Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   თურქულ ენაზე გამოიცა წიგნი სახელწოდებით: „აფხაზეთი ოსმალეთ-რუსეთის ურთიერთობებში“

თურქეთელი მკითხველთათვის უკვე ხელმისაწვდომია იედითეფეს გამომცემლობის მიერ (Yeditepe Yayınevi) თურქეთში გამოცემული ქართველი ისტორიკოსისა და პროფესორის,  ზაზა წურწუმიას წიგნი: „აფხაზეთი ოსმალეთ-რუსეთის ურთიერთობებში“. თავად, წარმოშობით სოხუმელმა და ამჟამად თბილისში მცხოვრებმა წიგნის ავტორმა, აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული წიგნის ორიგინალი ვერსია დაწერა ქართულ ენაზე. წიგნი ქართულიდან თურქულ ენაზე თარგმნა ერდოღან შენოლმა (ერეკლე დავითაძე).  

აფხაზეთის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაკავშირებულია  ოსმალეთის იმპერიისა და რუსეთის მიერ საქართველოსა და  მთლიანად კავკასის მართვის სადავეების ხელში ჩაგდების მიზნით განხორციელებულ პოლიტიკურ და სამხედრო აქტივობებთან.

წიგნში ძირითადად ასახულია, აფხაზეთში გავლენის სფეროების მოპოვებისათვის,  რუსეთ-ოსმალეთს შორის გამართული ბრძოლა XIX საუკუნეში.  1918 წელს, ოსმალეთმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მყოფი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე  განახორციელა სამხედრო ოპერაციები.  ნაშრომში ნაჩვენებია აფხაზეთის ისტორიის ვრცელი პერიოდი; ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავრობოებად დაშლა და იმავე პერიოდში ოსმალეთის იმპერიის გაძლიერება;  ისტორიული მოვლენები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებებიდან ვიდრე XX საუკუნის პირველ ნახევრამდე, რა პერიოდშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემდგენლობაში მყოფი ერთეული იყო.

წიგნი წარმოადგენს ოსმალეთ-რუსეთის ურთიერთობებში აფხაზეთის საკითხის შესწავლის პირველ მონოგრაფიულ მცდელობას.

წიგნი განკუთვნილია, ზოგადად კავკასიის, განსაკუთრებით კი საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთათვის.

წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ ელ-მისამართებზე: „kitapyurdu.com“ ან  „pandora.com“ 

https://www.kitapyurdu.com/kitap/osmanlirusya-iliskilerinde-abhazya/488651.html&filter_name=Abhazya

https://www.pandora.com.tr/kitap/abhazya-osmanli-rusya-iliskilerinde/673296








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი