Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   ქართული ენის კურსი გრძელდება ინეგოლში

ბურსას პროვინციის ინეგოლის რაიონში 7 თებერვალს გაიხსნა ქართული ენის კურსი.  ინეგოლში მცხოვრები ქართველების მიერ დიდი ხნის წინ შექმნილმა “ინეგოლის კავკასიური ფოლკლორის და კულტურის ასოციაციამ” 2015 წლის თებერვალში გახსნა ქართული ენის კურსი. კურსი ყოველ პარასკევს საღამოს იწყება და შაბათ-კვირას გრძელდება. ინეგოლელი ქართველები დაინტერესებულნი არიან დედა ენის შესწავლით.

პროფესიით ექიმი ბათუმელი თეონა ვარშალომიძე ყოველ კვირა ანკარიდან მიდის ინეგოლში და მსურველებს ასწავლის ქართულს. უკვე კურსის მიმდინარეობის მე-3 კვირაა და გაკვეთილებზე სიამოვნებითა და სიხარულით მიდიან სხვადასხვა ასაკის ინეგოლელები, რათა შეისწავლონ და თავისუფლად წაიკითხონ მშობლიური ენით. კურსელების ნაწილმა უკვე დაიწყო ქართული ასოებით წერა. მათ სულ მოკლე დროში გამოავლინეს დედანისა და ასოების შესწავლის ნიჭი.

შექმნილია ორი ჯგუფი. უფროსები პარასკევს და შაბათს 20:30-22:30 საათებში სწავლობენ დედაენას, კვირას – 14:00-16:00 საათებში; ხოლო ბავშვები – შაბათს 15:00-17:00 საათებში, კვირას კი – 11:00-13:00 საათებში. გაკვეთილები მიმდინარეობს  ქართულის მასწავლებლის თეონა ვარშალომიძის ხელმძვანელობით.

დედაენის შემსწავლელები მადლობელნი არიან “ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციას” ხელმძვანელებისა და მასწავლებელ თეონა ვარშალომიძისა. თეონა ვარშალომიძე, ამასთან ერთად,  ახლაგაზრდა ელჩად დანიშნულია თურქეთში 2014 წელს. ინეგოლის ასოციაციას, მასწავლებელს და ყველა კურსელს ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს.








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი