწეობდა პოლოტიკურ-დიპლომატიურ ასპარეზზე. 1473 - 1479 წლებში იყო ვენეციის რესპუბლიკის ელჩად ირანის შაჰის კარზე, მას უნდა ეთხოვა უზუნ ჰასანისათვის ოსმალებთან ომის დაწყება, თუმცა მან საკუთარი მისია მიზეზთა გამო ვერ შეასრულა. მოგზაურობიდან რამდენიმე წლის შემდეგ სპარსეთში მოგზაურობისას გარდა სამეგრელოს საერისთავოსი, მან აღწერა აგრეთვე საქართველოს სხვა მხარეები, მეფე-მთავრები, მოსახლეობა და მათი ჩაცმულობა, მეურნეობა, ქალაქები თბილისი, ქუთაისი, გორსი და ა.შ. დიპლომატი აღნიშნავს რომ მეფე იმ დროს იყო ბაგრატი (Pancratio), ანუ იგივე  ბაგრატ VI, რომელიც ამ პერიოდში ქართლსაც აკონტროლებდა.

1453 წლის 29 მაისს სულთანმა მეჰმედ II კონსტანტინოპოლი დაიკავა და შავი ზღვაზე კონტროლი მოიპოვა, ამ დროს საქართველო, როგორც ერთიანი სახელმწიფო ბოლო წლებს ითვლიდა, ტახტზე კი მეფე მეფე გიორგი VIII (1446-1466 ) იჯდა, რომელსაც გაძლიერებულ ფეოდალებთან ბრძოლა უფროდაუფრო უჭირდა, თუმცა დასავლეთ საქართველოში დადიანები ისევ მეფის ერთგულნი რჩებოდნენ. ქართული და ევროპული წყაროების ცნობით 1451-1454 წლებში ოსმალებმა ცხუმიც (სოხუმი) დაარბიეს, რასაც მოჰყვა ‘’აფხაზთა’’ თავდასხმაც. აფხაზების მიერ სოხუმის დარბევის შესახებ ცნობა დაცულია სწორედ სებასტოპოლის (სოხუმის) გენუელი კონსულის, ჯერარდო პინელის გენუაში გაგზავნილი წერილიდან, სადაც იგი ამბობს:

მე ჩავიბარე სავასტოპოლის კონსულობა... დავყავი იქ მცირე ხანი. მოულოდნელად მას თავს დაესხნენ აფხაზები და მოსახლეობა მთლიანად გაიქცა, რათა თავი გადაერჩინა. მეც მათ მივბაძე, აფხაზებს უნდოდათ უმეტესობა ტყვედ წაეყვანათ. გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ ჩემს წასვლამდე თურქები დაესხნენ და გადაწვეს ეს ქალაქი . [54]

ამგვარად, აფხახეთის საერისთავოში მაცხოვრებელმა ტომებმა, ანუ ‘’აფხაზებმა’’ დაიწყეს სამეგრელოზე თავდასხმა და ამ რეგიონის ძარცვა, ეს კი სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა როდესაც ოსმალეთი გამოჩნდა საქართველოს შავიზღვისპირეთში, ამასთანავე ამ წყაროდანაც დასტურდება რომ ეს ქალაქი შედის დადიანის სამფლობელოში და იქ ‘’აფხაზური’’ მოსახლეობა არაა, ისინი მხოლოდ ამ მხარის საძარცვავად მოვიდნენ. ქართული წყაროს ცნობით კი ოსმალებმა რომლებმაც ილაშქრეს ამ მხარეში დაარბიეს აქაურობა, ხოლო მეფე გიორგი VIII გაემართა მათ წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც ცხუმში ადგილზე მივიდა, ისინი წასულები დახვდნენ. მეფემ სასწრაფოდ მოაწესრიგა მხარეში ყველაფერი (რაშიც უნდა ვიგულისმოთ ისიც რომ მან დააშოშმინა და შეარიგა ერისთავები) და გამოემართა ქუთაისისკენ. [55]

ამ პერიოდში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს მდგომარეობა უკიდურესად გართულდა. სეპარატისტულად იყო განწყობილი არა მხოლოდ ბაგრატიონთა სახლის ზოგიერთი შტო, არამედ სამცხის მთავარი ყვარყვარე ჯაყელიც (1451-1498). საქართველოს ერთიანი სახელმწიფოში შინაომები გარდაუვალი ჩანდა, თუმცა ამ დროს ქვეყანაში ჩამოვდია რომის პაპის ელჩი, ლუდოვიკო ბოლონიელი, რომელმაც ქართველ მეფე-მთავრებს ოსმალების წინააღმდეგ ლაშქრობა შესთავაზა. ეს იდეა გაჩნდა მათ მიერ კონსტანტინოპოლის დაკავების შემდეგ და ბუნებრივია ქართველებმაც ელჩები სიხარულით მიიღეს, რადგან ოსმალეთის სახელმწიფო საქართველოსთვის დიდი საფრთხის მაატრებელი შეიძლება გამხდარიყო მომავალში. პაპმა კალიქსტო III ლუდოვიკო ბოლონიელი აღმოსავლეთში 1456 წელს გამოაგზავნა. მან შეარიგა ქართველი მეფე-მთავრები და მალევე რომში დაბრუნდა. რამდენიმე წელში ახალმა პაპმა პიუს II მას ყველა უფლება აღუდგინდა და ლუდოვიკო ხელმეორედ გამოემართა აღმოსავლეთში. 1459 წელს როდესაც ლუდოვიკო რომში გაბრუნდა თან წაიღო ორი წერილი ბურგუნდიის დუკასთვის გადასაცემად, რომელთაგანაც ერთი ეკუთვნოდა სამცხის მთავარ ყვარყვარე ჯაყელს, ხოლო მეორე საქართველოს მეფე გიორგი VIII.

პირველ წერილში, რომლის ავტორი არის სამცხის მთავარი ყვარყვარე ჯაყელი წერს ''ბურგუნდიის გამგებელს ყოვლად ბრწყინვალე ბერგუნდიის დუკას. მე ყვარყვარე საქართველოს მთავარი (Ego Georgora dux Georgianae)... ყვარყვარე აცნობს რეგიონში განვითარებულ სიტუაციას და მზადყოფნას გამოხატავს ოსმალების წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობისათვის. მისივე სიტყვებით ამ ლაშქრობაში ''თავადვე უნდა წავუძღვე ჩემს 20,000 ცხენოსანს... ხოლო კავშირი ვყავით მე, გიორგი... მეფემ (Georgius rex )..., ბენდია სამეგრელოს მეფემან (Bendian rex Mingreliae), რაბია აფხაზეთის მთავარმა (Rabia  dux Anocasiae ).. დაიწერა ქარციხეს (ახალციხეს), 1459 წ ნოემბერს'’[56] ყვარყვარეს წერილიდან ირკვევა რომ ოსმალთა წინააღმდეგ საქართველოდან გამოდიან თავად, როგორც სამცხის მთავარი, მეფე გიორგი VIII, ბედიანი, ანუ ისევ ლიპარიტ I დადიანი როგორც  სამეგრელოს გამგებელი და რაბია აფხაზეთის მმართველი, ანუ შერვაშიძეთა საგვარეულო სახლი. როგორც ვხედავთ წერილი დაიწერა 1459 წლის ნოემბერში.

რაც შეეხება გიორგი მეფეს, მისი წერილი ამ წერილისგან შინაარსით დიდად არ განსხვავდება, მაგრამ უფრო მეტ დეტალიზაციას გვაძლევს დასავლეთ საქართველოზე და მის დაქვემდებარებაში მყოფ ერისთავებზე. ‘’ყოვლად  ბრწყინვალე ბურგუნდიის დუკას  მე გიორგი  მეფე მრავალს მოკითხვას მოგახსენებ... ამ კავშირის გამო ყველა ჩვენთაგანმა ჯარი მოამზადა. მე თითონ პირადად 40,000 კაცით უნდა წავიდე დავით ტრაპეზუნტის იმპერატორი შეგვპირდა და მზად  აქვს 30 ხომალდი 20,000 კაცით; სამეგრელოს მეფე ბენდია მზად არის მთელის თავისი ჯარით; ყვარყვარე საქართველოს მთავარი თვით მოდის 20,000 ცხენოსნით; ანაკოსიის მთავარი რაბია [ფაბია] შემოგვპირდა წამოსვლას თავისი ძმებით, თავადებით და მთელის თავისის მხედრობით; მცირე სომხეთის ბატონი ბერდებეკ ჩვენის ლაშქრობისათვის შემოგვპირდა 20,000 კაცს.. დაიწერა ჩვენს ბანაკში ახლოს კარავისა. 1459 წ ნოემბრის 5 ''[57]

ჩრდილოეთის გზით მიმვლებმა უნგრეთამდე მიაღწიეს, ჯერ გერმანიაში მივიდნენ და იმპერატორ ფრიდრიხს  წარუდგნენ სადარბაზოდ, რომელმაც ელჩები მიიღო, მათ კი საქართველოს მეფე-მთავრების სალამი მოახსენეს. ამის შემდგომ გერმანიიდან იტალიაში გაემგზავრნენ და ვენეციაში ჩავიდნენ, სადაც რესპუბლიკის სენატმა ისინი  გულმხურვალედ მიიღო. 1460 წელს ისინი უკვე რომში იმყოფებოდნენ. მათი 1460 წლის მოხსენების დოკუმენტი გადარჩენილია. შემოკლებული ვარიანტი ამ დოკუმენტისა: ‘’120 000 მეომარნი მზად არიან; ..ეგრეთვე გაუწყებთ, რომ ჩვენთან შეერთებულნი არიან ბენდია აფხაზეთისა და სამეგრელოს მეფე (Bendas (sic) Mengreliac et  Abasiae rex), ბაგრატ (მეფე) ივერიელების, რომლებსაც, აწ უწოდებენ გიორგიანებს (Pancratius Iberorum qui nunc Georgiani vocantur) და მამია, მარკიო გურიელი (Mania  marchio Goriae )'' [58]

თავად იმდოინდელი საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესების განხილვას არ დავიწყებთ, ერთი კი უნდა აღინიშნოს რომ იმ ხუთი ელჩიდან, რომელიც გაგზავნილი იყო ევროპაში 2 იყო ქართველი, ერთი ყვარყვარე ჯაყელის წარმომადგენელი, მეორე გიორგი მეფის; მესამე კი მორალო, სომხების მთავრის; მეოთხე  მაჰმეტი, ჰასანბეგის, ანუ უზუნ-ჰასანის წარმომადგენელი და მეხუთე მიხეილი ტრაპიზონის იმპერატორ დავითის  ელჩი. შესაბამისად ირკვევა რომ გიორგი მეფეს ემორჩილება ყველა დასავლეთ საქართველოს ერისთავი, დადიანი, შერვაშიძე და გურიელი. მათ საკუთარი ელჩი არ გაუგზავნიათ, მათი წარმომადგენელი იყო საქართველოს მეფის ელჩი ნიკოლოზ თბილელი. ბედიანი, ანუ დადიანი ისევ განაგებს აფხაზეთს, შერვაშიძე ისევ მის დაქვემდებარებაშია, რომელიც თავის მხრივ ჯარების გამოყვანის პირობას დებს. მესხეთის მთავარი ყვარყვარე ამ საქმეში სრულიად დამოუკიდებელია და საკუთარი ელჩიც მხოლოდ მას ჰყავს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტრაპიზონის იმპერატორის მიერ ბურგუნდიის დაკისადმი 1460 წელს გაგზავნილ დოკუმენტში ბედიანი შვილთან ერთად მოიხსენიება. ხოლო იმავე წელს ყვარყვარე ჯაყელის მიერ ვენეციის დოჟისადმი დაწერილ წერილში ირკვევვა ამ ბედიანის და მისი შვილის ვინაობა “bedians”de la chan de liparit” [59] ლიპარიტი არის ერისთავი ლიპარისტ I (1414-1470) ხოლო მისი შვილი შამადავლა დადიანი (1470-1474 ) რომელიც იმ დროს მამასთან ერთად მართავდა საერისთავოს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ თავად გახდა ერისთავი. შამადავლა შემდგომ ხანაშიც  იხსენიება როგორც ქართულ, ისე უცხოურ დოკუმენტებში.

როგორც ცნობებიდან ჩანს ტრაპიზონის იმპერიის და მცირე სომხეთის მეშველი ჯარით ქართველთა და მათ მოკავშირეთა შეერთებული ლაშქარი 120000 მებრძოლამდე ადიოდა. ქართველ მეფე-მთავრებს ისიც გამოუთვლიათ, თუ თითოეული მათგანი რა რაოდენობით მიიღებდა მონაწილეობას ანტი-ოსმალურ კოალიციაში. ბუნებრივია ეს ყველაფერი საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო და საკუთარი ძალების სრულ მობილიზაციას ყველა შეუდგა. გიორგი მეფე პირობას დებდა, რომ ამ ომში წარუძღვებოდა 40 000 მეომარს. რაც შეეხება მესხეთის მმართველს, ყვარყუარე ათაბაგსაც განუცხადებია, რომ ისიც პირადად გამოვიდოდა 20000 ცხენოსნით. სამეგრელოს გამგებელი დადიანი მთელი თავისი მებრძოლი ძალის გამოყვანას შეჰპირებია, ისევე როგორც აფხაზეთის ერისთავი საკუთარი ამალით გამოსვლის პირობას დებდა, თუმცა აფხაზეთის და სამეგრელოს საერისთავოების ჯარის რიცხვი დასახელებული არ არის. მოყვანილი ცნობებიდან ჩანს რომ ტრაპიზონის მთავარი 20 ათას კაცის გამოყვანის პირობას დებდა, ისევე როგორც მცირე სომხეთის მმართველი. ამგვარად სამეგრელოს და აფხაზეთის საერისთავოდან შესაძლებელი იყო მაქსიმუმ 20.000 ჯარისკაცის გასვლა. იმის გათვალისწინებით, რომ ყვარყვარე ჯაყელს, რომელიც ძალიან ძლიერი იყო ამ პერიოდში და დიდი ტერიტორიაც ემორჩილებოდა, 20.000 მეომარზე მეტის გამოყვანა ვერ მოუხერხებია, სამეგრელოს და აფხაზეთის საერისთავოდან გამოსული მეომრების რაოდენობა არც თუ ისე მცორე სჩანს.

ანტიოსმალური კოალიცია არ შედგა, საქართველოს სამეფოში წარმოქმნილი შიდა კრიზისი კი უფრო გაღმავდა. 1463 წელს ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი VIII ქუთაისთან ახლოს დამარცხდა ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენელ ბაგრატთან. გამარჯვებულს ქუთაისში ეახლდნენ გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და აფხაზეთის გამგებლები, დაემორჩილდნენ და აკურთხეს სრულიად იმერეთის (ანუ დასავლეთ საქართველოს მეფედ). ამრიგად დასავლეთ საქართველო, ანუ იმერეთის სამეფო გამოეყო ერთიან სამეფოს და ცალცე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომელსაც მართავდა იმერეთის მეფე და 4 ერისთავი - გურიელი გურიაში, დადიანი სამეგრელოში, რომელიც მოიცავდა თითქმის მთლიანად დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიას, გელოვანმა სვანეთის ტერიტორია და შერვაშიძემ აფხაზეთი და [პატარა] ჯიქეთი [60] რომელიც იმ დროს ერთ მთლიანობას შეადგენდა და შერვაშიძე განაგებდა. ხოლო 1465 წელს მეფე გიორგი VIII ფარავანთან ბრძოლაში ტყვედ ჩაიგდო სამცხის ათაბაგმა. მეფეს აღარავითარი რესურსი ჰქონდა ქვეყნის ერთიანობის გადასარჩენდად. მალევე გიორგი VIII კახეთში გადავიდა და იქ გამეფდა, რაც შეეხება ქართლს, პირველ ხანებში მას ბაგრატი აკონტროლებდა, ხოლო მომდევნო პერიოდში ეს მხარე მეფე კონსტანტინე II დაიკავა, ხოლო სამცხეში ერთპიროვნული მმართველი ყვარყვარე ჯაყელი გახდა. ამრიგად XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართველო სამ სამეფოდ (იმერეთი, ქართლი, კახეთი) და ერთ სამთავროდ (სამცხე) დაიშალა.

იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკურ-კულტურული მდგომარეობის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული იტალიელი დიპლომატის ამბროჯო კონტარინის წიგნში 'მოგზაურობა სპარსეთში''. ზემოხსენებული ავტორი 1474 - 1477 წლებში იმყოფებოდა ვენეციის რესპუბლიკის ელჩად სპარსეთში; მასაც ასევე სპარსეთის შაჰი უზუნ ჰასანი უნდა დაეთანხმებინა ოსმალეთთან ომის განახლებაზე. კონტარინის მოგზაურობის წიგნი მთლიანად ემყარება მის მიერ მოგზაურობისა და ელჩობის პერიოდში შესრულებულ ჩანაწერებს. მას ორჯერ მოუხდა საქართველოში ყოფნა: სპარსეთისაკენ მიმავალს, საქართველოში მან დაჰყო 1474 წ. 20 ივნისიდან 20 ივლისამდე. იგი შავი ზღვით, გენუელთა მთავარი კოლონიიდან, რომელიც კაფაში მდებარეობდა ეწვია ბათუმს, გაიარა გურია, ფოთი, სამეგრელოს საერისთავო, ქუთაისი, აღმოსავლეთ საქართველო და შემდეგ ჩავიდა თავრიზში, იქიდან კი ისპაჰანში. კონტარინი სპარსეთის გამგებელმა უზუნ ჰასანმა მიიღო მაგრამ დაკისრებული მისია ვერც მან შეასრულა; საქართველოში იგი მეორედ, სამშობლოში მიმავალი ჩამოვიდა და 1475 წლის  ივნისიდან ოქტომბრამდე დაჰყო. კონტარინის ბევრი ცნობა ავსებს და აზუსტებს ბარბაროს მონათხრობს.

[29 ივნისი 1474 წელიჩვენ ჩამოვედით ბათუმში... ბათუმიეს არის ციხე პატარა ქალაქით და ეკუთვნის ბატონსრომლის სახელია გორბოლაეს მხარე შედის სამეგრელოშიაქ [სამეგრელოშიასევე არის მეორე ქალაქირომელსაც ჰქვია კალტიქეა [Caltichea], მდებარეობს დიდი [შავიზღვის სანაპიროზე... [1 ივლისი 1474 წელიჩვენ მოვედით ფოთის [Fasso] ნაპირებთანრომელსაც მოადგა მეგრელების ნავი... დავტოვეთ გემი და გადავედით ნავზერომელიც შევიდა მდინარეში სადაც არის კუნძული... ქალაქი ფოთი ეკუთვნის მეგრელებსრომლის ხოლო მმართველს ეწოდება ბენდიანი... ისინი არიან ქრისტიანები და ბერძნული წესის [მართლმადიდებლობისმიმდევარნი... ჩვენ წავედით ფოთიდან 4 ივლისს [1474].. ნავით ჩვენ გადავკვეთეთ მდინარე მაცოსამეგრელოს მდინარეები და ტყეები და 5 ივლისის [1474] საღამოს მივედით ადგილზესადაც იყო ბენდიანისამეგრელოს მმართველი... იგი[ბენდიანიიყო დაახლოებით 50 წლისსაკმაოდ ლამაზი კაცი.. 7 ივლისს [1474] ჩვენ გავაგრძელეთ გზა და 8 ივლისს გადავლახეთ მდინარერომელიც ჰყოფს ერთმანეთისგან სამეგრელოს ქართლის მხარისგან [Giorgiania]... 9 ივლისს [1474] ჩვენ მოვედით პატარა ქალაქშირომელსაც ჰქვია ქუთაისი [Cotaсhis]. აქ შემაღლებულ ბორცვზე ქვის ციხეაასევე არის  ეკლესიარომელიც როგორც სჩანს ძალიან ძველიაშემდგომ ჩვენ გადავკვეთეთ საკმაოდ დიდი მდინარე ხიდის მეშვეობით და შევჩერდით მდელოზესადაც იყო მეფე ბაგრატის [Pancrati] სასახლე... 17 ივლისს [1474] ჩვენ მოვედით ქალაქ გორში (Gorides), რომელიც ეკუთვნის იმავე ბაგრატ მეფეს. [გორიგანფენილია მცირე დაბლობზემთის ძირში...[61]  შემდგომ ამისა, ამბროჯიო კონტარინი საქართველოს გავლით მიდის სპარსეთში საკუთარი დიპლომატიური მისიის შესასრულებლად, რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ უკან, საქართველოში ბრუნდება.

12 ივლისს [1475] ჩვენ მოვედით ქალაქ თბილისშირომელიც ეკუთვნის ზემოთხსენებულ მეფეს [ბაგრატს]... 18 ივლისს [1475] სამეგრელოს საზღვრებთან ახლოსჩვენ შევხვდით მეფე ბაგრატსმთებით გარშემორტყმულ  შუაგულ ტყეში. მან მოისურვა ჩვენთან ერთად ესადილა და ჩვენ დავსხედით მათი წესისამებრ.... მეფე [ბაგრატიიყო მაღალიდაახლოებით 40 წლისმოხდენილი ადამიანი... 20 ივლისს [1475], დილით ჩვენ დავტოვეთ ეს ადგილი [იმერეთიდა წავედით მთების გავლით სამეგრელოში, 22 ივლისს კი მივაღწიეთ იქ [სამეგრელოში], სადაც ჩვენ შევხვდით ჯარის უფროსსრომელსაც თან ახლდა ქვეითი რაზმი და კავალერია.... აქ შევიტყვეთ სამეგრელოს გამგებლისბენდიანის გარდავალების შესახებ. ჩვენ იძულებულნი ვიყავით შევჩერებულიყავით... 23 ივლისს დილით [1475] გამოვბრუნდით ქუთაისში... მომდევნო ეს კი ისევ წავედით სამეგრელოში. 25 ივლისს გადავკვეთეთ მდინარე ნავითდა მივადექით სოფელში რომელიც ეკუთვნოდა  სამეგრელოს გამგებელ ბენდიანის დასსახელად მარესკა [Maresca]... 27 ივლისს, უკვე ძალიან დაღლილნი ზოგიჩვენგანი ნავითზოგიც ცხენით ჩავედით ფოთშისადაც გავიგეთ რომ [ქალაქი] კაფა საიდანაც ჩვენ გვინდოდა წასვლა თურქებმა დაიპყრეს... ამის შემდეგ  როგორც კონტარინის, ისე თანხმლებ პირთა გეგმები შეიცვალა. დიპლომატს მოუწია როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოგზაურობა, ასევე მეზობელი ქვეყნების ხილვა. 1475 წლის შემოდგომაზე იგი ისევ თბილისშია. დიპლომატი ამბობს ''ჩვენ დავრჩით თბილისში 21 ოქტომბრამდე. ამ დღეს ჩვენს ბედზე მოვიდა უზუნ-ჰასანის ელჩი, რომელიც გაგზავნილი იყო ლუდოვიკოსთან ერთად. მისგან გავიგე   რომ, აფხაზეთში [Avogasia] მიღწევის შემდეგ ისინი გაძარცვეს...[62] ელჩის სიტყვებით ამ ყველაფერში დანმაშავე თავად  ლუდოვიკო იყო, ამიტომაც იგი იძულებული იყო მიეტოვებინა ყველაფერი და სამშობლოში დაბრუნებულიყო. კონტარინიმ თანაგრძნობა გამოუცხადა მას და 21 ოქტომბერს ერთად დატოვეს თბილისი, რომელიც მისივე სიტყვებით ეკუთვნოდა მეფე ბაგრატს და გაემგზავრნენ უზუნ-ჰასანის ქვეყანაში.

იმ მოგზაურთა შორის, რომლებმაც XIII-XV საუკუნეებში საქართველოზე გაიარეს, ამბროჯიო კონტარინი ნამდვილად გამორჩეულია. იგი თვითმხილველია უამრავი ფაქტისა, რომელიც ამ დროს მოხდა რეგიონში. იტალიელი ელჩის აღწერის მიხედვით სამეგრელოს მმართველს ეკუთვნის ქალაები ბათუმი [Varti], ფოთი [Fasso] და სავაჭრო ქალაქი კალტიქეა [Caltichea]. ეს პუნქტი არის უთუოდ სოხუმი, რომელიც იმ პერიოდში შედიოდა სამეგრელოს შემადგენლობაში და დასახლებული იყო ქართველებით. ცხუმი (სოხუმი) იმ პერიოდშიც სავაჭრო ცენტრი ყოფილა. როგორც კონტარინი ამბობს იქ აბრეშუმს, მომსხო ტილოს და თაფლს ჰყიდდნენ. თუმცა ეს ის პერიოდია, როდესაც გენუელები სებასტოპოლის ფაქტორიას ტოვებენ, ამასთანავე ქალაქმა წინა ათწლეულებში რამდენჯერმე განიცადა თავდასხმა და XIV საუკუნის აყვავებული ცენტრი ამ დროს ერთ პატარა სავაჭრო ქალაქად იქცა. იგივე შეიძლება ითქვას ბათუმსა და ფოთზე. როგორც იტალიელ დესპანთა აღწერით, ასევე ქართული სიგელებითგანაც ჩანს, ამ პერიოდის საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოში ეკონომიკა დაქვეითებული ყოფილა. სასოფლო მეურნეობაცა და მრეწველობა-აღებმიცემობაც იმდენად დაცემულა, რომ ხალხი სრულიად გაღარიბებულია. მათ უკვე უცხოეთში ცოტა რამის გატანა შეეძლოთ. ამასთანავე ოსმალეთის მიერ რეგიონის დაუფლებამ და საკუთარი წესების დადგენამ, სავაჭრო კავშირები მოსპო.

კონტარინი პირადად შეხვდა სამეგრელოს მმართველს აღმოსავლეთ საქართველოში გამგზავრებამდე. ელჩი  ამბობს, რომ სამეგრელოს გამგებელს, რომელიც 1474 წელს ბედიანად ყოფილა, გორბოლა (Gorbola) ერქვა. ვენეციელ ელჩს ეს ბედიანი 1474 წლის 5 ივლისს პირადად უნახავს, ხოლო 1475 წ. ივლისში ის უკვე  გარცაცვლილი ყოფილა. ზემოხსენებული ერისთავი იტალიელი დესპანის სიტყვით გარეგნულ შეხედულობით 1474 წლისთვის ორმოცდაათი წლის კაცად მოეჩვენა. ქართული წყაროების ცნობით 1470 წწელს გარდაიცვალა ლიპარისტ I დადიანი მის მაგიერ ერისთავის ტახტზე დაჯდა მისივე შვილი შამადავლა რომელიც 1474 წელს  გარდაიცვლილა. ეს ერისთავი იხსენიება ქართული სამართლის წიგნში, ასევე საეკლესიო საბუთებში, ორივეგან დადიან-გურიელად, რაც ცხადჰყოფს, რომ შამადავლას სამეგრელოს და აფხაზეთის საერისთავოს გარდა გურიაც  ეკუთვნოდა, შესაბამისად ბათუმი მის განკარგულებაში იყო. ამას გარდა ისტორიული დოკუმენტი მას ''დიდი ერისთავთ-ერისთავის” სახელით იხსენიებს. ამგვარად მას ემორჩილებოდა როგორც აფხაზეთის ერისთავი, ისე გურიის კონტარინის ცნობიდან კარგად ჩანს, რომ სამეგრელოს გამგებელი დაახლოებით 1474 -1475 წლებში უნდა გარდაცვლილიყო. ამგვარად იტალიელი ავტორის  დოკუმენტში მოხსენიებული ''Gorbola'' შამადავლეს (Samadola) დამახინებული სახელი უნდა ყოფილიყო. როგორც აღნიშნულია აღმოსავლეთით სამეგრელოს ერისთავ ბედიანის სამფლობელოს მეფე ბაგრატის საბრძანებელი საზღვრავდა, რომლის გამყოფი ერთი მდინარე ყოფილა, რომელიც ქუთაისის დასავლეთით მდებარეობდა, ამ მოსაზღვრე მდინარისგან ქუთაისამდე კი ერთი დღის სავალი იყო კონტარინისვე თქმით. ცხადია, რომ ელჩის მიერ მოხსენებული მდინარე ცხენის წყალი უნდა იყოს. კონტარინი აგრეთვე აღწერს საქართველოს სხვა მხარეებსაც, ქალაქებს ქუთაისს, თბილისს, გორს. რამდენჯერმე იხსენიებს მეფე ბაგრატ VI, რომელიც ამ დროს აკონტროლებს როგორც იმერეთს, ისე ქართლს.

XV საუკუნის 70-იან წლებში დადიანსა და გენუელებს შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაიძაბა. კაფაში (ყირიმი) არსებულმა გენუელთა მთავარმა საკონსულომ საქართველოში ელჩი გამოგზავნა დადიანთან. შემონახულია 1472 წლის დათარიღებული საბუთი, რომელიც კაფაში გაგზავნილი იქნა ბანკის პროტექტორების ხელით. საბუთის შემდგენლები წერენ ''ასევე ვიწონებთ რომ მოაგვარეთ საკითხი ზარალის შესახებ, რომელიც მიაყენეს ჩვენებს ქართველებმა, საქართველოს საქონელზე გადასახადის დადების გზით და არა კონფისკაციით, რომელიც იწვევს დიდ შუღლს. ეს ეხება აგრეთვე ელჩის გაგზავნას ბატონ ბედიანოს შვილთან. ეცადეთ, მოაგვაროთ მასთან და სხვებთან ეს საქმე და არ მიიყვანოთ იგი კონფლიქტამდე, თუ ამას არ მოითხოვს აუცილებლობა''. ეს დოკუმენტი გაფორმდა 1472 წლის ივნისში და აქ კიდევ ერთხელ ფიგურირებს ბედიანოს, ანუ ლიპარიტ I დადიანის შვილი შამადავლა, რომელიც მამასთან ერთად მართავდა სამეგრელოს. კაფის ხელისუფლებამ ელჩობა გაგზავნა ოდიშში დადიანთან. ამისი დამადასტურებელი დოკუმენტი აგრეთვე შემონახულია იტალიურ წყაროებში. კაფის ელჩმა საკუთარი მისია წარმატებით შეასრულა და საბუთი გენუამდეც ჩავიდა. წმინდა გიორგის ბანკის 1472 წლის 15 დეკემბრის ინსტრუქციაში ნათქვამია ''ჩვენ აგრეთვე კმაყოფილი ვართ, რომ თქვენ იმედი გაქვთ რომ დადებთ ზავს ბენდიანთან, სამეგრელოს მფლობელთან''[63].

როგორც ამ დოკუმენტებიდანაც ჩანს, ქალაქი სებასტოპოლი (სოხუმი) დადიანის მფლობელობაშია და სწორედ მასთან იგზავნება გენუელთა წარმომადგენლობა. ამ საბუთიდანვე ირკვევა, რომ გენუელთა და ქართველთა შორის კონფლიქტი მოლაპარაკების გზით გადაიჭრა. თუმცა, რამდენიმე წელში გენუელებს სხვა პრობლემა შეექმნათ. 1475 წელს, ოსმალებმა დაიკავეს ყირიმის სახანო და გენუელთა ყველა ფაქტორია დაიკავეს. ამავე პერიოდში მათ დაცალეს სებასტოპოლის (სოხუმის) ფაქტორია, რომლის უკანასკნელი კონსული როგორც დღეისათვისაა ცნობილი იყო ქრისტეფორო დე კანევალე (Cristoforo di Canevale) [64]. ამგვარად გენუელთა კოლონიებმა საქართველოში დაახლოებით 121 წელი იარსება. ამ დროის განმავლობაში ქალაქი ეთნიკურად ქართული იყო, რაც დასტურდება უამრავი ისტორიული წყაროთი და დოკუმენტით და ასევე ეკუთვნოდა დადიანთა საგვარეულოს, რომელთაც ამ ქალაქზე კონტროლი კიდევ ერთი ასეული წელიწადი შეინარჩუნეს.

რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას, მალე იმერეთის სამეფოში მღელვარება დაიწყო. 1477 წელს ვამეყ II დადიანი (1475-1482) მეფე ბაგრატ VI (1466-1478) წინააღმდეგ გამოვიდა. როგორც სჩანს მან ვერ აიტანა ბაგრატის პოლიტიკა და როგორც ყველაზე გავლენიანმა ერისთავმა ''შემოიკრიბნა აფხაზნი, გურიელნი და უწყო კირთება, აოხრება და დაპყრობა იმერეთსა''. თუმცა ბაგრატის რეაქციამ არ დააყოვნა, მალევე დიდიდ ჯარით გაემართა ოდიშში, ვამეყი დაამარცხა და დაიმორჩილა [65]. ამ დოკუმენტიდან კარგად სჩანს როგორ ექვემდებარებიან  ოდიშის გამგებელს აფხაზეთის და გურიის ერისთავები. დადიანი კვლავინდებულად ინარჩუნებს გავლენას დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ერისთავებზე, განსაკუთრებით ეს ითქმის აფხაზეთის გამგებელ  შერვაშიძეზე. დამარცხების მიუხედავად ვამეყ დადიანი მდგომარეობას არ შეურიგდა და მარჯვე მომენტს დაელოდა. 1478 წელს გარდაიცვალა იმერეთის მეფე ბაგრატი, ხოლო 1479 წელს ქართლში ტახტზე ავიდა კონსტანტინე II (1479-1505), რომელსაც მთელი საქართველოს ერთიანობის აღდგენა სურდა და ამისთვის დაუზოგავად იბრძოდა. დასავლეთ საქართველოში კი გამეფებას ბაგრატის ვაჟი ალექსანდრე შეეცადა. მაგრამ როდესაც მოუწოდა ''დადიან-გურიელს, შარვაშიძეს, გელოვანს'' ანუ სამეგრელოს-გურიის, აფხაზეთის და სვანეთის მმართველებს, მაშინვე ყველაზე ძლიერმა ვამეყ II დადიანმა უარი განაცხადა და დასავლეთ საქართველოში მეფე კონსტანტინე II მოიწვია. კონსტანტინე იმერეთში გადავიდა და დასავლეთ საქართველოს ერისთავთა დახმარებით (უპირველესად ეს ვამეყ II დადიანზე უნდა ვთქვათ) ქუთაისი დაიკავა. ქართლი და დასავლეთ საქართველო დროებით გაერთიანდა. მეფემ და მისი ერისთავებმა ახლა უკვე საქართველოს დანარჩენი ნაწილების შემომტკიცებაზე დაიწყეს ფიქრი. 1481 წელს მეფე კონსტანტინე სამცხის მმართველის წინააღმდეგ წავიდა საბრძოლველად, მან ვამეყ II დადიანისგან დახმარებაც მიიღო, რის შედეგადაც სამცხე და ჯავახეთი დაიმორჩილეს კონსტანტინე II სრულიად საქართველოს მეფე გახდა. წყაროს ცნობით ''მოიმორჩილა იმერელნი, ოდიშარნი, აფხაზნი, მსახურებდა ათაბაგი [სამცხეში] და მორჩილებდეს კახნიცა'' [66]. მაგრამ 1483 წელს მეფე კონსტანტინე სამცხის მმართველ ყვარყვარე III ჯაყელთან დამარცხდა. ამ დროს კი ისარგებლა იმერეთში ალექსანდრე ბაგრატის-ძემ და ქუთაისში ეკურთხდა მეფედ. ცოტა ხანში ვამეყ II ვაჟმა, ლიპარიტ II დადიანმა (1482-1512) დასავლეთ საქართველოში ისევ უხმო კონსტანტინე მეფეს, რომელიც გადავიდა იმერეთში, ლიპარიტ დადიანისა და სხვა ერისთავების დახმარებით ქუთაისი და სხვა მნიშვნელოვანი პუნქტები დაიკავა, თუმცა, ამ ყველაფრის შემდეგ ქვეყნის გაერთიანება მაინც ვერ მოხერხდა. კონსტანტნე იძულებული გახდა ქართლში დაბრუნებულიყო, რადგან 1488 წელს ქვეყანაში ირანის მბრძანებელი იაყუბ ხანი შეიჭრა. ალექსანდრემ ისარგებლა ამით, დაუზავდა  დადიან-გურიელს, ასევე დაიმორჩილა აფაზეთის და სვანეთის მმართველები და ძალაუფლება განიმტკიცა. [67]

1490 წელს მეფე კონსტანტინემ მოიწვია საგანგებო ყრილობა, სადაც დიდებულებს საქართველოს გაერთიანებაზე ბრძოლის გაგრძელების შესახებ რჩევას დაეკითხა. სამეფო დარბაზმა კონსტანტინეს ამ გეგმის უკეთესი დროისთვის გადადება ურჩია [68], რის შემდეგაც, მეფე კონსტანტინე იმერეთის და კახეთის მეფეებს, აგრეთვე სამცხის მთავარს შეურგიდა, რითაც საქართველსო ერთიანი სამეფოს დაშლა იურიდიულად გაფორმდა.

აქვე უნდა შევეხოთ საეკლესიო საკითხსაც. განცალეკევების მოსურნე ფეოდალები ცდილობდნენ არა მარტო ერთიანი ქვეყნის დაშლას, არამედ თავიანთი მხარეების ეკლესიურადაც ჩამოშორებას მცხეთის, ანუ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან. როგორც ცნობილია XV საუკუნის დასაწყისში ამგვარი მცდელობები  აღიკვეთა ერთიანი საქართველოს მეფეების და კათოლიკოს-პატრიარქების ძალისხმევის შედეგად, მაგრამ ქვეყნის დაშლის შემდეგ ახალი ძალით განახლდა ამ საქმისთვის ზრუნვა. ამავე პერიოდში (განსაკუთრებით მას შემდეგ რაც 1453 წლის 29 მაისის თურქებმა კონსტანტინეპოლი აიღეს და მთელ ქრისტიანულ სამყაროს უამრავი პრობლემა შეუქმნეს) ბერძენი მღვდელმთავრების მოგზაურობა სხვადასხვა ქრისტიანულ ქვეყანაში განსაკუთრებით ინტენსიური ხდება. ისინი  შემოწირულობას ითხოვდნენ, რადგან მათ გადასახადები დაუწესდათ ოსმალეთის იმპერიისგან. XV საუკუნიდან მოყოლებული საქართველოში ხშირად ჩამოდიან ბერძენი პატრიარქები, რომლებიც გარკვეული თანხების შეგროვებასთან ერთად არ ერიდებიან უხეშად ჩაერიონ საქართველოს ეკლესიის შიდა  საქმეებში. ბაგრატ VI დროს, მას შემდეგ რაც მაინ დაამარცხა მეფე გიორგი VIII, ხდება დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს ჩამოშორება ერთიანი ქართული ეკელსიიდან. სწორედ მისი მეფობის დროს საქართველოში ჩამოდის ანტიოქია-იერუსალიმის პატრიარქი მიხეილი. მისი ჩამოსვლა დაახლოებით 1470-1474 წლებით თარიღდება. ხსენებული საეკლესიო პირის მიერ ირღვევა მსოფლიო კრების კანონები, ასევე ქართული ეკელსიაში დადგენილი წესი, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის [დასავლეთ საქართველოს] კათოლიკოსის ხელდასხმას ახორციელებდა სრულიად საქართველოს პატრიარქი. ახლა კი ეს სრულიად უცხო ეკლესიის მეთაურმა გააკეთა და დასავლეთ საქართველოს ეკლესია მცხეთის საპატრიარქოს, ანუ დედა-ეკელსიას ჩამოაშრა .ამგვარად სეპარატისტულმა ელემენტებმა და გარე კლერიკალურმა ძალებმა საქართველო ეკლესიურადაც დაანაწევრეს. პატრიარქად კი ცაიშის და ბედიის ეპისკოპოსი იოაკიმე ეკურთხა (1470-1474). ამგვარად, მე-XV საუკუნის 70-იანი წლებიდან აფხაზეთის საკათალიკოსო დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას. კათალიკოსის რეზიდენცია ბიჭვინთაში მდებარეობდა, ბიჭვინთაში ხდებოდა კათალიკოსისა და ეპიკოპოსთა კურთხევა. მისი იურისდიქცია ვრცელდებოდა იმერეთის სამეფოზე, გურიის, ოდიშის, ანუ სამეგრელოს და აფხაზეთის სამთავროებზე, ამასთანავე დასავლეთით და ჩრდილოეთით კი ბევრად სცილდებოდა ქართულსამეფო-სამთავროების პოლიტიკურ საზღვრებს, რომელიც დაფიქსირებულია 1525-1550 წლის ‘’ბიჭვინთის იადგარში’’ [69] აფხაზეთის, ანუ დასავლეთ საქართველოს ეკლესიის ენა ქართული იყო, ისევე როგორც ყველა კათალიკოსი  ეკუთვნოდა ქართულ  ეთნიკურ სამყაროს.

იოაკიმეს შემდეგ, ბიჭვინთაში კიდევ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე პატრიარქი იჯდა. ასენი არიან კათალიკოსი სტეფანე (1490-1516); კათალიკოსი მალაქია I აბაშიძე (1519-1540) და კათალიკოსი ევდემონ I ჩხეტიძე (1557-1578). მათი მთავარი რეზიდენცია ბიჭინთის ღვთისმშობლის ეკლესია იყო. ხოლო XVI საუკუნის მეორე ნახევარში, კათალიკოს ევდემონ I ჩხეტიძის დროს, დაახლოებით 1568-1578 წლებში საკათალიკოსო რეზიდენცია ბიჭვინთიდან ქუთაისში გადმოიტანეს [70], რაც გამოწვეული იყო XVI საუკუნიდან თანამედროვე აფხაზეთის ეთნიკური სურათის შეცვლით, ე.წ ''აფხაზების'' მიერ ამ მიწის დაკავებით და შემდგომი კოლონიზაციით. ამავე პერიოდში ხდება ქართული მოსახლეობის თანადათანობით დაცლა თანამედროვე აფხაზეთის აღმოსავლეთი ნაწილისა, რასაც თან ერთვის მათი განადგურება-ასიმილაციაც. ამ პროცესის შედეგად ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთიდან თანამედროვე აფხაზეთში ახალ-ახალი აბაზურ-ადიღური ნაკადის ჩამოსვლა იწყება, რასაც შედეგად მოჰყვა იქაური ეკლესიების ჯერ დაცლა,  ქრისტიანობის ლიკვიდაცია და წარმართობის აღორძინება.

ამ დროიდან იწყება თანამედროვე ეტაპი დღევანდელი აფხაზეთისა. ქართული მოსახლეობის განსახლების არეალი თანდათან მცირდება და ვიწროვდება. ახალი აფხაზები მოიწევენ აღმოსავლეთისაკენ.

უკანასკნელი საკითხი რაც აუცილებლად უნდა აღნიშნოს ეს არის ტყვეთა სყიდვა XIII-XV საუკუნის კავკასიაში. როგორც ცნობილია 1250 წლიდან, მას შემდეგ რაც ეგვიპტეში ძალაუფლება მამლუქ ბაიბარსის ხელში გადავიდა,  ეგვიპტის სახელმწიფოს მესვეურებისათვის უმთავრეს ამოცანად ტყვეების ყიდვა იქცა, რათა საკუთარი არმია შეევსოთ. მალევე ეგვიპტემ ბიზანტიის იმპერატორისგან მიიღო შავ ზღვაში ხომალდების გაგზავნის უფლება. ეგვიპტე აქტიურად შეუდგა ამ რეგიონიდან ხალხის გაყვანას. XIV საუკუნის დასაწყისიდან კი ამ საქმეში მოწინავენი გენუელები გახდნენ. ტყვეთა სყიდვის მთავარი ცენტრი გენუელთა ყველაზე ძლიერი კოლონია კაფა  იყო, საიდანაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანი გაჰყავდათ. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ კათოლიკური ეკლესია ამ პროცესს შეძლებისდაგვარად ეწინააღმდეგებოდა. ეგვიპტისთვის განკუთვნის გემებზე ადიოდნენ საეკელსიო პირები და ჩამოჰყავდათ ქრისტიანები, ასევე ის პირები, ვინც ამ რელიგიის მიღების მსურველი იყო. რაც შეეხება საქართველოს, რამდენიმე უცხოურ წყაროში ფოთი (Fasso) და ცხუმი/სოხუმი (Sebastopolis) არის ნახსენები, როგორც ტყვეთა სყიდვის წერტილები.

უნდა ითქვას რომ XV საუკუნის მეორე ნახევრამდე საქართველოდან ტყვეთა გაყვანას არ ჰქონია ფართო ხასიათი და ამას ჰქონდა ობიექტური მიზეზები. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის რომ საქართველოს სამეფო იმ დროს ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო იყო, ეკონომიკური შესაძლებლობა არ იძლეოდა ამის აუცილებლობას. აგრეთვე, როგორც საერო ხელისუფლება, ისე განსაკუთრებით სასულიერო პირები ეწინააღმდეგებოდნენ ამ პროცესს. პეტრე გერალდის ცნობიდანაც ჩანს, რომ მას მხოლოდ ჭორად გაგონილი აქვს 100 ქრისტიანი ტყვის შესახებ, რომელიც უცხოელებს მიჰყიდეს [71] და არ მიიჩნევს გავრცელებულ მოვლენად იმდოინდელ საქართველოში. საქართველოს სამეფოდან, როგორც დასავლეთ ევროპაში, ისე ეგვიპტის სასულთნოში ტყვეები ან მოტაცებული და ჩუმად, ქურდულად გაყვანილია, ან კიდევ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიიდან ჩამოყვანილი. ქართული სამართლის ძეგლებიდან კარგად სჩანს რომ სასულიერო ხელისუფლება ამ პროცესს XV საუკუნის 70-იან წლებშიც აქტიურად ებრძოდა და მსგავს საქმეში ეჭვმიტანილი სიკვდილით ისჯებოდა. [72] რაც შეეხება ევროპას, XIII-XV საუკუნეებში ტყვეთა სყიდვა განსაკუთრებით იყო გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის ზონაში და ძალიან ბევრი მათგანი სწორედ კავკასიიდან ჩაჰყავდათ. ამ პერიოდში ტყვეთა ძირითადი მასა შედგებოდა ოქროს ურდოს მიერ დამორჩილებული ხალხებისგან  (ჩერქეზები, რუსები, თათრები, ყივჩაღები, ალანები, დაღესტნელები და ა.შ).

რაც შეეხება საქართველოს სამეფოს, სრული სურათის წარმოსადგენად ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ მონაცემები  ევროპული არქივებიდან, რომლებიც შედგენილია შავი ზღვის ზონის სხვადასხვა ცენტრებში.

ტანას ქრონიკებში საქართველოს სამეფოდან თითქმის არცერთი ტყვეა დაფიქსირებული. რაც შეეხება ყველაზე მსხვილ სავაჭრო ცენტრ კაფას (ყირიმი), 1289-1290 წლებში ქართველები მოხსენიებულნი არ არიან, მაგრამ ტყვეთა 11% შეადგენენ ''აფხაზები''. შემდგომ ხანაში აღარც ''აფხაზები'' არიან დამოწმებულნი. კაფის მონაცემები ამოღებულია შარლ ვარლინდენის ნაშრომიდან ''ტყვეთა სყიდვა შუა საუკუნეების ევროპაში'' [73] რაც შეეხება კონსტანტინოპოლს, რამდენიმე დავთარში არის დამოწმებული ''აფხაზი'' ტყვეები, რომელბიც ასევე გვხვდებიან ჯაკომო ბადოიერის სავაჭრო დავთრებში ვენეციაში, სადაც შუა საუკუნეებში ტყვეების არნახული რაოდენობა იყრიდა თავს, საქართველოდან გაყვანილთა რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდება, ისიც XV საუკუნეში. ქართველების, რომლებიც ''მეგრელის'' სახელით აღნიშნავდნენ მხოლოდ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული 1422-1454 წლებში, ხოლო სხვა ნოტარიულ აქტებში 13 ''აფხაზი'' ტყვეა აღწერილი. რაც შეეხება ეგვიპტეს, აქ ტყვეები სხვადასხვა ქვეყნიდან მიჰყავდათ, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ყივჩაღები და ჩერქეზები შეადგენდნენ. თავად ეგვიპტის მმართველი დინასტიები ჯერ ყივჩაღებისგან მოდიოდა, ხოლო შემდგომ ჩერქეზების მიერ იქნა შეცვლილი [74]. საქართველოს სამეფოდან ეგვიპტეში გაყვანილი ტყვეების რაოდენობა უმნიშვნელო უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება ევროპის სხვა  რეგიონებს (ნეაპოლი, სიცილია, საფრანგეთი, კატალონია, საბერძნეთი, კვიპროსი და სხვა), სულ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული საქართველოდან გაყვანილი ტყვეებისა, ისინი ძირითადად ''აფხაზები'' არიან და ისიც XV საუკუნის ნახევარში ფიქსირდებიან. ყველაზე საინტერესო მონაცემები კი არის გენუის რეპუბლიკის დოკუმენტებში. გენუა იყო უმთავრესი ექსპორტიორი შავი ზღვის რეგიონიდან გაყვანილი ტყვეებისა და ამავდროულად ფლობდა ათეულობით სავაჭრო ფაქტორიას შავი და აზოვის ზღვის აუზში. გენუურ დოკუმენტებში 1303 წლიდან იხსენიებიან ''აფხაზი'' ტყვეები, ქართველები კი (რომლებიც ძირითადად დოკუმენტებში ''მეგრელის'' სახელითაა მოხსენიებული) მხოლოდ 1394 წლიდან. XV საუკუნის პირველ მეოთხედში ''აფხაზები'' ტყვეთა 8.8% შეადგენენ. 1425-1450 წლებში კი ტყვეთა 1/5 ნაწილი ''აფხაზია''. 1450-1475 წლებში მათი პროცენტული მაჩვენებელი არის 12.6% და XV საუკუნის ბოლო მეოთხედში (როცა გენუელებს უკვე წასვლა მოუწიათ შავიზღვისპირეთის უმრავლესი ადგილებიდან) 20.3%. რაც შეეხება ქართველებს, მათი პროცენტული წილი XV საუკუნის ოთხ მეოთხედში არის -0.7%; 1.0%; 1.5% და 5.6%. [75] ამგვარად, საერთო ჯამში საქართველოს სამეფოდან გაყვანილი ტყვეების რაოდენობა XIV-XV საუკუნეებში  უმნიშვნელოა, მაგრამ ამ თავად საქართველოდან გაყვანილი ტყვეებიდან აბსოლუტური რაოდენობა მოდის ''აფხაზებზე''. რა იყო ამისი მთავარი მიზეზი? როგორც ცნობილია, მაშინდელი აფხაზეთის საერისთავო მდებარეობდა დღევანდელი აფხაზეთის გარეთ მთელი XIV-XV საუკუნეების განმავლობაში. სწორედ ამ პერიოდში გენუელებს ჰქონდათ საქართველოში სავაჭრო ფაქტორია. აფხაზეთის საერისთავოს საზღვრები დაფიქსირბულია ერთ-ერთ პირველ საზღვაო რუკაზე, რომელიც 1313 წელს არის შექმნილი იტალილელი კარტოგრაფის, პიეტრო ვესკონტეს მიერ. პორტოლანზე აფხაზეთის რეგიონი (Auogasia) იწყება დღევანდლი ხოსტის ზონაში [76]

ეს საზღვარი იყო შენარჩუნებული მთელი ის პერიოდი, რაც გენუელები იყვნენ საქართველოში, რაც დასტურდება როგორც წერილობითი დოკუმენტებიდან, ისე კარტოგრაფიული მონაცემებით. როგორც უკვე რამდენჯერმე აღინიშნა იმდროინდელი აფხაზეთის საერისთავო დასახლებული იყო აბაზურ-ადიღური ტომებით, რომლებიც  «აფხაზებად» იწოდებოდნენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დოკუმენტებში დასახელებული «აფხაზები»  არის აფხაზეთის საერისთავოდან გაყვანილი მოსახლეობა და მათი შედარებით მაღალი რაოდენობა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით.

პირველი ეს არის ის, რომ აფხაზეთის საერისთავო იყო უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია საქართველოს სამეფოსი, რომელიც მდებარეობდა გაგრის ქედის იქით. შესაბამისად აქ კონტროლი შედარებით ძნელი იყო, მათ შორის სასულიერო პირებისგანაც. ბიჭვინთაში მჯდარი კათალიკოსი ძნელად გააკონტროლებდა ამ პროცესს გაგრის ქედს მიღმა და ეს არა მხოლოდ ტყვეების შემთხვევაში ვლინდებოდა. აფხაზეთის საერისთავო იყო ყველაზე სახიფათო ზონა, როგორც მოგზაურებისათვის, ისე ვაჭრებისათვის. როგორც ზემოთ ითქვა, ამბროჯიო კონტარინის თანმხლებნის სწორედ აფხაზეთში გაძარცვეს. სოხუმში არსებულ ფაქტორიასაც სწორედ იქიდან ესხმოდნენ თავს, დადიანებიც იძულებულნი გახდნენ მათ წინააღმდეგ რამდენიმეჯერ შეტევა განეხორციელებინათ და ბოლოს, 1290 წლის 27 აპრილით დათარიღებული დოკუმენტი აჩვენებს, რომ ილხანების მონღლური სახელმწიფოს ხომალდი გენუელთა ეკიპაჟით დაცურავს შავ ზღვაში და ებრძვის   მეკობრეებს, რომელთაც გაძარცვეს ვაჭრები დღევანდელი ჯუბღა-ტუაფსის მიდამოებში, რომელიც მაშინ საქართველოს სამეფოს სასაზღვრო ზონა იყო. [77]

მეორე ფაქტორი არის ის, რომ აფხაზეთის სააერისთავოში მცხოვრებ «აფხაზებში» ქრისტიანობა არ იყო ფართოდ  გავრცელებული, ისინი უმეტესწილად წარმართები იყვნენ. შესაბამისად, მათი ტყვეთა ბაზარზე მოხვედრა დიდად ვერ შეფერხდებოდა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ფეოდალთა შესაძლო ინტერესებიც.

და ბოლოს, როგორც ევროპელი მოგზაურებისგან აღწერიდან ირკვევა, აბაზურ-ადიღური ტომები წარმომადგენლები საკუთარი ოჯახის წევრებსაც ჰყიდდნენ უცხოელებზე და ასევე იტაცებდნენ სხვა ადამიანებსაც [78] ეს პრაქტიკა მომდევნო ხანაშიც იყო შენარჩუნებული და XIX საუკუნის რუსული დოკუმენტებიდანაც დასტურდება. [79]

საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ კი ამ პროცესმა მასიური ხასიათი მიიღო, განსაკუთრებით რეგიონში ოსმალეთის მომძლავრების შემდეგ.

XIV-XV საუკუნეებში  განვითარებული პროცესების  შეჯამებისათვის შეიძლება ითქვას :

• ამ საუკუნეებში, ქართული ტერმინი «აფხაზეთი» და «აფხაზი» უცხოური თუ ქართული წყაროების მიხედვით გამოიყენება ორი მნიშვნელობით 1) ნიშნავს ზოგადად საქართველოს/დასავლეთ საქართველოს და ზოგადად ქართველს/დასავლეთ ქართველს; 2) აღნიშნავს აფხაზეთის საერისთავოში მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებიც ეკუთვნიან არა ქართველურ სამყაროს, არამედ აბაზა-ადიღურ ერთობას; XV საუკუნიდან უფრო იკვეთება ტენდენცია ამ მეორე მნიშვნელობის გამოყენებისა, შესაბამისად «აფხაზი» კარგავს ზოგადად ქართველის მნიშვნელობას, რაც მომდევნო საუკუნეებში მყარდება, როგორც ქართულ, ისე უცხოურ სინამდვილეში;

• XIV-XV საუკუნეებში დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია შედიოდა სამეგრელოს (ოდიშის) საერისთავოს შემადგენლობაში, რაც დასტურდება სხვადასხვა წერილობითი წყაროებით, თუ კარტოგრაფიული  მასალით. ასევე, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია ეთნიკურადაც ქართულია, რაც ასევე ჩანს უცხოური (არაბული, ევროპული) მონაცემებით; ამასთანავე, ამავე საუკუნეებში ოდიშს ემორჩილებოდა «აფხაზეთის საერისთავო», რომლის მოსახლეობა ძირითადად არ იყო ქართული;

• ამავე პერიოდში, ჩრდილოეთ კავკასიიდან და ზღვისპირა ზოლიდან საქართველოს სამეფოში, კერძოდ «აფხაზეთის საერისთავოში» ხდება აბაზურ-ადიღური ტომების მიგრაცია, რომლებიც ენათესავებიან ასევე  «აფხაზეთის საერისთავოში» მცხოვრებ ტომებს, რასაც საქართველოს სამეფოს მესვეურებისგან რამდენჯერმე მოჰყვა ლაშქრობა მათ წინააღმდეგ;

• XIV-XV საუკუნეებში მიუხედავად იმისა, რომ შავ ზღვაზე ტყვეთა სყიდვა ფართოდ გავრცელებული იყო, საქართველოს სამეფოდან გაყვანილი ხალხის რაოდენობა არის უმნიშვნელო სხვებთან მიმართებით და მათგანაც აბსოლუტური უმრავლესობა მოდის «აფხაზებზე» და გაიყვანეს აფხაზეთის საერისთავოდან, რომელიც იყო საქართველოს სამეფოს განაპირა, უკიდურესი რეგიონი;

• XV საუკუნის მეორე ნახევრიდან ვითარება იცვლება რეგიონში. ოსმალეთის იმპერია იპყრობს მთელ რიგ ტერიტორიებს და შავ ზღვას ''ოსმალეთის ტბად'' აქცევს. საქართველოს სამეფო კი ამავე ხანებში რამდენიმე ნაწილად იშლება, სუსტდება ეკონომიკა, მცირდება მოსახლეობა, ძნელდება საზღვრების კონტროლი და ქვეყანას უწევს ათეულობით ომის წარმოება რამდენიმე ფრონტზე. თუკი გენუელების კავკასიაში ყოფნისას ტყვეთა სყიდვა საქართველოდან მინიმალური იყო, ამ პერიოდიდან ფართო ხასიათს იღებს;

• ამავე ხანაში «აფხაზეთის საერისთავოში» მცხოვრები «აფხაზები» მოიწევენ აღმოსავლეთით, მეგრელებით დასახლებული დღევანდელი აფხაზეთის მიწებისკენ. იმავე პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიიდან მოდის ახალ-ახალი ნაკადი ხალხისა, რომელიც მკვიდრდება საქართველოს მიწებზე. ამასთანავე, ზღვის ზონიდან (ტუაფსის მხარეში), ხდება ჩერქეზული ტომების მიერ ტერიტორიის დაკავება. ცოტა ხანში, საქართველოს დაშლილი სამეფო კარგავს ამ ზონაზე კონტროლს.

• XV-XVI საუკუნის მიჯნაზე, «აფხაზები» გაგრის ზონასთან მკვიდრდებიან, რასაც შემდგომ მოჰყვება სვლა აღმოსავლეთისკენ. ამასთანავე ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსული თემები დაიკავებენ დღევანდელ მთიან აფხაზეთს, პირველ რიგში ბზიფის ხეობას.

 

ონისე გელაშვილი

 

ბიბლიოგრაფია

[1] The Georgian Chronicle; Vol IV p 803 (Ge)

[2] The Georgian Chronicle; Vol IV p 803-804 (Ge)

[3] T'ovma Metsobets'i's History of Tamerlane and his successors: translated by Robert Bedrosian: 1987 | Online Library http://rbedrosian.com/tm2.htm

[4] Johannes de Galonifontibus - ''Libellus de notitia orbis'' IX,X,XI: Online - Буниятов З. М. Иоанн де Галонифонтибус. Книга познания мира // Сведения о народах Кавказа (1404 г.). — Баку: Элм, 1979.

http://www.vostlit.info/Texts/rus13/Galonifontibus/frametext.htm

[5] Abhandlungen der Historischen Classe der Königlich Bayerischen ..., Volume 7 ;p-103

[6] ექვთიმე თაყაიშვილი ''არქეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში -ძველი საქართველო; ტომი  III; თბილისი 1913-1914; გვ -132-133

[7] Strabo, Geography 11.2.14 / Strabo. ed. H. L. Jones, The Geography of Strabo. Cambridge, Mass.: Harvard University Press; London: William Heinemann, Ltd. 1924.

http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Strab.+11.2.14&fromdoc=Perseus%3Atext%3A1999.01.0198

[8]  ''Le Périple de la mer Noire, par Arrien''/Henry Chotard,Paris 1860 ; p -30

https://archive.org/stream/lepripledelamer00arrigoog#page/n45/mode/2up

[9]  ''Le Périple de la mer Noire, par Arrien''/Henry Chotard,Paris 1860 ; p -30,31

https://archive.org/stream/lepripledelamer00arrigoog#page/n45/mode/2up

[10] გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. II, თბ., 1965. გვ 4-13

[11] Nicolas Sanson - Armenia maior, Colchis, Iberia, Albania / ex conatibus geograph.  1655; Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans CPL GE DD-2987 (10083)

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5963985f/f1.zoom.r=Colchide.langEN

[12] Guillelmo Del'Isle - Theatrum historicum ad annum Christi quadringentesimu in quo tum imperii Romani tu Barbarorum circumincolentiu status ob oculos ponitur.  1705 / Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE DD-2987 (10285 B-10286 B)   http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5962738s/f2.zoom

[13] The Georgian Chronicle ;Vol II p 201 (Ge)

[14]Petrus Vesconte,-[Atlas nautique de la mer Méditerranée et de la mer Noire / Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE DD-687 (RES) http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5901108m/f4.zoom.r=+Atlas+nautique+de+la+Mer+M%C3%A9diterran%C3%A9e,+.langEN

[15]Albertinus de  Virga -  Carte marine d'une partie de l'océan Atlantique Nord-Est, de la mer Méditerranée et de la mer Noire  1409 /Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE D-7900 (RES)

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b59011076/f1.zoom

[16]Fac-similé manuscrit de la carte de la Mer Noire de l'atlas d'Andrea Biancho de 1436 conservé à la Marciana, ms 4783 / Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE D-7892 (RES)

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5905570k/f1.zoom.r=Fac-simil%C3%A9+manuscrit+de+la+carte+de+la+Mer+Noire+de+l'atlas+d'Andrea+Biancho+de+1436+conserv%C3%A9+%C3%A0+la+Marciana.langEN

[17]Atlas nautique de l'océan Atlantique Nord-Est, de la mer Méditerranée et de la mer Noire] / Gratiosus Beninchasa Anconitanus composuit Venetijs Anno domini MCCCCLXVI/ Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE DD-2779 (RES)

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b59011091/f6.zoom.r=Atlas+nautique+de+la+mer++mer+Noire.langEN

[18] Atlas nautique de l'océan Atlantique Nord-Est, de la mer Méditerranée et de la mer Noire/Gratiosus Benincasa Anchonitanus composuit Rome Anno domini MCCCCLXVII -1467 /  Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE DD-1988 (RES)

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5901110p/f6.zoom.r=Atlas+nautique+de+la+mer++mer+Noire.langEN

[19] Voyages de Benjamin de Tudelle, autour du monde, commencé l'an 1173. De Jean du Plan Carpin, en Tartarie. Du frère Ascelin et de ses compagnons vers la Tartarie. De Guillaume de Rubruquin, en Tartarie et en Chine, en 1253 / Paris 1830 ; p – 200  http://www.archive.org/stream/voyagesdebenjam00ruysgoog#page/n204/mode/2up

[20] Géographie d'Aboulféda;  traduite de l'arabe en français, et accompagnée de notes et d'éclaircissements par M. Reinaud ;  Tome II, première partie Paris 1848 ; p - 38, 40, 41, 286, 287.

[21]  XIV-XV საუკუნეების არაბი ისტორიკოსების ცნობები საქართველოს შესახებ (ალ-უმარი; ალ-მუჰიბი; ალ -კაშკანდი) თბილისი - 1988; გვერდი 53 

[22] Atlas nautique de la Mer Méditerranée, de la Mer Noire et de l'Océan Atlantique nord-est/Diegus Home/ Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE DD-2003 (RES) http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5901091s/f8.zoom

[23] Atlas nautique du monde/Ghisolfi, Francesco, Auteur présumé du texte

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5901119d/f13.zoom

[24] Voltuis, Vicentius Demetrius-Carta de las costas del mar Mediterráneo] Vincus. demetrius voltius Raguseus fecit Neapoli

http://bdh.bne.es/bnesearch/detalle/937839

[25] Seekarten von Battista Agnese Anno MDLIV.d.IV.May /National Maritime Museum, Greenwich, London

[26] Battista Agnese,  Atlas nautique du Monde/Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE FF-14410 (RES)

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5901086g/f14.zoom.r=Battista+Agnese.langEN

[27] The Georgian Chronicle ;Vol IV p 278 (Ge)

[28] The Georgian Chronicle ;Vol IV p 278 (Ge)

[29]Marino Sanuto, I Diarii, vol. 8 Venezia, casa editoriale Italia; Editore: Guglielmo Berchet 1879

[30]Beri Egnatashvili,''The New Georgian Chronicle''-1940 p-49 (Ge)

[31] The bondage and travels of Johann Schiltberger, a native of Bavaria, in Europe, Asia, and Africa, 1396-1427 / Telfer, John Buchan, d. 1907; Bruun, Filip Jakob, 1804-1880London  1879 / p-43

https://archive.org/stream/bondagetravelsof00schirich#page/42/mode/2up

[32]  The bondage and travels of Johann Schiltberger, a native of Bavaria, in Europe, Asia, and Africa, 1396-1427 / Telfer, John Buchan, d. 1907; Bruun, Filip Jakob, 1804-1880London  1879 / p-78

https://archive.org/stream/bondagetravelsof00schirich#page/78/mode/2up

[33] Ivane Javakhishvili-  ''A History of the Georgian Nation'' - Tbilisi 1982/ p-220  (Ge)

[34] The bondage and travels of Johann Schiltberger, a native of Bavaria, in Europe, Asia, and Africa, 1396-1427 / Telfer, John Buchan, d. 1907; Bruun, Filip Jakob, 1804-1880London  1879 / p-153

https://archive.org/stream/bondagetravelsof00schirich#page/152/mode/2up

[35] Jehan de Wavrin ''Anchiennes cronicques d'Engleterre''; Tome III; Paris 1863; p-156-157

https://archive.org/stream/anchiennescronic03wavruoft#page/156/mode/2up

[36] Jehan de Wavrin /Georges Chastellain - ''Anchiennes cronicques d'Engleterre'' ;Paris 1859 ;Tome II ; p - 95-97

https://archive.org/stream/anchiennescroni03chasgoog#page/n111/mode/2up

[37] The bondage and travels of Johann Schiltberger, a native of Bavaria, in Europe, Asia, and Africa, 1396-1427 / Telfer, John Buchan, d. 1907; Bruun, Filip Jakob, 1804-1880London  1879 / p-99

https://archive.org/stream/bondagetravelsof00schirich#page/98/mode/2up

[38] Roselli, Piero/Carte marine de l'océan Atlantique Nord-Est de la mer Méditerranée et de la mer Noire/Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE C-5090 (RES)

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b59011914/f1.zoom.r=Carte+de+l'Oc%C3%A9an+Atlantique+Nord-Est,+de+la+Mer+M%C3%A9diterran%C3%A9e+et+de+la+Mer+Noire.langEN

[39] Atlas nautique de l'océan Atlantique Nord-Est, de la mer Méditerranée et de la mer Noire/Benincasa, Grazioso - Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE DD-2779 (RES)

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b59011091/f6.zoom.r=Atlas+nautique+de+la+mer++mer+Noire.langEN

[40] Atlas nautique de l'océan Atlantique Nord-Est, de la mer Méditerranée et de la mer Noire/Benincasa, Grazioso/Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE DD-1988 (RES)

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5901110p/f6.zoom.r=Atlas+nautique+de+la+mer++mer+Noire.langEN

[41] Atlas nautique de l'océan Atlantique Nord-Est, de la mer Méditerranée et de la mer Noire] / Gratiosus Benincasa Anchonitanus composuit Rome ano domini MCCCCLXVII

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b55000050r/f6.zoom.r=Grazioso+Benincasa.langEN

[42] Gratiosus Benincasa Anconitanus Composuit Ancone anno domini mcccclxx. Die viii Octubrie/The British Library

http://www.bl.uk/onlinegallery/onlineex/unvbrit/p/zoomify82767.html

[43] Fragment de la carte marine de Fréduce d'Ancone, tirée de la Bibliothèque de Wolfenbuttel /Bibliothèque nationale de France, GED-7690

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b84464984/f1.zoom.r=Carte%20%20%20de%20la%20Mer%20Noire.langEN

[44] Atlas de cartes marines de l’océan Atlantique, de la mer Méditerranée et de la mer Noire/1480

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b55002479t/f2.zoom.r=%20cartes%20%20%20%20marines.langEN

[45] Carte marine de la mer Méditerranée et de la mer Noire] / Petrus Roselli/Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE C-15118 (RES)

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5906261w/f1.zoom.r=+Piero+Roselli.langEN

[46] Carte marine portugaise de l'océan Atlantique Est, de la mer Méditerranée et de la mer Noire, connue sous le nom de portulan de Dijon/Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, Bibliothèque Municipale de Dijon, ms 550

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b550070791/f1.zoom.r=Portulan.langEN

[47] Carte de l'Océan Atlantique Nord-Est, de la Mer Méditerranée et de la Mer Noire] (Fac-similé manuscrit) / Salvat. de Pilestrina en Mallorques en lan MDXI/Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE AA-563 (RES)

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5905568h/f1.zoom.r=Salvat+de+Pilestrina.langEN

[48] Hieronymus /Carte de la Mer Méditerranée, de la Mer Noire et de l'Océan Atlantique nord-est]/Bibliothèque nationale de France, [Ge C 5100 Rés]

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5901149j/f1.zoom.r=Carte+de+l'Oc%C3%A9an+Atlantique+Nord-Est,+de+la+Mer+M%C3%A9diterran%C3%A9e+et+de+la+Mer+Noire.langEN

[49] Elie de La Primaudaie-''Études sur le commerce au Moyen Age; histoire du commerce de la Mer Noire et des colonies génoises de la Krimée'' ; Paris 1848; p-245 

https://archive.org/stream/tudessurlecomme00primgoog#page/n273/mode/2up

[50]  Secundo volume delle navigationi et viaggi raccolto gia da M. Gio. Battista Ramvsio; MDLIX ,Venetia / p-141,142

https://archive.org/stream/secundovolumedel00ramu#page/n343/mode/2up

[51] Het'um the Historian''History of the Tartars'' translated by  Robert Bedrosian; Chapter 10 -The Kingdom of Georgia | Online Library : http://rbedrosian.com/hetum1.htm

[52] Het'um the Historian''History of the Tartars'' translated by  Robert Bedrosian; Book III ;Chapter 47 -T'amar-Khan, Sixth Ruler of the Tartars, His Authority and Lordship over Subjects | Online Library : http://rbedrosian.com/hetum5.htm

[53] Di Marco Polo E Degli Altri Viaggiatori Veneziani Pi Illustri Dissertazioni del P. AB: D. Placido Zurla, Vol II ; Venezia 1818 ; p- 209

[54] Codice diplomatico delle Colonie Tauro-Liguri durante la Signoria dell'Ufficio di S. Giorgio:  A. Vigna, Parte II, ASLSF,VII, 1871, p- 317-318.

[55] The Georgian Chronicle ;Vol IV p -284 (Ge)

[56] მიხეილ  თამარაშვილი ''ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის''; თბილისი 1902; გვ - 594-595

[57]  მიხეილ  თამარაშვილი ''ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის''; თბილისი 1902; გვ -  596

[58] მიხეილ  თამარაშვილი ''ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის''; თბილისი 1902; გვ -  597-599

[59] დ. პაიჭაძე. ევროპის ქვეყნების ანტი-ოსმალური კოალიცია და საქართველო; თბილისი 1989.

[60] The Georgian Chronicle; Vol IV p -806 (Ge)

[61] Travels to Tana and Persia by Josafa Barbaro and Ambrogio Contarini; translated from the Italian by William Thomas, edited, with an introduction, by Lord Stanley of Alderley. 1873 New York; Ch apter II  -  p-117-122

https://archive.org/stream/travelstotanaper00barb#page/n135/mode/2up

[62] Travels to Tana and Persia by Josafa Barbaro and Ambrogio Contarini; translated from the Italian by William Thomas, edited, with an introduction, by Lord Stanley of Alderley.1873 New York ; Ch apter II  -  p-138-142

https://archive.org/stream/travelstotanaper00barb#page/n157/mode/2up

[63] Codice diplomatico delle Colonie Tauro-Liguri durante la Signoria dell'Ufficio di S. Giorgio:  A. Vigna, Parte II, ASLSF,VII, 1871, p- 873-874

[64]  Michele Giuseppe Canale ''Della Crimea, del suo commercio e dei suoi dominatori: dalle''   Volume II; Genova 1855; p- 337-338

http://www.archive.org/stream/dellecrimeadels00canagoog#page/n722/mode/2up

[65] The Georgian Chronicle; Vol IV p -807 / Vol II – p-342 (Ge)

[66] The Georgian Chronicle; Vol II,p-343 Ge)

[67] The Georgian Chronicle; Vol IV ; p-807  Ge)

[68] The Georgian Chronicle; Vol IV; p-390 Ge)

[69] ქართული სამართლის ძეგლები, ტომი II, გვ 176-183

[70] ბ. ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, სენიორიები, ტ. I, თბილისი, 1966; გვ-177-186

[71] Abhandlungen der Historischen Classe der Königlich Bayerischen ..., Volume 7 ;p-103

[72] ქართული სამართლის ძეგლები, ტომი II; თბილისი, 1970; გვ 225

[73] L'Esclavage dans l' Europe médiévale, Vol. 2, Italie, colonie italienne du Levant, Levant latin, empire byzantin/  1955 ; p- 460 ;914 ;948.

[74] E. Ashtor, A Social and Economic History of the Near East in the Middle Ages. 1976./ p-281-282

[75] L'Esclavage dans l' Europe médiévale, Vol. 2, Italie, colonie italienne du Levant, Levant latin, empire byzantin/  1955; p- 900; 901; 905; 906; 910

[76] Atlas nautique de la mer Méditerranée et de la mer Noire] / Petrus Vesconte de Janua fecit istas tabulas anno dni MCCCXIII-Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE DD-687 (RES)

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5901108m/f4.zoom.r=+Atlas+nautique+de+la+Mer+M%C3%A9diterran%C3%A9e,+.langEN

[77] თამაზ ბერაძე ''საქართველოს საზღვაო ვაჭრობის ისტორიიდან'' - თბილისი; გვ  27

[78] The bondage and travels of Johann Schiltberger, a native of Bavaria, in Europe, Asia, and Africa, 1396-1427 / Telfer, John Buchan, d. 1907; Bruun, Filip Jakob, 1804-1880London  1879 / p-50 https://archive.org/stream/bondagetravelsof00schirich#page/50/mode/2up  Online Library : Иоганн Шильтбергер «Путешествие по Европе, Азии и Африке с 1394 по 1427 г.»  Ch- 36 : http://www.vostlit.info/Texts/rus3/Schiltberger/frametext2.htm

[79]  Краткое обозрение Имеретии, Гурии, Мингрелии и Абхазии, сочиненное Его И. В. по квартирмейстерской части кап. Энсгольмом, 1819 г

 

Kategorideki Diğer Yazılar