მეჩეთი - ერთი ძეგლი ეთნოგრაფიულ მუზეუმში

კატეგორიები
/
ენა & კულტურა
/
მეჩეთი - ერთი ძეგლი ...
მეჩეთი - ერთი ძეგლი ეთნოგრაფიულ მუზეუმში

თურქეთში ქართულის სწავლის წარსული და დღევანდელი მდგომარეობა

შელოცვები

თურქეთის ქართველები, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარსული, აწმყო და მომავალი* - მუსტაფა იაქუთ (გურამ ხიმშიაშვილი)

თამადა-გაუხუნარი ტრადიცია

მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველების მიერ კონკრეტული შენატანები

ქართული ყავის მოსადუღებელი აპარატი

ილია ჭავჭავაძე - მაჰმადიანთ გაქრისტიანება

ბორჯღალა

ლამპრობა

თურქეთის სახელმწიფო სკოლაში პირველად გაიხსნა კლასი, სადაც ქართულს ასწავლიან

მუსტაფა იაქუთი (გურამ ზიმშიაშვილი)-"გზა მშვიდობისა, დედასამშობლო გელის!"

400 წლის მერეც, ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ

14 აპრილი დედაენის დღე

ქართული ენის მოკლე ისტორია* - ზურა ბატიაშვილი

თურქეთში მცხოვრები ქართველების დედა ენის ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

ქართული სამოსის ისტორიიდან: "ჩოხა-ახალუხი" - პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი

საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორია დადასტურდა

*ქართული სახელები და გვარები-როლანდ თოფჩიშვილი

*მარმარილოს რეგიონის ეთნიკურ ქართველთა სამეურნეო-კულურული ტიპი-ნოდარ შოშიტაშვილი

მე-4 ქართული ზეიმი განხორციელდა გემლიკის რაიონის ჰაიდარიეს სოფელში

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია.

ქეიფის დროს მამაკაცებს შორის პატივისცემის ნიშნად ურთიერთ ხვევნა-კოცნა რამდენად იყო ჩვენითვის ტრადიციული?

მურღულის საშუალო სკოლის ქართული კლასის მოსწავლეები, ოჯახებთან ერთად 2 დღით ბათუმში იმყოფებოდნენ

*თურქეთის შეხედულება ქართველებზე და თურქეთის ქართველების თვითაღქმა

Gürcüce Öğrenelim videoları tek sayfada

მეჩეთი - ერთი ძეგლი ეთნოგრაფიულ მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ეთნოგრაფიულ მუზეუმში - „ღია ცის ქვეშ” (თბილისი) - არსებულ კულტურის უნიკალურ ძეგლთა შორისაა მეჩეთი/ჯამე ჩიქუნეთიდან.


საქართველოს ეროვნული მუზეუმის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ეთნოგრაფიულ მუზეუმში - „ღია ცის ქვეშ” (თბილისი) - არსებულ კულტურის უნიკალურ ძეგლთა შორისაა მეჩეთი/ჯამე ჩიქუნეთიდან. იგი წარმოდგენს ხის არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს, ნატიფი ქართული ორნამენტებით დამშვენებულ ძეგლს. ნაგებობა განთავსებულია აჭარის კუთხეში, სადაც, ასევე, განლაგებულია აჭარის ტრადიციული ყოფისათვის დამახასიეთებელი ნაგებობი: ლაზური ტიპის სახლები მირვეთიდან და კირნათიდან; მაღალმთიან აჭარაში საყოველთაოდ გავრცელებული კომბინირებული (ქვისა და ხის მონაცვლეობით ნაგები) სახლი დიდაჭარადან; ჯარგვალური ტიპის სამეურნეო ნაგებობანი: საშეშე ფარდული და საბძელი დიდაჭარადან, ნალია მიეკვეთიდან და ხულა-ბეღელი აჭყვისთავიდან.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოს ბევრი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა წარმოდგენილი. მუზეუმი 1966 წელს დაარსა გიორგი ჩიტაიამ სხვა ქართველ ისტორიკისთა, ეთნოგრაფთა, არქიტექტორთა და სახელმწიფო მოხელეთა მხარდაჭერით. იგი ე.წ. „ღია ცის ქვეშ” ტიპის მუზეუმია და 2005 წლიდან ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია მოქცეული.

„ღია ცის ქვეშ” ტიპის მუზეუმები XX საუკუნის შუაწლებისათვის უკვე არსებობდა ევროპაში (შვედეთი, ნორვეგია, დანია და სხვ.), სადაც ამ ხანის მუზეუმების დაარსების აუცილებლობა უკვე XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გახდა აქტუალური, რადგანაც ინდუსტრიული განვითარება და ურბანიზაცია სწრაფი ტემპით სპობდა ტრადიციული ეთნიკური ყოფის მრავალ ელემენტს, მათ შორის, ხალხური ხუროთმიძვრების ნიმუშებს. და ცხადია, დღის წესრიგში დადგა ტრადიციული კულტურის ელემენტების დაცვისა და შენარჩუნების საკიტხი.

თბილისში ეთნოგრაფიული მუზეუმის დაგეგმარების დროს გათვალისწინებულ იქნა საქართველოს გეოგრაფიული თავისებურებები და შიდა ლანდშაფტურ-გეოგრაფიული და კულტურულ-ისტორიული ზონები (1; 2). ხალხური ყოფისა და კულტურის ძეგლები განლაგდა სათანადო ბუნებრივ გარემოცვაში (1). მუზეუმისთვის შეირჩა მამადავითის ქედის გაგრძელება, კუს ტბის ჩრდილოეთის ფერდობი. ამჟამად 50. 400 ჰექტარი უკავია, რომლის პერიმეტრი 4.500 კმ შეადგენს.

გ. ჩიტაიას მიზანი იყო მუზეუმში საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების წარმოჩენა შესაბამისი ინტერიერით და, ამავე დროს, ტრადიციული ყოფითი ელემენტების „გაცოცხლებით” წარუშლელი შტაბეჭდილების მოხდენა დამთვალიერებელზე (1).

მუზეუმი განფენილია ფერდობზე ვერტიკალური ზონალობის პრინციპის მიხედვით. შესაბამისად, აჭარას უკავია საქართველოს წარმოსახვითი რუკის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, სადაც უშუალოდ საცხოვრებელ და სამეურნეო კომპლექსებთან ერთად გ. ჩიტაია მოიაზრებდა ყოფითი კულტურის ყველა სხვა ელემენტის წარმოჩენასაც: მატერიალურ და სულიერ ყოფას, საზოგადოებრივ და სოციალურ ურთიერთობებს.

მუზეუმის თანამშრომლებმა თავის დროზე შემოიარეს აჭარის მთა და ბარი, უშუალოდ ადგილზე გაეცნენ ტრადიციული ხალხური ხუროთმოძვრობის ნიმუშებს - საცხოვრებელ, სამეურნეო და საკულტო ნაგებობას. შეარჩიეს ისეთი ძეგლები, რომლების გამოხატავდნენ საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების განვითარების უმნიშნელოვანეს ეტაპებს და ტენდენციებს. კულტურის ძეგლთა შერჩევისას ყურადღება გამახვილეს ნაგებობათა ესთეტიკურ მხარეზედაც. ჩუქურთმებითა და ორნამენტებით გაწყობაზე. ასეთი სახლები კი აჭარაში XX საუკუნის 60-იანი წლებისათვის საკმაოდ მრავლად იყო შემონახული. ტრადიციული საცხოვრებელი და სამეურნეო კომპლექსები, ფუნქციურ დანიშნულებასთან ერთად, წარმოაჩენდნენ ქართველ (აჭარელ, იმერხეველ და ლაზ) ხელოსანთა მაღალ ოსტატობასა და ტრადიციის უწყვეტობას.

მუზეუმის აჭარის კუთხის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ძეგლია საკულტო ნაგებობა - ჯამე. იგი ისტორიული ძგლია, ქართული კულტურის ნაწილი და ქართული ხითხუროობის (ხალხური არქიტექტურის) ერთ-ერთი შედევრი.

1973 წელს აჭარის ხალხური არქიტექტურის შესასწავლად მივლინებულ მეცნიერთა ჯგუფს (ლ. სუმბაძეს, ხ. ახვლედიანსა და ი. ყურაშვილი) ჩიქუნეთის ჯამე სავალალო დღეში დახვედრია: „მოუვლელი და უყურადღებოდ მიტოვებული იყო ჩიქუნეთის ჯამეც. იგი იდგა ნახევრად დამპალი იატაკიტა და ჩამონგრეული ჭერით”(3). ასეთი იყო საბჭოთა პერიოდში საკულტო ნაგებობათა ხვედრი. შესაბამისად აქტუალურად დაისვა კულტურის ძეგლის გადარჩენის საკითხი. ამიტომაც შესრულდა მეტად სერიოზული ეთნოგრაფიულ-არქიტექტურული სამუშაო (ძეგლის მდგომარეობის დიაგნოსტიკა) და მისი გადარჩენის და შემონახვის მიზნით გადაწყდა ნაგებობის გადმოტანა თბილისში მუზეუმის ტერიტორიაზე. ნაგებობა გადმოტანილ იქნა (1975 წ.) სრული სახით და ადგილზე ხელახლა აიგო (1977 წ.) ავთენტიკური წესით. მუზეუმის ტერიტორიაზე განთავსების შემდეგ ნაგებობა დაცული და მოვლილია.

ჯამე მაჭახლის ხეობიდან, სოფელ ჩიქუნეთიდანაა, მთელი აჭარა და, მათ შორის, მაჭახელიც ცნობილია ტრადიციული ხის არქიტექტურის მაღალი დინით, ხით ხუროთმოძვრების დიდ კულტირას თან ახლდა ლითონის მოპოვებისა და ქვის დამუშავების უძველესი ტრადიციებიც.

გადმოცემით, ჯამე ლაზ ძმებს აუგიათ XIX საუკუნის I ნახევარში. ნაგებობაზე ამოკვეთილია მშენებლობის თანადროული წარწერა - 1251 წელი ჰიჯრით, რაც 1836 წელს შეასაბამება. ცნობილა, ლაზ ხელოსნებს დიდი წვლილი მიუძვნით XVIII-XIX  საუკუნეების ქართული ხალხური არქიტექტურის განვითარების საქმეში.

მეჩეთ/ჯამე დგას ქვის საფუძველზე, ხოლო შემდეგ ამოშენებულია ხით (წაბლის ხე) ლურსმენის გარეშე; გადახურულია კრამიტით და გადახურვა ორქანობიანია.

ნაგებობა ქრქიტექტურულად ტრადიციულ ქართულ ოდასახლს წარმოადგენს. მსგავსი ოდასახლები საქართველოში XVIII საუკუნის ბოლოდან. ჯამეს გეგმის კონფიგურაცია უახლოვდება კვადრატს. ნაგებობის კომპოზიციას საფუძვლად უდევს ჩაკეტილი მოცულობა და ღია აივანი. აივანი ჯამეს გასდევს მხოლოდ ერთი ფასადის სიგრძეზე, საიდანაც სიმეტრიულად მოთავსებული, მოჩუქურთმებული კარით შევდივართ ნაგებობის შიგნით, ქორების ქვეშ, რომელიც ოთხივე შიდა კედელს მიუყვება. ის ეყრდნობა მოჩუქურთმებულ სვეტებს.

ინტერიერში, სამლოცველოს კელის ცენტრში, განლაგებულია მცენარეული ორნამენტებით მოჩუქურთმებული წაბლის ხის ძელისაგან გამოთლილი „მიჰრაბი”. „მიჰრაბის” მარცხენა მხარეს მოტავსებულია პატარა კათედრალი „ქურსი”, რომელიც ასევე მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. გამოკვეთილია „მინბარის” კონსტრუქციულ-ხუროთმოძღვრული არქიტექტონიკაც - იგი, ფაქტობრივად, აღმავალი კიბეა, ორნამენტებითაა შემკული და ახლავს მოაჯირები. მეორე, შედარებით სადა ტიპის, კიბე, კი შესასვლელის მარჯვენა კედელთანაა განთავსებული.

დარბაზი ნათდება ორ იარუსად განლაგებული ფანჯარებით.

გარე და შიდა კერები, ანტრესოლის სვეტები, ჭერი, შიდა აივნები, ფანჯარები და სხვა დეტალები ჩასმულია ტრადიციულ ქართულ, ნატიფი გემოვნებით შესრულებულ ჩუქურთმებში. იკითხება, ძირითადად, მცენარეული, ისტრალური და გეომეტრიული ორნამენტები. ტრადიციულ ქართულ კულტურასთან ნაზიარები ლაზი ოსტატებისათვის, ბუნებრივია, მშობლიური იყო ქართული ტრადიციული ყოფის სიმბოლოდ მიჩნეული ვაზის სტილიზებული გამოსახულება და აივნის ერთ-ერთ სვეტზე სწორედ ვაზის მტევნებია ამოკვეთილი, რასაც ესტეტიკურთან ერთად სიმბოლური დატვირთვაც აქვს. ცნობილია, რომ ჯამების ინტერიერში ხშირად გვხდება ხეზე ამოკვეთილი ან ზეთის საღებავით მოხატული ვაზის ორნამენტი. იგი, უმთავრესად, მტევნის სახითაა წარმოდგენილი, მას ზოგჯერ ახლავს მიმოხვეული ღერო და ფოთლები (4). სპეციალისტების მიერ დადგენილია, რომ ქართულ ჯამეებს ამკობს უძველესი ქართული ორნამენტები, რომელთა დიდი ნაწილი გვხდება როგორც საერო არქიტექტურაში, ასევე ქრისტიანულ ტაძრებზე. აჭარის ჯამეებზე ქართული ორნამენტების არსებობა მშენებელთა მიერ ქართული არქიტექტურის ცოდნაზე მეტყველებს, ავლენს ადგილობრივი ხელოვნების ათვისებისა და გამოყენების შედეგებს.

ცნობილია, რომ ხელოსანი ნაგებობის მშენებლობის დაწყებამდე საკმაო ხნით ადრე იწყებოდ სამზადიის: ჯერ შეირჩეოდა სამშენებლო ადგილი, შემდეგ მზადდებოდა სამშენებლო მასალა და იგეგმებოდა ნაგებობის არქიტექტურული ტიპი... ყოველ ოსტატს ჰქონდა საკუთარი სამუშაო იარაღები და ხელსაწყოები, აგრეთვე, ორნამენტების თარგები. ორნამენტის თარგები, ძირითადად, კლასიკური სახით გადადიოდა თაობიდან თაობაში და უძველესი ქართული ორნამენტების ნაირსახეობას წარმოადგენდა. ორნამენტი, შესრილების ტექნიკის მიხედვითმ, სამგვარია: აჟურული (გამჭოლი), გრაფიკული (ამოკაწრული) და რელიეფური. ჩიქუნეთის ჯამეს სამივე სახის ირნამენტი ამკობს, მაგრამ დომინირებს აჟურული და რელიეფური. ეს ორნამენტი უნივერსალურია საქართველოს ყველა მხარისათვის და განსაკუთრებულ მსგავსებას იგი სვანურ და ხევსურულ ორნამენტთან ავლენს.

ჯამე დამთვალიერებელთა მუდმივი ყურადრების ცენტრშია. საყურადღებოს, რომ მუზეუმის სტუმარტა შორის ყოფილა XX საუკუნის ერთ-ერთი დიდი ქართველი, თურქეთის მოქალაქე, აჰმედ მელაშვილი. ლ. სუმბაძის მონათხრობით, „ჩიქუნეთიდან ჩამოტანილი ჯამეს ნახვამ ჩვენს მუზეუმში (ამ სოფლიდან ყოფილან თურმე, გადმოცემით, აჰმედ მელაშვილის მეუღლის წინაპრები) მას სიხარულის ცრემლები მოჰგვარა” (ლ. სუმბაძე, 1982, 77).

 

----

1)გ. ჩიტაია, ღია ცის ქვეშ მუზეუმის მოწყობის ძირითადი პრინციპები, ძეგლის მეგობარი, 25, თბ., 1971

2)ლ. სუმბაძე, ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის პარკ-მუზეუმი (გენერალური პროექტი და მისი ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა), ძეგლის მეგობარი, 25., 1971.

3)ლ. სუმბაძე, გადავარჩინოთ ქართული ხითხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლები, საბჭოთა ხელოვნება, 11, თბ., 1982.

4)ჯ. ვარშალომიძე, ხალხური ორნამენტი მაჭლის ხეობაშ, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ყოფა და კულტურა, VI, თბ., 1978.

როზეტა გუჯეჯიანი, ნოდარ შოშიტაშვილი

ჟ. ფიროსმანი , NOMERI 10, 2010.

 

Kategorideki Diğer Yazılar