*თურქეთის შეხედულება ქართველებზე და თურქეთის ქართველების თვითაღქმა

კატეგორიები
/
ენა & კულტურა
/
*თურქეთის შეხედულება...
*თურქეთის შეხედულება ქართველებზე და თურქეთის ქართველების თვითაღქმა

თურქეთში ქართულის სწავლის წარსული და დღევანდელი მდგომარეობა

შელოცვები

თურქეთის ქართველები, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარსული, აწმყო და მომავალი* - მუსტაფა იაქუთ (გურამ ხიმშიაშვილი)

თამადა-გაუხუნარი ტრადიცია

მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველების მიერ კონკრეტული შენატანები

ქართული ყავის მოსადუღებელი აპარატი

ილია ჭავჭავაძე - მაჰმადიანთ გაქრისტიანება

მეჩეთი - ერთი ძეგლი ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ბორჯღალა

ლამპრობა

თურქეთის სახელმწიფო სკოლაში პირველად გაიხსნა კლასი, სადაც ქართულს ასწავლიან

მუსტაფა იაქუთი (გურამ ზიმშიაშვილი)-"გზა მშვიდობისა, დედასამშობლო გელის!"

400 წლის მერეც, ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ

14 აპრილი დედაენის დღე

ქართული ენის მოკლე ისტორია* - ზურა ბატიაშვილი

თურქეთში მცხოვრები ქართველების დედა ენის ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

ქართული სამოსის ისტორიიდან: "ჩოხა-ახალუხი" - პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი

საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორია დადასტურდა

*ქართული სახელები და გვარები-როლანდ თოფჩიშვილი

*მარმარილოს რეგიონის ეთნიკურ ქართველთა სამეურნეო-კულურული ტიპი-ნოდარ შოშიტაშვილი

მე-4 ქართული ზეიმი განხორციელდა გემლიკის რაიონის ჰაიდარიეს სოფელში

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია.

ქეიფის დროს მამაკაცებს შორის პატივისცემის ნიშნად ურთიერთ ხვევნა-კოცნა რამდენად იყო ჩვენითვის ტრადიციული?

მურღულის საშუალო სკოლის ქართული კლასის მოსწავლეები, ოჯახებთან ერთად 2 დღით ბათუმში იმყოფებოდნენ

Gürcüce Öğrenelim videoları tek sayfada

*თურქეთის შეხედულება ქართველებზე და თურქეთის ქართველების თვითაღქმა

თურქეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობისა და ამ ურთიერთობის მომავალის  შესწავლის დროს უნდა ვიცოდეთ და ვითვალისწინებდეთ  მრავლამხრივ ისტორიულ პროცესებს.


*თურქეთის შეხედულება ქართველებზე   და თურქეთის ქართველების  თვითაღქმა; ისტორია, დღევანდელობა, პერსპექტივები-ერდოღან შენოლ (ერეკლე დავითაძე), ივნისი 2012

თურქეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობისა და ამ ურთიერთობის მომავალის  შესწავლის დროს უნდა ვიცოდეთ და ვითვალისწინებდეთ  მრავლამხრივ ისტორიულ პროცესებს. სამწუხაროა, მაგრამ ოსმალეთის იმპერიის და თურქეთის რესპუბლიკის მიერ გატარებული სახელმწიფო ეთნიკური პოლიტიკა თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა ბევრს ჰგონია, რომ მათი პოლიტიკა ერთმანეთისაგან განსხვავებულია. ფაქტია, რომ ერთმანეთს ჰგავს ამ ორი პერიოდის  სამწუხარო  შედეგი.  თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის  ისტორიის ანალიზისას  მხედველობაში უნდა მივიღოთ ორი ასპექტი: თურქეთ-საქართველოს შორის სახელმწიფოებრივი ურთიერთობა და თურქეთის ხედვა მისი მოქალაქე ეთნიკური  ქართველების  მიმართ და  ქართველების  თვითაღქმა.

თურქეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობის წარსული

ისტორია გვიამბობს, რომ, ამ ორი ხალხის ურთიერთობა იწყება თურქების მცირე აზიაში გამოსვლის პერიოდიდან. თურქ-სელჩუკების პერიოდის შემდგომ კი გრძელდება ოსმალეთის იმპერიის დროს. ოსმალეთის იმპერია საქართველოს მეზობელი ქვეყანა გახდა ფათიჰ სულთან მეჰმედიმიერ ტრაპეზონის დაპყრობის შემდეგ. იავუზ სულთან სელიმის ხელისუფლების შემდგომ, სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთ საქართველო შევიდა ოსმალეთის სუვერენიტეტში. ოსმალეთის ქვეშევრდომობაში  შესული ამ მხარეების ქრისტიანი მოსახლეობის მიერ ისლამური რელიგიის მიღების შემდგომ ჩვენს წინაპრებს ანუ ადგილობრივ ქართველ ხალხსა და ოსმალეთის საზღვრის გარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის თანდათანობით გაწყდა კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირი და ურთიერთობა. სწორედ ეს იყო ოსმალეთის იმპერიის მიზანი.  

ამ მიზნით ძირითადად გამოიყენეს რელიგიური ფაქტორი - რჯული.  ოსმალეთის საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებში (ახალციხე, არზრუმი და ტრაპეზონი) დაარსებული ძლიერი სანჯაყები ანუ საფაშოები მართავდნენ  დაპყრობილ ნაწილებს. ცენტრებიდან დაწყებული იქნა რელიგიური სწავლების პროცესი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად ისახავდა დაპყრობილი ხალხის გათურქებას. საუკუნეების მანძილზე ქადაგება გრძელდებოდა. ასიმილატორული პოლიტიკის მესვეურებმა განაცხადეს, რომ „ჩვენებურები“ სხვები იყვნენ და ქრისტიანი ქართველები სხვები. ასეთი ასიმილაციის პოლიტიკის შედეგად თანამედროვე თურქეთის საზღვრებში მცხოვრები მუჰაჯირი ან ადგილობრივი ქართველების უმრავლესობა კულტურულად დაკნინდა. ეს შედეგი ოსმალური პერიოდის მოსავალია. ჩემი აზრით, განსხვავებით ბევრი თურქეთელისაგან, ვფიქრობ, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა შედეგია  წარსულისა.

ოსმალეთის პერიოდის ასეთი პოლიტიკა ძირითადად გეგმავდა მუდმივ მეთაურობას, შემოსავალის გამრავლებას, მწარმოებელი, მეომარი, ერთგული ქვეშევრდომი ადამიანების რესურსების გამრავლებას და დიდი წარმატებით  ახორციელებდა ამ პროცესს.

რაც შეეხება იმ ტერიტორიებს, სადაც ოსმალეთის იმპერია სრულ კონტროლს ვერ ახორციელებდა, გაგრძელდა კულტურული წინსვლა, ხოლო ოსმალეთის ზემოქმედების ქვეშ  მყოფ ქართულ მხარეებს  (ტაო-კლარჯეთი, მესხეთი, ლაზეთი, აჭარა) და იმ მხარეებიდან გადმოსახლებულ ხალხს, ნაკლებად ჰქონდა შენარჩუნებული წინააღმდეგობის უნარი  და თვალსაჩინოა მათი კულტურული დაკნინება. დაკნინება ჩანს უფრო კონკრეტულად. მთლიანად ამ რეგიონში, ცხოვრების ბუნებრივი მიმდინარეობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ სხვადასხვა იმპერიალისტური ძალები და აქ მიმდინარეობდა მუდმივი ბრძოლა ამ რეგიონზე სრული გაბატონებისათვის. ამ იმპერიალისტური ძალების ჩარევის შედეგად (მათი ინტერვენციის გამო) ვერ განხორციელდა ადგილობრივი ხალხის შემდგომი ინტეგრაცია. 

მე-20-ე საუკუნეში, 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მიიღო, მაგრამ ეს იყო ხანმოკლე პერიოდით და 1921 წელს საქართველოს ოკუპაცია მოახდინა საბჭოთა  რუსეთმა, საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა. საბჭოთა კავშირის პერიოდში შეწყვეტილი იყო თურქეთის სახელმწოფოსა და საქართველოს ურთიერთობა, რადგან საქართველო იძულებით მოქცეული იყო საბჭოთა კავშირში. ამ 70-წლიანი პერიოდის შემდგომ თურქეთმა აღიარა დამოუკიდებელი საქართველო. თურქეთი ოფიციალურად ცნობს საქართველოს ერთიანობას, ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ დღესაც, სამწუხაროდ, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით, თურქეთი, თავისი ოფიციალური ხედვის წინააღმდეგ, ზოგჯერ რუსეთის პოლიტიკის პარალელურად მოქმედებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ   საქართველოსთვის ყველაზე მძიმე, გაჭირვებული დროს, თურქეთი  საკვებითა და ფინანსებით დაეხმარა საქართველოს და ამით ქართველი მოსახლეობის გული მოიგო. ამჟამად ორ ქვეყანას შორის საერთოშორისო მასშტაბის დიდი პროექტებიც მოქმედებს და ამიტომაც ეს ორი ქვეყანა შეუცლელი პარტნიორია ერთმანეთისათვის. თურქეთი არის საქართველოს უდიდესი კომერციული პარტნიორი. ფაქტია, რომ საქართველოსთან კეთილი ურთიერთობა ძალიან მნიშნელოვანია თურქეთის ინტერესებისთვისაც.

თურქეთმა კულტურული იდენტობის განვითარების საშუალება არ მისცა თანამოქალაქე „ჩვენებურებს“

იკვეთება შემდეგი სურათი: თვალშისაცემია ქართველი ხალხის მიმართ განხორციელებული ასიმილატორული პოლიტიკის ინტენსიური ხასიათი, რასაც საფუძველი ჩაეყარა ოსმალეთის დროს და დღემდე გრძელდება სხვადასხვა ფორმით. თურქეთის რესპუბლიკის პერიოდის სახელმწიფოს მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში მხოლოდ ერთი ენის (თურქულის) არსებობა და ერთადერთი ტიპის ადამიანის - თურქის - ჩამოყალიბება. ამ მიზნით სახელმწიფოს მიერ აკრძალული იყო ოფიციალური თურქული ენის გარდა ყველა სხვა ენა. მაგალითად, ქალაქ ართვინის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და აკრძალა ქალაქ ართვინის ფარგლებში თურქულ ენის გარდა სხვა ენები 1927 წელს. 1930 წელს დედაქალაქ ანკარაში ეროვნული მთავრობის იუსტიციის მინისტრმა, მაჰმუდ ესად ბოზქურთმა თქვა: „....სუფთა ეთნიკური თურქების გარდა, სხვა ადამიანებს ამ ქვეყანაში შესაძლებლობა აქვთ იყონ მხოლოდ მსახურები და მონები, ეს სიმართლე კარგად გაიგოს ყველა მეგობარმაც, მტერმაც და  თვით მთებმაც კი!“ ამ მენტალიტეტით გაზრდილმა თაობამ და თურქეთის საზოგადოებამ დააკისრა მძიმე გადასახადი ყველას, ვინც ფიქრობდა სხვაგვარად, სხვა რაიმეზე იყო ორიენტირებული და თვითგამორკვევაზე მუშაობდა. ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენთვის ამის მაგალითი არის აჰმეთ ოზქან-მელაშვილი. მისი ერთადერთი „დანაშაული“ იყო  საკუთარი ხალხის(აც) და კულტურის სიყვარული და ამ სიყვარულის გადასახადი გადაიხადა თავისი ცხოვრების/სიცოცხლის დაკარგვით.

თურქეთმა საქართველოსთან ახლო საზღვრის ტერიტორიებზე მჭიდრო კონტროლი დაამყარა, რათა ხელი შეშლოდა ეთნიკური თვითგამორკვევის საკითხების წახალისებას. თავის მოქალაქეებსაც კი არ ახალისებდნენ ამ კუთხეებში ვიზიტებისათვის. აკრძალვის მიზეზი კი არ სახელდებოდა. ამავე დროს, ხელისუფლება არ იწონებდა  საქართველოს მოქალაქეების ამ კუთხებში ვიზიტს. სამწუხაროდ,  ამ ტერიტორიიდან დაწყებულია მიგრაცია დასავლეთ თურქეთისაკენ და დღესაც გრძელდება ეს პროცესი. მკვეთრად შემცირებულია ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის რიცხვი. სამწუხაროდ, ეს მიზანი იყო დასახული და იგი განხორციელდა.  ზოგადად კეთილი და განვითარების გზაზე მდგარი ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარების მიუხედავად,  თურქეთმა, მრავალკულტურული და მრავალეთნიკური მოქალაქეობრივი იდენტობის  შექმნის ნაცვლად, ეთნიკური თურქობის შეგრძნების განცდა გააძლიერა და  სხვადასხვა ეთნიკური ფესვების მქონე მოქალაქეები კვლავაც „თურქებად“ გამოაცხადა. ამგვარი  დეზინფორმაცია უწყვეტად გააგრძელა. ამავე დროს, ატარებდა იმ  პოლიტიკას, რომ   თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ქართული ძეგლების ქართულობა უარყოფილი იყო და მათ ქართულად არ სცნობდა. თუმცა, ამავე დროს, თურქეთმა ხელი არ შეუშლა მრავალი ქართული ფოლკლორული ჯგუფის თურქეთში ჩამოსვლას. საერთაშორისო ბავშვთა ღონისძიებაში (23 აპრილი) და სხვადასხვა ქალაქებში არსებულ დღესასწაულებში ყველაზე მეტად საქართველოდან მონაწილეობენ და თურქი ხალხი ყველაზე  მეტ ტაშს მათ უკრავს. მაგრამ  მნიშვნელოვანი კონტრასტია, რომ თურქეთის ქართველებს დაჟინებით ეუბნებიან, ჩვენებურების ანუ გურჯების მუსიკალური ფოლკლორი ეს კი არაა, ჰემშინურია, თურქეთის შავიზღვისპირეთის (დეფორმირებული) და ორიენტალურ-აღმოსავლურ კულტურის ნაწილიაო. თურქეთის მრავალ ჩვენებურ ქართველსაც სჯერა ამისა. ქართული ფოლკლორით არა მხოლოდ ქართველები არიან დაინტერესბულები, არამედ, სხვა  ადამიანებიც,  მაგრამ არც  ისინი ასახელებენ  ქართულ ცეკვებს  ქართულად და ამით შეცდომაში შეჰყავთ  თურქეთის საზოგადოება.

თურქეთში ერთი ძველი და საერთო გამოთქმა არსებობს; თურქეთის მოქალაქეებს შორის თანასწორობა სუფევს და ყველას შეუძლია გახდეს მინისტრი, პრემიერი და  პრეზიდენტი. ოსმალეთის დროს და თურქეთის რესპუბლიკაში იყო და არის ბევრი ქართველი მაღალ დონის სახელმწიფო მოხელე (დეპუტატებიც, მინისტრებსიც და პრემიერებიც), მაგრამ ამ ადამიანების უმეტესობამ დატოვა თავისი კულტურა და იდენტურობა. სამწუხაროდ, მათი შვილები ან შთამომავლები დაინტერესებული არ არიან მშობლიურ კულტურით.  

თურქეთში ეთნიკურად თურქი ძმები თვითდაჯერებულად, უშიშრად და წყნარად არიან. წარმოშობით სხვა ეთნიკური ჯგუფის წევრები, ქართველებიც და სხვებიც, სხვა ეთნიკური ფესვებიდან მომდინარეობის გამო, რთული კომპლექსებით არიან შეწუხებულები  და ხაზგასმით ცდილობენ თავიანთი ეთნიკური ფესვების - ვითომ როგორც ნაკლები რაიმის - დამალვას. ამ მიზეზით ზედმეტად ითვისებენ თურქული ნაციონალიზმის იდეებს და ექცევიან სხვადასხვა იდეოლოგიების გავლენის ქვეშ. ხოლო ეთნიკური თურქობა თავს ამაღლებულად გრძნობს და არ საჭიროებს მათი მფარველობას. ჩვენი კულტურის დაცვა და განვითარება, ასევე საქართველოსთან კულტურული ურთიერთობის მრავალმხრივი წინსვლა არაფერს არ დააკლებს თურქ ძმებს.

უკვე დრო იცვლება, ამ ცოდნის ეპოქაში ყველამ უნდა დათმოს ტყუილები

ბოლო წლებში თურქეთი სერიოზულად განვითარდა, წარსულთან შედარებით იგი ბევრად დემოკრატიული ქვეყანა გახდა. ის თავისუფალი ქვეყანაა და ცდილობს  წარსულის უარყოფითი მხარეებისაგან თავის დაღწევას. თურქეთი უკვე ის ქვეყანა აღარ არის, რომ ვინმემ საქართველოს შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი დაადანაშაულოს და  დააპატიმროს, ან ვინმემ ვერ თქვას, გურჯი-ქართველი ვარო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი არის გამოსწორებული. თურქეთის ქართველების უმრავლესობა ალყაშია მოაქცეული ოფიციალური იდეოლოგიის მიერ. ამ იდეოლოგიით განათლებულ-გამოზრდილ მრავალ თურქსა და ქართველს შორის არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთაც ბათუმი საქართველოს მიერ ოკუპირებული თურქეთის ნაწილი ჰგონიათ. ეს მათი ბრალი არ არის, ეს მათ ისწავლეს  თურქეთის სკოლებში, სადაც ასე ასწავლიან ბავშვებს. სასარგებლოა რომ ყველა ეს ვიცოდეთ.

თურქეთმა უკვე უნდა დათმოს ამგვარი ტყუილები და თავის მოქალაქეებს სწორი განათლება და ინფორმაცია მისცეს. თავის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს მათ ეთნიკურ ფესვებს, კულტურას და თურქეთში არსებული კულტურის ძეგლებს პატივი უნდა სცეს. ასეთ შემთხვევაში უფრო პოზიტიური საზოგადოება და ქყეყანა გახდება თურქეთი. დღემდე ჩვენი ენა, კულტურა და არსებობა იგნორირებულია. ჩვენი ინტეგრაციისთვის ჩვენივე ეთნიკური კულტურის გაქრობის გზა ურჩევნია თურქეთს, მაგრამ ამ მოდერნული ეპოქის მოთხოვნების მიხედვით, ის ჩვენი ხელახალი განვითარების-აღდგომის მხარდამჭერად უნდა  გამოდიოდეს. ამ ეტაპზე დაკარგული კულტურული ღირებულების დამოუკიდებლად აღორძინებას თურქეთის ქართველები თვისით ვერ შეძლებენ. ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა, განსხვავებით წარსულისაგან. თუკი ეთნიკური კულტურის აღორძინებას, განვითარებას შეძლებს თურქეთის სახელმწიფო, ამით იგი  ჩამოყალიბდება უფრო მთლიან, მონოლითურ სახელმწიფოდ, სადაც ყველა იცხოვრებს ბედნიერად, მშვიდად და ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი თავს ჩათვლის სრულუფლებიან მოქალაქედ. მთელი რეგიონი გახდება  საცხოვრებლად ვარგისი, ძლიერი და მშვიდობიანი.

ამ თვალსაზრისით, სავალდებულია თურქეთში არსებული ისტორიული ქართული ძეგლების აღდგენა თურქეთის მიერ. ამ მიზნით ჩვენ  შევიტანეთ განცხადება ამ წელს თურქეთის კულტურის-ტურიზმის სამინისტროში და ვთხოვეთ ისტორიული ქართული კულტურის ძეგლების რესტავრაცია. პასუხი მოგვცა სამინისტრომ ამ თემაზე, ოფიციალურად დამტკიცა ეს ძეგლები ქართულად და შეთანმხმებულია რესტავრაციის საჭიროებაც. მაგრამ იმ წერილშიც წერია და კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ რესტავრაციის პირობა არის საქართველოს და თურქეთს შორის „საქართველოში არსებული ისტორიული თურქული ძეგლების და თურქეთში არსებული ისტორიული ქართული ძეგლების რესტავრაციის შეთანხმების ორმხრივი კონტრაქტის ხელმოწერა (!). ამის შემდეგ 30 მაისს კიდევ ერთხელ წერილი გაუგზავნე  ჩვენს სახელმწიფოს ანუ თურქეთის სამინისტროს. დავწერე: „ის ძეგლები ააგეს ჩვენმა ქართველმა წინაპრებმა, მაგრამ დღეს ეს ძეგლები მოქცეულია თურქეთის საზღვრებში,  ჩვენ ვართ თურქეთის მოქალაქეები და ჩვენი სახელმწიფო - თურქეთი არის უფლებამოსილი, დაიცვას, რესტავრაცია ჩაუტაროს, სათუთად მოუაროს ამ ძეგლებს. ამიტომ სხვა სახელმწიფოსთან იმ ძეგლების რესტავრაციის თემაზე ვაჭრობა წარმოუდგენელია მეთქი.

კიდევ: ორმხრივი კონტრაქტის ფარგლებში შედის ქალაქ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის ხელახლა აშენების მოთხოვნა თურქეთის მხარის მიერ. ამ საკითხთან დაკავშირებით ვუთხარი თურქეთის სამინისტროს, რომ ეს არის მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული ძეგლი, დაახლოებით მხოლოდ 50 წელიწადი იდგა და  მერე მე-20-ე საუკუნის დასაწყისში განადგურეს საბჭოთა კავშირის დროს და არ დარჩენილა  მისი ნანგრევიც კი. „საქართველოში არსებული ისტორიული თურქული ძეგლების რიგში“ არ უნდა განვიხილოთ აზიზიეს მეჩეთი, იმიტომ რომ მისი კვალიც კი არ არსებობს. თქვენი მიზანი თუ არის საქართველოში ახალი მეჩეთების აშენება, ესეც არ არის თურქეთის საქმე და ამაზე ვაჭრობა წარმოუდგენელია. საქართველოს მოქალაქეებს თუ აქვთ ახალი მეჩეთების აშენების მოთხოვნა, ამას მხარი უნდა დაუჭიროს თვითონ საქართველოს სახელმწიფომ. ასეთი საკითხების გამო პირობა და კონტრაქტი ზიანს  აყენებს ორი ქვეყნის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობას. ამავე დროს, აზიზიეს მეჩეთი საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში კი არ განადგურდა, არამედ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, მოგეხსენებათ,  1918-1921 წლებში დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდის შემდგომ კვლავ ოკუპირებულ საქართველოში დაანგრიეს ეს მეჩეთი ოკუპანტებმა და არა საქართველომ. ასევე, ამ ნგრევში მონაწილეობა არ მიუღია მოგვიანებით 1991 წელს კიდევ ერთხელ დამოუკიდებლობა მიღებულ ახალგაზრდა საქართველოს სახელმწიფოს. დროს ნუ დავკარგავთ და ვიჩქაროთ თურქეთში არსებული ქართული ძეგლების რესტავრაციისათვის მეთქი“.

აუცილებელია რომ თურქეთმა და საქართველომ გააგრძელონ, კეთილი ურთიერთობა, წინსვლა, ერთმანეთის პატივისცემა. სამწუხაროდ, ჩვენ თურქეთში არ გვაქვს საშუალება, რომ ვიცხოვროდ ჩვენი ეთნიკური კულტურით და დავკარგეთ ყველა რეზერვი. ჩვენ თურქეთის მოქალაქეებს, თურქეთმა მხოლოდ კულტურული გადარჩენის ნებართვა კი არა, საშუალებაც უნდა მოგვცეს - დაგვეხმაროს. ჩვენი კულტურის განვითარების  წყარო არის ჩვენი დედა სამშობლო, მისი ძვირფასი ხალხი, ღრმა კულტურა და რეზერვი. თურქეთმა და საქართველომ უნდა გაითავისონ ეს საჭიროება.  

ჩვენ მუჰაჯირმა და ადგილობრივმა ქართველებმა უნდა ვიცოდეთ რომ სტუმრები კი არა მასპინძლები ვართ თურქეთში: ადგილობრივი ქართველები ოდითგან ცხოვრებენ თავიანთი წინაპრების მიწა-წყალზე. რაც შეეხება მუჰაჯირ ქართველებს, ისინი  სტამბოლის რუსებისაგაან გადარჩენის მიზნით დადებული ხელშეკრულების შემდეგ, სხვადასხვა შეღავათური პირობებით იქნენ მიწვეულნი ანატოლიაში. ამ მხრივაც, ოსმალეთმა „ჩვენებურებისთვის“ მიცემული ვალდებულება ვერ შეასრულა. თურქეთში მცხოვრები ქართველები არ არიან, ზოგიერთი სხვა ხალხივით, გაცვლითი ან დეპორტირებული ლტოლვილები. ამიტომ თურქეთელი ქართველი არ არის ვინმეს წინააღმდეგ გასრესილი ან ვინმეს მადლიერი. იგი თურქეთში თანამფლობელია და უფლება აქვს მოითხოვოს ყველა საკითხში მხარდაჭერა თავისი სახელმწიფოსაგან. მივესალმები მას, ვინ იცის, რომ არ არის იძულებული დაემსგავსოს სხვას ან განსხვავდეს.

 

*თბილისში 20.06.2012 დღეს, ახმედ მელაშვილის დაბადების 90. წლის თავზე გამართულ, ახმედ ოზქან მელაშვილსა და ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახთანგ მალაყმაე) მიძღვნილი კონფერანციის მოხსენება არის.

Kategorideki Diğer Yazılar