სიმართლე აფხაზეთის დროშის შესახებ

კატეგორიები
/
კონფლიტური ზონები
/
სიმართლე აფხაზეთის დ...
სიმართლე აფხაზეთის დროშის შესახებ

ოსები საქართველოში: მითი და რეალობა - ანზორ თოთაძე

სად არის სამხრეთ ოსეთი - ერდოღან შენოლ (დავითაძე)

აფხაზეთში სოფლების ნაწილს სახელები გადაარქვეს

ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ქართველებთან არ უნდა გვეომა

ევროსასამართლოს ვერდიქტი გამოცხადდა

თურქეთის ქართველებმა რეაგირება გამოახატეს გაზეთ „საბაჰ“-ის მიმართ

აფხაზეთის ეკლესია მსოფლიო პატრიარქს კვლავ ქართული ეკლესიის საზღვრების გადახედვას სთხოვს

აფხაზეთისთვის გეოპოლიტიკური ბრძოლისა და გამოსავლის შესახებ-ბადრი გოგია

2008 წ. ომის საქმე: ჰააგის პროკურორი 3 ოსი მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს

2008 Rusya Gürcistan Savaşı belgeseli “Уроки русского - Russian Lessons"

სიმართლე აფხაზეთის დროშის შესახებ

სამწუხაროდ, დღეს თითქმის არავინ იცის, რომ ე.წ “აფხაზური” დროშა, სეპარატისტული სიმბოლო და ეთნიკური წმენდის წიშანი, ქართული წარმოშობისაა და ნაყალბევად არის ინტერპრეტირებული სეპარატისტების მიერ.


სამწუხაროდ, დღეს თითქმის არავინ იცის, რომ ე.წ “აფხაზური” დროშა, სეპარატისტული სიმბოლო და ეთნიკური წმენდის წიშანი, ქართული წარმოშობისაა და ნაყალბევად არის ინტერპრეტირებული სეპარატისტების მიერ. ამიტომაც, ჩვენს გვსურს განვიხილოთ საერთოდ რას აღნიშნავს ამ დროშაზე დატანილი ნიშნები და გავარკვიოთ რა დათვირთვა ჰქონდა თითოეულ მათგანს შუა საუკუნებში.

აფხაზური დროშა შედგება შემდეგი ნიშნებით: თეთრი და მწვანე ფერები მონაცვლეობით, წითელ ტილოზე თეთრი მარჯვენა ხელის გული და შვიდი ვარსკვლავი. სეპარატისტული ახსნა თითოეული მათგანის შემდეგნაირია: ხელის გული: გაშლილი ხელი აღნიშნავს აფხაზ ერს, ხოლო შინაარსი კი ასეთია “გამარჯობა მეგობრებო, შეჩერდით მტრებო!”. მათი ახსნით ეს სიმბოლო ეფუძნება შუა საუკუნეების აფხაზეთის სამეფოს (VIII-X საუკუნე) დროშას. ჰორიზონტალურად ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულია ოთხი მწვანე და სამი თეთრი ზოლი, რომლებიც მათი თქმით ასახავს ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკას რომელიც შეიქმნა რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ და მალევე ანექსირებულ იქნა რუსული წითელი არმიის მიერ, ამ წარმონაქმნის ნაწილად აფხაზეთი მიიჩნევს საკუთარ თავს. რიცხვი შვიდი აფხაზეთში წმინდა რიცხვადაა მიჩნეული. შვიდია ერთმანეთის მიმდევრობით მონაცვლე მწვანე და თეთრი ზოლებიც, რაც სიმბოლურად ისლამსა და ქრისტიანობას შორის ტოლერანტობას გამოხატავს. რაც შეეხება შვიდ ვარსკვლავს – აღნიშნავს თვითაღიარებული აფხაზეთის შვიდ რეგიონს: საძენი, ბზიფი, გუმაა, აბჟუა, სამურზაყანო, დალ–ცაბალი და ფსხუ–აიბგა.[1]

ისტორიული დოკუმენტების ანალიზის შემდეგ ბათიელდება სეპარატისტული ინტერპეტაცია “აფხაზური დროშის” ამ სიმბოლოების შესახებ, ხოლო წერილობითი წყაროების განხილვა ნათლად აჩვენებს ამ უნიჭო და ცრუ ახსნის მცდელობის სიყალბეს. სრული სურათის ნათლად წარმოსაჩენად ავხსნათ დროშაზე გამოსახული თითოეული ნიშანი და მისი შესაბამისობა ისტორიულ წარსულთან.

გაშლილი ხელის გული: თავშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა დოკუმენტი და აღმოჩენილი მასალა რომელიც ეხება ეგრის-აფხაზეთის სამეფოს (786-978) არის მაჩვენებელი იმისა რომ ეს იყო ტიპიური ქართული სახელმწიფო, დასავლეთ საქართველოს ერთეული, როგორც ადრე კოლხეთი და ლაზიკა, აფხაზეთის სამეფოს როგორც ამდინისტრაციულ-ტერიტორიული წყობა, ისე ეკლესია ის ქართული, ხოლო პოლიტიკური ორიენტაცია იყო საერთო ეროვნული, რისკენაც მიისწრაფვოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა, ყველა ადგილობრივი წარწერა (გარდა დამპყრობლების), მატიანე თუ სხვა დოკუმენტი შესრულებულია ქართულად, ისტორიულ წყაროებში დასახელებული პირები- სამეფოს დინასტიები (ლეონის სახლი* და შავლიანი), ასევე ნობილიტეტი იყვნენ ქართველები [2]. ხოლო იმდროინდელ და მოგვიანო ხანის ისტორიულ წყაროებში «აფხაზი» ნიშნავდა მხოლოდ და მხოლოდ ქართველს, შესაბამისად ის რომ აფხაზეთის სამეფო ქართული ქვეყანა იყო ქართული სახელმწიფო ენით, ქართული ღვთისმსახურებით, და მთელი თავისი მახასიათებლებით მხოლოდ სეპარატისტ აფხაზ ისტორიკოსებს თუ შეაქვთ ეჭვი. რაც შეეხება თანამედროვე აფხაზებს, ისინი დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მოგვიანო ხანაში (XVI-XVII საუკუნეები) ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთიდან (ყუბანის და ზელენჩუკის ზონა) და სოჭის მხირდან შემოვიდნენ. ამ დროს, ანუ მათი აფხაზეთში ჩამოსახლების ხანაში (XVI-XVII საუკუნეები) დღევანდელი აფხაზები (ანუ აფსუები), ისევე როგორც დასავლეთ კავკასიის აბაზურ-ადიღური მოდგმის მთიელები წარმართები იყვნენ, ამიტომ გაუგებარია მათი დაკავშირება VIII-X საუკუნის აფხაზეთის ქართულ, ქრისტიანულ სახელმწიფოსთან, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა როგორც კულტურის ისტორიაში, ისე ქრისტიანობის განვითარების საქმეში. მეორეც, რაიმე პირდაპირი ცნობა, რომ ამ სახელმწიფოს ჰქონდა მსგავსი სიმბოლოები არ არსებობს და ეყრდნობა თანამედროვე აფხაზების (აფსუა) ფანტაზიას, რომელთაც მოიპარეს ძველი ქართული ნიშნები და გაასაღეს საკუთრად. რაც შეეხება ხელის ნიშანს, ის უძველესი დროდან გამოიყენებოდა საქართველოში და დღესაც შემორჩა უძველეს კოშკებსა თუ ეკელესიებზე [3], ყველაფერი ეს ამტკიცებს რომ ეს ხელის სიმბოლო არის ქართულ სამყაროსთან დაკავშირებული, ხოლო მისი მნიშვნელობა “ძალაუფლება, ანუ ხელისუფლება” და არა “გამარჯობა მეგობრებო, შეჩერდით მტრებო”, როგორც ამას სეპარატისტები ამტკიცებენ. უფრო მეტი სიცხადისათვის, თუ ვის ეკუთვნოდა ეს სიმბოლო წარსულ საუკუნეებში - საჭიროა იმდოინდელი ისტორიული წყაროები და ევროპის ბიბლიოთეკებში შენახული უმნიშვნელოვანესი რუკები გამოვაქვეყნოთ, რის შემდეგადაც ყველაფერი ნათელი გახდება.

დასაწყისისთვის უნდა აღვნიშნოთ რომ «აფხაზეთის სამეფო» მეათე საუკუნის მიწურულისათვის ერთიან ქართულ სამეფოში გაერთიანდა, და გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე გახდა ბაგრატ III (978-1014), მამით ბაგრატიონი და სამხრეთ საქართველოში არსებული ასევე ქართული სახელმწიფო «ტაო-კლარჯეთის», ანუ მეორენაირად «ქართველთა სამეფოს» წარმომადგენელი იყო, ხოლოდ დედით «აფხაზთა», ანუ დასავლეთ ქართული სამეფოს შთამომავალი. ბაგრატ III საკუთარი მეფობის მიწურულს მესამე ქართული სახელმწიფოს - «კახეთის სამეფოს» დაკავებაც შეძლო და თითქმის მთელი ქართული მიწები ერთ სამეფოში გაერთიანდა, რომელიც გაძლიერებაც გაგრძელდა ბაგრატის შთამომავლების მიერ და განსაკუთრებულ სიძლიერეს დავით აღმაშენებლის (1089-1121) და თამარის (1184-1213) მმართველობის ხანაში მიაღწია, როდესაც მოიცვა არა მარტო ქართული მიწები, არამედ მეზობელი ქვეყნებიც და რეგიონში ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა როგორც პოლიტიკური და სამხრედრო თვალსაზრისით, ისე კულტურული მასშტაბებით. რაც შეეხება ერთიანი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ საზღვარს, გადიოდა ნიკოფსიასთან (დღევანდელ ტუაფსესთან ახლოს), ისევე როგორც ატნიკურ ხანასა და ადრეულ შუა საუკუნეებში არსებული ქართული სახელმწიფოების - კოლხეთის სამეფოს (ძვ.წღ VI-I საუკუნეები), ეგრის-ლაზიკის (I-VII საუკუნეები) და ეგრის-აფხაზეთის (VIII-XI საუკუნეები) საზღვარი იყო. ეთნიკურად კი ეს ადგილი დასახლებული იყო აბაზურ-ადიღეური ტომის ჯიქებით, რომლებიც ანტიკურ ხანაში გამოჩნდნენ შავი ზღვის სანაპიროზე და დაიკავეს კოლხეთის სამეფოს ტერიტორია, სადაც არსებობდა ძველი ქართული ქალაქი ლაზიკა. თავდაპირველად ჯიქების ეთნიკური საზღვარი მდინარე შახემდე აღწევდა, სადაც ისინი ემეზობლებოდნენ ქართველური წარმოშობის სანიგებს. თამარის მეფობის ხანაში, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია ისევე როგორც ყველა მიწა ნიკოფსიამდე ქართველ ერისთავებს შორის იყო გადანაწილებული (ვარდანიძე, შერვაშიძე, დადიან-ბედიანი), ხოლო დადიანის საგვარეულოს ყველაზე მეტი უფლებები ჰქონდა და ისინი აკონტროლებდნენ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიებს, მათ შორის საქართველოს სასაზღვრო მიწებს ნიკოფსიამდე.  

კავკასიაში მონღლების მოსვლის და გამანადგურებელი ლაშქრობების შედეგად საქართველოს სამეფო, ისევე როგორც მახლობელი ქვეყნები საგრძნობლად დაასუსტა და ქვეყანა სამ ნაწილად (აღმოსავლეთ საქართველო, დასავლეთ საქართველო და მესხეთი) დაშალა, თუმცა მეფედ გიორგი V მოსვლის შემდეგ მონღოლთა 100 წლიანი ბატონობა დასრულდა და ქვეყანამ ძველი დიდება აღიდგინა, როგორც პოლიტიკურ სიბრტყეში, ისე კულტურულ ასპექტში. 1346 წელს გიორგი V გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი მემკვიდრე დავით IX (1346-1360), საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ საზღვად ამ დროისათვის კვლავ ნიკოფსია რჩებაოდა. დადიანების საგვარეულოს ძალაუფლება ამ დროისთვის ძალიან დიდია, და მეფის შემდგომ ყველაზე დიდი უფლებები მათ ჰქონდათ, უცხოურ წყაროებში კი ხანდახან ისინი საქართველოს მეორე “მეფედ” მოიხსენებიან. მათი კონტროლის უშუალო ზონაში შედიოდა მთელი დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია, და მასზე დამოკიდებული აფხაზეთის საერისთაო ნიკოფსიამდე. XIII საუკუნიდან შავი ზღვაში ჩნდებიან ევროპელები, განსაკუთრებით აქტიურობენ გენუელები რომლებიც აარსებენ კოლონიებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. იტალიური ქრონიკები მიუთითებს რომ მათ საქართველოში მიიღეს კოლონიის დაარსების უფლება ერისთავ დადიანის მიწაზე, სოხუმში, თავად ერისთავის ნებართვით, რომელიც თავის მხრივ “სენიორს” ანუ საქართველოს მეფეს შეუთანხმდა. ქალაქი სოხუმი (ძველქართული ფორმა “ცხუმი” ხოლო ევროპელები სებასტოპოლს უწოდებდნენ) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრალ იქცა რეგიონში, რომელიც დადიანის საერისთაოში შედიოდა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ,რაც დასტურდება სხვადასხვა ისტორიული წყაროებით. გენუელთა ფაქტორიებმა საქართველოში დაახლოებით 121 წელი გასტანა (1354-1475) და რეგიონში ოსმალების გაძლიერების შემდეგ ისინი იძულებულნი გახნდნე კოლონიები დაეცალათ. იტალური დოკუმენტები აღნიშნავენ, რომ დაცლის დროს ქალაქი სოხუმი ისევ დადიანის საგვარეულოს ემორჩილებოდა და კვლავ ქართული იყო. კონსტანტინოპოლის დაცემა (1453) და საქართველოს სამეფოს დაშლა (1466 წელი) ერთმანეთს დაემთხვა, ამის შემდგომ რამდენიმე ნაწილად გაყოფილი ქვეყანა (ქართლის სამეფო, კახეთის სამეფო, მესხეთის სამთავრო და იმერეთის სამეფო რომელშიც რამდენიმე სამთავრო შედიოდა) მტრების გარემოცვაში აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია მრავალი რთული პროცესი, მათ შორის აფხაზეთში ეთნიკური სურათის შეცვლა, ეს პროცესი დაიწყო XV საუკუნის მეორე ნახევარში XVI საუკუნეში მუდმივი ხასიათი მიიღო, ხოლო აფხაზეთის კოლონიზაცია აბაზა-ადიღეური ჯგუფების მიერ XVII საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა. ახალჩამოსულ ნაკადს მექანიკურად ეწოდათ “აფხაზები” კუთხის მიხედვით, ხოლო ტომის სახელი “აბაზა” თურქულში დამკვიდრდა აფხაზეთის, როგორც რეგიონის სახელწოდება. განსაკუთრებით საგანგაშო მომენტი დადგა 1530 წლისთვის როდესაც ეს ახალჩამოსულმა ნაკადმა შემოაღწია გაგრის ქედამდე და გაუმეზობლდა ბიჭვინთის საკათალიკოსოს ტერიტორიას, სადაც იყო რეზიდენცია აფხაზეთის საკათალიკოსოსი [ანუ დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო], ქართველი მთავრები დადიანი და გურიელი იმერეთის მეფის მხარდაჭერით გემართნენ ამ მოთარეშეებთან საბრძოლველად, მაგრამ ქართული არმია ღალატის გამო დამარცხდა და ბიჭვინთის საკათალიკოსოსათვის საფრთის თავიდან არიდება კრახით დასურლდა. ცოტა ხანში კათოლიკოს ევდემონ ჩხეტიძის (1558-1578) დროს საკათალიკოსო გადმოტანილ იქნა ქუთაისში სწორედ იმიტომ რომ საფრთხე შეექმნა ახალი “აფხაზების” შემოსევების და კოლონიზაციის შედეგად, რომლებიც ძველი აფხახზებთან განსხვავებით სრულებითაც არ იყვნენ ქრისტიანები (წარმართები იყვნენ). ბიჭვინთის საკათალიკოსო ტერიტორია, რომელიც იყო შუა საუკუნეებში განათლების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, გაპარტახდა და დაიცალა. ქართულმა მოსახლებამ დროთა განმავლობში მთლიანად დატოვა დღევანდელი აფხაზეთის დასავლეთი ტერიტორია, ან აითქვიფა ჩამოსახლებულ ჯგუფებში რომელბსაც “აფხაზები” ეწოდებათ.

ევროპელებმა, განსაკუთრებით იტალიელებმა (გენუის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა) უამრავი წერილობითი წყარო და დოკუმენტი დატოვეს რომლებიც ნათლას გვიჩვენებენ თუ ვის ეკუთვნოდა იმდოოინელი აფხაზეთი და დღევანდელი სეპარატისტული აფხაზეთის დროშაზე გამოსახული სიმბოლოები-ხელის გაშლილი მტევანი და თეთრი და მწვანე ზოლები დროშაზე. მაშ ასე, განვიხიოთ XIII-XVI საუკუნეში გამოშვებული პორტოლანები (საზღვაო რუკები), სადაც მრავალ პუნქტთან ერთად ხუთჯვრიანი დროშა და ვერცხლისფერი მარჯვენა ხელისგულია გამოსახული. ეს გაშლილი ხელი რუკებზე საქართველოს მეფის გრაფიკული სიმბოლოა, რაც იგივე გენუური (Cenova) რუკების მინაწერიდან მტკიცდება. “საქართველოს დიდი მეფის მამულები”– აწერია 1314(1315) წლით შედგენილ რუკას, სადაც ვერცხლისფერი მარჯვენა სოხუმის გარდა, გაგრასთან და გონიოსთანაა გამოსახული[4] ბუნებრივია იმ დროს გონიო (Gonea) გაგრა (Cacari) და სოხუმი (sebastopolis) უშუალოდ მეფის სამფლობელოებად, ანუ დომენად მიიჩნეოდა ეს ხელისგულის სიმბოლო გამეორდება 1385[1380 *] წლის გილერმო სოლერის პორტოლანზე [5], სოხუმის აღსანიშნავად, ანუ ერისთავი (პრინცი) დადიანის რეზიდენციის ადგილას. XIV საუკუნის არაბი ისტორიკოსი ალ მუჰიბბი (al-Muhibbi) აღნიშნავს: ქართველებს ჰყავთ ორი მეფე, ერთი დავითი რომელიც განაგებს თბილისში და დადიანი, რომელიც მართავს სოხუმს და აფხაზს (ანუ ქალაქი ნიკოფიის უცხოური სახელწოდება-ავტორი) [6]. როგორც ისტორიული წერილობითი წყაროებით, ისე დოკუმენტური მტკიცდება რომ ეს არა აფსუა, არამედ უძველესი ქართული სიმბოლო, რომელიც მბრძანებელს, ბატონს აღნიშნავს და გრაფიკულად გამოსახავდა საქართველოს მმართველ წრეებს.

ასევე მცდარია მწვანე და თეთრი ზოლების დაკავშირება ისლამთან და ქრისტიანობასთან ან XX საუკუნის ჩრდილო კავკასიასთან, ორიგინალურ წყაროთა ერთი შეხედვაც ამსხვრებს სეპარატისტულ ამ ვერსიას. დასაწყისში გვინდა აღვნიშნოთ, რომ აფხაზეთი არასოდეს შედიოდა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის შემადგენლობაში, რუსეთის იმპერიის მმართველობის ხანაში აფხაზეთი (სოხუმის ოლქი) ქუთაისის გუბენიასთან იყო დაკავშირებული და რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს დემოკრატული რესპუბლიკის ნაწილი გახდა [7] მართალია ე.წ  “კავკასიელ მთიელთა კავშირს” ჰქონდა საკუთარი პრეტენზია ამ უძველეს ქართულ კუთხეზე, მაგრამ მისი გაკონტროლება მათ ვერ მოახერხეს ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო და ამას მათივე დოკუმენტიც ადასტურებს,კერძოდ კავკასიის მთიელთა კავშირის მთავრობის დეკრეტი ¹1, სადაც აღნიშნულია, რომ სოხუმის ოლქზე მთიელთა დროებითი მთავრობის ხელისუფლების გავრცელება სოხუმის ოლქის სახალხო საბჭოს მომავალში უნდა გადაეწყვიტა კავკასიის მთიელთა კავშირის დროებითი მთავრობის დეკრეტი №1 4 დეკემბერი 1917 წელი

«მთიელთა მთავრობამ განიხილა საკითხი იმ ტერიტორიისარომელზედაც მთლიანად ვრცელდება მისი სახელმწიფოებრივი ხელისუფლება და დაადგინა: კავკასიის მთიელთა დროებითი მთავრობის სახელმწიფო ხელისუფლება სრულად ვრცელდება დაღესტნის ოლქისხასავ-იურტისგროზნოსვედენოსნაზრანისვლადიკავკაზის და ნალჩიკის ოლქებისთერგის ოლქის ყარა-ნოღაული მონაკვეთის მთელ ტერიტორიაზე და აგრეთვესტავროპოლის გუბერნიის ნოღაელებისა და თურქმენების ტერიტორიაზე ... ზაქათალის და სოხუმის ოლქების მიმართ კავკასიის მთიელთა დროებით მთავრობას გააჩნია ხელისუფლება ეროვნულ-კულტურული და პოლიტიკური ხასიათის საკითხებშიახლავე და სრულად კავკასიის მთიელთა დროებითი მთავრობის სახელმწიფო ხელისუფლების გავრცელება ამ ოლქებზე გადასაწყვეტად წარედგინოს ზაქათალის და სოხუმის სახალხო საბჭოებს»

ამგვარად გაუგებარია ჯერ ერთი აფხაზური სეპარატისტული წრეების მტკიცება აფხაზეთის ე.წ. მთიელთა კავშირის წევრობაზე,ხოლო შემდეგ მათ დროშაზე არსებული მწვანე და თეთრი ფერების რელიგიური არგუმენთით ახსნის აბსურდულ “მტკიცებულებაზე”. ამის გასაბათილებლად ჩვენ ისევდაისევ ევროპის სხვადასხვა ბიბლიოთეკებში შენახული უნიკალური რუკები მოგვაქვს და ამ პორტოლანების სპეციალისტების ნააზრევსაც დავამატებთ. უპირველესად XIV საუკუნის ცნობილი მალიორკელი კარტოგრაფის - ანჯელინო დულჩერის (Angelino Dulcert) პორტოლანებს წარმოვადგენთ, რომლის 3 უნიკალური რუკა არის გადარჩენილი. პირველი, 1325 წლით დათარიღებული, რომელიც ინახება ფლორენციაში, მეორე 1339 წლის პორტოლანი დაცულია პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მესამე 1340 წლის მოთავსებული ბრიტანეთის ეროვნულ საცავში.

პორტოლანზე რომელიც დაცულია ფლორენციის პრინცი კორსინის ბიბლიოთეკაში და დათარირებულია 1325 წლით [8] ,სოხუმის თავზე მონიშნულია დროშა მწვანე და თეთრი ზოლებით (მონაცვლეობით)

ხოლო 1339 წლის რუკაზე [9] თბილისის თავზე ფრიალებს ხუთჯვრიანი დროშა (რომელიც არის დღევანდელი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო), ხოლო სოხუმის თავზე ხუთჯვრიანი დროშა შეერთებული მწვანე და თეთზოლებიან ალამთან კავკასიონის მთების გასწვრივ აწერია Georgianas ანუ საქართველო

ასევე მესამე 1340 წლის პორტოლანზე [10] ორივე ალამი როგორც მწვანე-თეთრი ზოლებიანი დროშა და ხუთჯვრიანი არის გაერთიანებული, მაჩვენებელი იმისა რომ სოხუმი ცენტრია, ანუ საერისთავო ქალაქი (ერისთავი დადიანის კუთვნილს, რომელიც არის დანიშნული საქართველოს მეფის მიერ).

ხუთჯვრიანი დროშა კი კარგად ნაცნობი დღეს, გამოიყენება საქართველოში შუა საუკუნეებიდან და უამრავი ეკლესიის კედელზეც არის როგორც ბარელიეფი.

დროშის დეფინიცია კი ასეთია: შუა დიდი ჯვარი ნიშნავს ჯვარცმული ქრისტეს, ხოლო 4 მომცრო ჯვარი აღმიშვნელია მაცხოვრის კიდურებზე დარტყმული ლურსმნების, საერთოდ დროშა კი გამოხატავს ჯვარცმულ უფალს. ასევე, 1367 წლის პორტოლანზე, ვენეციელი კარტოგრაფერების -ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების მიერ შექმნილი [11] ხუთჯვრიანი დროშა თბილისის როგორც საქართველოს დედაქალაქის თავზეა მონიშნული, რუკა ინახება იტალიაში, პარმის ბიბლიოთეკაში.

ამდაგვარად სეპარატისტული მტკიცება იმის შესახებ, რომ მწვანე და თეთრი ფერები რელიგიურ ტოლერანტობას გამოხატავს ქრისტიანობასა და ისლამს შორის და მითუმეტეს დაკავშირებულია ჩრდილო კავკასიასთან არის მოგონილი ვერსია და თეთრი ზოლებიანი დროშა უბრალოდ დიდი საერისთაოს აღმნიშვნელია რომელიც წარმოიქმნა დასავლეთ საქართველოში 14 საუკუნეში, დადიანის ხელისუფლების ქვეშ, რომელიც პირდაპირ ემორჩილეობა საქართველოს მეფეს. ამ დროშის ერთობა ხუთჯვრიან დროშასთან ნათლად მიუთითებს სეპარატისტული ინტერპრეტაციის აბსურდს რელიგიურ დეფინიციასთან დაკავშირებით თუ ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ საქართველოში მე-14 საუკუნეში ეგენუელების სავაჭრო ფაქტორიები დაარსდა 1354 წელს, ხოლო უფლება ოდიშის მთავრის -გიორგი II დადიანისგან (1345-1384) მიიღეს, რომელიც ამის თაობაზე “სენიორს” ანუ საქართველოს მეფეს დავით IX მოელაპარაკა [12] იტალიელები კი განთქმულნი იყვნენ მონაცემების შეგროვებით, გადაცემით და აღწერით, სწორედ ამ მონაცემებით სარგებლობდნენ ევროპაში არსებული სხვადასხვა კატროგრაფიული სახელოსნოები ამიტომ ჩვენ მოგვყავს მათ მიერ სხვადასხვა წელს გამოცემული რუკები, რომლებზეც გამოსახულია იმდროინდლი საქართველოს დროშა, რომელიც აბსოლუტურად იმეორებს ანჟელინო დულჩერის რუკებში მონიშნულ დროშებს.

1439 წლით დათარიღებულ ებრაული წარმოშობის კატალონიელი კარტოგრფის-გაბრიელ დე ვალსეკას (Gabriel de Vallseca) პორტოლანი [13], რომელიც დაკავშირებული იყო იმდოინდელ ერთ-ერთ საუკეთესო კარტოგრაფიის მარიორკულ სკოლასთან [14], ხსენებული კარტოგრაფერის რუკაზე ზუსტად არის ასახული საქართველოს ხუთჯვრიანი სამეფო დროშა შეერთებული მწვანე და თეთრ ზოლებთან, მონიშნული სოხუმში,

აგრეთვე მის მიერვე შექმნილი 1447 წლით დათარიღებული პორტოლანი [15], ინახება პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ზუსტი გამეორებაა 1439 წლის რუკისა.

ამასთანავე, 1456 წელს ბარსელონაში შექმნილი პორტოლანი იაკობ ბერტრანის (Bertran, Jacopo) [16] მიერ, რომელიც სრულად ეთანხმება უწინდელ რუკებს ანუ ხუთ ვრიანი დროშა 7 მწვანე და თეთრ ზოლთან ერთად, ამას გარდა სოხუმი მონიშნულია როგორც Sebastopolis-Poto megrelo, ანუ სამეგრელოს ნავსადგური, ხოლო ეს ტოპონიმი გამეორებულია უამრავ მსგავს რუკაზე რომელიც გამოიცა XIV-XVI საუკუნეებში. [17]

ასეთივე რუკები რამოდენიმე ერთეული კიდევ მოიძიება, იტალიის, თუ ევროპის სხვადასხვა საცავებში, თუმცა ზემოთ მოტანილი დოკუმენტები ნათელ წარმოდგენას იძლევა შუა საუუკუნეების საქართველოს სამეფო სიმბოლიკაზე, ხოლო სეპარატისტულ მტკიცებულებას და ამ დროშის არაქართულ სამყაროსთან დაკავშირებას ან კიდევ რელიგიურ-პოლიტკური ელფერის მიცემას კატეგორიულად გამორიცხავს.

მეტად საყურადღებოა ვენეციელი დიპლომატის და მოგზაურის ჯოსაფათ ბარბაროს თხულების - “მოგზაურობა ტანაში” ერთი მონაკვეთი. ბარბარომ, რომელმაც XV საუკუნის მეორე ნახევარში, დიპლომატიური მისით იმოგზაურა კავკასიის რეგიონში და რამდენიმე წელიწადი დაჰყო, დაგვიტოვა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც მეტად საყურადღებოა კავკასიის ისტორიის შესწავლისათვისკერძოდ ბარბარო წერს:

“ეს სამეგრელო ესაზღვრება კაიტაღებს,რომლებიც კასპიის [კავკასიის-ავტორი] მთების მახლობლად ბინადობენ... ამ ქვეყნის მმართველს ჰქვია ბედიანი, მას შავ ზღვასთან აქვს ორი ციხესიმაგრე,ერთს ჰქვია ვატი, ხოლო მეორეს -სებასტოპოლი.”[18]

როგორც ცნობილია ვატი ეს არის ბათუმი, ხოლო სებასტოპოლი-სოხუმი, რომელიც იმ დროს ბედიანის (დადიანი) საერისთაოში (სამეგრელო) შედიოდა. ამასთან დაკავშირებით ევროპის ბიბლიოთეკაში ინახება ერთი უნიკალური რუკა, რომელიც ბევრ დეტალს ჰფენს ნათელს. ეს არის ბატისტა ანგეზის რუკა 1540 წლით დათარიღებული უნაკალური ნამუშევარი [19] რომელიც ერთდროულად საზღვაო და სახლმელეთო წერტილებს მოიცავს, გასაოცარი სიზუსტითაა აღწერილი კავკასიის რეგიონი, კერძოდ: MEGRELIA REGI სამეგრელოს რეგიონი რომელსაც განაგებდა დინასტია დადიანი (ბედიანი) რომლის ცენტრი იყო სოხუმი, სადაც დომინანტი მოსახლეობა ქართველობა იყო. შეეხება ჩრდილო კავკასიას ყუბანის აუზში არის მონიშნული ABACVAS REGI რომლის ცენტრი არის <> ანუ აყუა. რომელიც არის ქალაქ სოხუმის დღევანდელი სახელი. ბატისტა ანგეზის რუკა ადასტურებს და ზუსტად წარმოსახავს ბარბაროს აღწერას (და სხვებისაც), მეორეც ნათლაც აჩვენებს თანამედროვე აფხაზების პირველსამშობლოს - ABACVAS REGI და მათ ცენტრს <>, რომლებმაც ამ ამბებიდან რამდენიმე საუკუნეში შეაღწიეს საქართველოს სამეფოს მიწებში დაიპყრეს და ქალაქ სოხუმს უწოდეს საკუთარი რეგიონის ცენტრის სახელი, რომელიც არსებობდა ჩრდილო კავკასიაში საუკუნეების განმავლობაში.

იმავე ხანაში გამოშვებულ საზღვაო რუკებზე მასზე დადიანის საერისთავო (Mengrelia) გადაჭიმულია ტუაფსემდე (ქართული სახელმწიფოების საზღვარი მთელი ისტორიის განმავლობაში), 1543 წლით დათარიღებული პორტოლანი პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკიდან [20], რომლის ავტორი ზემოხსენებული ბატისტა ანგეზია (Battista Agnese) ამისი ნათელი დასტურია

ასევე 1559 წლის რუკა, რომლის შემქმნელია კარტოგრაფერი დიეგო ომე (Diogo Homem) ,ნათლად წარმოადგენს დადიანის სამფლობელო-სამეგრელოს [21]

ამგვარად, დასასრულისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე აფხაზების მიერ საკუთარ სეპარატისტულ დროშაზე საქართველოს ერთიან სამეფოს სიმბოლოების დატანა და მათთვის აბრურდული და წარმოსახვითი ინტერპრეტაციის მიცემა უკავშირდება ერთადერთ მზაკვრულ მიზანს -ამ უძველესი ქართული კუთხის ძალადობრივი მეთოდებით საქართველოსგან ჩამოშორებას-სიყალბით ისტორიის დამახინჯებით და სიმართლის დამალვით. თუმცა სიმართლე არასოდეს იმალება,მითუმეტეს თანამედროვე სამყაროში!

ონისე გელაშვილი

 

ბიბლიოგრაფია

[1] Абхазия » Государственная символика

http://apsnypress.info/symbols

[2] Rapp, Stephen H. (2003), Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, p. 437.

[3] George Kokoshashvili-Scriptographical Symbols and Georgian ,,Asomtavruli”

http://saunje.ge/index.php?id=1091&lang=ru

[4] Marino Sanuto, I Diarii, vol. 8 Venezia, casa editoriale Italia;Editore: Guglielmo Berchet 1879

[5] Carte marine de l'océan Atlantique Est, de la mer Méditerranée, de la mer Noire et de la mer Rouge / Guillmus Soleri , Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE B-1131 (RES) / http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b59011840/f1.zoom.r=Carte+de+l'Oc%C3%A9an+Atlantique.langEN

[6] Assays from the History of Georgia. Abkhazia from ancient times till the present days.P-155 http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/001021/Abxazia.pdf

[7] Ментешашвили А.М. Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии. - Тбилиси, 1998.Док. №2 http://sisauri.tripod.com/politic/doc1.html

[8] The *portolan chart of Angellino de Dalorto, 1325, in the collection of prince Corsini at Florence / with a note on the surviving charts and atlases of the fourteenth century by Arthur R. Hinks.

http://www.internetculturale.it/opencms/opencms/it/ricerca_metamag.jsp?instance=mag&opCha__subject=AND&channel__subject&q=Dalorto

[9] Angelino Dulcert, Carte marine de la mer Baltique, de la mer du Nord, de l'océan Atlantique Est, de la mer Méditerranée, de la mer Noire et de la mer Rouge,1339 http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5901183k/f1.zoom

[10] The British Library in London, UK (Add.MS.25691).

[11] 1367 Domenico et Francesco PizziganoMCCCLXVII. Hoc opus compoxuid franciscus pizigano veneciar et domnus pizigano In Venexia meffecit marcus die XII decembris .Biblioteca Palatina ,Parma(Ms.Parm.1612)

[12] Agostino Giustiniani-Annali della repubblica di Genova.P-304

[13] Carta de 1439 al Museu Marítim de Barcelona (inv. 3236), mapamundi parcial.http://www.cch.cat/img/secc_m/gran/1439%20gabriel%20vallseca%20(mediterrani)%2001.jpg

[14] La cartografía mallorquina -Por Julio Rey Pastor y Ernesto Garcia Camarero :1960 ; 37-45

http://www.elgranerocomun.net/IMG/pdf/Cartografia_Mallorquina_JRP_EGC.pdf

[15] Gabriel de Vallseca,Carte marine de la mer Méditerranée et de la mer Noire] / Gabriel Devallsecha la affeta en mallorcha an MCCCCXXXXVII /

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b59011877/f1.zoom.r=Gabriel+Vallseca.langEN

[16] 1456 Jacopo Bertran & Berenguer Ripol, National Maritime Museum, Greenwich, London [ G230:1/7 MS] /

http://collections.rmg.co.uk/collections/objects/540297.html

[17] Gratiosus Beninchasa Anconitanus composuit Venetijs Anno domini MCCCCLXVI 1466.Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE DD-2779 (RES) http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b59011091/f6.zoom.r=Atlas+nautique+de+la+mer++mer+Noire.langEN

[18] Giosafat Barbaro - «Travels to Tana» // Navigazioni e viaggi - Giovanni Battista Ramusio

http://www.abruzzoinmostra.it/letteratura/ramusio_01/PAGE2194.HTM

[19] Battista Agnese,1540//Portolan Chart of Europe Showing the British Isles.

http://www.bl.uk/onlinegallery/onlineex/unvbrit/p/zoomify82753.html

[20] Battista Agnese,Atlas nautique du Monde] Baptista Agnese Januensis fecit Venetijs anno domini 1543 die 25 juny

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5901086g/f14.zoom.r=Battista+Agnese.langEN

[21] Diogo Homem,Atlas nautique de la Mer Méditerranée, de la Mer Noire et de l'Océan Atlantique nord-est // Diegus Home cosmographus me fecit ano salutis 1559

http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5901091s/f8.zoom

Kategorideki Diğer Yazılar