Türkçe - ქართული
მთავარი გვერდი - კონტაქტი
 
 

  ვინ არიან ქართველები?

  ვისწავლოთ ქართული ენა

  დედა ენის სწავლა თურქეთში

  ქართული ხელოვნება თურქეთში

  ბიბლიოთეკა

  საქართველო

  საქართველოს კონფლიქტური ზონები

  ისტორია

  სტატია-კონცეფცია

  კულტურა

  აფხაზეთის ისტორია

 
   თურქეთში ქართულის სწავლის წარსული და დღევანდელი მდგომარეობა

დედა ენის კურსები სატვისტომოებში

ევროპულ ენების გარდა ქართულს ან სხვა ენების სწავლა კი არა ამ საკიტხზე საუბარიც არ შეიძლებოდა 1990 იან წლებამდის. თურქეთში მცხოვრებ ქართველების გარდა სხვა ხალხების ენებზე კურსი პირველად გაიხსნა 2004 წელს. პირველი ქართული კი უფრო ადრე დაიწყო კვლავ კურსის დონეზე. იმ თარიღებში ანკარაში იყო სულეიმან დემირელ-ედუარდ შევარდნაძე თურქეთ-საქართველოს მეგობრობის ფონდი და იქ დაიწყო პირველი კურსი 1998 წელს. 1999 წელს ქალაქ დუზჯეში ქართულ ქულტურის სათვისტომოში გახსნეს ქართული ენის კურსი მაგრამ ვერ გააგრძელეს. დიდი ხნის შემდგომ, ჩვენ ვხედავთ რომ სტამბულში ტაქსიმის უბანში ქართული კულტურის ცენტრში, 2007 წელს სტამბულში აქსარაის უბანში თურქეთ-საქართველოს მეგობრობის აცოციცციაში გაიხსნა ქართულ ენის კურსი. კვლავ სტამბულში ქართული კულტურის სახლმა 2010 წელს მეჯიდიექოიში გახსნა კურსი. სტამბულში ამ სამი სათვისტომოში ჯერ კიდევ გრძელდება დედა ენის კურსები. ამავე დროს სტამბულში მყოფ მაჭახლის ფონდმა ერთხელ გახსნა ქართულის კურსი. ბურსას პროვინციაში, ინეგოლშიც 2011 წელს გაიხსნა დედა ენის კურსი, ერთი პერიოდი გააგრძელდა და შემდგომ შეჩერდა. 2011 წელს სტამბულში ბეიკოზ ბათუმელების დახმარებისა დ კულტურის ასოციაციცამ, 2012 წელს ანკარაში ართვინის კულტურის და დახმარების ასიციაციამ, იზმირში ქემალფაშის ართვინელების კულტურის დახმარებისა და სოლიდარობის ასოციცციამ გახსნა ქართულ ენის კურსი.

მერიებში ქართული ენის კურსები
თურქეთში მერიებიში ხელოსნობის სასწავლო ცენტრებშიც გაიხსნა ქართული ენის კურსები. ამის პირველი მაგალითი არის ქოჯაელის მერიის ხელოსნობის სასწავლებელში (ქომეკ) გახსინილი კურსი. 2010-2011 სასწავლო წელში ქომეკ-ში, ქალაქ იზმითში გაიხსნა კურსი. 2011-2012 სასწავლო წლის, სხვადა სხვა მიზეზების გამო არ გაგრძელდა და 2012-2013 წელს კვლავ მოითხოვა მოსახლეობამ, მიუხედევად ამისა არ გახსნა ქოჯაელის მერიამ. საქარიას მერიამ სამეკ-ში (მერიის ხელოსნობის სასწავლებელი) გახსნა ქართულ ენის კურსი ქალაქ საქარიაში ანუ ადაფაზარში და 2012-2013 წელს კვლავ გრძელდება ეს კურსი. ქოჯაელის და საქარიას მერიებში ევროპულ-ცნობილი ენების გარდა, თურქეთში მცხოვრებ მოსახლეობის ენების შორის, პირველად ქართულის კურსი გაიხსნა მოსახლეობის მოთხოვნის საშუალებით. 2012-2013 წელს ამ ფარგლებში ქართულის გარდა სხვა ენის კურსი არ არსებობს.

სასწავლო სკოლები
სასწავლებლებში პირველად ქალაქ ყარსში კავკასიური უნივერსიტეტმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯი ქართულის სწავლის შესახებ. იმ უნივერსიტეტში 2005-2006 წელს გაიხსნა ქართული ენა და ლიტერატურა და აგრძელებს სწავლას სალიცენზიო დონეზე.

ქალაქ რიზეში რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტში, თურქეთის უმაღლესი განათლების კომიტეტის ნებართვით გადაწყდა ქართული ენა და ლიტერატურის დეპარტამენტი. ამ დეპარტამენტს ჯერ-ჯერობით არ დაუწყია სტუდენტების მიღება.

თურქეთში სხვადახვა უნივერსიტეტებში გეგმავენ კავკასიური ენების ინსტიტუტებში ან ფაკულტეტებში ქართულ ენის დეპარტამენტების დაარსებას.

01.01.2013








 

Copyright © 2013 Gurcu.org მთავარი გვერდი