თურქეთში მცხოვრები ქართველების დედა ენის ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

კატეგორიები
/
ენა & კულტურა
/
თურქეთში მცხოვრები ქ...
თურქეთში მცხოვრები ქართველების დედა ენის ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

თურქეთში ქართულის სწავლის წარსული და დღევანდელი მდგომარეობა

შელოცვები

თურქეთის ქართველები, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარსული, აწმყო და მომავალი* - მუსტაფა იაქუთ (გურამ ხიმშიაშვილი)

თამადა-გაუხუნარი ტრადიცია

მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველების მიერ კონკრეტული შენატანები

ქართული ყავის მოსადუღებელი აპარატი

ილია ჭავჭავაძე - მაჰმადიანთ გაქრისტიანება

მეჩეთი - ერთი ძეგლი ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ბორჯღალა

ლამპრობა

თურქეთის სახელმწიფო სკოლაში პირველად გაიხსნა კლასი, სადაც ქართულს ასწავლიან

მუსტაფა იაქუთი (გურამ ზიმშიაშვილი)-"გზა მშვიდობისა, დედასამშობლო გელის!"

400 წლის მერეც, ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ

14 აპრილი დედაენის დღე

ქართული ენის მოკლე ისტორია* - ზურა ბატიაშვილი

ქართული სამოსის ისტორიიდან: "ჩოხა-ახალუხი" - პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი

საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორია დადასტურდა

*ქართული სახელები და გვარები-როლანდ თოფჩიშვილი

*მარმარილოს რეგიონის ეთნიკურ ქართველთა სამეურნეო-კულურული ტიპი-ნოდარ შოშიტაშვილი

მე-4 ქართული ზეიმი განხორციელდა გემლიკის რაიონის ჰაიდარიეს სოფელში

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია.

ქეიფის დროს მამაკაცებს შორის პატივისცემის ნიშნად ურთიერთ ხვევნა-კოცნა რამდენად იყო ჩვენითვის ტრადიციული?

მურღულის საშუალო სკოლის ქართული კლასის მოსწავლეები, ოჯახებთან ერთად 2 დღით ბათუმში იმყოფებოდნენ

*თურქეთის შეხედულება ქართველებზე და თურქეთის ქართველების თვითაღქმა

Gürcüce Öğrenelim videoları tek sayfada

თურქეთში მცხოვრები ქართველების დედა ენის ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დედა ენა და სახელმწიფო ენა ერთმანეთს ემთხვევა, ზოგან კი არ ემთხვევა. იმ ადამიანებს, რომლებსაც დედა ენა და სახელმწიფო ენა ერთი აქვთ, არავითარი პრობლემები არ ექმნებათ.


პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ყველას გულითადად გესალმებით.

დედა ენა, დაბადებით, ოჯახში ან ეთნიკურად ერთი საზოგადოებაში შესწავლილი ენაა.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დედა ენა და სახელმწიფო ენა ერთმანეთს ემთხვევა, ზოგან კი არ ემთხვევა. იმ ადამიანებს, რომლებსაც დედა ენა და სახელმწიფო ენა ერთი აქვთ, არავითარი პრობლემები არ ექმნებათ. მაგალითად, თურქეთში მცხოვრებ, თურქული წარმოშობის მოსახლეობას, ან კიდევ საქართველოში მცხოვრებ ქართული წარმოშობის მოქალაქეებს პრობლემები არა აქვთ.

დღეს მე შევეცდები, განვიხილო თურქეთელი ქართველების დედა ენის ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემები.

დიდი ომებისა თუ ზოგიერთი ისტორიული მომენტების შედეგად მომხდარმა მიგრაციულმა პროცესებმა უამრავი პრობლემაც თან გამოიყოლა.

ანატოლიის ტერიტორიაზე ქართველებმა ახალი ცხოვრების დასაწყებად უფრო ქალაქგარე დასახლებები აირჩიეს.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ადგილების შერჩევისას მშობლიური კუთხეების მსგავს ადგილებს არჩევდნენ, მათი მთავარი მიზანი მაინც კულტურისა და ენის შენარჩუნება იყო. მათ, რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ ქალაქურ დასახლებებში ცხოვრება უფრო ადვილი იყო, მაგრამ არ ავიწყდებოდათ ისიც, რომ ქალქქებში ადვილად დაკარგავდნენ ენასა და კულტურულ ღირებულებებს. ამიტომაც მინიმუმ 70 წლის განმავლობაში მათ, არც სხვებისგან ქალი უთხოვიათ და არც თვითონ მიუთხოვებიათ ქალი უცხოსათვის. ისინი ჩაკეტილი საზოგადოების პრინციპით ცხოვრებას ამჯობინებდნენ. ეს ნიშანი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ინეგოლის მსგავს მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სადაც ყველაფერი უფრო  უკომპრომისო იყო. იმ პირობებში, ქართველი ქალიშვილი, აუცილებლად ქართველზე უნდა გათხოვილიყო, თუნდაც მშობლიური სახლიდან ძალიან მოშორებითაც.  მაგალითად, ბაბუაჩემის მამიდა 1890 წელს სოფელ ყაზელიდან იზნიქის რაიონის სოფელ ელმალიში  გაუთხოვებიათ.

თურქეთელმა ქართველებმა სწორედ ასეთი ცხოვრების წესით ქართული იდენტობა შეინარჩუნეს.

  1. დედა ენა შეინარჩუნეს. კულტურის ყველაზე მთავარი შემნარჩუნებელი და მატარებელი ენაა და სწორედ ამ ენაზე ლაპარაკობდნენ და მას მინიმუმ ერთი საუკუნის მანძილზე შვილებს ასწავლიდნენ.
  2. ადათ-წესებზე მჭიდროდ დამოკიდებულნი გახდნენ.
  3. განსაკუთრებით სიმღერები და ცეკვები ვერ მიატოვეს,
  4. რწმენა შეინარჩუნეს. რელიგია და კულტურა ერთმანეთთან დააკავშირეს.
  5. დედა-სამშობლო არასდროს დავიწყნიათ. თავიანთ მშობლიურ კუთხეებს ბავშვებს დაუსწრებლად აცნობდნენ.
  6. საქართველოში მყოფ ძმებთან შეუზღუდავი ურთიერთობები დაამყარეს და ამ ურთიერთობებს  კვლავაც ცოცხლად აგრძელებენ.

ისტორიულად, დასახლებულ ადგილებს თურქეთელი ქართველები სრულად შეეგუვნენ. ამ შეგუებამ გამოიწვია, ის რომ გზა გარეთაც გაეხსნათ. გარშემომყოფებს აჩვენეს ქართული კულტურა და იგი შეუთავსეს ახალ გარემოს. ნათესაური ურთიერთობები გააღრმავეს. ქორწინებებიც დაიწყო. სოციალური ცხოვრება გამრავალფეროვნდა. კეთილდღეობის ხარისხმა იმატა. ეს მოვლენები, ცხადია, ბედნიერების, პოზიტიურობისა და ადამიანურობის მაგალითი იყო, თუმცა ამ კავშირებიდან გამომდინარე, დედა ენის შესწავლის მხრივ პრობლემებმაც იჩინა თავი. ამ პრობლემების მიზეზებიდან ერთ-ერთი მთავარი, რომელიმე მშობლის მიერ ქართულის არცოდნა და შედეგად სახლში ქართული ლაპარაკის გაქრობა იყო. იყო შემთხვევები, როდესაც, გარკვეული მიზეზების გამო, ქართულის მცოდნე მშობლები,  მაინც არ ელაპარაკებოდნენ შვილებს ქართულად. ასე გადავიდა ქართული ენა ცხოვრების უკანა პლანზე. ამან თაობებს შორის ენობრივი კავშირიც შეამცირა და მის შედეგს დღეს ვიმკით.

თურქეთელ ქართველებს დედა ენისა და კულტურული მემკვიდრეობის დაკარგვა სასტიკად არ სურდათ, ამიტომ მათ შესანარჩუნებლად მთელი რიგი მცდელობები ჰქონდათ. ამათგან ორზე შევჩერდები.

  1. მშობლების ნაწილი შვილებს არდადეგებზე ბებიებთან და ბაბუებთან გზავნიდა, რათა დედა ენის შესწავლისათვის საფუძველი მოემზადებინათ.
  2. ბავშვებს ჩვენს ქვეყანაში მეტად საყვარელი ქართული ცეკვების ანსამბლში გზავნიდნენ. 

დღესდღეობით ქართული ფოლკლორი (სიმღერები და ცეკვები) ისე შეუყვარდათ თურქეთში, რომ გინდ ქართველი იყოს გინდ არა, არა აქვს მნიშვნელობა, ქორწილებში მისი  ახმიანება ყველას ეამაყება.

ქართული ენის შენარჩუნებისაკენ მიმართული მთელი ეს ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი არ არის. ასეთ შემთხვევაში ყველას რაღაც ვალდებულებები გვაქვს. რა თქმა უნდა დედაენა - ქართული ენა არ უნდა დავივიწყოთ და არ უნდა დავავიწყებინოთ. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რადგანაც მშობლიური ენა ყველა ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი და წმინდა რამაა, ადამიანის ყველაზე კანონიერი და ძირითადი  უფლებაა.

თურქეთელი ქართველების დედა ენის ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემების თავი და თავი ანბანის არ ცოდნა და წერითი კულტურის ვერ განვითარებაა. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ზეპირი გადმოცემით 100 წლის განმავლობაში დედა ენის შენარჩუნება მეცნიერების ღრმა კვლევის საკითხია.

ბავშვებისათვის ქართულის შესწავლის მსურველმა ოჯახებმა პირველ რიგში წერა-კითხვაზე უნდა გააკეთონ აქცენტი. ბავშვები თურქულთან ერთად რამდენიმე უცხო ენას, ინგლისურს, გერმანულს, ფრანგულს, არაბულს სწავლობენ, მაშ, რატომ არ უნდა სწავლობდნენ ისინი დედა ენას ანუ ქართულ ენას? რასაკვირველია, უნდა სწავლობდნენ. დღეს ინეგოლში კავკასიის კულტურისა და ფოლკლორის საზოგადოებისა და ჩვენი მასწავლებლის თეონა ვარშალომიძის მიერ დაწყებული ეს სამუშაოი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.

1980 წლამდე დედა ენაზე ყველა ქართულ ოჯახში ლაპარაკობდნენ, ასწავლიდნენ და სწავლობდნენ. დღეს საოჯახო, ანუ ძველებური ფორმით ცოდნის ეთოდების გადაცემის  შემცირების მიუხედავად, მაინც, ვცდილობთ სხვადასხვა გზებით პრობლემის მოგვარებას. ყველა ქართული წარმოშობის, ქართველების მონათესავე თუ უბრალოდ ქართული კულტურით დაინტერესებულმა ადამიანმა და მსოფლიო ლიტერატურის მკვლევარმა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ორიგინალში, ქართულ ენაზე უნდა წაიკითხოს და გაიაზროს. მე მევლანას მესნევის ორიგინალიდან წაკითხვის მსურველ ადამიანებსაც ვიცნობ, ამ მიზნით რომ სწავლობენ  სპარსულს. 

ჩვენ, თურქეთელი ქართველები, საქართველოში ჩვენი სოფლების, მთების, ტყეების, წყაროების შესახებ მოყოლილ მოთხრობებზე გავიზარდეთ. პირველად საქართველოში, რომ ჩავედი უცხოობა სულ არ მიგრძვნია, პირიქით, მეგონა, სულ აქ ვცხოვრობდი-მეთქი. ყველა კუთხე განათებული და ნაცნობი იყო ჩემთვის. იმიტომ რომ, იქაური ჯემალ ბიძია, აქაური ჯემალ ბიძიასგან, იქაური ესმა მამიდა აქაური ესმა მამიდისგან არაფრით განსხვავდებოდა. თითოეული მათგანი ყოველთვის გაღიმებულნი და დიდი სიყვარულით  სავსენი იყვნენ და მე „შვილო, შვილო, შენი ჭირიმე, შვილოო“ სიტყვებით მომმართავდნენ ანუ ერთიდაიგივე ენაზე ლაპარაკობდენენ. ერთიდაიგივე საჭმელზე გვეპატიჟებოდნენ.

მამაჩემმა, რომელიც 80 წლის გარდაიცვალა მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობდა გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე, საქართველოში ბაბუამისის სოფელი და ის სახლი მოინახულა, რომელშიც ბაბუამისი დაბადებულა და გაზრდილა. უკან დაბრუნებულს კი, გარდაცვალებამდე, საქართველოში ჩასვლით მიღებული შთაბეჭდილებების გარდა არაფერი მოუყოლია.

საქართველოში ნათესავებს მამაჩემი ექიმთან მიუყვანიათ, საავადმყოფოში ყველა ქართულად ელაპარაკებოდა, განსაკუთრებით ექთნის ლაპარაკმა, - „აბა ბიძია ხელი გაშალე, ფეხი გაასწორე, გადაბრუნდი, დაწექი და ა.შ“ - ააფორიაქა და ის გრძნობა ასე გადმოგვცა „როცა ექიმს ფული შევთავაზე, რა მითხრა იცით? ჩვენ სტუმრისგან ფულს არ ვიღებთო“.

ეს იგივე მოგონება ჩვენმა ნათესავმა ასე დააბოლოვა: დიახ, ექიმმა, „ჩვენ სტუმრისგან ფულს არ ვიღებთო“ - უთხრა და ბიძიას გვარი ჰკითხა. ბიძიამ, რა თქმა უნდა, თათაროლუო,- უპასუხა. ექიმს გაუკვირდა, ძველ გვარს არა, ახალ გვარს გეკითხებითო, შეუბრუნა კითხვა. მაშინ მე ჩავერთე და ვუთხარი, რომ ბიძია თურქეთიდან ჩამოსული ჩვენი ნათესავი იყო. ექიმი გაოცდა და თქვა: „ისეთი ლამაზი ქართულით ლაპარაკობდა, რომ ვერც წარომივდგენდი, რომ იგი სხვა ადგილიდან იყო ჩამოსული, მე აქაური მეგონაო“.

დედა ენის შესასწავლად, სასწავლებლად, კითხვისა და წერისთვის თურქეთელ ქართველებს ბევრი რამის გაკეთება გვესაჭიროება, თუმცა გარკვეული დახმარება ჩვენმა საქართველოს სახელმწიფომაც უნდა გამოიჩინოს.

თურქეთში ქართულ არხებს საკმაოდ ბევრი მაყურებელი ჰყავს, ამ არხებიდან ერთში, ან რამდენიმეში, დღის გარკვეულ საათებში თურქეთელი ქართველების შესახებ პროგრამების მომზადება კარგი იქნებოდა. ამ პროგრამებში შემდეგი საკითხები უნდა იქნეს გათვალისწინებული:

  1. საქართველოსა და მსოფლიოს შესახებ საინფორმაციო გადაცემა, რომელიც შედარებით ნელი დიქციითა და თურქული სუბტიტრებით უნდა გავიდეს.
  2. ქართული წერა-კითხვის და სასაუბროს შემსწავლელი პროგრამებიც უნდა მომზადდეს.
  3. თურქეთელი ქართველი ბავშვებისთვის ადვილად გასაგები, მარტივი პროგრამები უნდა მომზადდეს.
  4. ქართული ფილმები თურქული სუბტიტრებით უნდა გადიოდეს.
  5. დედა ენის შესასწავლი ქართულ-თურქული წიგნები უნდა მომზადდეს.
  6.  კლასიკური ქართული ნაწარმოებები თურქულად უნდა ითარგმნოს.

ჩვენი ქართველობის შემანარჩუნებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა ქართული ცეკვები და მასთან დაკავშირებული ქართული სიმღერებია.

აქ ვამთავრებ ჩემს სიტყვას და ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ.

აბდულლაჰ თათაროღლუ

 

თურქეთში, ინეგოლში "კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოების" ორგანიზებით, 2015 წლის 18 აპრილში მე-2 ჯერ ჩატარებული დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენციიდან

Kategorideki Diğer Yazılar