თურქეთის ქართველებმა რეაგირება გამოახატეს გაზეთ „საბაჰ“-ის მიმართ

კატეგორიები
/
კონფლიტური ზონები
/
თურქეთის ქართველებმა...
თურქეთის ქართველებმა რეაგირება გამოახატეს გაზეთ „საბაჰ“-ის მიმართ

ოსები საქართველოში: მითი და რეალობა - ანზორ თოთაძე

სად არის სამხრეთ ოსეთი - ერდოღან შენოლ (დავითაძე)

სიმართლე აფხაზეთის დროშის შესახებ

აფხაზეთში სოფლების ნაწილს სახელები გადაარქვეს

ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ქართველებთან არ უნდა გვეომა

ევროსასამართლოს ვერდიქტი გამოცხადდა

აფხაზეთის ეკლესია მსოფლიო პატრიარქს კვლავ ქართული ეკლესიის საზღვრების გადახედვას სთხოვს

აფხაზეთისთვის გეოპოლიტიკური ბრძოლისა და გამოსავლის შესახებ-ბადრი გოგია

2008 წ. ომის საქმე: ჰააგის პროკურორი 3 ოსი მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს

2008 Rusya Gürcistan Savaşı belgeseli “Уроки русского - Russian Lessons"

თურქეთის ქართველებმა რეაგირება გამოახატეს გაზეთ „საბაჰ“-ის მიმართ

თურქეთის ქართულმა ორგანიზაციებმა რეაგირება მოახდინეს, გაზეთ „საბაჰ“ის მიერ  10 ნოემბერს პირველად გამოცემულ “Sabah Gazetesi Abhazya”-ს გამო.


თურქეთის ქართულმა ორგანიზაციებმა რეაგირება მოახდინეს, გაზეთ „საბაჰ“ის მიერ  10 ნოემბერს პირველად გამოცემულ “Sabah Gazetesi Abhazya”-ს გამო.  ე.წ. გაზეთი „აფხაზია“ გაზეთ „საბაჰ“-ის დამატებას წარმოადგენს. თურქეთის სათვისტომოებმა ერთობლივი საპროსეტსო წერილი გაუგზავნეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაზეთ „საბაჰ“-ს. გაზეთი რეგიონულად გამოიცა ქოჯაელის, საქარიას, დუზჯეს და ზონგულდაკის პროვონციებში. თურქეთში არსებული 16 ქართული ორგანიზაციის პოზიცია და შესაბამისი მოთხოვნები აისახა იმ 5 გვერდიან დეტალურ წერილში, რომელიც აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებისთვის, გაეგზავნა საქართველოს საელჩოს ანკარაში.  საქართველოს ტერიტორიული ერთეული აფხაზეთი, ფაქტობრივად რუსეთის მიერაა ოკუპირებული და მისი კონტროლის ქვეშ იმყოფება,  მაგრამ,  მიუხედევად ამისა,  ადგილი აქვს მიზანმიმართულ, რეალური ფაქტების უგულებელმყოფელ პროპაგანდას. ცნობილია, აფხაზეთში ეთნიკური წმენდა განხორციელდა. დევნილია ასი ათასობით ქართველი და მათი ტკივილის უარყოფა იწვევს შესაბამის რეაგირებას მათ შორის, ვინც   იცნობს საქართველოს რეალურ გეოგრაფიულ არეალს. შემდეგში გავიზიარებთ აღნიშნულ წერილს.

***

(გადაეცა გაზეთ საბაჰის რედაქციას, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოს ანკარაში)

                                                                                                                                                        ...........................

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ყოველგვარმა უსამართლობამ და ძალადობამ პიკს მიაღწია. ყველაფერი ამის მიზეზი და / ან მთავარი მოქმედი პირები, სხვადასხვა სახელსა თუ წოდებებს ამოფარებული იმპერიალისტები არიან, რომლებიც  მარიონეტების დახმარებით, რიტორიკული ტონითა და ძლიერი საშუალებებით, ახერხებენ სიმართლის დამალვას და საზოგადოებებს თავისი სურვილისამებრ მართავენ. ისინი დროდადრო  გაცხადებულად  და ურცხვად იყენებენ რა ამ მარიონეტებს, ხალხისვე  თვალწინ, ძალის გამოყენებით, დაუნდობლად, სისხლისღვრამდეც კი მიდიან.  ამის ნათელი დადასტურებაა, თუ   როგორ მოექცა რუსეთი ყირიმს 2014 წელს.

ჩვენ, თურქეთელი ქართველები, ვადევნებთ რა თვალყურს თურქეთსა და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს, ჩვენი თავდაპირველი სამშობლო და მისი პრობლემებიც არ გვავიწყდება.  როგორც თურქეთისა და მთელი მისი მოქალაქეებისათვის გვსურს   მშვიდობა და კეთილდღეობა, ასევე სრულიად საქართველოსა და იქ მცხოვრები ხალხისთვისაც იგივე გვწადია. ერთი წერილი უკვე გაგზავნილია 10.10.2016 წელს, თურქეთის საგარეო საქმეათა სამინისტროს და ერთ ერთ მერიასაც რომელიც ის წარმომადგენელია სახელმძღვანელოში ვინც დაარღვია საქართველოს უფლებები სექტემბერს აფხაზეთში. 10.10.2016 წლით დათარიღებულ იმ წერლილში რომელსაც ხელს აწერენ თურქეთში მოქმედი ქართული საზოგადოებები გვსურდა ვახსენოთ ჩვენი თავდაპირველი სამშობლო საქართველო, რომელიც საერთაშოსრისო ასპარეზზე თურქეთის საუკეთესო მეგობარი და მეზობელია. მაგრამ თურქეთის ოფიციალური კურსის ანუ კეთილმეზობლური პოლიტიკის საპირისპიროდ, თურქეთის ოფიციალური ინსტანციებისა და ჟურნალისტთა საზოგადოებების  ზოგიერთი წარმომადგენლები არღვევენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის მიერ ცნობილ უფლებებს;   ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა, საკუთარი სახლებიდან დევნილთა ტკივილს არაფრად აგდებენ  და  უკანონოდ სტუმრობენ აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკას. ის წერილი მიწოდებული იყო თურქეთის საგარეო სამინისტროს და მერიას იმ მიზნით, რომ მიღებული იქნას შესაბამისი ზომები.

მაგრამ ვხედავთ, რომ საერთაშორისო სამართლისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების უფლებების რღვევა,  დეზინფორმაცია და, მეტიც, ორმაგი სატანდარტი მთელი სისწრაფით მოქმედებს. ჩვენ გვჯერა და მხარს ვუჭერთ იმ პრინციპს, რომ თურქეთი ბოლო პერიოდში ევროპისაგან რასაც ითხოვს, როგორ პატივისცემასაც ელის, სხვის მიმართაც იგივე პატივისცემა უნდა გამოიჩინოს. იმას, რასაც სხვას სთხოვს, თვითონაც უნდა შეასრულოს და ამ თემაზე ორმაგი სტანდარტით არ უნდა იმოქმედოს.

ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ თურქეთში გამოჩნდა  სოლიდური მასმედიის ორგანოს გაზეთ ,,საბაჰის“ დამატება ,,გაზეთი აფხაზეთი“ და გამოცემას აპირებენ ყოველთვე. პუბლიკაციის შინაარსის კვლევისას აშკარა გახდა, რომ იგი პოლიტიკური ხასიათისაა.  გაზეთის პლატფორმა შემდეგია: გაამართლოს თურქეთის მეზობელი და მეგობარი,  თურქეთში მცხოვრები ქართველების თავდაპირველი სამშობლო-საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და, ფაქტობრივად, რუს ოკუპანტთა ხელში მყოფი აფხაზეთის, საქართველოს კანონიერი ტერიტორიიდან  მოწყვეტა. გაზეთი თვალს ხუჭავს:  რეგიონში 90-იანი წლების დასაწყისში  განვითარებული მოვლენებზე; მთლიანად რუსეთის ხელმძღვანელობით განხორციელებული პროექტის -  რუსეთის მიერ დაწერილი სცენარით და ისევ რუსეთის მიერ მართული, ნაწილი აფხაზებისა და ქართველების მიერ განვითარებული მოვლენების  შედეგად ქართველების ეთნიკურ წმენდასა და ასიათასობით ქართველის სამშობლოდან განდევნის თაობაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ გაზეთი არაფრად აგდებს ამდენი ხალხის უფლებებს, მათ ტკივილიან წარსულსა და საერთაშორისო სამართალს. გვინდა გაზეთ ,,საბაჰის“ ხელმძღვანელობასა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უფლებამოსილ პირებს შევახსენოთ შემდეგი: 1999 წელს ევროპის უსაფრთხოებისა და ურთიერთანამშრომლობის საბჭოს მიერ ცნობილი იქნა აფხაზეთში  ქართველების ეთნიკური წმენდის ფაქტი. 2006 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ომის საქმეებს იძიებს, საქართველოს მოსთხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია ამ თემაზე, ხოლო  2008 წლის 15 მაისს გაეროს გენერალურმა საბჭომ ცნო აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდა და მიიღო გადაწყვეტილება დევნილთა სახლებში დაბრუნების საჭიროების თაობაზე. ახლაც კი აფხაზეთის საზღვრებში მცხოვრები ათიათასობით ქართველი განიცდის ზეწოლას, ძალადობასა და დევნას.  მათ რთულ და მძიმე პირობებში უხდებათ ცხოვრება.  რუსეთის მფარველობის ქვეშ აფხაზი და სომეხი მკვლელების კონტროლირებად პუნქტებში უიარაღო ქართველების მიმართ დღესაც ხორციელდება დანაშაულობები, რასაც აფიქსირებენ კამერები და შუქდება საქართველოს მასმედიაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია 2016 წლის 21 მაისს სოფელ ხურჩაში მომხდარი ფაქტი. თურქეთიდან ჩასულის შვილმა, სამხედრო ფორმაში გადაცმულმა შეიარაღებულმა პირმა, მეორე ვითომ ჯარისკაცთან ერთად ე.წ. საზღვარი გადალახა და უიარაღო სამოქალაქო პირი, გიგა ოთხოზორია მოკლა (წააქცეულს თავში ტყვია დაახალეს).  არც ეგრეთწოდებულმა აფხაზეთის ხელმძღვანელობამ, არც მათმა მფარველმა რუსეთმა, როგორც ეს მსგავს სიტუაციებში ხდებოდა ხოლმე, ამ შემთხვევაშიც, საჭირო ზომები არ მიიღეს, პირიქით, დამნაშავე დაფარეს. აქაოდა რუსეთის საზღვარიაო და საქართველოს შუაგულში გავლებულია მავთულხლართი;   სხვა რეგიონშიც, კერძოდ, ცხინვალის ახლომდებარე რაიონში რუსეთის ჯარისკაცების მიერ დღესაც გრძელდება სამოქალაქო პირების გატაცება და დაპატიმრება. მსგავსი კრიმინალური  უსამართლობა არის ცუდი მეზობელი რუსეთის შემოქმედება, რომელიც შორს დგას ცივილიზაციისაგან, ჰუმანურობისა და  კეთილგანწყობისაგან. დიდმა  თურქეთმაც კი ყირიმის ოკუპაციისას, რუსეთის წინაშე ხმა ვერ ამოიღო. აი, ამ უზარმაზარი ძალის მქონე რუსეთის წინაშე პატარა საქართველო დიპლომატიური ურთიერთობებით ცდილობს ფეხზე დგომას.

ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ სწორედ აქ არის ორმაგი სტანდარტებით მოქმედება. დიდი და ძლიერი თურქეთი თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და განუყოფლობის შესანარჩუნებლად ყოველდღე შვილებს სწირავს, დიდ ძალასა და ენერგიას ხარჯავს.  საზღვარგარეთ მოქმედი განხეთქილების მოსურნე  ორგანიზაციებისა და მასმედიების  საშუალებების მიმართ ხმას იმაღლებს. თურქეთი თავის მეზობელ სირიაშიც კი წინააღმდეგია დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლისა; იმიტომ რომ თურქეთის აზრით, მტერი, რომელიც ახლა ასპარეზზეა, მარიონეტია.  თურქეთს სჯერა, რომ ამ მტრის უკან და შესაძლოა მათ რიგებშიც, სხვა, უფრო დიდი ძალა იმალება. საქართველოს მიმართაც  მდგომარეობა ანალოგიურია. პრობლემა ეხება რუსეთს, რომელსაც  სურს საქართველოს ოკუპაცია,  პატარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა კი ერთი დიდი ტყუილია. როდესაც სიტუაცია ამგვარია, ჩვენ,  ქართულ ორგანიზაციებსა და დარწმუნებული ვართ არა ქართველებსაც ვინც ფლობს ინფორმაციას საქართველოს ტერიტრიას შესახევ აწუხებთ ის ფაქტი, რომ თურქეთი ერგება რა ორმაგ სტანდარტებს, მედია საშუალებებს ნებას რთავს, სიმართლის საწინააღმდეგოდ, დაბეჭდოს ისეთი პუბლიკაციები, რომელიც მეზობელი ქვეყნის დამნაწევრებლის წისქვილზე ასხამს წყალს. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ გაზეთმა ,,საბაჰმა“ უმოკლეს დროში უნდა გამოასწოროს ეს შეცდომა. მეტიც,  ბოდიში მოიხადოს აფხაზეთიდან დევნილი და იძულებით გადაადგილებული ყველა მოქალაქის, უდანაშაულოდ მოკლულთა ოჯახების წინაშე. ჩვენ გვსურს გაზეთ ,,საბაჰის“ ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება და პუბლიკაციები მიმართოს საქართველო-აფხაზეთის ერთიანობის სასარგებლოდ, აფხაზებისა, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს. გაზეთ ,,საბაჰის“ ხელმძღვანელობის ყურადღების გამახვილება გვსურს იმაზე, თუ რა სავალალო მდგომარეობაშია დღეს აფხაზური ენა და კულტურა. აფხაზეთში დღეს აფხაზურ ენაზე ერთი გაზეთიც არ გამოდის! აფხაზები აფხაზეთში  გაზეთს რუსულ ენაზე კითხულობენ, ხოლო თურქეთში ,,საბაჰი“ თურქულად აქვეყნებს ,,აფხაზეთის გაზეთს“. სად არის აფხაზური ენა? ჩვენ კარგად გვესმის იმ სერიოზული და ჭკვიანი აფხაზი ძმებისა, რომელთაც აწუხებთ და კამათობენ შექმნილი მდგომარეობის გამო და სურთ თავიანთი ენისა და კულტურის განვითარება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აფხაზეთი დამოუკიდებელი არ არის. ეს ერთგვარი პროპაგანდაა. ჩვენ არ გამოგვპარვია ის ფაქტი, რომ თურქეთი ბოლო პერიოდში დაუახლოვდა რა რუსეთს, მისი ყველა სურვილის შესრულებას შეუდგა. საქართველოში ორი რუსული ბაზიდან ერთ-ერთი აფხაზეთია, სადაც  რუსეთი სურვილისამებრ მოქმედებს, მსუყედ აფინანსებს აფხაზურ დიასპორას და თავისი ინტერესების შესაბამისად მართავს (მეორე ბაზაა ვითომ სამხრეთ ოსეთად წოდებული ცხინვალი). რუსეთი საქართველოში თავისი არსებობის გასაძლიერებლად,  საქართველოს გადასაყლაპად ან სულ მცირე  იმისათვის, რომ საქართველო ზეწოლის ქვეშ ჰყავდეს და რაც უნდა ის აკეთებინოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში იმაგრებს პოზიციებს და სურს თურქეთის საზოგადობრიობას დააჯეროს ტყუილი აფზახეთის დამოუკიდებლობის შესახებ. ვულგარულად რომ ვთქვათ, სურს გაყლაპოთ  აფხაზეთის  დამოუკიდებლობა. ქვემოთ გვინდა მოკლედ წარმოგიდგინოთ ზოგიერთი ის სიმართლე, რომელსაც რუსეთი და აფხაზეთის დიასპორა მალავს ვითომ დამოუკიდებელი აფხაზეთის შესახებ:

  • აფხაზეთის მოსახლეობა ამჟამად არის 200 000 სული, აქედან მხოლოდ 60 ათასია აფხაზი. დემოგრაფიული სტატისტიკა სომხების სასარგებლოდ არის შემოტრიალებული და არაერთი დარგის კონტროლი მათ ხელშია.
  • პრესა გამოდის რუსულ ენაზე და დედაქალაქ სოხუმის ქუჩებში ყოველდღიურ სალაპარაკო ენად რუსული ისმის.
  • აფხაზეთში აფხაზური ენა დაწყებითი სკოლის მე-4 კლასის მერე  აღარ გრძელდება. ეს ენა უფრო მეტისათვის  აღარ კმარა.
  • აფხაზეთს თავისი ფულის ერთეული არა აქვს, გამოყენებაშია რუსული რუბლი და მის ბიუჯეტსაც რუსეთი უზრუნველყოფს.
  • აფხაზეთი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, ყველაფერში ვალდებულია რუსეთის დასტური მიიღოს. რუსეთს აფხაზეთში ხელში უჭირავს მთელი ინიციატივა. მთავრობის ხელმძღვანელი ნებისმიერ დროს შეუძლია გაათავისუფლოს თანამდებობიდან და ახალი დანიშნოს. ახლანდელი ხელმძღვანელი რაულ ხაჯიმბაც ამ გზით არის მოსული ხელისუფლებაში.
  • აფხაზეთი ფაქტობრივად რუსეთის ბაზაა, რუსული ჯარის დისლოკაციის ადგილია. იქ განლაგებული C-300 რაკეტები მომართულია თურქეთისაკენ.
  • აფხაზეთის მთელ მოსახლეობას აქვს რუსული პასპორტები.
  • აფხაზეთის დამოუკიდებლობას არავინ ცნობს რუსეთისა და მისი ორი თანამზრახველის გარდა.
  • აფხაზეთის ხალხი დევნილია, მათი სახლები დაყადაღებულია, დემოგრაფიული სტრუქტურა შეცვლილია.                                         

დღევანდელი თემა არ არის ის, რომ რუსეთის მიერ ფაქტობრივად საქართველოს მოწყვეტილი აფხაზეთი სამართლებრივად საქართველოს ტერიტორიაა. აფხაზეთი ნიშნავს საქართველოს, მეტიც აფხაზეთი საქართველოდან იწყება! დარწმუნებული ვართ, თურქეთის საზოგადოებამ არ იცის, რომ იურიდიულად საქართველოს კუთვნილი აფხაზეთი ისტორიულადაც საქართველოს ტერიტორიაა. შესაძლოა, ეს თქვენთვისაც არ არის ცნობილი. ამიტომ რამდენიმე სტრიქონში გვსურს მოკლედ მიმოვიხილოთ ისტორიული სიმართლე.

დღევანდელი აფხაზეთის დედაქალაქი სოხუმი, ფაქტობრივად, მეგრული ქალაქია. და თავის დროზე საქართველოს საზღვრებში მყოფი ეს ქალაქი აფხაზეთის საერისთავოში კი არა, სამეგრელოს საერისთავოში შედიოდა (მაშინ კი სამეგრელოც და აფხაზეთის საერისთავოც საქართველოს ნაწილი იყო). სახელი სოხუმი „ცხუმიდან“ მომდინარეობს, რომელიც ასევე ქართულია. ეს რეგიონი ოსმალებმა რომ აიღეს, და რადგანაც „ცხუმი“ სწორად ვერ გამოთქვეს, „სოხუმი“ ფორმით დაამკვიდრდა და  დღემდე მოვიდა.

დღევანდელი აფხაზეთის დედაქალაქი საცოდავად მიუხედავია, მაშინ, როდესაც ერთ დროს შავი ზღვისპირეთის მარგალიტი იყო და აფხაზური კია არა, მეგრული ქალაქი გახლდათ.  სოხუმი, რომელიც წარმოადგენდა შავიზღვისპირეთში გენუელთა ერთ-ერთ სავაჭრო კოლონიას, მე-16 საუკუნის გენუელთა სასაზღვრო რუკაზე იწოდება როგორც ,,PORTO MENGRELLO”. სამეგრელოს ერისთავმა, გიორგი მეორე დადინმა, 1354 წელს გენუელებს სოხუმში სავაჭრო კოლონიის მოწყობის უფლება მისცა. ეს უფლება ერისთავმა საქართველოს მეფის დავით მე-9 -ისაგან (1340-1360) გამოითხოვა. უფრო ადრინდელ საუკუნეებშიც აფხაზეთი ყოველთვის საქართველოს შემადგენლობაში იყო. მე-8-10 საუკუნეებში აფხაზეთის სამეფოს დედაქალაქი დღევანდელი ქუთაისი გახლდათ. ოფიციალური ენა  და სალოცავი ენა ქართული იყო. აფხაზ-ეგრისის სამეფო საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ, მეტიც, აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსაც მოიცავდა. ისტორია შემდგომში გრძელდება, როგორც გაერთიანებული საქართველოს სამეფო. ეგრის-აფხაზთა სამეფოს დროში დღევანდელ აფხაზეთის ტერიტორიაში აშენებულ ეკლესიებსა თუ ნებისმიერ ისტორიულ ძეგლებზე წარწერები ქართულად იყო შესრულებული. დღეს, რატომღაც, ეს ფაქტი ზოგიერთი სექტორების მიერ იჩქმალება. დღევანდელი აფხაზეთი იმ პერიოდში ქართული კულტურის ცენტრი იყო. აფხაზეთი, აფხაზ-ეგრისის სამეფო, რომელიც არსებობდა მე-8-10 საუკუნეებში და დღევანდელ აფხაზეთის ტერიტორიაზე გაცილებით დიდი იყო, ითვლება მისი წინამორბედი დასავლეთ საქართველოს სამეფოს -კოლხეთის გაგრძელებად. რაც შეეხება კოლხეთს, ისიც გარკვეულ პერიოდებში  იბერიის (ქართლი) სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა,  ხოლო გარკვეულ პერიოდებში კი არსებობდა, როგორც დასავლეთ საქართველოს სამეფო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1864 წელს, როდესაც რუსეთის მიერ გაუქმდა აფხაზეთის სამთავრო, ბოლო მთავრის, მიხეილ შერვაშიძესა (ჩაჩბა) და რუსეთის იმპერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტი ქართულად იყო დაწერილი. ეს გახლდათ მთავრის მიმოწერის ენა, რომელიც ყველაზე უკეთ იცოდა. ეს მოკლე ისტორიული ექსკურსი მოტანილია იმის საჩვენებლად, რომ აფხაზეთი მხოლოდ დღეს კია არა, ისტორიულად საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო.

რაც შეეხება დღევანდელობას, იცოდეთ, რომ მთელი ეს ვაკხანალია არის შედეგი იმისა, რომ საქართველოს სურს რუსეთისგან თავის დახსნა  და ევროპასთან დაახლოება, რომლის წევრიც არის თურქეთი, ხოლო რუსეთს კი არ სურს სამხრეთ კავკასიის დატოვება.  აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ერთ დღეს, როდესაც პირობები შეიცვლება, საქართველო მოახერხებს შეაბამისი შეთანხმებების მიღწევას, გადალახავს მთელ  პრობლემებს და თავის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ახლიდან და მშვიდობიანი გზით გადაწყვეტს და იქ მცხოვრები ქართველი და არაქართველი მოსახლეობისათვის ისევ მოიპოვებს სიმშვიდეს. როდესაც ეს განხორციელდება, დღევანდელ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიების გარდა საქართველოში მცხოვრები ქართველი, აფხაზი, ყარაფაფახი, ოსი, სომეხი და მისთ. მოქალაქეები თავიანთი ეთნიკური იდენტობითა და კულტურებით, თავიანთ სკოლებში საკუთარ ენაზე მიიღებენ განათლებას და ერთმანეთის გვერდიგვერდ, მეტიც, გარუსების გარეშე, ძმურად იცხოვრებენ.

პრობლემა არ ეხება თურქეთში მცხოვრები აფხაზური წარმოშობის მოქალაქეების ენისა და კულტურის მიმართ მოთხოვნილებებისა და  იქაურ აფხაზებთან ურთიერთობების განვითარებას. ეს რომ ასე ყოფილიყო, ჩვენ მათ ყველაზე უკეთესად გავუგებდით. ესეც ცნობილი ჭეშმარიტება გახლავთ, რომ აფხაზური ენა და კულტურა, როგორც ეს ზემოთმოყვანილმა არგუმენტებმა ცხადყო, ერთმანეთს რომ შევადაროთ, დღევანდელ აფხაზეთში კი არა, თურქეთში უკეთესად განაგრძობს არსებობას. იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი მდგომარეობა აფხაზეთში ასე გაგრძელდება, აფხაზური ენა და კულტურა (რომელიც თურქეთში ნაწილობრივად კიდევ აგრძელებს არსებობას) სრულიად მოისპობა. აფხაზების რაოდენობა, იმის საპირისპიროდ როგორც ამას თვითონ წარმოაჩენენ, უკიდურესად შემცირებულია და  აფხაზები, რომლებიც დღეს საკუთარ ენაზე სათანადოდ ვერც მეტყველებენ, მთლიანად გარუსების გზაზე დგანან. აფხაზეთი კი, ერთ დროს როგორც საქართველოს ქალაქი სოჭი, გარუსების კანდიდატია.

მთელი ამ ახსნა-განმარტებათა გათვალისწინებთ, ჩვენ გვსურს: თურქეთის სახელმწიფომ, ორგანიზაცია-დაწესებულებებმა, არასამთავრობო ორანიზაციებმა, თურქულმა მასმედიამ არ გაუკეთონ ის სხვას, რასაც თავისთვის არ ისურვებდნენ; თავი უნდა შეიკავონ ისეთი ქმედებებისაგან და საქციელისაგან, რომელიც მეზობელი ქვეყნის დანაწევრებას გამოიწვევს. პუბლიკაციის გამოქვეყნების, რაიმე საქმის, ქმედების და მისთანების წამოწყებისას, უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს იყოს სასარგებლო,  როგორც თურქეთში მცხოვრები ჩვენი ძმებისათვის, ასევე საქართველოსა და სხვა ხალხებისათვის, როგორც ადამიანობის, მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობის საწინდარი. გვსურს, სათანადო ზომები იქნას მიღებული მათ მიმართ, რომლებიც ამ ღირებულებების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და შესრულებული იქნას საერთაშორისო და ორმხრივი ხელშეკრულებების მოთხოვნილებები. გვსურს გაზეთ ,,საბაჰის“ ხელმძღვანელობაც მიხვდეს თავის შეცდომას  და  მის გამოსასწორებლად ახალი და სწორი ნაბიჯები გადადგას ან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბოდიში მოუხადოს ყველა უდანაშაულოდ დაღუპულის ოჯახს განურჩევლად იმისა, ქართველია თუ არაქართველი და ამავე დროს ყველა დევნილს და იძულებით გადაადგილებულს. ჩვენი სურვილია ამ  ბეჭდვითმა ორგანომ პოლიტიკა ისე წარმართოს, რომ   სასარგებლო იყოს ყველასთვის და  ამით გარკვეული წვლილი შეიტანოს არსებული პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში. 13/11/2016

 

ხელისმომწერ ორგანიზაციათა სახელები და საკონტაქტო ტელეფონები:

-ბეიქოზის ბათუმისა და მისი  შემოგარენის ქართველთა კულტურული თანამშრომლობის საზოგადოება-0532 583 45 21

-ბურსას ბათუმისა და მისი  შემოგარენის კულტურული თანამშრომლობის საზოგადოება-0555 877 18 78

-გოლჯუკის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის საზოგადოება-0532 497 49 37

-Gurcu.Org-ის ვებ-გვერდი-0532 260 38 64

-ქართული კულტურის სახლის საზოგადოება - სტამბოლი- 0212 212 98 14 – 0530 281 65 08

-ქართული კულტურის ცენტრის საზოგადოება- 0532 286 92 82

-ქართული ხელოვნების სახლი- 0532 676 24 73 – 0533 384 25 42

-სოფ. ჰაირიეს ქართული კულტურისა და ტურიზმის საზოგადოება-ინეგოლი– 0549 430 9030

-ჰენდექის ბათუმისა და მისი  შემოგარენის კულტურული საზოგადოება-საქარია 05325541350

-ინეგოლის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის საზოგადოებამ – 0532 703 64 78

-იზნიკის ბათუმის კულტურული საზოგადოება-0532 471 78 39

-ორჰანგაზის კავკასიური კულტურული საზოგადოება- 0532 411 07 88

-ქოჯაელის ქართულ-კავკასიური კულტურის საზოგადოება-0532 246 23 37

-სოფ. მურათბეის ქართული კულტურის შენარჩუნების თანამშრომლობის და სოლიდარობის საზოგადოება- 0539 500 00 55

-თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდი - სტამბოლი– 0530 784 66 76

-უნიე, აჭარა ქართული მეგობრებთა და კულტურის საზოგადოება– 0532 313 10 52

 

გადაეცეს:

  • თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს-ანკარა
  • გაზეთ „საბაჰის“ რედაქციას-სტამბოლი
  • საქართველოს საელჩოს ანკარაში

 

(თურქულიდან თარგმნა ასოც.პროფ.ნანა კაჭარავამ

ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

 დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება)

Kategorideki Diğer Yazılar