ბორჯღალა

ბორჯღალა

თურქეთში ქართულის სწავლის წარსული და დღევანდელი მდგომარეობა

შელოცვები

თურქეთის ქართველები, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარსული, აწმყო და მომავალი* - მუსტაფა იაქუთ (გურამ ხიმშიაშვილი)

თამადა-გაუხუნარი ტრადიცია

მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველების მიერ კონკრეტული შენატანები

ქართული ყავის მოსადუღებელი აპარატი

ილია ჭავჭავაძე - მაჰმადიანთ გაქრისტიანება

მეჩეთი - ერთი ძეგლი ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ლამპრობა

თურქეთის სახელმწიფო სკოლაში პირველად გაიხსნა კლასი, სადაც ქართულს ასწავლიან

მუსტაფა იაქუთი (გურამ ზიმშიაშვილი)-"გზა მშვიდობისა, დედასამშობლო გელის!"

400 წლის მერეც, ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ

14 აპრილი დედაენის დღე

ქართული ენის მოკლე ისტორია* - ზურა ბატიაშვილი

თურქეთში მცხოვრები ქართველების დედა ენის ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

ქართული სამოსის ისტორიიდან: "ჩოხა-ახალუხი" - პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი

საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორია დადასტურდა

*ქართული სახელები და გვარები-როლანდ თოფჩიშვილი

*მარმარილოს რეგიონის ეთნიკურ ქართველთა სამეურნეო-კულურული ტიპი-ნოდარ შოშიტაშვილი

მე-4 ქართული ზეიმი განხორციელდა გემლიკის რაიონის ჰაიდარიეს სოფელში

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია.

ქეიფის დროს მამაკაცებს შორის პატივისცემის ნიშნად ურთიერთ ხვევნა-კოცნა რამდენად იყო ჩვენითვის ტრადიციული?

მურღულის საშუალო სკოლის ქართული კლასის მოსწავლეები, ოჯახებთან ერთად 2 დღით ბათუმში იმყოფებოდნენ

*თურქეთის შეხედულება ქართველებზე და თურქეთის ქართველების თვითაღქმა

Gürcüce Öğrenelim videoları tek sayfada

ბორჯღალა

ბორჯღალა თავისი წარმოშობით პროტოქართულ ძირებს უკავშირდება. ბორჯღალოს ყველაზე ძველი ფრაგმენტები ნაპოვნია დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე (მტკვარ-არაქსის კულტურა).


ბორჯღალა თავისი წარმოშობით პროტოქართულ ძირებს უკავშირდება. ბორჯღალოს ყველაზე ძველი ფრაგმენტები ნაპოვნია დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე (მტკვარ-არაქსის კულტურა). ეს აღმოჩენები ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიღდება. იმავე პერიოდით თარიღდება შუამდინარეთში (შუმერი) აღმოჩენილი უძველესი ნიმუშიც.

ბორჯღალოს ნიმუშები მოიპოვება თრიალეთის კულტურაში, რომელიც ძვ. წ. III – II ათასწლეულით თარიღდება და კოლხური კულტურის ნიმუშებზე (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი — I ათასწლეულის I ნახევარი). 

ბორჯღალო საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე წმინდა ჩუქურთმად ითვლებოდა და ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ლოგოგრამა იყო. ბორჯღალას ორნამენტს ხშირად შევხვდებით ძველი ქართული სახლების აივნებზე, კარიბჭეზე, შრომისა და საბრძოლო იარაღებზე, დედაბოძზე, სამეფო ბეჭდებზე (მცხეთა), შენობებზე, საკულტო ნაგებობებსა და ჭურჭელზე.

ეს სიმბოლო გამოსახულია ქრისტიანულ ტაძრებზეც (სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, მარტყოფის ეკლესია და ა.შ.)

ეს სიმბოლო ასევე იაფეტიდური მოდგმის უპირველესი სათაყვანო ნიშანი იყო. ამას მოწმობს კუნძულ კრეტაზე და ტროაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნიმუშები. შემდეგ, კი, როცა მოხვდა პროტოქართული მოდგმის ინდო-ევროპულით ჩანაცვლება და აღმოსავლეთში გავრცელდა არიული ტომები, მოხდა ამ სიმბოლოს მითვისება და მიკუთვნება.

ეტიმოლოგია

“ბორჯღალი” არის ქართველური წარმოშობის და მისი შესატყვისია მეგრული “ბარჩხალი” – (თვალისმომჭრელი) ნათება, ელვარება, კაშკაში. 

მკვლევარების აზრით  ბორჯღი ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს “ფესვს, საძირკველს”, აქედან არის ნაწარმოები მისი გვიანდელი ფორმა “ბურჯი”. სიტყვა “ღალ” ნიშნავს „წმინდა (ჯანსაღ) ნაყოფს”, „მოსავალს“, „გამოსავალს“, „ბარაქას“. მაშასადამე ბორჯღალო სიტყვა-კომპოზიტია და ნიშნავს — ბურჯის (ბორჯი), იგივე ფესვის — გამოსავალს, „წმინდა ნაყოფს“, ბარაქას. იკითხება, როგორც ბურჯიდან (ბორჯი), იგივე წმინდა ფესვიდან აღმოცენებული „წმინდა“ (ჯანსაღი) ნაყოფი. 

ზოგი მკვლევარი “ბორჯღალ”-ის განსხვავებულ ინტერპრეტაციას იძლევა: “ბორჯ” მეგრულად “დრო”-ს, “ჟამს” აღნიშნავს, ხოლო “ღალ” (ა) მეგრულად წაღებას, სვლას ნიშნავს. ამ ინტერპრეტაციით, მთლიანობაში, “ბორჯღალ” დროის სვლას, ჟამის წამღებს, მარადისობას ნიშნავს. დრო ტრიალებს ისე როგორც დედამიწა მზის გარშემო და ამ წრებრუნვით დრო გადის ულევად. მარადიულობის განსახიერებაა.

ამასთანავე „ბორჯღლი“ ეწოდება ირმის რქასა და ხის ისეთ მსხვილ ტოტს, რომელიც მდიდარია შედარებით წვრილი ტოტებით. ირმის რქა ოდითგანვე მიიჩნეოდა სიცოცხლის ხის სიმბოლოდ, ხოლო მისი ცვლა ქართულ მითოლოგიაში უკვდავების მინიშნება იყო.

სიმბოლო

ბორჯღალი თავად არის მარადისობის სიმბოლო, ეს არის სიცოცხლის მარადიული წრებრუნვის ნიშანი. იგი მზის კულტთანაა დაკავშირებული. ბორჯღალი ღვთაებრივი ბორბალია, რომლის ენერგია კონცნეტრირებულია ერთ წერტილში, ცენტრში, ხოლო მისი წრიულად მოძრავი სხივები სიმბოლურად განასახიერებენ მზის მუდმივ მოძრაობას ცაზე, „მოძრაობის მარადისობას“, ბრუნვადობას, ჟამთაღრიცხვას, უკვდავებას.

მზე წარმოადგენს “ღიაობას”, ანუ ემანაციის პროცესს… იგი ასხივებს სიცოცხლეს, ქმნის ამინდის, ჰარმონიაში მოყავს წელიწადის ოთხივე დრო და პლანეტების მოძრაობა, ის არის ჩვენი გალაკტიკის წონასწორობის ცენტრი!

ქართულ სტანდარტულ ბორჯღალი 7 ქიმიანია (თუმცა მოგვიანებით შემოსული 8, 9, 10 და 12 ქიმიანი ვარიაციებიც გვხვდება). არსებობს ბოლომდე დაუდასტურებელი, ლეგენდის მსგავსი ვერსია, რომ ეს არ მომხდარა შემთხვევით: ქართველთა კოსმოგონიით სამყაროში არსებობდა ამოსავალი წერტილი: “არა თვით ნათელი, არამედ სავანე სინათლისა”. ღმერთის სამყოფელის ამ მისტიურ სავანეს სიმბოლურად გამოხატავდა 7 მნათობი:

მთოვარე (იგივე ყამარ) — მთვარე
ჯუმა (იგივე ერმი და ოტარდი) — მერკური
მთიები (იგივე ცისკრის ვარსკვლავი) — ვენერა, 
მარიხი (იგივე არიან, თახა) — მარსი
დია (იგივე მუშთარი) — იუპიტერი
ზუალი — სატურნი
ჰელიო(იგივე არდი) —მზე

გაერთიანებული საქართველოს და ქართველის ერის ოფიციალური და არაოფიციალური სიმბოლო ყოველთვის ბორჯღალო იყო.

დღესდღეობითაც აქტიურად გამოიყენება ქართულ სიმბოლიკაში ბორჯღალი, აღსანიშნავია რომ ჩვენი რაგბის ნაკრების სიმბოლო ბორჯღალოა ხოლო თავად ნაკრები კი ბორჯღალოსნებად იწოდება.

 

http://leliblog.weebly.com/6/post/2013/08/5.html

ბორჯღალოს ისტორია

08/07/2013

 

P.S.

ბორჯღალო რაგბის ეროვნული ნაკრების სიმბოლიკოს გარდა გამოიყენება ლარზეც 

 

Kategorideki Diğer Yazılar