საქართველოს რუკა სოჭის ოლიმპიადაზე და უკმაყოფილება თვითაღიარებულ რესპუბლიკაში

კატეგორიები
/
მთავარი
/
საქართველოს რუკა სოჭ...

საქართველოს რუკა სოჭის ოლიმპიადაზე და უკმაყოფილება თვითაღიარებულ რესპუბლიკაში

აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ სოჭის ოლიმპიადის მთავარ საიტზე გამოყენებულია google-ს რუკა, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაშია მოხსენიებული.


აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ სოჭის ოლიმპიადის მთავარ საიტზე გამოყენებულია google-ს რუკა, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაშია მოხსენიებული. ე.წ აფხაზეთის დამოუკიდებელი ექსპერტები აღშფოთებულნი არიან იმითაც, რომ რუკაზე წარწერები ინგლისურ და ქართულ ენებზეა.

ამავე დროს თვითაღიარებული რესპუბლიკაში სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის დიმიტრი ჩერნიშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებასაც აპროტესტებენ.ჩერნიშენკოს განცხადებით, სოჭის ოლიმპიადაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები მოწვეულნი არ იყვნენ, რადგანაც არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტები არ ფუნქციონირებს.

 

წყარო: http://www.smoge.org/?p=10874

09.02.2014

Kategorideki Diğer Yazılar