ევროსასამართლოს ვერდიქტი გამოცხადდა

კატეგორიები
/
კონფლიტური ზონები
/
ევროსასამართლოს ვერდ...
ევროსასამართლოს ვერდიქტი გამოცხადდა

ოსები საქართველოში: მითი და რეალობა - ანზორ თოთაძე

სად არის სამხრეთ ოსეთი - ერდოღან შენოლ (დავითაძე)

სიმართლე აფხაზეთის დროშის შესახებ

აფხაზეთში სოფლების ნაწილს სახელები გადაარქვეს

ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ქართველებთან არ უნდა გვეომა

თურქეთის ქართველებმა რეაგირება გამოახატეს გაზეთ „საბაჰ“-ის მიმართ

აფხაზეთის ეკლესია მსოფლიო პატრიარქს კვლავ ქართული ეკლესიის საზღვრების გადახედვას სთხოვს

აფხაზეთისთვის გეოპოლიტიკური ბრძოლისა და გამოსავლის შესახებ-ბადრი გოგია

2008 წ. ომის საქმე: ჰააგის პროკურორი 3 ოსი მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს

2008 Rusya Gürcistan Savaşı belgeseli “Уроки русского - Russian Lessons"

ევროსასამართლოს ვერდიქტი გამოცხადდა

რამდენიმე წუთის წინ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ 7 წლის წინ შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.


რამდენიმე წუთის წინ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ 7 წლის წინ შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია იყო სისტემური ხასიათის და მოსკოვს საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების მიმართ კომპენსაციის გადახადა დაეკისრა. კომპენსაციის ოდენობა უნდა განისაზღვროს მოლაპარაკებების გზით 12 თვის ვადაში. "რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროკონვეციის ექვსი მუხლი დაარღვია. კერძოდ, რუსეთმა დაარღვია ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციის მეოთხე მუხლი, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების კოლექტიურ დეპორტაციას, მე-5 მუხლის 1-ელი პარაგრაფი, მე-5 მუხლის მე-4 პარაგრაფი, მე-3 მუხლი და მე-13 მუხლი",-ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების შევიწროებასა და მათ მასობრივ დეპორტაციას. საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. საჩივარში საილუსტრაციოდ მოყვანილია 130-მდე ქართველის ინდივიდუალური შემთხვევა. 2009 წლის 15 დეკემბერს საქმის განმხილველმა პალატამ, საჩივრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე განსახილველად გადასცა სასამართლოს დიდ პალატას, სადაც 2011 წლის 31 იანვრიდან 4 თებერვლამდე, დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე, მოწმეთა დაკითხვა გაიმართა. საქმეზე ბოლო საჯარო სხდომა სტრასბურგის სასამართლოში 2012 წლის 13 ივნისს შედგა და პროცედურა დაიხურა. სხდომის შემდგომ თათბირზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თუმცა სათათბირო საიდუმლოების პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების შინაარსი ამ დრომდე უცნობი იყო.

 

 

 

 

წყარო: http://pirveliradio.ge/?newsid=28885

03.07.2014 

Kategorideki Diğer Yazılar