დღევანდელი საქართველო

კატეგორიები
/
მთავარი
/
დღევანდელი საქართველ...

დღევანდელი საქართველო

დედაქალაქი არის თბილისი, ენა ქართული, ვალუტა არის ქართული ლარი. მნიშნელოვანი ქალაქებია თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, გორი, ფოთი, ახალციხე.


დედაქალაქი არის თბილისი, ენა ქართული, ვალუტა არის ქართული ლარი. მნიშნელოვანი ქალაქებია თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, გორი, ფოთი, ახალციხე. საქართველოში დაახლოებით 4,7 მილიონი მოსახლეობა ცხოვრობს.

სად არის საქართველო
კავკასიონის ქედი, ორად ყოფს კავკასიის რეგიონს რომელიც ჩრდილო კავკასია და სამხრეთ კავკასია. მთლიანად ჩრდილო კავკასია რუსეთის ფედერაციის საზღვარში შედის, მოიცავს მრავალ ხალხსა და ავტონომიური რესპუბლიკას. საქართველო კავკასიის რეგიონში, კავკასიის ქედის სამხრეთ მხარეში არსებობს. სამხრეთ კავკასიაში სამი სახელმწიფო არის რომლებიც დამოუკიდებელები არიან და საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. საქართველო არსებობს კავკასიონის და თრიალეთის ქედის შორის. აღმოსავლეთით მდებარეობს აზერბაიჯანი, დასავლეთით შავი ზღვა, ჩრილოეთით რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით სომხეთი და სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთით თურქეთი.

როდის გახდა დამოუკიდებელი?
1801 წლამდა საქართველოს მართავდა ბაგრატოინთა დინასტია. 1801 წელს რუსეთის იმპერიამ დაიპყრო საქართველო, შემდგომ გაუქმა სამეფო და საქართველო 1917 წლამდე იყო რუსეთის პროვინცია. 1918 წელს კვლავ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა მაგრამ 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ კიდევ ერთხელ იქნა დაიპყრობილი და 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის ერთ ერთი რესპუბლიკა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის შემდგომ საქართველო 1991 წელს გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

რომელი კუთხეებისგან შესდგება საქართველო?
საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული ფართობი არის 69.700 კმ2. საქართველოს გეოგრაფიული-ისტორიული კუთხეები არის აჭარა, გურია, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო, აფხაზეთი, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქართლი, კახეთი, მთიულეთი (ფშავ-ხევსურეთი). ამჟამად ორი რეგიონი არის რო საქართველოს მართვის ქვეშ არ არის. ისინი არიან დე ფაქტო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. შიდა ქართლი ანუ სამაჩაბლო არის ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი. რუსეთმა XX. საუკუნეში სამაჩბლოს უწოდა სამხრეთ ოსეთი.


საქართველოს მთავარ ქალაქები და რეგიონული ცენტრები
თბილისი: საქართველოს მოსახლეობას მნიშნელოვანი ნაწილი ცხოვრობს დედა ქალაქ თბილისში. თბილისში მცხოვრებ მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 1,5 მილიონი არის. კავკასიის ყველაზე მნიშნელოვანი სავაჭრო, კულტურის, ხელოვნებისა და პოლიტიკის ცენტრი არის თბილისი. მდინარე მტკვარის სათავე მოდის არტაანიდან, მიედინება საქართველოს გასწრივ და შეუერთდება კასპიის ზღვას. ქალაქ თბილისი მდებარეობს მტკვარის ორივე სანაპიროზე.

ქუთაისი: ქვეყნის მეროე დიდი ქალაქი არის ქუთაისი რომელიც მდებარეობს იმერეთის რეგიონში და ამ რეგიონის ცენტრალური ქალაქი არის. ანტიკურ ეპოქაში კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი, შემდგომში დასავლეთ საქართველოში მიმდინარე სხვა სამეფოების დედა ქალაქი იყო. ცხოვრობს 200.000 მოსახლეობა. საბჭოთა კავშირის დროს ინდუსტრიული ქალაქი იყო და მაშინ ცხოვრობდა 600.000 ამდე მოსახლეობა.

ბათუმი: ბათუმის ცენტრი არის თურქეთის საზღვარზე 15 კმ, ბათუმი აჭარის რეგიონის ცენტრია. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა არის 150.000 მაგრამ ზაფხულში ადის 400.000 ამდე. შავი ზღვის სანაპირო ქალაქია და საქართველოს მთავარი ტურისტული ცენტრი და მნიშნელოვანი პორტი არის.

რუსთავი: დედა ქალაქ თბილისის აღმოსავლეთ მიმართულებით მდებარე რუსთავიც საბჭოთა კავშირის დროს ინდუსტრიული ქალაქი იყო. ცხოვრობს 120.000 მოსახლეობა.

ზუგდიდი: ზუგდიდი ქალაქი დასავლეთ საქართველიში მდებარეობს და ამჟამად არის სამეგრელოს კუთხის უდიდესი ქალაქი.

გორი: შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს, ქუთაისის და თბილისის შორის, თბილისის გზაზეა. ქალაქში ცხოვრობს 60.000 მოსახლეობა.

ფოთი: სამეგრელოს რეგიონში, შავი ზღვის პირეთში მდებარე მნიშნელოვანნი პორტია ფოთი. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა არის 50.000.

თელავი: კახეთის რეგიონის ერთ ერთი ქალაქია თელავში ცხოვრობს 22.000 მოსახლეობა.

ოზურგეთი: გურიის რეგიონის ცენტრი ამ ქალაქში ცხოვრობს 21.000 მოსახლეობა.

ახალციხე: სიტყვა ახალციხე ნიშნავს ახალი ციხეს (თურქულად იენი ქალე). თურქები ამ ქალაქს უწოდებენ აჰისქა’ს და ახალციხე არის სამცხე-ჯავახეთის ცენტრალური ქალაქი. ახალციხის მოსახლეობის რაოდენობა არის 19.000.

ახალქალაქი: კვლავ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარე ახალქალაქი არის ახალციხისა და სომხეთის საზღვართან ახლოს მდებარე ნინოწმინდას რაიონის შორის. ახალქალაქს თურქები უწოდებენ “აჰილქელექ”. ახალქალაქში ცხოვრობს 10.000 მოსახლეობა.

ბორჯომი: ახალციხე და ბორჯომი ერთი და იგივე რეგიონშია და დაახლოებით 10.000 მოსახლეობა ცხოვრობს. ეს ქალაქი ცნობილია მინერალური წყლით და იმავე დროს კურირტია.

მცხეთა: ქართლის ანუ იბერიის სამეფოდ ცნობილი აღმოსავლეთ საქართველოს დედაქალაქი იყო ძვ.წ. III-ახ.წ. V. საუკუნეებში. ქალაქ თბილისის მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ აშენდა და მერე მისი შტო მეფე უჯარმელი I. დაჩმა დედა ქალაქის თბილისში გადაიტანა. მცხეთაში ცხოვრობს 7.700 მოსახლეობა.

მესტია: მესტია არის სვანეთის ცენტრალური რაიონი რომელიც ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი ანუ უშგულიც მდებარეობს მესტიასთან ახლოს. მესტიაში ცხოვრობს 2600 მოსახლეობა.

სოხუმი: შავი ზღვის პირეთში მდებარეობს, აფხაზეთის სამართველი ცენტრია და ქალაქში არის 1989 წელს აღწერილი 121.406 მოსახლეობა. ამ ქალაქის სახელი მოდის ქართულად ცხუმიდან. აფხაზურად ქალაქს უწოდებენ აქვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ქართველებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების შორის ომი მოხდა ამ ქალაქში. ამჟამად საქართველოს კონტროლის ქვეშ არ არის ეს ქალაქი. 1993 წელს მოხდა ქართველების ეთნიკური წმენდა და დანარჩენებიც განდევნეს, ეს ფაქტი დაადასტურა ადამიანთა უფლების ორგანიზაციის განცხადებამ და გაერომაც დადგენილება მიიღო ამ საკითხის შესახებ.

ცხინვალი: რეალურად ეს ქალაქიც განცალკევებულია და საქართველო ვერ აკონტროლებს. ქალაქის სახელი მოდის ხე ცხინვალიდან. ოსურ ენაშიც “ი” არ გამოიყენებენ და ქალაქს უცოდებენ ცხინვალ. სეპარატისტების ხელშია რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი. ქართველების განდევნის შემდგომ შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა და სავარაუდოდ ცხოვრობს 30.000 მოსახლეობა.

საქართველოს მართველობის სისტემა
სრული სახელი არის საქართველოს რესპუბლიკა. არის საპარლამენტო სისტემა. 1991 წელს არჩევნების შედეგად ქვეყანას მართავდა ზვიად გამსახურდიას მთავრობა და არეულობის გამო დაიშლა. საბჭოთა კავშირის ბოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძე 1992 წელს რეალურად ხელში აიღო ხელისიფლება. 1995 წლის შემდგომ იყო პრეზიდენტი და 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ მშვიდობიანი პროცესით შეიცვალა ხელისუფლება. მიხეილ სააკაშვილი 2013 წლამდე იყო საქართველოს პრეზიდენტი. სააკაშვილის პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა 2012 წელს. 2012 წელს მთავრობაში მოვიდა ფრაქცია ქართული ოცნებამ და დღემდე მთავრობაშია. 2013 წელს პრეზიდენტი გახდა გიორგი მარგველაშვილი. ამჟამად პრეზინდენტის პოსტი უკავია სალომე ზურაბიშვლს. პრემიერ მინისტრი არის ირაკლი ღარიბაშვილი.

საერთო ეკონომიკური მდგომარობა
საქართველო წარსულში უმაღლესი ეკონომიკური დონეს მიაღწია და, კულტურული ხელოვნებისა და ყველა სფეროში (საკიტხში) წინ იყო წასული, მაგრამ ისეთი პერიოდების იყო რომ შეწყვიტა ამ წინსვლა, იყო ბევრი დაღმასრულებელი ეტაპები. ბოლო პერიოდს თუ ავიღებთ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 1991 წელს დამოუკიდებლობის შემდეგ ვერ გახდა სტაბილური ქვეყანა. საბჭოთა კავშირის და მისი ეკონომიკური სისტემის დაშლის შემდეგ ძველი სამრეწველო ქარხანების მუშაობის შანსი არ იყო და განადგურდა, წარმოების შესაძლებლობა დაიკარგა, ბაზარიც დაიკარგა. ამავე დროს შინაგანი არეულობამ და ომმა მოიწვია უსტაბილურობა და ყველა ეს ფაქთებმა ერთად საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისათვის დიდი ეკონომიკური მწუხარება დააყენა.

ბოლო 20 წელში მნიშნელოვანი ნაბიჯები გადაადგა მაგრამ არასაკმარისია, ჩვენ ვერ ვიტყვით რომ დღეისთვის საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ძლიერია. ქვეყნის 2013 წლის ბიუჯეტი არის 8,5 მილიარდი ლარი. საპენსიო ხელფასი არის 90-100 ლარის დონეზე და 2012 წლის ოქტომბერში არჩევნების გამარჯვებულმა ახლიმა ხელისუფლებამ არჩევნების წინ პირებდა დადო საპენსიო ხელფასის 150 ლარამდე გაზრდა და ამაზე მუშაობს. საქართველო ისეთი ქვეყანა არის რო (სხვათა შორის ასეთი ქვეყანა მარტო საქართველო არ არის) საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში თუ შეიცლება მმართველები, ახალი ადმინისტრატორებს ან მთავრობას თუ სურს და აირჩევს იმ გზას, აქვს შესაძლებლობა რო დაითხოვოს თითქმის ყველა თანამშრომელი და არა მარტო თანამდებობიდან-პოზიციის შეცვლა, პირდაპირ სამსხურის დაკარგვის ბედი ელის და არ გაითვალისწინებენ იმ თანამშრომლებს წარსულ დამსახურებას და კეთილ საქმეებს. ქყეყანაში სოციალურად დაუცველი მრავალი მოსახლეობა ძნელი მდგომარეობაში ცხოვრობს და ბევრი ოჯახს აქვს სოფელთან კავშირი როგორც თურქეთში  და ეს აძლევს საშუალებას მათი ცხოვრების გაგრძელებას.

დღეს საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი არის თურქეთი. ორი ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც არის მაგრამ მიუხედევად ამისა ამ პარტნიორობაში ვერ ვხედავთ და ვერ ვიტყვით ორმხრივი თანასწორ სავაჭრო ურთიერთობას. ორი ქვეყანას შორის ვაჭრობა გრძელდება ყველა სახის ნაწარმისა და პროდუქტის ან ნახევრად მზად პროდუქციას თურქეთიადან საქართველოში ექსპორტის მიმართულებით. ორ ქვეყანას შორის სულ ყოველწლიური ვაჭრობის საერთო მოცულობა თანხა არის 1,5 მილიარდი ამერიკული დოლარი მაგრამ ამის მცირე ნაწილი, მხოლოდ 150 მილიონ დოლარი არის საქართველოს ექსპორტი და დიდი ნაწილი, დაახლოებით 1,35 მილიარდი დოლარი არის თურქეთის ექსპორტი საქართველოში. საქართველოს მინერალური წყლები, ლიმონატები, ღვინო მსოფლიოში ცნობილია და ამასთან ერთდ რძის პროოდუქტის, ხილისა და თაფლის ექსპორტი შეუძლია საქართველოს მაგრამ თურქეთის სავაჭრო პოლიტიკის გამო, არ შემოდის თურქეთის ბაზარზე, მაგრამ რატომღაც იგივე თურქულ პროდუქტს იოლად ნახავთ საქართველოში. ამავე დროს რუსეთი აგრძელებს ზეწოლას და ხელოვნური მიზეზებით შეწყვიტა ქართულ პროდუქტების აღება, ამის გამო მძიმე მდგომარეობაშია საქართველო და უკვე არა აქვს საქართველოს განვითარებული მრეწველობაც და იმავე დროს საკმაოდ ვერ მოიპოვა სოფლის მეურნეობის პროდუქტის ბაზარი.

საქართველოში არ არის ნავთობი და ბუნებრივი აირი. ქვეყნის მნიშნელოვანი შემოსავალი ის არის რო საკონტინენტაშორისო სატრარანსპორტო გზა გადის საქართველოზე და ამის საშუალებით საბაჟო შემოსავალი საკმაოდ დიდი აქვს. გარდა ამისა ტურზმისა და სოფლის მეურნეობის შემოსავალი აქვს საქართველოს. ამავე დროს რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის გაზსადენიმილი გადის საქართველოდან, ამ გაზის %10 და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობის ნავთობსადენის %5 ნავთობი არის საქართველოს შემოსავალი.

2007 წლის ცივი დღეებში რუსეთმა შეუწყვიტა საქართველოს ბუნებრივი აირი და სიცივით დასაჯა ქართველები. ამ მოვლენის შემდგომ დადგენილება მიიღო და ელექტროენერგიის წარმოების გაზრდის მიზნით დაიწყო ჰესების აშენება. საქართველო მსოფლიოს მეორე მდიდარი ქვეყანა არის წყლის რესურსებით. ამ ჟამად საქართველოს უკვე აქვს ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალება. საქართველოში არ არსებობს ბირთვული (ატომური) ელექტროსადგური. უნდა ვთქვათ რომ არის განსაკუთრებით თურქული კომპანიების სამკერვალო ქარხნები და წარმატებით აწარმოებენ და ნაწარმოებს ყიდიან უცხოეთში.

მოსახლეობას ერთ ერთი მნიშნელოვანი შემოსავალია უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ოჯახებში ფულით დახმარება. ძირითადად რუსეთში, თურქეთში, ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სამუშაოდ წასული 1,5 მილინზე მეტი ქართველის საქართველოში მყოფ თავიანთ ოჯახებში გადმორიცხული დახმარება სავარაუდოდ 1 მილიარდ დოლარზე მეტია.

Kategorideki Diğer Yazılar