სიახლეები

საქართველო მსოფლიოს უძველესი ქვეყნების სამეულში მოხვდა

პოპულარული ამერიკული საიტი “Top tens“, რომელიც სხვადასხვა თემატურ რეიტინგებს ადგენს, ამჯერად საუკეთესო უძველესი ქვეყნების ათეულს ავლენს და მათ შორის საქართველოსაც ასახელებს.

1 წთ საკითხავი

პოპულარული ამერიკული საიტი “Top tens“, რომელიც სხვადასხვა თემატურ რეიტინგებს ადგენს, ამჯერად საუკეთესო უძველესი ქვეყნების ათეულს ავლენს და მათ შორის საქართველოსაც ასახელებს.

საქართველომ, თავისი უძველესი ისტორიით, ტრადიციებითა და დამწერლობით, ათეულში მესამე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი საბერძნეთს ერგო, მეორე კი ეგვიპტეს. ათეულში ასევე იხსენიება ჩინეთი, ინდოეთი, იტალია და სხვა.

საიტის სტრუქტურიდან გამომდინარე, მის მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ ყოველი თემისა და ქვეყნის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვან.

საქართველო კი კომენტარებში უამრავ დადებით გამოხმაურებასა და დახასიათებას იმსახურებს.

ინტერნეტმომხმარებლები მას ღვინისა და ყველის, მამაცი ხალხის სამშობლოდ იხსენიებენ, რომელსაც მდიდარი კულტურა და განსაკუთრებული ისტორია გააჩნია.

წყარო: agora.ge/new/15828 (21.08.2017)

სიახლეები

რა შემოუთვალა პუტინმა ლიპარტელიანს თავისი ფავორიტი სპორტსმენის დამარცხების შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ წარმატებით იასპარეზა. ქართველებმა ფინალში…

შელოცვები

ფარნავაზ მეფის მიერ შექმნილი ანბანის ბოლო ვერსიას და საკმაოდ განვითარებულია ქართული დამწერლობა მაგრამ ყოველთვის არსებობდა ზეპირი…

ძიება

ძიება სათაურში, აღწერასა და კატეგორიაში.