სად არის სამხრეთ ოსეთი - ერდოღან შენოლ (დავითაძე)

კატეგორიები
/
კონფლიტური ზონები
/
სად არის სამხრეთ ოს...
სად არის სამხრეთ ოსეთი - ერდოღან შენოლ (დავითაძე)

ოსები საქართველოში: მითი და რეალობა - ანზორ თოთაძე

სიმართლე აფხაზეთის დროშის შესახებ

აფხაზეთში სოფლების ნაწილს სახელები გადაარქვეს

ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ქართველებთან არ უნდა გვეომა

ევროსასამართლოს ვერდიქტი გამოცხადდა

თურქეთის ქართველებმა რეაგირება გამოახატეს გაზეთ „საბაჰ“-ის მიმართ

აფხაზეთის ეკლესია მსოფლიო პატრიარქს კვლავ ქართული ეკლესიის საზღვრების გადახედვას სთხოვს

აფხაზეთისთვის გეოპოლიტიკური ბრძოლისა და გამოსავლის შესახებ-ბადრი გოგია

2008 წ. ომის საქმე: ჰააგის პროკურორი 3 ოსი მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს

2008 Rusya Gürcistan Savaşı belgeseli “Уроки русского - Russian Lessons"

სად არის სამხრეთ ოსეთი - ერდოღან შენოლ (დავითაძე)

სად არის სამხრეთ ოსეთი, თურქეთში მხოლოდ მათ ჰქონდა ინფორმაცია ვინც  დაინტერესებული იყო სხვადასხვა მიზეზების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე სად იყო თურქეთში მცხოვრებმა ბევრმა ადამიანმა სახელიც არ იცოდა სანამ 2008 წლის ომის მოხდებოდა.


სად არის სამხრეთ ოსეთი, თურქეთში მხოლოდ მათ ჰქონდა ინფორმაცია ვინც  დაინტერესებული იყო სხვადასხვა მიზეზების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე სად იყო თურქეთში მცხოვრებმა ბევრმა ადამიანმა სახელიც არ იცოდა სანამ 2008 წლის ომის მოხდებოდა. ბევრი ადამიანის დაღუპვის გამომწვევი აღნიშნული ომის დროს და შემდგომში ომის ყოველ წლისთავზე, ომის და რუსეთის მიერ საქართელოს ზოგი კუთხეებში მოქმედი ოკუპაციის საპროტესტო აქციების დროს როგორც გამოჩნდა, თურქეთის საზოგადოებას მათ შორის თურქეთის ქართველებსაც არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის შესახებ და აქედან გამომდინარე საკმაოდ ვერ გაიგეს ომი და ომის მტკივნეული შედეგები.

მოკლედ ოსები და ოსეთი
ოსები მკვიდრი ხალხია ოსეთის, ინდო-ევროპელი მოდგმის-ირანელი წარმოშობის ხალხია. ოსური შედის ინდო-ევროპულ ენების ირანის ქვეშტოში. ოსურ ენაში არსებობს ორი დიალექტი. ესენი არის: ირონულ დიალექტი ოსეთში (ჩრდილო ოსეთი) და საქართველოს ოსები მეტყველობენ და დიგორული დიალექტი  ოსეთის დასავლურ მხარეში მეტყველობენ. ოსების უმრავლესობამ XII. საუკუნეში მიიღო ქრისტიანობა ქართველების საშუალებით, მანამდე ისინი იყვნენ წარმართები. დიგორულ დიალექტის მოლაპარაკე ნაწილი ოსების უმრავლესობა არის მართმადიდებელი ქრისტიანი, გარკვეული ნაწილია მუსლიმანი, დაახლოებით %30 არის წარმართი.

ოსეთი ჩრდილო კავკასიაშია და რუსეთის ფედერაციის ერთ ერთ ავტონომიური რესპუბლიკა არის. ოსეთის მეორე სახელი არის ალანია. მიწების დიდი ნაწილი არის მთადორიანი, არეალი 8.000 კმარის და დედაქალაქი კი ვლადიკავკაზი, 2002 წლის მონაცემებით ცხოვრობს 710.000 მოსახლეობა რომლებიც %62,7 ოსი, %23 რუსი, %3 ინგუშია და დანარჩენი სომეხი.

ოსეთსა და რუსეთის ურთიერთობა დაიწყო XVIII. საუკუნის დასაწყისში. რუსების კავკასიის რეგიონში გაფართოების პერიოდშიც ოსებმა ხშირად აღიარეს თავისი აზრი რუსეთის ქვეშევრდომში შესვლის შესახებ. 1770 წელს კიდევ ერთხელ აღიარეს თავისი მიწების რუსეთის იმპერიის შეერთები სურვილი. რუსეთის სამეფოს დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის გამო არეულობა დაიწყო კავკასიაში. 1918 წელს ოსეთის მოსახლეობამ კიდევ თქვა რუსეთის ქვეშევრდომში დარჩენის სურვილი. ოსებმა რუსეთის იმპერიის დროს, შემდგომ საბჭოთა კავშირის პერიოდშიც დარჩნენ რუსეთის ერთგული და დღესაც ისევ არიან. 2008 წლის ომის პერიოდშიც სამაჩაბლოში (სამხრეთ ოსეთი) და რუსეთის დაბომბვის ქვეშ მყოფ გორში, რუსების გეგმების შესაბამისად სამხრეთ ოსეთში მყოფ და ჩრდილოეთიდან ჩამოსულ შეიარაღბულ სეპარატისტი ოსებმა სიძულვილით დაესხენ ქართველებს.

სამხრეთ ოსეთის სახელწოდება და თურქეთში აღქმა რუსეთ-საქართველოს ომის
მიუხედევად ამ სახელწოდებისა და აქედან გამომდინარე მიღებული ინფორმაციის გამო ასეთი არის თურქეთის მოსახლეობის აღქმა; “არსებობს ქვეყანა, რომელის სახელი სამხრეთ ოსეთი არის, ამ ქვეყანას უნდა დატოვოს საქართველო და მიიღოს დამოუკიდებლობა. საქართველოსაც არ უნდა აღიაროს ეს ფაქტი, სამხრეთ ოსეთის დამოუკიებლობისა, ხელს უშლის და მისი კუთხე არ არის მაგრამ უნდა აკონტროლებდეს, ამის გამო განახორციელა სამხედრო ოპერაცია, როგორც 90’იან წლებშიც ჰქონდა პრობლემები ამ ქვეყანასთან. რუსეთმაც სამხრეთ ოსეთის ქვეყანას დახმარებისა, დაცვის და განთავისეუფლების მიზეზით შევიდა სამხრეთ ოსეთში, ჩაერია ამ საქმეში და საბოლოოდ გადაარჩინა სამხრეთ ოსეთი საქართველოს ოკუპაციიდან. იმ კუთხეს სახელი თუ არის სამხრეთ ოსეთი ომლისთვისაც იყო ომი, ალბათ ის არის (უნდა ყოფილიყო) ოსების მიწა და არ უნდა ჰქონოდა არაფერი კავშირი საქართველოსთან.  ომის დროს რუსეთმა სამხრეთ ოსეთის გარდა საქართველოს მიწებშიც შევიდა, დაესხა და დაბომბა როგორც გორი, ეს იყო არასწორი მოქმედება მაგრამ ომის შემდგომ უკან დაიხია (!) თურქეთის ქართველების თვალსაზრისით ის კუთხე თუ არის სამხრეთ ოსეთი და რუსეთმა თუ დატოვა სამხრეთ ოსეთის გარდა საქართველოს კუთხეები და უკან დაიხია, უკვე აღარ არის რამე პრობლემა, საქართველოსთან დაკავშირებით (!)”

რუსეთი სისხლით ახშობს თავისი საზღვრებში მცხოვრებ ხალხების მოთხოვნებს და სამხრეთ კავკასიაში როგორ ხდება ასე დიდსულოვანი სხვისი ყულაბით (ზანდუკით)
ვისაც არა აქვს დეტალური ინფორმაცია იმ კუთხის შესახებ, მიუხედევად იმისა ხომ არის საჭირო თავის თავს უნდა კითხონ ეს საკითხი? რუსეთი თუ არის ასე გულმტკივნეული მეზობელ ხალხების დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესახებ, ნორმალურ პირობებში ალბათ ის ვერ იქნება პროვინციაც, როგორც წარსულში რუსეთის მიერ სახელი შეცვლილი კუთხე, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთსა, როგოც 2008 წლამდეც რუსეთი აკონტროლებდა, დღესაც ათასობით ჯარისკაცით აკონტროლებს, სანამ ის დამოუკიდებლობას 70.000 მოსახლებიანი საქართველოს ამ კუთხისა, მის საზღვრებში მყოფ ისტორიულად და ნამდვილი ოსეთს რომელშიც ცხოვრობს სამხრეთიდან ათჯერ-თორმეტჯერ მეტი მოსახლეობა, რატო არ აძლევს დამოუკიდებლობას მათ? ისინი უფრო არ იმსახურებენ ვიდრე სამხრეთ ისეთი? ან რატომ მის საზღვარში მყოფ ჩეჩნეთს ან ჩრდილო კავკასიის სხვა ავტონომიური კუთხეებს არ აძლევს დამოუკიდებლობას, ყველაზე მძიმედ სჯიან ვისაც აქვს მოთხოვნა მაგრამ სხვა სახელმწიფოს მიწაზე თუ არის საუბარი როგორ ადვილად აძლევს  დამოუკიდებლობას? რუსეთს უფრო მეტად უყვარს სამხრეთ ოსეთელები ვიდრე ჩრდილო ოსეთელები?

კიდევ სხვა ერთი თემა ის არის, ნეტა საქართველო ზეწოლას ახდენს თუ არა იქ მცხოვრებ ხალხზე, ასიმილაციას ახდენს და ეს ხელს უწყობს თუ არა ამ პრობლემებს? საქართველო, კავკასიის რეგიონში წარსულშიც არასოდეს არ ატარებდა სისტემატური ასიმილაციის პოლიტიკას. მათ კარგად იციან ვინც იცნობს ქართველ ხალხს, ქართველები პატივს უფრო სცემს სხვა ხალხების უფლებებს ვიდრე თავის თავს, არამედ ხანდახან აზვიდებენ საქმეს და ტოლერანტული ხდებიან როგორც არ არიან იმდენი ტოლერანტული თავის ხალხსა. ამიტომ როგორც იყო ისტორიაში დღესაც თბილისში, ბათუმში, ქუთაისში ან სხვა დიდ ქალაქებში და სხვა კუთხეებშიც დასახლებული და მრავალ საუკუნებიდან ცხოვრობს სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფების მოსახლეობა, მათ შორის არის ოსებიც, აფხაზებიც, სომხებიც, აზერებიც, რუსებიც კი. აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში კლავდენ ათასიბით ქართელსა და გააძევეს საერთოდ ასი ათასობით ქართველი, წაართვეს მათ ადგილები, სახლები და იმ პერიოდშიც თბილისში, ბათუმში ან საქართველოს სხვა კუთხეებში მცხოვრებ უმცირესობის იმ ხალხებზე არასოდეს არ მოუხდენიან ზეწოლა, არც უფიქრიათ დასჯა, შურისძიება და არავითარი ცუდი განწყობილება არ იყო მათთან. იმდენად რომ 2008 წელს მოქმედ ომში, რუსეთის მართველი იყო ვლადიმერ პუტინი და მისი რუსი დედა ცხოვრობდა საქართველოში, ქართველებმა  არ უთხრეს მას არაფერი, თავისი ქვეყნის ოკუპანტს, თავისი ხალხის მკვლელის დედას. ოსებიც კი ომის პერიოდშიც და დღეს კიდევ მშვიდობიანად ცხოვრიბენ სამხრეთ ოსეთის გარდა საქართველოს ქალაქებში ქართველების გვერდი-გვერდ და აუცილებლად გააგრძელებენ ასე თანაცხოვრებას.

ქართველები თავის ქვეყანაში მცხოვრებ ხალხების ყველა უფლებებს, ეროვნული იდენტურობას სცნობს, მათ მათ სახელს უწოდებს, მათი ენას სცნობს, არასოდეს არ აკისრებს ქართულ იდენტურებას. იქ სომეხს სომეხი, აზერბაიჯანელს აზერბაიჯანელი, აფხაზს აფხაზი, რუსს  რუსი, ოსს ოსის სახელს უწიდებენ და ყველა ესენი თავისი ენით და კულტურით ცხოვრობს, სკოლების არამედ უნივერსოტეტის გახსნას საშვალებას აძლევს და არ უკრძალავს სახელმწიფო და მეტად ეხმარება ამ სფეროში და საშუალებას აძლევს. საქართველო ისეთი ქვეყანა არის რომ არაქართველი ვინმე თუ გვარს შეცვლის და დაიწერეს თავს ქართველად ამასაც ქართველები  ნორმალურად არ თვლიან. თუ არის ისეთი აზრი, თუ ფიქრობს ვინმე კონფლიკტური ზონებში არაქართველ ხალხზე ზეწოლა იყო ან სავარაუდოდ ასეთი მოვლენები იყო და ამიტომ მოხდა პრობლემებიო, ეს მართალი არ არის, თუ ასეთი გეგმები ჰქონოდეს საქართველოს, არ იცნობოდა, არ  იქნებოდა დაცული იმ ხალხის უფლებები, ასიმილაციას მოახდენდა კონფლიკტური ზონების გარდა კუთხეებში მცხოვრებ ხალხის რომლებიც სრულ საქართველოს კონტროლშია. არაქართველი ვინმე აღარ იქნებოდა როგორც სომხეთში აღარ დარჩა სომხების გარდა ვინმე. დღესაც ისეთი მდგომარეობა არის საქართველოს ზოგი რაიონებში ისეთი მოსახლეობა არის რო მრავალი საუკუნე არის იქ ცხოვრობს არაქართველი ხალხი და დღესაც არ იციან ოფიციალური ენა (რა თქმა უნდა ეს საამაყო მდგომარეობა არ არის საქართველოსათვის). სავარაუდოდ ამ თავისუფალი მდგომაეობის გამო ბოლო წლებში ბევრი ოჯახი არის მეზობელი ჩეჩნეთიდან საქართველოში გადმოსახლებული. მათ შორის არის ზვიად გამსახურდიას მეგობარი ჩეჩნეთის ცნობილი სარდალი და პირველი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევის მეუღლე და შვილებიც. მათ ვერ მოიპოვეს მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება თავის ქვეყანაში და არჩიეს საქართველოში გადმოსახლება.

საქართველოს მოსახლეობა მრავალ ჯერ დაექვემდებარა ფიზიკური განადგურების და დევნილობას მაგრამ ასეთი თავისთავზე გადახდენლი ძადობრივილი მოვლენები მაშინაც კი არ გადაუხდენია არავიზე როდესაც ჰქონდა ძალა-უფლება. ქართველების მართველების-სუვერინეტეტის პერიოდებში არავინ არ არის დევნილი თავისი ადგილიდან, არავინ არ არის დახოცვილი ან ასიმილირებული. რა შუაშია მაშინ, ყოველ შემთხვევაში საქართველოს მტერობის მოყვარე-საქართველოს სუვერინეტეტის უპატივცემულო მიზანმიმართული პიროვნების გარდა ვერავინ ვერ იტყვის ოსებზე ან სხვა ხალხზე უსამართლობა იყოო. ჩვენ ვერ ვიტყვით რო საქართველო ფეხზე დგას, ძლიერიაო და თუ არის ლაპარაკი იმაზე, შეცდომები ჰქონდა თუ არა საქართველოსო, შეგვიძლია ამაზეც ვიფიქროთ მაგრამ პრობლემა ის არის რო მიზანმიმართული ადამიანებს ყოველ შემთხვევაში ისეთი შეხედულება აქვს საქართველოს მიმართ, ვითომ საქართველო არის განტევების ვაცი და ასე მიზანმიმართული ადამიანებიდან ჩვენ არასოდეს არ უნდა ველოდეთ რეალური შეფასებას, გულწრფელობა და ამის მოლოდინი ჩვენთვის იქნება გულუბრყვილობა.

აქ ყველაფერს თავისათვის დაგეგმა-გააკეთა რუსეთმა და არ აინტერესებს ოსებიც. მისი მთავარი მიზანი არ არის მარტო სამხრეს ოსეთის გაკონტროლება, მთლიანად საქართველოს და სამხრეთ კავკასიაში ბატონობას გაგრძელებას გეგმავს. საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ვერ ამბობს-ვერ აღიარებს ამ კუთხეების ოფიციალურ შეერთებას რუსეთის მიწებთან და ზუსტად ამიტომ ხელოვნური დამოუკიდებლობის სტატუსებს ანიჭებს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთსა და იქ თამაშობს დამცავი როლს და სურს დავიჯეროთ ამისა, მაგრამ იმათ არ სჯერა ვისაც რეალურად გაგება აქვს იმ რეგიონის შესახებ.

თურქეთში წყაროები  საქართველოს წინააღმდეგი ინფორმაციას ავრცელებენ
ბევრი წყარო და გამოცემა მხარს უჭერს ამ აღქმას. მაგალითად თავისუფალი ენციკლოფედია ვიკიპედია თურქეთში ასე წერს ოსეთის შესახებ; “მაღალ-მთიანი კუთხე მდებარეობს კავკასიის მთის ჩრდილო და სამხრეთ მხარეში. ჩრდილოეთით ესაზღვრება სტავროპოლ კრაი (რუსეთის ფედერაცია), აღმოსავლეთით ჩეჩნეთის და ინგუშეთის რესპუბლიკა, დასავლეთით ყაბარდეი-ბალყარეთის რესპუბლიკა და სამხრეთით საქართველო არის მეზობელი. ისტორიულად და კულტურულად თითქმის ერთიანია ოსეთი მაგრამ დიდი კავკასიონის ქედი ყოფს ორ ნაწილად: ჩრდილო ოსეთი და სამხრეთ ოსეთი... ჩრდილო ოსეთი არის ავტონომიური რესპუბლიკა, ეკუთვნის რუსეთის ფედერაციას. სამხრეთმა კი 1991 წლის ომის შედეგად მიიღო დამოუკიდებლობა საქართველოსაგან. დე-ფაქტო წლების შემდგომ 2008 აგვისტოს მოხდა ომი სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის; ომში ჩაერია რუსეთის ფედერაცია და აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ნიკარაგუა და ვენესუალემაც აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა არის ოსი და სახელიც აქედან მოდის. ქვეყანაში ოსების გარდა ცხოვრობს რუსები, ქართველები, სომხები, კავკასიის სხვა ხალხები და სხვა კუთხეების ხალხები”

თურქეთის მოქალაქე ჩრდილო კავკასეელებიც ასე მოქმედებენ. მაგალითად კავკასიური ფონდის ვებ საიტში kafkas.org’ში გამოქვეუნებული “სამხრეთ ოსეთის დავა”ში ასე წერს; “ოსეთი, გეოგრაფიულად ორად ყოფს კავკასიის მთებით და პოლიტიკურადაც ეს კუთხე რუსეთის ძალების ხელში გადასვლის შემეგ, ქვეყნის სამხრეთი მხარე გადასცეს საქართველოს და ქვეყანა ორად გაიყო.”

თურქეთში ამ საკითხზე არსებული ყველა ინფორმაციის წყარო არის რუსული და გამომქვეყნებელ იმ ინფორმაციის მფლობლები სარგებლობენ რუსულ ენაზე დაწერილ წყაროებიდან. ცალმხრივი ეს წყაროები ვერ გაცდება რუსეთის პოლიტიკის გარეთ, იმ წყაროების გარდა ვერ სარგებლებენ ქართულ წყაროებიდან, მათი გარკვეული ნაწილიც მოქმედებს ანტი-ქართულ მოქმედებით მაგრამ გარკვეულ ნაწილს არ შეუძლია რუსულ წყაროების გარდა ინფორმაციის მიღება ამიტომ მათთვისაც საკმარისია ეს რუსულ ინფორმაცია.

თურქეთის სხვადა სხვა სტრუქტურებ-ორგანიზაციების გარკვეულ ნაწილები სარგებლობენ საქართველოს და ქართველების წინააღმდეგი სწორი ან არასწორი ყველა მოვლენები-ვითარებიდან. ისინი არ ადასტურებენ ანტიქართულ იმ მოვლენებს ან ინფორმაციას და ზოგჯერ პირადად წერენ ისეთი ტყუილი ამბავებს, რეგიონების შესახებ ისტორიული და დღევანდელი ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოსა და ქართველების წინააღმდეგ, მათი მიზანი არის თურქეთის საზოგადეობაში მათ შორის თურქეთელ ქართველებს შორის ცუდი შეხედულებას და წინააღმდეგობების ცნობიერების ჩამოყალიბება. მაგალითად; თუ საჭირო იქნება ისინი არ აღიარებენ ოსების და აფხაზების მნიშნელოვან ნაწილის ქრისტიანობას, გარკვეული ნაწილის წარმართობას მალავენ, ამ ფაქტს და ამბობენ ტყულის იმაზე, რომ ოსებისა და აფხაზების მუსლიმანობას და კი ქართველების ქრისტიანობას, ამით ისინი გეგმავენ რო ასეთი შეხედელება იყოს თურქეთის მუსლიმანი საზოგადოებაში და გაიგონ რო იქ არის დაპირისპირება მუსლიმი ოსი ან აფხაზი ხალხისა და ქრისთიანი ქართველების შორის. რა კარგად უთქვამს თურქებს “ვინ მაგინებს რჯულს ნეტა იყოს მუსლიმანი!”. ამ ტყუილით მათი მიზანი არის იმ რეგიონების მოვლენებს რელიგიური ესპეკტის დაყენება და ამით თურქეთის საზოგადოებას მხარდაჭერა.

აკი პირველი საუკუნის შემდგომ ქრისტიანობა იყო ჭეშმარიტი რელიგია და ქართველებმა მიიღენ პირველი საუკუნიდან და დიდი სამუშაოები გამოშვეს, შემდეგში გარკვეული ნაწილი გახდა მუსლიმანი. იმ სხვა ხალხებს დამწერლობაც არ ჰქონდა და საუკუნეების განმავლობაში იყვნენ წარმართები, შუა საუკუნეებში გარკვეულმა მათმა ნაწილმა მიიღო ქრისტიანობა, შემდგომ გარკვეულმა ნაწილმა მიიღო ისლამი, ხოლო XX. ve XXI. საუკუნეში მათი მუსლიმანი ნაწილის გარკვეულმა ნაწილმა ხელახლა მიიღო ქრისტიანობა და ამ ხალხების გარკვეული ნაწილი კვლავ არიან წარმართები. იმ  ჯგუფებმა თურქეთში ისე წინ წაიყვანეს ტყუილები, რომ სინამდვილეში არ აღიარებენ თურქულ იდენტურებას მაგრამ, გეგმავენ სარგებლობას ყოველ შემთხვევიდან და ნაციონალისტი თურქების გრძნობიდან სარგებლობის მიზნით, თუ საჭირო იქნება ისინი მოქმედებენ ორპირულად. თუ გავითვალისწინებთ ამ ფაქტს ჩვენ ვხედავთ რო, სხვადა სხვა ეთნიკური, სოციალური, კულტურილი მდგომარეობაში არიან, მათი რწმენა, ცხოვრების სტილი სხვადასხვა არის და ვერ იქნებიან გვერდიგვერდ ეს ადამიანები და ჯგუფები მაგრამ თუ არის საკითხი საქართველოსა და ქართველების წინააღმდეგობა, მაშინ ყოველ შემთხვევაში მოკავშირე (დარაზმვაში) არიან და ეს გვაფიქრებს იმაზე, გარკვეულ წყაროებიდან არიან მითითებული და ორგანიზებული.

ეს არასწორი ინფორმაციები გავრცელებულია კავკასიის ბოლო ორი საუკუნის ბატონი და ყველაფერის მაკონტროლებელი რუსეთის დეზინფორმაციიც შედეგად. ეს ტყუილი და არასწორი ინფორმაცია ყველაზე იოლად ღებულობენ სამწუხაროდ თურქეთში. თურქეთიც არ მუშაობს იმაზე რო გაიგოს მისმა საზოგადოებამ სიმართლე და ზოგადად მოქმედებს არასწორი ინფორმაციის გზით (!)

საქართველოსაც კი არაფერი არ გაუკეთბია თურქეთის საზოგადოებაში გავრცელებული არასწორი აღქმის პრევენციისათვის, ალბათ თავისი პრობლემებით იყო დაკავებული და განსაკუთრებით თურქეთის საზოგადოების სიმართლის გაგებისათვის საჭირო ენერგია ვერ ნახა, ვერ მოახსენა თავის თავი.

თურქეთში ყველა მედიის ინსტრუმენტები ავრცელებენ რუსეთიდან მიღებულ ინფორმაციას. 2008 წლის ხუთ დღიანი საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსეთი მედიაშიც მართავდა მნიშნელოვან ომს, ისეთი პოზიცია იყო რომ, შეწყვეტილი იყო საქართველოდან საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციის მიცემის საშვალება და რუსეთი ავრცელებდა ცალმხრივი ინფორმაციას მსოფლიოში. კიდევ თურქეთის მედია იღებდა ინფორმაციას იმ წყაროებიდან და ამასთან დაკავშირებით ვერ გაიგო ვინმემ რო რუსეთის მიერ დღეების-კვორების წინ იყო დაწყებული მზადება, იმ დროს კვლავ რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო სამხრეთ ოსეთი, იქ მრავალ წელია ზეწოლის ქვეშ იყვნენ ქართველი მოსახლეობა, რუსეთის მიერ შეიარაღებულ ოსი ტერორისტების შეტევა იყო, სოფლების დაბომბვა, ომის 4 დღის წინ რუსეთის არმიის მიღებული ბრძანებას და ამ ყველაფერის ინფორმაცია ვერ მისცეს საზოგადოებას. რუსი ცოლ-ქმარის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმს ნახვის საშვალებაც არ ჰქონდათ თურქეთის საზოგადოებას.

http://www.youtube.com/watch?v=bXJI3gxXm2Q&feature=youtu.be ამ ლინკშიც შეიძლება ის დოკუმენტური ფილმის რომელიც საქართველოს ტელეარხებში ქართულ წარწერით გამოქვეყნებულია. თურქეთის საზოგადოება არც რუსული და არც ქართული არ იცის და ამიტომ არ ჰქონდა არავის შესაძლებლობა და საკმარისი ზემოქმედება ვერ მოახდინა ამ ფილმმა.

დაჩაგრულის დამჩაგვრელად ჩვენება მოახერხეს
საქართველოს მოსახლეობის ეს სიმწარე ვერ გაიგეს თურქეთში მცხოვრებმა მათმა მონათესავებმა, ამის მიზეზი იყო ალბათ ეს დეზინფორმაცია, ტერმინოლოგიური განსხვავება, მოვლენების ადგილის საქართველოს საზღვრების გარეთ ჩათვლა, ან ასე მიხვედრა. ანუ საქართველო იცავდა მის კუთხეს და მოსახლეობას, დიდი არმიით შემოსულ რუსეთიდან, მაგრამ ისე აჩვენეს რომ ვითომ საქართველო იყო ოკუპანტი. ისე ჰგონიოდა ყველას და კვლავ ჰგონიათ რო ის კუთხე არ არის საქართველოს მიწა, როგორც აფხაზეთი. მაგრამ აფხაზეთის დავა განსხვავებულია სამხრეთ ოსეთისაგან. ამ ორი რეგიონის საზიარო დამახასიათებელი ის არის რომ; რუსეთსა და მისი თანამოკავშირების მიერ ეთნიკური წმენდა განხორციელდა ქართელების მიმართ, ასი ათასობით ქართველი გააძევეს მაგრამ ვითომ არ იყო საქართველოს მხარე დაზარალებული, ვითომ საქართველომ დააზიანა ჰგონიათ, ეს ინფორმაცია მისცეს თურქეთის საზოგადოებას. ზუსტი ჰგონიათ ის დიდი ტყუილები და არ იციან ჭეშმარიტება, ამიტომ მოსახლეობის უმრავლესობა მცდარობაშია, იძულებული, ადგილები-სახლები წართმეული, გაძევებული მოსახლეობის სახლები ვინებზე არის მიცემული არ არიან ამაზე დაინტერესებული, გაძევებული ხალხის სიღარიბეს, შეწუხებას და მათი ადამიანური უფლებებს არ ითვალისწინებენ ამ დეზინფორმაციის გამო.

საქართველო ყოველ პერიოდში იყო დიდ-ძალების ჭიდილის არეალი
კავკასიის რეგიონი რუსეთის ამ რეგიონში მოსვლის წინაც ყოველთვის იყო დიდ ძალების ჭიდილის არელაი. რომაელები, სპარსელები, ბიზანტიელები, თურქ სელჩუქები, მონღოლები, ირანი, ოსმალეთი, ყველა ეს მსოფლიოს უდიდესი ძალები იბრძოდენ კავკასიის რეგიონში ბატონობისათვის. საუკუნეების განმავლობაში კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ზოგოერთი ხალხი, მაგალითად ალბანელები გაქრენ მსოფლიოდან და არსებული ხალხების უმრავლესობამაც დაკარგა სახელმწიფოებრიობა. მაგრამ უძველესი დროიდან კავკასიის ყველაზე მნიშნელოვანი და გადამწყვეტი ხალხმა ქართველებმა შეინარჩუნეს ყოფა-ცხოვრება და სახელმწიფოებრიობა.

საქართველომ XIV.-XV საუკუნებში დაკარგა ძალა-უფლება
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დაიწყო XI. საუკუნიდან. მაგრამ XI. საუკუნეში რუსეთი ან რუსი კიევის მიმდებარე ტერიტორიას ეწოდებოდა. დღევანდელი რუსეთის მიწებზე ცხოვრობდა მონღოლური ტომები. XII. საუკუნეში მუსლიმანი ბრძანებლები ქართველ მეფეებს უწოდებდნენ; უდიდეს მეფეს, ქვეყნიერებისა და სახელმწიფოერბრიობას სიდიადეს, იესოს მიმდევართა მფარველს, კეისართა მძლეველს, დიდებური ჯვრის დამცველს, ქრისტეს მოწაფეთა გვირგვინს, გურჯის, აფხაზის, ალანისა და რუსის მეფეთა მეფეს. XIV-XV. საუკუნეებში დასუსტდა საქართველო. დაეცა ბიზანტია და აღზევება დაიწყო რუსეთმა. XIII.-XVII. საუკუნეებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ერთობ-ფრაგმენტული იყო. როდესაც შაჰ აბბასი 1614-1617 წლებში საქართველოს აოხრებდა, პარალელურად ფინანსურად ეხმარებოდა შვედებს, პოლონელებსა და ყირიმელი თათრებისაგან იავარქმნილ მოსკოვის ქვეყანას. 1609 წელს ტაშისკართან განადგურებულ ყირიმელ თათართა თანამოძმენი პერმანენტულად აწიოქებდნენ და ხარკს ართმევდნენ მოსკოველებს.  

 
1682 წელს მოსკოვის ტახტზე ავიდა პეტრე პირველი, ზოგიერთი მეცნიერების მოსაზვრებით ქართველი უფლუსწულის, ერეკლე ბაგრატიონის უკანონო შვილი, რომელმაც მოსკოვი რუსეთის იმპერიად გადააქცია.

საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ
საქართველო ძალიან მნიშნელოვანი ხაზზე არის და აქვს ტურფა გეოგრაფია, შესაძლებლობების გამო ისტორიაში ბევრჯერ დაიპყრო, შეიწყვეტა სახელმწიფოებრიობა, გარკვეულ პერიოდებში ფეხზე დგებოდა, ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, ზოგჯერ იყო დაყოფილი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხელახლა დგებოდა ფეხზე და ინარჩუნებდა ყოფა-ცხოვრებას. XVIII. საუკუნეში იყო საფრთხის ქვეშ ირანისა და ოსმალეთისაგან. რუსეთის ამ რეგიონში მოსვლამდე დასავლეთ საქართველოს ოსმალეთის და აღმოსავლეთ საქართველოს ირანელებს ჰქონდა პრეტენზია ბატონობისათვის. იმ საუკუნეში საქართველო იყო გაყოფილი, გაუქმებული იყო დასავლეთ საქართველოს სამეფო, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო კვლავ ინარჩუნებდა სუვერინეტეტს. მსოფლიოს იმ დროინდელი უდიდესი ორი ქვეყანას, ოსმალეთის იმპერიისა და ირანის ხშირი თავდასხმის ქვეშ იყო საქართველო და ამ მდგომარეობიდან სარგებლობდნენ და თარაშობდნენ ჩრდილოელი ბარბაროსებიც. საქართველო იყო მძიმე მდგომარეობაში, ყოფა-ცხოვრების დაკარგვის საფრთხის ქვეშ. ხშირი თავდასხმებისა და საფრთხების შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს (ქართლ-კახეთის) მეფემ ერეკლე მეორემ ქვეყნის გადარჩენისათვის ერთ-ერთი გზად ჩათვალა რუსეთთან კავშირი.

1783 წელს ხელი მოაწერეს რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატს. ეს ხელშეკრულაბა კიდევ იცავდა ქართლ-კახეთის სამეფოს სუვერინეტეტსა მაგრამ მისი საზვრებში უნდა ყოფილიყო რუსეთის დაცვის გარანტია. მაგრამ შემდგომში ირანის ხშირი თავდასხმის პერიოდში არაფერი არ გააკეთა რუსეთმა საქართველოს დაცვისათვის. ირანელებმა 1795 წელს მოვიდეს თბილისამდე, აოხრეს, დაწვეს მთელი ქალაქი. საბოლოოდ, მთლიანად განადგურებულ ქვეყანა დაიპყრო რუსეთმა 1801 წელს, გაუქმდა ქართლ-კახეთის სამეფო და ასევე საქართველოს სამეფო და მსოფლიოში არსებული უძველესი დინასტია ბაგრატიონებმა დასრულდა. რუსებმა დაიწყო ქალებისა და ბავშვების გაუპატიურობა, ტაძრების ნგრევა, ძარცვა, ქვეყნის აწიოკება. 1809 წელს მთიულებმა, 1810 წელს იმერლებმა, 1812-1813 წლებში კახელებმა, 1819-1820 წლებში იმერლებმა და გურულებმა, 1841 წელს ისევ გურულებმა, 1856 წელს მეგრელებმა აჯანყებით უპასუხეს. მაგრამ ქართველებმა ვერც ერთხელ საერთო პირის გამონახვა ვერ მოახერხეს. 1917 წელს დაეცა რუსეთის იმპერია. 1918 წელს 26 მაისს საქართველო დამუკიდებელ სახალმწიფოდ გამოცხადდა. 3 წლის შემდეგ 1921 წელს საბჭოთა კავშირმა კიდევ ერთხელ დაიპყრო საქართველო და დაკარგა დამოუკიდებლობა. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში იყო მოთხოვნა დამოუკიებლობისა და საბოლოოდ 1991 წელს კვლავ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა საქართველო. მაგრამ საქართველოს ირი რეგიონი დარჩა რუსეთის მართვის ქვეშ, ესენია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

სამაჩაბლო როგორ გახდა სამხრეთ ოსეთი?
საზოგადოებამ ის არ იცის რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი ისე შიგნით არის ვითომ საქართველოს გულია, დედაქალაქი ცხინვალი რამდენი კილომეტრი არის გორიდან, თბილისიდან, აქ რამდენი მოსახლეობა ცხოვრობს, რომელი ეთნიკური ჯგუფები არიან იქ, რამდენი სოფელია, რამდენი რაიონია და რამდენი ქალაქი არსებობს?

კიდევ ის არ იციან, ისტორიულად არ არის ასეთი სახელწოდებული კუთხე, მარტო ერთი ოსეთი არის, ისიც საქართველოს საზღვრების გარეთ, კავკასიონის კედის იქით, ჩრდილო კავკასიაში რუსეთის ფედერაციის საზღვრებშია, დედაქალაქი არის ვლადიკავკაზი. არ იციან რო, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი საქართველოს შიდა ქართლის კუთხე არის, XIX. საუკუნამდე არ იყო გამოყენებული ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის სახელწოდება, XX. საუკუნეში საბჭოთა კავშირის დროს ეს სახელწოდება მიზანმიმართულად გამოიყენეს.

ეს რეგიონი საქართველოს შიდა ქართლის კუთხეშია და სამაჩაბლოს ჰქვია. ისტორიულად ასე აქვს სახელი. ანუ ქართველ მაჩაბელი თავადების ადგილი. ოსების დედა სამშობლო არის ოსეთი. კავკასიის მთების ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით ოსი მოსახლეობის გადმოსახლება მოხდა, მშვიდი და წყნარი ცხოვრების მიზნით ჩამოვიდენ და დაიწყეს მუშაობა ქართველ მაჩაბელი თავადებთან მათი ნებართვით. 1725 წელს ოსეთის მიმართ ზეწოლა იყო რუსი კაზაკების მიერ და მრავალმა ოსმა თავშესაფარი ადგილად აირჩია კავკასიონის ქედის სამხრეთი მხარე და გადასახლდა საქართველოში. მაგრამ შემდგომში იმ კუთხის სახელი მიზანმიმართულად შეცვალა რუსეთმა რომელიც არაერთი გეოგრაფიული საზღვარი და განსხავება არა აქვს საქართველოდან, ძალიან ახლოს არის გორისა და თბილისში. საბჭოთა კავშირის დროს მიზანმიმართულად, რუსეთის ინტერესებისათვის, საქართველო ნაწილობრივად გაყოფის მიზნით გამოიყენეს ტერმინი სამხრეთ ოსეთი. კი საქართველოს დაპყრობილ ან სუსტ პერიოდებში ყოველთვის იყო ძარცვისათვის ჩრიდილოეთიდან მოსული შემტევი ოსები.

ფეოდალური ხანის საქართველოში იყო ერისთავები და სამაჩაბლო იყო ერთ ერთ საერისთავო კუთხე. XV. საუკუნამდე არ იყო სამაჩაბლოს სახელწოდებაც. ეს კუთხე შედიოდა შიდა ქართლში. სამაჩაბლო მდინარე ლაიხვის შუა და ზემო წელზე ისტორიული აჩაბეთის ხევშია. სამაჩაბლო სახელწოდება მომდინარეობს დავით მაჩაბელიდან. დავით მაჩაბელის წინაპრები იყვნენ აზნაური თავხელიძეები. სამაჩაბლოს რეზიდენცია იყო აჩაბეთი ხოლო საგვარეულო საძვალე-სამარხი, აქ იყო ტირის მონასტერი და საბაწმინდა.

ეკლესიურად ექვემდებარებოდა ნიქოზის საეპისკოპოსოს. სამაჩაბლოს სამხრეთით იყო სარწყავ მიწათმოქმედების ეკონომიკური სისტემა. ხეობის ზემო წელზე მისდევდნენ მემინდვრეობას (ითესებოდა ქერი), განვითარებული იყო მესაქონლეობა. სამაჩაბლოს ჩამოყალიბება და ტერიტორიული გაფართოება დაკავშირებული იყო მეფის ხელისუფლების დასუსტებასთან. სამაჩაბლოს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ქსნის საერისთავო, სამხრეთიდან ფავლენიშვილთა და ამილახვართა მამულები, სამხრეთ-დასავლეთით საყაფლანიშვილო, ჩრდილო-დასავლეთით რაჭის საერისთავო. ჩრდილოეთით მაჩაბელთა ძალაუფლება დვალეთამდე აღწევდა და დღევანდელი სამხრეთ ოსეთის ადგილები მთლიანად იყო მაჩაბელების. სამაჩაბლოს საერისთავო რუსეთის მიერ ქაუქმდა 1850 წელს. ამ პერიოდამდე ოსები იყვნენ ჩრდილოეთიდან ანუ ოსეთიდან მაჩაბელების მიწებში სამუშაოდ ჩამოსული მოსახლეობა. როდესაც მაჩაბლებსა და ყმა ოსებს შორის გამწვავებული კლასობრივი ბრძოლის გამო სენატის დადგენილებით მაჩაბელთა 2000 კომლი ყმა სახაზინო უწყებას გადაეცა.

XIX. საუკუნამდე ქართულ, რუსულ ან სხვა წყაროებში ვერ ვხედავთ ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” ან ორმხრივი სახელწოდება ჩრდილო ოსეთი და სამხრეთ ოსეთი. ეს გამოთქმა პირველად 1830 წლებში და იშვიათად არის გამოყენებული.

საერთაშორისო ორგანოების მიერ აღიარებული საქართველოს არეალი, შიდა ქართლის ნაწილი ეს კუთხე და აფხაზეთთან ერთად მთლიანად არის 69.700 კმ2. მოგეხსენებათ რომ თურქეთის არეალი არის დაახლოებით 814.578 კმ2 და ჩვენ უნდა გავიგოთ რომ საქართველოზე თუ არის ლაპარაკი მთლიანად საქართველო არის თურქეთის არეალის %8,5 და ეს არის მნიშნელოვანი ფაქტი. ამ 69.700 კმ2 არეალში შედის სამხრეთ ოსეთიც და იკავებს 3.900 კმადგილს. ეს რომ შევადაროთ თურქეთის ერთ ერთ პროვინციას, მაგალითად ართვინის არეალი არის 7436 კმ2 და სამხრეთ ოსეთი ართვინის ნახევარ არეალამდე ადგილ იკავებს. დედაქალაქი ცხინვალი არის თბილისიდან 85 კმ, გორიდან 28 კმ მანძილზე. ანუ ასე შიგნით არის საქართველოს... ცხოვრობს 70.000 მოსახლეობა. ცხინვალიც პატარა ქალაქია და იქაც 40.000 მოსახლეობა ცხოვრობს და სამხრეთ ოსეთში სხვა ქალაქიც არ არსებობს. ცხინვალის ცენტრის გარდა არის ოთხი რაიონი. ამ რეგიონის სამხრეთ და აღმოსავლეთ კუთხეების მოსახლეობა 2008 წლის ომამდე ქართველები იყვნენ მაგრამ ის მოსახლეობა გააძევეს ომის პერიოდში.

საბჭოთა კავშრის პერიოდი  საქართველოსათვის იყო ტრაგედიის გაგრძელება
რუსეთის ცარიზმის შემდგომ, საბჭოთა კავშირის პერიოდში განვითარებულ მოვლენები გვაჩვენებს რომ სინამდვილეში საბჭოთა კავშირიც იყო რუსული იმპერია. რის შედეგად 1921 წელს წითელმა არმიამ დაიპყრო საქართველო და დამოუკიდებლობის კიდევ ერთხელ დაკარგვის შემდეგ გაგრძელდა ტრაგედია საქართველოში. 70 წლის განმავლობაში ბოლშევიკების მართვის ქვეშ იყო საქართველო და ქართველ ინტელიგენცია, არისტოკრატია, სასულიერო პირები თითქმის მთლიანად განადგურდა. ამავე დროს 400.000 ახალგაზრდა ქართველი ანუ ყოველ სამი ქართველი ვაჟკაციდან ერთმა დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში. 

1922 წელს, მოსკოვის ბრძანებით საქართველოს კომუნისტებმა ოდითგანვე ქართველების მიწა სამაჩაბლო აჩუქეს ოსებს და ასევე შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა (ობლასტი). საიდუმლო არ არის რომ იმ დრომდე არ იყო გამოყენებული სამხრეთ ოსეთის ტერმინი. გეოგრაფიულად, ან პოლიტიკურად ამ ტერმინს ვერ ვხედავთ ვერცერთ წყაროში იმ პერიოდამდე.

დღეს, ჩრდილო ოსეთად წოდებული კუთხე ნამდვილად არის ოსეთი და ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფიზიკური არაერთი კავშრი არა აქვს. სამხრეთ ოსეთი, ყველა გეოგრაფიული ფაქტორების მიხედვით, ისტორიულად არის საქართველის შუაში და ნაწილი. საბჭოთა კავშირის დროს აშენებული როკის გვირაბი აკავშირებს ჩრდილოეთთან სამხრეთს და ამ გვირაბის აშენებამ დიდი დაზამოირალა  საქართველო. ამ გვირაბის გახსნის აზრი მოდის ლენინის დროდან. დიდი ხან ვერ მოახერხეს ამ აზრის შესრულება მაგრამ საბოლოოდ 1975 წელს მშენებლობა დაიწყო საქართველოს მხრიდან და 1976 წელს ჩრდილოეთის მხრიდან ორმხრივად, 1983 წელს დაამთავრეს გვირაბის გახსნა და ოფიციალურად დაიწყო მუშაობა 1986 წელს. ეს გვირაბი მაშინ გახდა სეპარატისტულ მოქმედების მთავარი ფაქტორი. ამ გვირაბის საშუალებით ჩრდილოეთიდან სხვადასხვა ჯგუფური ათასობით დაუპატიჟებელი შეიარაღებული პირები შემოვიდა სამხრეთს და ცხინვალში და ჯავაში ახალი ამოცანები აიღეს.

საქართველო, 1991 წლის მიღებული დამოუკიდებლობის შემდგომ
1991 წესლ იოლად ვერ დატოვა საბჭოთა კავშირი საქართველომ და იოლად ვერ მიიღო დამოკიდებლობა. რუსეთმა მოახერხა კავკასიის ჩრდილოეთის მხაარეში გაგრძელება ბატონობისა მაგრამ არასოდეს არ დათმო სამხრეთ კავკასია. სომხეთი არასოდეს არ იყო პრობლემა რუსეთისათვის მაგრამ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ გამოიყენა სომხები და ასე დასაჯა აზერბაიჯანიც, აზერბაიჯანის მიწების 1/3 დაგასცა სომხეთსა და საქართველოს წინააღმდეგაც მართავდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოვლენებს და ამით კიდევ სჯის საქართველოს. ამ ორი კუთხის საშუალებით სამხრეთ კავკასიაში ძალა-უფლება აქვს რუსეთსა და აგრძელებს საქართველოს შიგნით ყოფნას.

საქართველოს რუსეთის ღერძიდან განშორება, პოლიტიკური მოვლენები, ნატოში გაწევრიანების სურვილი და საერთაშორისო მასშტაბით პოზიტიური ან უარყოფითი ვითარებების გამო 2008 წელს კიდევ ერთხელ დარტყა რუსეთმა საქართველოს და სამაჩაბლოში დანარჩენი ქართველი მოსახლეობაც დახოცეს, გააძევეს, საბოლოოდ თავისი სამხედრო ძალების ყოფა გააძლიერა რუსეთმა.

საქართველოს დედაქალაქში 80 კმ, გორსა და სხვა კუთხეებს 20 კმ მანძილზე არამოკავშირე ეს რუსი სამხედრო ძალის ყოფა არის საქართველოს გულში ჩრჭობილი ხანჯალი. თუ მოხდება ახალი კრიზისი რუსეთს აქვს იმის საშუალება რომ ძალიან მოკლე დროში დაიპყროს საქართველოს ყველა კუთხე, დედაქალაქი თბილისიც კი. თუ არ შეიცვალება ეს მდგომარეობა, საერთაშორისო მდგომარეობა თუ შეუწყობს ხელს, იმ დროს სამხრეთ ოსეთში რუსულ პასპორტი მცხოვრები და ამით კმაყოფილი ოსების სურვილს, ანუ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან ოფიციალურად შეერთებას დიდი სიამოვნებით დაასრულებს რუსეთი. ამის საშალებით რუსეთი აქ კიდევ ერთ ნაბიჯ წინ წავა და ძველი დაზარალებული ხალხლისა და 2008 წელს ახალი დაზარალებლებს ვერავინ ვერ უშველის უკან დაბრუნებისათვის. ცხადია რომ გულში ჩარჭობილი ხანჯლით ჯანსაღი ვერ იქნება საქართველო. ჯამრთელობისათვის საჭირო არის ამ ხანჯლის ამოღება მაგრამ ამ მდგომარეობით რუსეთის დამარცხება იმას შეგვიძლია დავამსჰგავსოთ როგორც პატარა ბავშვის ბრძოლას ჯანსაღი დიდი ვაჟკაცთან და ნატო ან იმგვარი საერთაშორისო ძალებიც არ უზრუნველყოფს ამას. რუსეთის სუნი ყოველთვის არის საქართველოს კისერზე და ან ამ დიდ ძალასთან ორმხრივი ინტერესების ფარგლებში უნდა დაჯდეს მაგიდასთან და იმუშავოს პრობლემების გადაწყვეტაზე, ან დაელოდოს რუსეთის ფედერაციიც დასუსტებას და უკან დახევას, ამის საშუალებით ნორმალურ მდგომარეობას მოეწვიოს როგორც ზოგი ექსპერტები აცხადებენ.

ყველა ეს ვითარებაში რეგიონში და გარშემო ბევრი ტკივილი იყო და არის მაგრამ პირადი ან პოლიტიკური ინტერესების გამო თემის გადახრაა არის კაცობრიობის სირცხვილი. არ არსებობს სამხრეთ ოსეთი. ის კუთხე არის შიდა ქართლი. ჩვენ უნდა გავითვალიცწინოთ აქ არსებული მკვლელობები, გაძევება, და მოქმედი დრამატული მდგომარეობა.

01.01.2013

Kategorideki Diğer Yazılar