ბიბლიოთეკა

რომანის ქართველი ასულის შურისძიება ქართული თარგმანის წარდგენა თბილისში გაიმართა

2017 წლის 29 მაისს, კვირას, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მთარგმნელებმა, აბდულლაჰ თათაროღლუმ და თურქოლოგმა თამარ თევდორაძემ, წარადგინეს აჰმეთ მითჰათ ეფენდის რომანის „ქართველი ასულის შურისძიება“ ქართული თარგმანი.

1 წთ საკითხავი

2017 წლის 29 მაისს, კვირას, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მთარგმნელებმა, აბდულლაჰ თათაროღლუმ და თურქოლოგმა თამარ თევდორაძემ, წარადგინეს აჰმეთ მითჰათ ეფენდის რომანის „ქართველი ასულის შურისძიება“ ქართული თარგმანი. ღონისძიებას საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები, მათ შორის, დედაქალაქის უნივერსიტეტების პროფესურა, სტუდენტები, საქმოსნები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თურქეთიდან ჩამობრძანებული სტუმრები ესწრებოდნენ.

თურქული მწერლობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, აჰმეთ მითჰათ ეფენდის რომანი "ქართველი ასულის შურისძიება" 2015 წელს, აბდულლაჰ თათაროღლუს მიერ ითარგმნა ოსმალურიდან თანამედროვე თურქულ ენაზე, რომანის ქართული თარგმანი კი თურქულოგ თამარ თევდორაძეს ეკუთვნის. ნაწარმოები, ქართულ ენაზე, 2016 წელს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით დაიბეჭდა. აღნიშნული რომანი, პირველად გაზეთ "თერჯუმანი ჰაქიქათ"-ში გამოქვეყნდა, ხოლო წიგნად 1889 წელს გამოიცა, ამგვარად, თურქულ ლიტერატურას კიდევ ერთი შესანიშნავი ნაწარმოები შეემატა. მწერლის, აჰმეთ მითჰათ ეფენდის ცნობით, რომანის სიუჟეტი მან გერმანელი მოგზაურის, გილიომ სანქის მონათხრობიდან აიღო. ამასთან, ავტორი 2 წლის განმავლობაში იკვლევდა საქართველოს ისტორიას. ნაწარმოებში აღწერილია XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია და ქართველთა წინააღმდეგობა. გარდა ამისა, ავტორი დაწვრილებით მოგვითხრობს ქართული კულტურის, კერძოდ კი ქართული სამოსის, სუფრის, ქორეოგრაფიის, მუსიკის, მენტალიტეტის, სახასიათო შტრიხების, გმირობის, გამტანობის, შემწყნარებლობის, სტუმართმოყვარეობისა და პატრიოტიზმის შესახებ. ავტორი აღწერს იმ პერიოდის საქართველოს ტრადიციებსა და ზნე-ჩვეულებებს, მატერიალურ კულტურას, აგრეთვე, საუბრობს სხვადასხვა ქალაქების ყოფა-ცხოვრებასა და ზოგად სიტუაციაზე.

ბიბლიოთეკა

თურქეთის რესპუბლიკაში გამოქვეყნდა ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი

გამოქვეყნდა ერეკლე დავითაძის (ერდოღან შენოლი) მიერ შედგენილი ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი. წიგნი, გამოქვეყნდა თურქულ ენაზე და…

გამოვიდა წიგნი ქართველთა ისტორიის ძირითადი საკითხები მე-XVIII საუკუნიდან დღემდე

გამოვიდა ფევზი ჩელებაძის წიგნი "ქართველთა ისტორიის ძირითადი საკითხები მე-XVIII საუკუნიდან დღემდე".

გამოქვეყნდა წიგნი შავშეთისა და კლარჯეთის ტოპონიმების შესახებ

ქართველი მეცნიერების როლანდ თოფჩიშვილისა და ინგა ღუტიძის თანაავტორობით გამოქვეყნდა წიგნი, სახელწოდებით: „შავშეთისა და კლარჯეთის…

ძიება

ძიება სათაურში, აღწერასა და კატეგორიაში.