ისტორიული ჯავახეთის ოლქის შემადგენლობაში მყოფი არტაანი, ქართული ტრადიციის თანახმად, ნოეს შვილის იაფეტის შტამომავლობიდან თარგამოსიანთა წარმომადგენლის ქართლოსის შვილის...
ისტორიული ჯავახეთის ოლქის შემადგენლობაში მყოფი არტაანი, ქართული ტრადიციის თანახმად, ნოეს შვილის იაფეტის შტამომავლობიდან თარგამოსიანთა წარმომადგენლის ქართლოსის შვილის, მცხეთოსის ვაჟის ჯავახოსის მიერ დაარსებული, გამაგრებული ციხექალაქი იყო და იმდროინდელი დასახელებით ცნობილია როგორც ქაჯთა ქალაქი (M. F. Brosset, 2003: 7)
ალექსანდრე მაკედონელის მიერ ამ მხარეს გამგებლად აზოს დანიშვნას წინააღმდეგობის გარეშე არ ჩაუვლია, მცხეთის მამასახლისის ძმისწული ფარნავაზი აზოს გამოექცა. შემდგომში ფარნავაზმა ეგრისის მმართველს ქუჯისთან კავშირში აზოს შეუტია, არტაანის მახლობლად გამართულ ბრძოლაში დაამარცხა და ქართლის პირველი მეფე გახდა (C. Toumanoff, 1963: 445; W. E. D. Allen, 1971: 11; M. F. Brosset 2003: 22-23; V. Silogava-K. Shengelia, History of Georgia, Tbilisi 2007, s. 29-30).
ფარნავაზმა ქვეყანა რვა საერისთავოდ დაჰყო, რომელთაგან მეხუთის წუნდის საერისთაოს შემადგენლობაში მოექცა არტაანი (C. Toumanoff, 1963: 445; M. F. Brosset 2003: 23-24)
კოლა (გოლე) ფარნავაზის ეპოქაში იბერიის სამეფოს საზღვარში, წუნდის საერისთაოს შემადგენლობაში ჩანს, სადაც დღევანდელი ჩაირბაშის (ოკამი) მიდამოებში პირველი ქალაქი დაარსდა (R. W. Edwards, 1988: 119)
ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს დროს, ქართლის მეფე მირიანმა წმინდა ნინოს მიერ ქართლში გავრცელებული ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ბიზანტიიდან მღვედლმსახურები ითხოვა. იმპერატორმა კონსტანტინემ ქართლში მღვდელ იონესთან ერთად ორი ბერი და ქრისტიანული სიწმინდეები გამოაგზავნა (M. F. Brosset 2003: 90-94; V. Silogava-K. Shengelia 2007: 43-44).
მეფე მირიანმა იმპერატორისგან მოსახლეობის მოსანათლოდ და ეკლესიების ასაშენებლად დამატებით ღვთისმსახურები და ხურთმოძვრები ითხოვა. ბიზანტიის იმპერატორმა ქრისტიან სასულიერო პირებმა და ხუროთმოძღვრებთან ერთად ქართლის მეფეს წმინდა ჯვრის ნაწილები და სამსჭვალი გამოუგზავნა, ამასთან მოისურვა, იმპერატორის სახელზე აეგოთ ქართლში ეკლესია, იმ ადგილას, სადაც ამას თვითონ მიჩნევდნენ შესაფერისად. კონსტანტინოპოლიდან ქართლში წამოსულმა ეპისკოპოსმა ერუშეთში (ახლანდელი არტაანის ჰანაკის რაიონის დასახლება ოღუზიოღლი), ეკლესიის აშენებისათვის რამოდენიმე ხუროთმოძღვარი სამსჭვალი დატოვა, თვოთონ მანგლისში გადავიდა ეკლესიის ასაშენებლად, სადაც უფლის ჯვრის ნაწილები მოათავსა (M. F. Brosset 2003:94). მეშვიდე საუკუნეში ეს წმინდა ნაწილები ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ ბიზანტიაში დააბრუნა (M. F. Brosset 2003: 194).
მეფე მირიანის შვილიშვილი მირდატი კეთილმორწმუნე და ეკლესიების მაშენებელი ხელმწიფე იყო, მან კლარჯეთის ხეობაში, თუხარისის მიდამოებში რამოდენიმე ეკლესია ააშენებინა. მირდატმა საკუთარი ხელით გაკეთებული ჯვრები გაუგზავნა ერუშეთსა და წუნდაში აგებულ ეკლესიებს (M. F. Brosset 2003: 107)
მეხუთე საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ დანიშნული თერთმეტი ეპისკოპოსიდან ერთი კლარჯეთსა და არტაანში იჯდა (C. Toumanoff, 1963: 486-492; M. F. Brosser 2003: 161).
მეცხრე საუკუნეში მხარის ცენტრად არტანუჯი აქცია, სადაც ტაო-კლარჯეთის სამეფოს ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელმა აშოტმა ჩაუყარა საფუძველი. (M. F. Brosser 2003: 224-227).
ტაო-კლარჯეტის ტერიტორიაზე მრავალი რელიგიური დანიშნულების შენობა ნაგებობაა. ამათ შორის არის ჯავახეთის ოლქში, არტაანში არსაბული ქრისტიანული არქიტექტურის ძეგლები. 1997 წლიდან 2005 წლამდე ექსპედიციის შემადგენლობაში, 2011 წლიდან კი როგორც ექსედიციის ხელმძღვანელი, ვაწარმოებ შესწავლას და გამოკვლევებს ართვინის, არტაანის და არზრუმის შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის შესახებ. 2008-2010 წლებში ჩვენი ექსპედიცია თავის საქმიანობას აწარმოებდა არტაანში. ჩვენს ამოცანას წარმოადგენდა ქართველი მეცნიერის, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ, მეოცე საუკუნის დასაწყისში ამ მხარეში აღნუსხული ძეგლების დღევანდელი მდგომარეობის გამორკვევა, ასევე არტაანის გულდასმით შემოვლა და მანამდე უცნობი ძეგლების გამოვლენა და შესწავლა. ჩვენს კვლევა-ძიებას ვაწაროებდით სივასის უნივერსიტეტის პროფესორ ტურგაი იაზართან ერთად, რისთვისაც მას მადლობას მოვახსენებ.
არტაანის ოლქს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება საქართველო, სამხრეთიდან არზრუმის, აღმოსავლეთიდან ყარსის, დასავლეთიდან კი ართვინის ოლქები. არტაანის ოლქი მოიცავს ქალაქ არტაანის ცენტრალურ რაიონსა და ხუთ რაიონს: ჩილდირი, ჰანაგი, გოლე (კოლა), დამალი და პოფოფი (ფოცხოვი). ჩვენს მიერ შესწავლილი და მიკვკეული არქიტექტურული ძეგლების რაიონების მიხედვით განაწილება შემდეგნაირია:
Yerleşim Yerleri |
Tespit Edilen Yapılar |
Günümüze Ulaşamayan Yapılar |
|
Merkez |
11 |
14 |
3 |
Çıldır |
15 |
21 |
5 |
Hanak |
10 |
18 |
12 |
Göle |
10 |
16 |
8 |
Posof |
37 |
48 |
31 |
Damal |
1 |
1 |
- |
Toplam |
84 |
118 |
59 |
ქალაქ არტაანის ცენტრალური რაიონი: 11 დასახლება და 14 ნაგებობა და (3 შეუკვლეველი); ფოცხოვი: 37 დასახლება და 48 ნაგებობა (31 მიუკვლეველი), დამალი: ერთი დასახლება და ერთი ნაგებობა. მთლიანად არტაანის ოლქის 84 დასახლებაში შემორჩენილი 118 და მიუკვლეველი 58 ნაგებობის ნაშთი იქნა აღმოჩენილი.
მრავალი ნაგებობის არქიტექტურული გეგმის შედგენა შეუძლებელია მათი მთლიანი განადგურების გამო, ზოგიერთი მათგანის გეგმის აღდგენა შესაძლებელი ხდება წარსულში მკვლევართა მიერ შედგენილი გეგმებისა და აღწერილობების მოშველიებით. მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ შეიმჩნევა გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელი დაგეგმარების მრავალფეროვნება, მშენებლობის სხვადასხვა სქემების გამოყენება, რომელთა შორის მეტად გავრცელებულია ერთნავიანი ნაგებობის მოდელი.
ჩვენს მიერ შესწავლილი, მიკვლეული და აღმოჩენილი ნაგებობებიდან აღსანიშნავია: ართვინის ცენტრალური რაიონში: ათათურქის უბანში მევკიის ეკლესია (F. Bayram-T. Yazar, 2008: 266, Res. 4. Çiz. 1d.,), სუგოზეს (ქუჩუქ ჯინჯიროფ) სოფლის სამლოცველო (F. Bayram-T. Yazar, 2011: 3, Res. 5, Çiz. 1e), აკაკი (კოდუჯარა) სოფლის სამლოცველო (F. Bayram-T. Yazar, 2011: 3, Res. 4. Çiz. 1d.), სოფ. ორთაგეჩითის კაზანის ციხის სამლოცველო (F. Bayram-T. Yazar, 20OS: 274-275, Çiz. 2s.), ბალიკჩილარის (დუდუნა) სამლოცველო F. Bayram-T. Yazar, 2011: 3, Res. 6. Çiz. 1f.), სოფ. ატლასის (ური) ეკლესია (E. Takaişvili, 1909: 79; F. Bayram-T. Yazar, 2008: 2008: 275), სოფ. ოლჩეკის შიგნით მდებარე ეკლესია (F. Bayram-T. Yazar, 2008: 266-267, Çiz. 1f.), სოფ. ოლჩექის ტულუმბას უბანსა და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ეკლესიები და სოფ. აშაღი ქურთოღლუს ეკლესია (F. Bayram-T. Yazar, 2008: 267, Çiz. 1h. F. Bayram-T. Yazar, 2008: 267, Res. 7. Çiz. 1g.).
ჩილდირში:
ჩილდირის სიმაგრის შიგნით და მტკვრის სანაპიროზე მდებარე კურთ-კალეს სამლოცველოები (E. Takaişvili 1909: 59-60), ილდირიმთეფე-შეითანკალეს სამლოცველო (E. Takaişvili 1909: 58-59), კარს-გულიუზუს (ფექრეშენი) ეკლესია, სოფ. ყარს-დორრუიოლუში ჭალის ეკლესია (E. Takaişvili 1909: 57-58; N-M. Thierry, 1971, 211-213, Fig. 37-38; F. Bayram-T. Yazar, 2008: 268-269, Res. 9, Çiz 1j.), აკჩაკალეს კუნძულზე თეთრიციხის ეკლესია (E. Takaişvili 1909: 55-56; F. Bayram-T. Yazar, 2008: Res. 8, Çiz 1i.), სოფ. კოტანლის ეკლესია (E. Takaişvili 1909: 75 F. Bayram-T. Yazar, 2008: 267-268, Çiz 1ı.), კაიაბეის ეკლესია (E. Takaişvili 1909: 51-52 Çiz. 27; F. Bayram-T. Yazar, 2008: 272, Çiz 1m.), აკდარის (ჯომარდო) სოფლის სამლოცველო (E. Takaişvili 1909: 63 F. Bayram-T. Yazar, 2008: 273-274, Res. 12, Çiz 2.), კენარდერეს სოფლის სამლოცველო (E. Takaişvili 1909: 62 F. Bayram-T. Yazar, 2008: 274, Çiz 2r.), საბაჰოლდუ (კოტასი) სოფლის ეკლესია (E. Takaişvili 1909: 75 F. Bayram-T. Yazar, 2008: 267-268, Çiz 2p.), ბალთალი (ტატალეთი) სოფლის სამლოცველო (E. Takaişvili 1909: 62).
ჰანაკი:
ციხესიმეგრე სევიმლის (ველი) კედლების შიგნით მდებარეობს ერთი სამლოცველო, კედლებს მიღმა აღმოსავლეთით მეორე, ხოლო მტკვრის ნაპირზე მესამე სამლოცველო (E. Takaişvili 1909: 70-73). ამათგან ციხის შიგნით სამლოცველო აღწერა ე.თაყაიშვილმა, დანარჩენ ორს კი ჩვენ მივაკვლიეთ. სოფ. ბორკის (ბერკი) ეკლესია და დილექდერეს (ჰოშრეთი) სოფლის სამლოცველო (F. Bayram-T. Yazar, 2011: 4, Res. 7, Çiz 2a).
კოლაში (გოლე):
იღიტკონაღი (თურქაშენი) სოფლის ეკლესია (E. Takaişvili 1938: 14 F. Bayram-T. Yazar, 2011: 4, Res. 9, Çiz 2b.), ბუდაკლის (ჯიჯორი) ეკლესია (E. Takaişvili 1938: 14 F. Bayram-T. Yazar, 2011: 4-5 Res. 10 Çiz 2c.), უღუეტას (დორთკილისე) მონასტრის კუთვნილი თეთრი ეკლესია, კანდილ მევკის ეკლესია და თოზდუბურის უბნის ეკლესია (F. Bayram-T. Yazar, 2011: 5, Res. 11, Çiz 2d.), გუმუშფარმაკის (დედეშენი) სარმაბო-ღაზ-კოფრუბაშის უბნის ეკლესია (F. Bayram-T. Yazar, 2011: 5, Res. 12.)
ფოცხოვში (პოსოფი):
ფოცხოვში არსებული ნაგებობების უმეტესი ნაწილი პირველად ჩვენს მიერ იქნა მოკვლეული, კერძოდ, სოფ. ჩამბელის (საგრე) ჯაყის ციხის ეკლესია (F. Bayram-T. Yazar, 2011: 5-6, Çiz. 2f.), ამბელის ეკლესია (F. Bayram-T. Yazar, 2011: 5-6, Çiz. 2f.), სოფ. კუმლუზოკის (ღუმე) კილისელიკის უბნის ეკლესია, კალკანკაიას (პეტობანი) იუკარი მაჰალეს ეკლესია, გონულაჩანის (შუვაწყალი) კილისელერ ონუს უბნის ეკლესია, გუმუშკავაკის (ზენდერი) ეკლესია, ჩაკირკოჩის (მერე) ეკლესია, იენიკოის გოზელერ მევკის უბნის ეკლესია. ჩამოთვლილი ნაგებობანი ერთნავიან ეკლესიებს განეკუთვნებიან. შევნიშნავთ, რომ ფოცხოვში ჩვენი საქმიანობა წარმოებდა 2011 წ. და მისი შედეგები ახლო ხანში გამოქვეყნდება.
არტაანის ნაგებობები უმეტეს წილად სწორკუთხა ფორმისაა, შესასვლელი კარი დატანილი აქვთ სამხრეთის მხარეს, თუმცა კარი გვხდება დასავლეთის მხარეზეც. ნაგებობები ძირითადად ერთაფსიდინია და სადა დაეგმარებისა და მნშნებლობის ნიშნებს ატარებენ. შიგნით ნახევარწრის ფორმის ნაგებობა, გარეთ, აღმოსავლეთის მხრიდან აფსიდითაა შემოსაზღვრული, ჩრდილოეთსა და სამხრეთ მხარეს ნაგებობაში მცირე სარკმელია ამოჭრილი და სწორკუთხა ფორმის ნიშები აქვს მიდგმული. არცერთი ნაგებობა არ იმეორებს ზედმიწევნით ერთმანეთს, და ყოველ მათგანში შეიმჩნევა აშკარა განსხვავებები.
ექვთიმე თაქაიშვილის ნაშრომებიდან ცნობილი ალტაშის (ურის) ეკლესია, რომელიც ჩვენ ვერ მივაკვლიეთ, დიდი საკუთხეველითა და აფსიდის ორი შესასვლელი კარით, სამნავიანი ეკლესიის შტაბეჭდილებას ტოვებდა, რაც თვალშისაცემად განასხვავებდა მას არტაანის სხვა ეკლესიებისაგან. ამ ეკლესიაში ჩრდილოეთისა და სამხრეთის კელდლებზე აფსიდების არსებობაც უჩველოა არტაანისათვის და ალტაშის ეკლესიის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს (E. Takaişvili 1909: 79).
ყარს-დოღრუიოლში ჭალასა და გუნიუზუ-ფექრეშენის ეკლესიები ერთნავიანი ნაგებობებია და შეიცავს პასტოფორიუმის განყოფილებას, რაც არ არის გავრცელებული შემთცვევა ერთნავიანი ნაგებობებისათვის. ჭალას ეკლესიაში პასტოფორიონი დაკავშირებულია საკურთხეველთან, ხოლო ფექრეშენში აფსიდასთან. ამას გარდა, ფექრეშენისა და ჩილდირის საბაჰოლდუ-კოტასის ეკლესიების სამხრეთ ნაწილში, ნაგებობის გასწვრივ სწორკუთხა ფორმის მიშენებას ვხვდებით, რომელიც ეკლესიაში შესასვლელის და ნართექსის დანიშნულებას ითავსებდა. კოტასის ეკლესიაში ეს მიშენება ორ ნაწილად აროს გაყოფილი, ფექრეშენში კი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთის მხრიდან აფსიდით.
არტაანის ნაგებობების სპეციფიკირი დეტალებიდან აღსანიშნავია ფოცხოვის კუმლუკოზიზ (ღუმე) ეკლესიის გვერდით და კოლა უღურტაშის (დორთკილისე) თოზდუბურის უბნის ეკლესიის სამხრეთი მიშენებები, რომლებიც აფსიდებით არის შემოსაზღვრული. კურტკალეს სამლოცველოს აფსიდი არა აქვს. აღსანიშნავია კოლა გუმუშფარმაკის (დედეშენი) ეკლესიისა და სარმაბოღაზი-კოფრუბაშის ეკლესიის აფსიდის აროვე მხარეს ზედაპირიდან მაღლა მიმართული ნახევარწრის ფორმის მიშენება და შიდა კედლების ნახევარცილინდრული ფორმის სვეტებით დაბოლოება.
არტაანის ოლქში ორი სამნავიანი ეკლესიაა: ჰანაკის ოღუზიოლუს (ერუშეთი) ეკლესია და ჩილდიდის გოლბელენის (ურთა) სოფლის ეკლესია, რომელიც ახლა მეჩეთად გამოიყენება (E. Takaişvili 1909: 52-55, Çiz. 29; F. Bayram-T. Yazar, 2008: 270-271, Res. 11, Çiz. 11).
ოღუზიოული-ერუშეთში აშენებული ეკლესია მიჩნეულია პირველ ქართულ ეკლესიად ტაო-კლარჯეთში, ამოტომ მას განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს. ეს ეკლესია აშენებული იქნა ბისანტიის იმპერატორ კონსტანტინს მიერ ქართლში გამოგზავნილი ხუროთმოძღვრების მიერ. მისი გეგმა არის მრავალფასადიანი, აფსიდებიანი სამნავიანი ბაზილიკა. 1902 წ. ექვთიმე თაყაიშვილმა გამოიკვლია ეს ეკლესია და მისი გეგმა და ფოტოსურათებიც გამოაქვეყნა (E. Takaişvili 1909: 69-70, Pl. 44; F. Bayram-T. Yazar, 2011: 4, Res. 8). ეკლესია მაშნაც სანახევროდ დანგრეული ჩანდა, ჩვენს დროში მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიებულია, ნაწილობრივ არის შემორჩენილი აფსიდა და დასავლეთის მხარის ნაწილი.
ურთის ეკლესიაში აღნიშვნის ღირსია ერთნავიან ეკლესიაში სვეტების არსებობა, რომლის ანალოგია გვხდება არზრუმის ოლურ ნაიკომის მონასტრის ეკლესიაში (M. Kadiroğlu-Leube, 1988: 100-101, Çiz. 1).
გვხდება ჯვრის ტიპის ექვსი ეკლესია. ამათგან, არტაანის ცენტრალური რაიონის ჰალილ ეფენდის უბნის ეკლესია თავისუფალი ჯვრის ტიპის გეგმით არის აგებული. ფოცხოვის სოფ. კალეონუს (აგარა) კუველკალეს ეკლესია მნიშვნელოვანწილად განადგურებულია, მაგრამ ჩვენი ვარაუდით მისი აგების გეგმა ჰალილ ეფენდის ეკლესიის ანალოგიურია (F. Bayram-T. Yazar, 2008: 266, Res. 5).
კოლაში გუმუშფარმაკის (დედაშენის) ეკლესია, თუმცა ნანგრევების სახით არის მოღწეული ჩვენამდე, მაგრამ გაგვაჩნია ექვთიმე თაყაიშვულუს მიერ 1907 წ. შედგენილი მისი გეგმა (E. Takaişvili 1938: 10-12; F. Bayram-T. Yazar, 2011: 5, Çiz. 2e). ეს ეკლესიაც ჯვრის ტიპის არის, რომლის ნახევარწრის ფირმის აფსიდა გარეთაა გამოტანილი, ეკლესიის ჯვრის მკლავებს შორის სწორკუთხა მცირე საკნებია. აღმოსავლეთის მხარეს სავარაუდოდ პასტოფორუმია.
ჩილდირის ონჯულის (წყაროსთავი) ეკლესია ტიპიურია ტაო-კლარჯეთის ქრისტიანული არქიტექტურისათვის. ის ნახევრად თავისუფალია ჯვრის ტიპის ეკლესიას გეგმას განეკუთვნება, რომლის ჯვრის დასავლეთი მკლავი სამნავიან ნაგებობას წარმოადგენს (E. Takaişvili 1909: 45-51, Çiz. 23-26, Tab. IX; F. Bayram-T. Yazar, 2008: 272-273, Çiz. 2n).
ართვინის სოფ. ოკუმუშლარეს (შარბიეთი) შატბერდის მონასტერი, (M. Kadiroğlu vd., 2005: 93-97, Res. 1-7, Çiz. 1-4). ზემოაღნიშნული ეკლესიის მსგავსი გეგმით არის ნაშენები. ასევე შესაძლებელია პარალელის გავლება ართვინის ცენტრალურ რაიონში, სოფ. პინალში (პორტა) მდებარე ხანძთის მონასტერთან.
ჩილდირის რაიონში სოფ. აკკირაზის (პერტენე) ზეგანის (ზაკი) ეკლესია და კოლის რაიონში უღურტაშის (დორთკილისე) ეკლესიაში დასავლეთის მკლავი გრძელი ჯვრის გეგმით არის ნაგები. ზეგანის (ზავის) ეკლესიაში გამოყენებულია ნახევრად თავისუფალი ჯვრის გეგმა და მხოლოდ აღმოსავლეთის მხარეს არსებული აფსიდის კონქი არის გამოტანილი გარეთ (E. Takaişvili 1909: 64-68). დორთკილისეს სამონასტრო ეკლესია კი თავისუფალი ჯვრის ტიპისაა და სამივე კონქი გარეთ არის გამოტანილი (E. Takaişvili 1938: 12-13).
ამ ნაგებოებიდან წყაროსთავისა და ზეგანის ეკლესიები გვხდება სწორკუთხა ნართექსი, რომელიც სამხრეთის კედელს “L” ფორმით გასდევს. დორთკილისეში ნართექსი გვხდება დასავლეთის მხარეს სამხრეთის მიმართულებით.
ჰანაკის სოფ. ბინბაშკის (გოგიბა) ეკლესია ჩვენს დროში იკვე მიუკვლეველია, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გამოქვეყნებული გეგმისა და ფოტოსურათების მიხედვით, ის ყოფილა გარეთ 12 ფასაიანი, შიგნით კი 6 აფსიდიანი გეგმისა (E. Takaişvili 1909: 73-75; F. Bayram-T. Yazar, 2008: 276). არტაანში მსგავის გეგმის სხვა ნაგებობა არ გვხდება, თუმცა მსგავსი ორი ნაგებობა აღმოჩენილია არზრუმში. გარეთა მხარეს 9 ფასადიანი და სამაფსიდიანია ოლთისის ციხის შიგნით მდებარე ეკლესია, და სოფ. შენკაია იენიკალეში მდებარე კიაგლისის ეკლესიაა (E. Takaişvili 1909:87).
ჩვენი დროისათვის მხოლოდ აფსიდის ნაწილობრივი ნაშთებით არის შემორჩენილი არტაანის ცენრტრალურ რაიონში სოფ. ალაგოზის ეკლესია (F. Bayram-T. Yazar, 2008: 266, Res. 6, Çiz. 1e), ფოცხოვში ჩამბელის (საგრე) ნალასლარ მეკვის ეკლესია (კირიკ კილისე) (F. Bayram-T. Yazar, 2011: 6, Çiz. 3c) და ჩილდირის რაიონის ესკი ბეირეჰატინის ეკლესია (E. Takaişvili 1909: 76; F. Bayram-T. Yazar, 2011: 6-7, Çiz. 3d).
რამოდენიმე ნაგებობა მთლიანად განადგურებულია, ანდა მისი ქვებით იმავე ადგილზე მეჩეთებია აშენებული. ესენია არტაანის ცენტრალური რაიონის სულაკიურტისა და ადეგულის; კოლას რაიონის იავუზლარის, ჩარდაკლის, გულუსტანის; ფოცხოვის რაიონის აშაღი დემირდოვერის (ფარძნა), აშიკზულალის (სუსკაპი), გუბნატანის (ბანარხევი), კაპანლის, კურშუნჩავუშის (სეჯე), სავაშირის (ჯანჯაკი) პორველი და მეორე ეკლესიები; ჩილდირის რაიონის დირსეკკაია (ზერებუკ), ბალტალი (ტატალეთი) და ჰანაკის რაიონის ორთაკენტის ეკლესიები (F. Bayram-T. Yazar, 2008: 276)
არტაანის ოლქში ორი მონასტერია. კოლას რაიონის სოფ. უღურტაშის (დორთკილისე) მონასტერიდან დღევანდლამდე შემორჩა ორი ეკლესია და ორი სამლოცველო, ხოლო ჩილდირის რაიონის ოღუნდუს (ვაშლობი) მონასტრის კუთვნილი ნაგებობების ნაწილი მიწით არის დაფარული (E. Takaişvili 1909: 61; F. Bayram-T. Yazar, 2011: 7-8, Res. 13, Çiz. 3e). მონასტრის ეკლესია ერთნავიანია გარეთ გამოტანილი აფსიდით. დასავლეთის მხარე ორსართულიანია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ნაწილი სტუმრებისათვის იყო იყო განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ ეს არის არტაანში ამ ტიპის ორსართულიანი ნაგებობის ერთადერთი შემთხვევა.
მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ არტაანში საეპისკოპოსო ცენტრის დაარსება მიუთითებს ამ მხარის მნიშნელობასა და მოსახლეობის სიმრავლეზე. ამის მანიშნებელია ყოველ დასახლებულ პუნქტში ერთი ან ორი სამლოცველოს, დიდ დასახლებებში კი სამლოცველოებისა და ეკლესიის არსებობა. თვალშინაცემია ის გარემოება, რომ სამლოცველოებისა და ეკლესიების სიმრავლის გვერდით, არტაანში მხოლოდ ორი მონასტერი გვხდება. აქ გვაქიქრებინებს, რომ მეცხრე-მეათე საუკუნეებში კლარჯეთში (ართვინი) და ტაოში (არზრუმი) გაჩაღებული სამონასტრო ცხოვრება ნაკლებად შეეხო არტაანს.
არტაანის ნაგებობები სწორი გათლილი ქვით არის ნაგები. თუ გავითვალისწინებთ ისტორიული წყაროების მონაცემებს და კედლების მშენებლობაში გამოყენებულ მასალას, შეგვიძლია ეს ნაგებობები დავათარიღოთ მეათე საუკუნის მეორე ნაცევრით. თლილი ქვის გამოყენების მიუხედევად, აქ თითქმის არ გვხდება კედლის რელიეფები, რაც ასე დამახასიათებელია ართვინისა და არზრუმის ძეგლებისათვის. ამასთან, დიდი ზომის ნაგებობებში გვხდება სამკუთხა ნიშები, კამარებში კი მცენარეული და გეომეტრიული მოტივები ჩანს, ასევე ზოგიერთ ნაგებობაში ფრესკების კვალიც შეიმჩნევა.
კლარჯეთსა და ტაოსთან შედარებით, სადაც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მიმდინარეობდა მშენებლობაში, არტაანში უფრო სამლოცველოების სიმრავლეა, ვიდრე ეკლესია-მონასტრებისა, ამასთან ეს ნაგებობიც მცირე ზომებისაა, რაც გამოწვეული უნდა ყოფილიყო არტაანში ქრისტიანული ნაგებობების მშენებლობაში და ძირითადად ადგილობრივი შესაძლებლობების გამოყენებით.
ბიბლიოგრაფია
1.ALLEN, W. E. D. (1971). A. History of the Georgian People, London.
2.BAYRAM, F. (2005). Artvin’de Gürcü Manastırlarının Mimarisi, İstanbul
3.BAYRAM, F.-T. YAZAR (2008). “Artvin, Erzurum, Ardahan İli ve İlçelerinde Gürcü Mimarisi Yüzey Araştırması-2006”, 25. Araştırma Sonuçları Toplantısı, I, Ankara, s. 263-284.
4.BAYRAM, F.-T. YAZAR (2011) “Artvin, Erzurum, Ardahan İli ve İlçelerinde Ortaçağ Gürcü Mimarisi Yüzey Araştırması-2009”, 28. Araştırma Sonuçları Toplantısı, I, Ankara, s. 1-18.
5.BROSSET, M. F. (2003): Gürcistan Tarihi, Eski Çağlardan 1212 Yılına Kadar, (Çev. H. D. Andreasyan), Ankara.
6.ERWARS, R.W. (1988). “The Vale of Kola: A Final Preliminary Report on the Marchlands os Northeast Turkey”, Dumbarton Oaks Papers, Vol. 42 pp. 119-141
7.KADİROĞLU-LEUBE, M. (1988). “Ortaçağ Gürcü Mimarisi 1996 Yılı Yüzey Araştırması”, XV. Araştırma Sonuçları Toplantısı, I, Ankara, s. 97-125
8.KADİROĞLU, M. (1999). “Untersuchungen an mittelalterlichen georgischen Baudenkmalern in Nordost Anatolien”, Georgica, 22, p. 8-19.
9.KADİROĞLU, M., vd. (1997). T. YAZAR-Z.KARACA “1995 Yılı Tao-Klardjetie Yüzey Araştırması”, XIV. Araştırma Sonuçları Toplantısı, I, Ankara, s. 397-421.
10.KADİROĞLU, M., vd. (2005). T. YAZAR-F. BAYRAM, B. İŞLER. “Çoruh Havzası Ortaçağ Gürcü Mimarisi 2003 Yılı Yüzey Araştırması”, 22. Araştırma Sonuçları Toplantısı, I, Ankara, s. 93-106.
11.KHORENATS’I, M. (1978). History of the Armenians, (Trans. R. Thomson), Cambridge, Mass.
12.MAVNELİSCHVİLİ, A. (1951). Histoire de Georgie, Paris.
13.SILOGAVA, V.-K.SHENGELİA (2007). History of Georgia, Tbilisi.
14.TAKAİŞVİLİ, E. (1909), Xristianskie Pamjatniki, Ekskursija 1902 g., Materialy po Arkheologii Kavkasa, XII, Moskov.
15.TAKAİŞVİLİ, E. (1938), Expedition Archeologieque en Kola-Olthissi et en Thcangli-1907, Paris.
16.THIERRY, N.-M. (1969). “L’Eglise Georgienne de Pekreşin Turque”, Bedi Kartlisa, Paris, p. 93-101.
17.THIERRY, N.-M. (1971). “A Propos de Quelques Monuments Chretiens du Vilayet de Kars (Turquie), Revue des Etudes Armeniennes, VIII, Paris, p. 189-213.
18.TOUMANOFF, C. (1963). Studies in Christian Caucasus, Georgetown.