ენდოეთნონიმი და ეგზოეთნონიმი ქართველებში

კატეგორიები
/
მთავარი
/
ენდოეთნონიმი და ეგზო...

ენდოეთნონიმი და ეგზოეთნონიმი ქართველებში

დედამიწაზე ბევრი ხალხია რო მათი სახელწოდება თავისი ენაში სხვა არის და ჩვენ ვხედავთ სხვა ხალხები მათ სხვა სახელს უწოდებენ.


დედამიწაზე ბევრი ხალხია რო მათი სახელწოდება თავისი ენაში სხვა არის და ჩვენ ვხედავთ სხვა ხალხები მათ სხვა სახელს უწოდებენ. როდისმე ერთი ხალხის სახელიწოდება სხვა ენებში სხვა სიტყვებით არის დასახალებული და სხვადასხვა  ტერმინებს უწოდებენ.

ამ საკითხში მსოფლიოში არ არის შეთანხმება და ჩვენც არ უნდა ველოდოთ აზრთა ერთობლიობას. ზოგჯერ ნებისმიერ ქვეყანას სახელის სხვა ენაში საერთო ან სხვა სიტყვით წოდება ისე შორს წაგვიყვანს და სულ სხვა რამეს ნიშნავს. ამ საკიტხზე ჩვენთვის უახლესი და ცნობილი მაგალითი არი “Türkiye”, ინგლისურ ენით იწერება “Turkey” და ეს ინგლისური სტყვა ამავე დროს ნიშნავს ინდაურს. ევროპელები “Egypt” უწოდებენ იმ ჩრდილო აფრიკის ყვეყანას რომელიც თურქულ ენაში იმ ქვეყნის სახელი არის “Mısır”, ეს სიტყვა ნიშნავს “სიმინდს” და ჩვენი ბავშვობის პერიოდში ეს იყო ერთი სახუმარო საკითხი.

თუ დავტოვებთ სიტყვების მნიშვნელობის საკითხსა; ენდოეთნონიმი არის თვითსახელწოდება, ეგზოეთნონიმი გარესახელწოდებას ნიშნავს. სხვა ენებით გამოთქმაზე არის განსხვავება ხმებზე და ფორმაზე მაგრამ მაგალითად თურქი, გერმანელი, ბულგარელი, რუსი, ინგლისელი, არაბი, ქურთი და მრავალი სხვა ტერმინი ერთი და იგივე გამოთქმა არის როგორ იმ ხალხების ენებში ისე ერთი და იგივე ტერმინებს უწოდებენ სხვა ენებშიც. მაგრამ ჭეშმარიტება ყოველთვის არ არის ასე მარტივი. მაგალითად თურქეთში უწოდებენ იმ ხალხს “ერმენი” რომელიც ქართულად არის “სომეხი” და ეს ორი ტერმინი არის გარესახელწოდება, სომხების თვითსახელწოდება ანუ ენდოეთნონიმი არის “ჰაიკ”. სომხებს ევროპელები უწუდებენ “არმენიან” და ესეც არის მათი ერთ ერთი გარესახელწოდება-ეგზოეთნონიმი. ანუ ერმენი-სომეხი-ჰაიკი-არმენიან ტერმინები ერთი და იგივე ხალხის სახელია. ბერძნებისთვისაც ერთი და იგივეა ეს საკითხი. თურქეთში მათ უწოდებენ “Yunan” ევროპელები უწოდებენ “Greek” და ისინი თავისთავს უწოდებენ “Hellas”. Hellas-Yunan-Greek-ბერძენი, ეს ოთხი სხვა სიტყვა ერთი ხალხის სახელწოდებაა. ჰელლასი არის ენდოეთნონიმი და იუნან-გრეკ-ბერძენი ტერმინები ეგზოეთნონიმი.

ტერმინი “გურჯუ” ერთ-ერთი ხალხს გულისხმობს თურქეთში. ეს ტერმინი გულისხმობს თურქეთისა და საქართველოს ყველა ქართველს. საქართველოს ქართველები თავისთავს უწოდებენ “ქართველს”. მათი უძველესი მეზობლები სპარსელები უწოდებენ “გურჯუ”ს და კავკასიაში და ანატოლიაში შუა აზიიდან მოსული თურქებმაც გაიცნენ ქართველები ირანლების საშუალებით და ამის გამო ისინიც ქართველებს უწოდებენ “გურჯუ”ს. თურქ-სელჩუკების დროს და ოსმალეთის იმპერიის დროს ამ ხალხს უწოდებდნენ “გურჯუ”, ოსმალეთის იმპერიის დროს ისლამის მიღებული-მათ შორის მათი უმრავლესობა თანემედროვე თურქეთის საზღვრებში ცხოვრობს, ქართველების იმ ნაწილსა და საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანი ნაწილსაც იმ ტერმინს, ანუ ყველას  “გურჯუ”ს უწოდებენ.

ეხლა ძალიან შორს წაგვიყვანს რას უწოდებდნენ ქართველებს რომეულ პერიოდში და იმიტომ იქამდა არ უნდა წავიდეთ ამ თემის შესახებ. თანამედროვე ევროპელები ქართველებს უწოდებენ “Georgian”, რუსები “Gruzin”, სომხები “Vrask”, თუქები “Gürcü”. ანუ ქართველი-Gürcü-Georgin-Gruzin-Vrask, ყველე ეს ტერმინები ერთი ხალხს გულისხმობს.

თურქეთში მცხოვრები გურჯები; ორ ნაწილად გაიყოფა რომლებიც არიან, ოსმელეთის იმპერიის მართვის ქვეშ მყოფნი და დღევანდელი თურქეთის საზღვარგარეთ მიწებიდან იმპერიის მიწების დაკარგვის-შემცირების შემდგომ ანატოლიის სხვა და სხვა პროვინციებში გადასახლებული მუჰაჯირი ქართველები და ოდითგანვე თანამედროვე თურქეთის იმ კუთხეებში, თავისი მამულში-დედა სამშობლოში მცხოვრები ან იქიდან მთელ თურქეთში გადასახლებული ავტოქტონი-ადგილობრივი გურჯები. ორივე მათგანი მუჰაჯირი ქართველები და ადგილობრივი-ავტოქტონი თურქეთელი ქართველები XIX. საუკუნის მეოთხედი პერიოდამდე თავისი სამშობლოში ცხოვრობდნენ. ისინი ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ შესვლის შემდგომ დროთა განმავლობაში მართმადიდებელი-ქრისტიანობიდან გადავიდნენ ისლამში. იმ ეპოქაში ისლამის მიღებული მოსახლეობის აზრით, ტერმინი “ქართველი” წარმოადგენდა მათი ერთ ენოვან მაგრამ ჯერ-კიდევ ქრისტიანი მოსახლეობას და ისეთი ქადაგება უნდა ყოფილიყო რო თავიანთ ქრისტიანულ წარსულს შეახსენებდა, ამის გამო მათაც მიატოვეს ტერმინი ქართველი. კიდევ ქრისტიანად დარჩენილი მათი ძმები, მართმადიდებელი ქრისტიანებიც მათ უწოდებდნენ “თათარს” მხოლოდ მათი ისლამის მიღების გამო. რადგან იმ ეპოქაში ევროპაშიც და ოსმალეთშიც, ბუნებრივია საქართველოშიც რელიგია სრული განისაზღვრელი იყო ეროვნებისა. რელიგია გულისხმობდა ეროვნებას. ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ მაგრამ თავისი მამულში მცხოვრები მუსლიმი ქართველებმა ახალი ერთი ტერმინი გამოიგონეს და თავს უწოდეს “ჩვენებური”. ერთმანეთთან ურთიერთობაში გამოყენებული იყო ეს ტერმინი და თურქებთან ურთიერთიბაში თავს გააცნობდნენ მათ გურჯად როგორც თურქები იცნობდნენ. ამ თვალსაზრისით გაგრძელდა მათი ძველი სამშბლოდან გადასახლების შემდეგაც. რუსეთმა საქართველოს აღების შემდეგ ისარგებლა ამ მდგომარეობით. საბჭოთა კავშირის დროს საქმე ისეთი გახდა რომ, საქართველოს ქართველებმა უკვე აღარ იცოდნენ რომ საქართველოს საზღვარგარეთ მათი ნათესავები ცხოვრობდნენ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხელახლა შეისწავლეს ეს საკითხი.

მაგრამ როდესაც დღევანდელი დღეს  ინფორმაციის მიღება ხელმისაწვდომია, განვითარებული კომუნიკაცია. მიუხედევად იმისა სახელწოდების-არეულობა ჯერ კიდევ არსებობს ნაწილობრივად. საბოლოო ჯამში საქართველო-გურჯისთანი-გეორგია ერთი და იგივე ქვეყანას გულისხმობს როგორც ქართველი-ჩვენებური-გურჯუ-გრუზინ-გეორგიან-ვრასკ ეს ყველა სიტყვები ერთის და იგივე ხალხს გულისხმობს. სხვადასხვა მიზეზების ან მოვალეობის მიღების გამო მათ არ უნდათ გაიგონ ეს სახელწოდებების ერთიანობა და კლავ ადამიანების მითითებაზე ცდილობენ. ამ სახელწოდებების ერთიანობის გაგება ძალზე ადვილია. ვისაც არა აქვს უსაფუძვლო რელიგიური, პოლიტიკური, ისტორიული წუხილი, ვისაც არ მოსწონს თავისთვის სხვა ეტიკეტი, ნორმალური განათლების დონეზეა და ნორმალური განწყობა აქვს ამის გაგება ძალზე ადვილია.

Kategorideki Diğer Yazılar