„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია.

კატეგორიები
/
ენა & კულტურა
/
„ქართული ანბანის სამ...
„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია.

თურქეთში ქართულის სწავლის წარსული და დღევანდელი მდგომარეობა

შელოცვები

თურქეთის ქართველები, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარსული, აწმყო და მომავალი* - მუსტაფა იაქუთ (გურამ ხიმშიაშვილი)

თამადა-გაუხუნარი ტრადიცია

მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველების მიერ კონკრეტული შენატანები

ქართული ყავის მოსადუღებელი აპარატი

ილია ჭავჭავაძე - მაჰმადიანთ გაქრისტიანება

მეჩეთი - ერთი ძეგლი ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ბორჯღალა

ლამპრობა

თურქეთის სახელმწიფო სკოლაში პირველად გაიხსნა კლასი, სადაც ქართულს ასწავლიან

მუსტაფა იაქუთი (გურამ ზიმშიაშვილი)-"გზა მშვიდობისა, დედასამშობლო გელის!"

400 წლის მერეც, ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ

14 აპრილი დედაენის დღე

ქართული ენის მოკლე ისტორია* - ზურა ბატიაშვილი

თურქეთში მცხოვრები ქართველების დედა ენის ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

ქართული სამოსის ისტორიიდან: "ჩოხა-ახალუხი" - პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი

საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორია დადასტურდა

*ქართული სახელები და გვარები-როლანდ თოფჩიშვილი

*მარმარილოს რეგიონის ეთნიკურ ქართველთა სამეურნეო-კულურული ტიპი-ნოდარ შოშიტაშვილი

მე-4 ქართული ზეიმი განხორციელდა გემლიკის რაიონის ჰაიდარიეს სოფელში

ქეიფის დროს მამაკაცებს შორის პატივისცემის ნიშნად ურთიერთ ხვევნა-კოცნა რამდენად იყო ჩვენითვის ტრადიციული?

მურღულის საშუალო სკოლის ქართული კლასის მოსწავლეები, ოჯახებთან ერთად 2 დღით ბათუმში იმყოფებოდნენ

*თურქეთის შეხედულება ქართველებზე და თურქეთის ქართველების თვითაღქმა

Gürcüce Öğrenelim videoları tek sayfada

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია.

გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მე-11 სესიაზე მიიღო.


გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მე-11 სესიაზე მიიღო.

კომიტეტის სესიაზე, რომელიც 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე იმართება, საქართველოს დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით მონაწილეობს: საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში - ეკატერინე სირაძე - დელონე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი - ნიკოლოზ ანთიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს, UNESCO-ს ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი - ქეთევან კადნელაკი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი აფრიკის კავშირში - ვახტანგ ჯაოშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს UNESCO-სა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი - რუსუდან მირზიკაშვილი. ექსპერტის სტატუსით, UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მიწვეულია - კონსტანტინე ნაცვლიშვილი.

აღნიშნული ნომინაცია საქართველოს მთავრობისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით მომზადდა, ხოლო ნომინაციის მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე უზრუნველყო საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ნომინაციის მომზადებაში ჩართულები იყვნენ: ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნული მუზეუმი, საქართველოს საპატრიარქო, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები და ცალკეული ენათმეცნიერები. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 19 მარტს, „უძველესი ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა საუკუნეების განმავლობაში ქართული დამწერლობის ევოლუციისა და მის საფუძველზე მიღებული სამი ანბანური სისტემის (მრგლოვანი, ნუსხური, მხედრული) სხვადასხვა კულტურული და სოციალური ფუნქციით თანაარსებობის შედეგად ჩამოყალიბდა. ელემენტი მოიცავს ქართული ანბანის სამ სახეობას, მათი გამოყენების მრავალფეროვნებასა და თანაარსებობის ცოცხალ კულტურას, ლიტერატურულ მემკვიდრეობასა და კულტურას, ანბანის სწავლების მეთოდიკას (დედა ენა - საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი), ტიპოგრაფიის, გრაფიკულ და მედია-დიზაინის ხელოვნებას. ელემენტი ინახავს თხუტმეტსაუკუნოვანი ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკასა და გრამატიკას, რაც ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენს.

UNESCO-ს მხრიდან „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებას ფუნდამენტური მნიშვნელობა გააჩნია როგორც, ქართული საზოგადოებისა და დიასპორისთვის, ასევე საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და ზოგადად საქართველოს, როგორც მაღალი კულტურის მქონე ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისთვის საერთაშორისო დონეზე.

ნომინაცია ხელს უწყობს საქართველოში კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას, საზოგადოებაში ტოლერანტობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სოციო-კულტურული კავშირების განმტკიცებას, ქართველოლოგის, როგორც მეცნიერების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას. იგი ასევე წაახალისებს ქართული ენის, ანბანისა და ლიტერატურის კვლევითი ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას, რაც ელემენტის უმთავრეს დამცავ მექანიზმად მიიჩნევა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სრულიად საქართველოს ულოცავს ამ დიდ წარმატებას!

 

30.11.2016 წელი

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

Kategorideki Diğer Yazılar