როგორ გამოიყურება ახლადგამოვლენილი იშხნის იატაკი?! (9 ფოტო)

როგორ გამოიყურება ახლადგამოვლენილი იშხნის იატაკი?! (9 ფოტო)

რამდენიმე დღის წინ ტაო-კლარჯეთში, იშხნის რესტავრაციის დროს, მკვლევარებმა ტაძრის იატაკი აღმოაჩინეს.


რამდენიმე დღის წინ ტაო-კლარჯეთში, იშხნის რესტავრაციის დროს, მკვლევარებმა ტაძრის იატაკი აღმოაჩინეს.

იატაკის ერთი ნაწილი პირველად 3 წლის წინ, სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებისთანავე, ინტერიერში მიწის ფენის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა. მაშინ მხოლოდ მცირე ფრაგმენტების დაფიქსირება მოხერხდა, რომელსაც რესტავრატორებმა მალევე კვლავ მიწა მიაყარეს.

მას შემდეგ, რაც თურქმა რესტავრატორებმა ტაძრის იატაკი მთლიანად გაწმინდეს, გამოჩნდა, რომ იატაკი სრულად ყოფილა დაცული დასავლეთ მხარეს. ფრაგმენტები გადარჩენილა გუმბათქვეშა სივრცეშიც – ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავებში.

როგორც ჩანს, მთელი ტაძარი ასეთი იატაკით იყო დაფარული. მასალა: კირხსნარი – თეთრად, აგურისფრად და შავად დაფერილი.

VII საუკუნეში აგებულმა, IX-ში მეორედ აშენებულმა და X-ში გაფართოებულმა იშხნის ტაძარმა საბოლოო სახე 1032 წელს მიიღო, ბაგრატ IV-ის მეფობის ჟამს, ანტონ იშხნელის ეპისკოპოსობისას, ხელითა ხუროთმოძღვარ იოვანე მორჩაისძისაითა.

სტილის მიხედვით და ტაძრის ისტორიის გათვალისწინებით, იატაკიც 1032 წლის რეკონსტრუქციის პერიოდისა უნდა იყოს. საგულისხმოა, რომ ეს ახალი ნიმუში დიდ მსგავსებას ავლენს ბაგრატის ტაძრის ასევე ახლადგამოვლენილ იატაკის ფრაგმენტებთან.

ასეთი სიძველის, ასეთი სისრულისა და ასეთი მხატვრული შესრულების იატაკი არცერთ სხვა ქართულ ტაძარს არ შერჩენია!

ბუბა კუდავა

http://bu.com.ge

03.10.2016

Kategorideki Diğer Yazılar