სიახლეები

პრეზიდენტმა 232 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა „გიორგობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით 232 მსჯავრდებული შეიწყალა.

1 წთ საკითხავი

საქართველოს პრეზიდენტმა „გიორგობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით 232 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს საპატიმროებში მყოფ 232 პირი სეიწყალა

23 დეკემბერს საქართველოში გიორგობაის დღესასწაული აღინიშნა. გიორგობა ქართულ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური დღესასწაულია. კაბადოკიელი წმინდა გიორგი საქართველოს მფარველ წმინდანად ითვლება და ქვეყნის მასშტაბით ეკლესიებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. გიორგობის დღე საქართველოში უქმე დღეა.

საქართველოს ახალმა პატრიარქმა, შიო III-მ, წირვა კახეთის რეგიონში, ბოდბის მონასტერში აღავლინა. წირვას მრავალ მოქალაქესთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც დაესწრნენ.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, შეიწყალოს გარკვეული დანაშაულებისთვის პატიმრობაში მყოფი პირები, რომლებსაც სასჯელის მოსახდელად დადგენილ ვადაზე ნაკლები აქვთ დარჩენილი.

232 პირიდან 216 მსჯავრდებულია, ხოლო 16 — პირი, რომელთა მიმართაც განაჩენი ჯერ არ არის კანონიერ ძალაში შესული.

სიახლეები

საქართველო მსოფლიოს უძველესი ქვეყნების სამეულში მოხვდა

პოპულარული ამერიკული საიტი “Top tens“, რომელიც სხვადასხვა თემატურ რეიტინგებს ადგენს, ამჯერად საუკეთესო უძველესი ქვეყნების ათეულს…

ძიება

ძიება სათაურში, აღწერასა და კატეგორიაში.