თურქეთში გამოქვეყნებული ქართული კულტურილი ჟურნალები

კატეგორიები
/
ბიბლიოთეკა
/
თურქეთში გამოქვეყნებ...
თურქეთში გამოქვეყნებული ქართული კულტურილი ჟურნალები

დედა ენის სახელმძვანელოს ელეკტრონული ვერსია ჩვენს საიტზე!

წმ. ყურანი-ს თარგმანი ქართულ ენაზე და ისლამური გამოცემები

ქართველები - პროფ. ტარიელ ფუტკარაძე

აფხაზები აჭარაში

წიგნი “Gürcü Halkının Tarihi (ქართველი ხალხის ისტორია)” გამოიცა

წიგნი (ადამიანებით ვაჭრობა ოსმალეთში და არაბული ქვეყნებში) სთამბულში წიგნის მაღაზიებში

გამოქვეყნდა რომანი „ქართველი ქალი ანუ შურისძიება“

რომანის ქართველი ასულის შურისძიება ქართული თარგმანის წარდგენა თბილისში გაიმართა

თურქულ ენაზე გამოიცა წიგნი სახელწოდებით: „აფხაზეთი ოსმალეთ-რუსეთის ურთიერთობებში“

გამოვიდა წიგნი "ქართული ხელოვნების მიმართულებანი დასაწყისიდან დღემდე"

გამოიცა ფრიდონ ხალვაშის წიგნი „ომრი” თურქულ ენაზე!

გამოქვეყნდა წიგნი სახელწოდებით: „რუსი გენერლის დღიურები - სამი თვე თურქეთის საქართველოში“

გამოქვეყნდა წიგნი შავშეთისა და კლარჯეთის ტოპონიმების შესახებ

გამოვიდა წიგნი ქართველთა ისტორიის ძირითადი საკითხები მე-XVIII საუკუნიდან დღემდე

თურქეთის რესპუბლიკაში გამოქვეყნდა ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი

Vedat Akçayöz’ün Yeni Keşiflerle Ani adlı kitabı yayımlandı

თურქეთში გამოქვეყნებული ქართული კულტურილი ჟურნალები

1977 წელს პირველად თურქულ ენაზე, თურქეთში მცხოვრებ ქართველთა კულტურის საზოგადოების თაოსნობით, სტოკჰოლმში ჟურნალი „ჩვენებური" გამოიცა.


ჟურნალი ჩვენებური
1977 წელს პირველად თურქულ ენაზე, თურქეთში მცხოვრებ ქართველთა კულტურის საზოგადოების თაოსნობით, სტოკჰოლმში ჟურნალი „ჩვენებური" გამოიცა. შვედეთის დედაქალაქში 1977-78 წლებში „ჩვენებურის" 5 ნომერი დაისტამბა, რაც დაკავშირებული იყო შანვერ აქინი (თევზაძის) სახელთან. სხვათა შორის, შვედეთის ქართული სათვისტომოს ჩამოყალიბების საკითხიც შანვერ აქინი (თევზაძის) სახელს უკავშირდება. 1979 წელს სტამბოლში აჰმედ ოზქან (მელაშვილის) ხელმძღვანელობით მე-6 და მე-7 ნომრები დაისტამბა. 1980 წლის ივლისში აჰმედ მელაშვილის ტრაგიკულმა სიკვდილმა ჟურნალის გამოცემა შეაჩერა. ჟურნალი 1993 წლის თებერვლში აღადგინეს მაგრამ ბოლო მე-58-59 ნომერი დაისტამბა 2006 წლის ივლისში.

მამული

ჟურნალი მამული თურქულ ენაზე დაისტამბა სტამბულში 1997 წლის იანვრიდან 1998 წლამდე. ჟურნალ ჩვენებურიდან გადადგა ფაჰრეტინ ჩილოღლუ-მ და მისი ინიციატივით გამოიცა ჟურნალი მამული. გამომცემლება სინათლის ხელმძვანელი იყო შენოლ თაბანი რომელთაც აქვეყნებდა ჟურნალს და მთავარი რედაქტორი იყო ფაჰრეტინ ჩილოღლუ, სარედაქციო დირექტორი სებაჰათთინ ქესქინი. 5 ნომერი გამოიცა ეს ჟურნალი და ამ ხნის მაძილზე რედაქციის კომიტეტში იყვნენ ჰასან ჩელიკი, ფაჰრეტინ შილოღლუ და ისმაილ იერგუზი.

ჟურნალი მამული უმთავრესად აქვეყნებდა ხელოვნების, ლიტერატურული, ეთნოგრაფიული სტატიებსა, პოლიტიკური ამბებსა და კომენტარებს. ქართულ პოეზიებსა და თურქულ ენაზე გადათარგმნილი პოეზიებსაც აქვეყნებდა. მამულში სტატიები ზოგადად იყო კავკასიის   შესახებ  და გამოქვეყნდა ევლია ჩელების მოგზაურობის წიგნის ნაწილები. ჟურნალმა კვლავ გამოაქვეყნა შუშანა ფუტკარაძეს, ლევან ჩილაშვილისა და თინა შიოშვილის მიერ სტამბულში ფრანგულ-ანატოლიის კვლევის ინსტიტუტში მოხსენებული სემინარიის სტატიებიც (წყარო:konapedia.net)

ჟურნალი ფიროსმანი

ფიროსმანი იყო თურქეთში გამოქვეყნებული ორ-ენობვანი ქართულ კულტუურული ჟურნალი. პირველი ნომერი გამოოიცა 2007 წლის ივლისში. ჰყავდა ძლიერი პერსონალი და მთავარი რედაქტორი იყო ფაჰრეტინ ჩილოღლუ (ფარნა-ბექა ჩილაშვილი), რედაქტორები იყვნენ ჰასან ჩელიკი, ირინე გივიაშვილი, ქევსერ რუჰი (ქეთევან ხანთაძე), ლელა დადიანი, ლიანა ახობაძე, რედაკციის კომიტეტში იყვნენ ჰაჯერ ოზკანი, ლელა ონჯუ (გაჩეჩილაძე), ნანა ქაჩარავა, ვარლამ ნიკოლაძე, იასინ ონჯუ და ზაზა წურწუმია. შენოლ თაბანი იყო ხელმძღვანელი, გენერალური კოორდინატორი მუსტაფა იაქუთი (გურამ ხიმშიაშვილი), სარედაქციო დირექტორი ერდალ ქუჩუკი. 2010 წლის ზაფხულში გამოიცა ფიროსმანის მე-11 და სამწუხაროდ ბოლო ნომერი, შემდგომში არის ჩვენი ბიბლიოთეკაში.

 

ჩვენ ვისურვებთ ამ ჟურნალების ხელახლა გამოცემას და ამიტომ არ გვინდა ვთქვათ ყველა იმ ჟურნალების გამოცემის დასრულება.

Kategorideki Diğer Yazılar