თურქეთის რესპუბლიკაში გამოქვეყნდა ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი

კატეგორიები
/
ბიბლიოთეკა
/
თურქეთის რესპუბლიკაშ...
თურქეთის რესპუბლიკაში გამოქვეყნდა ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი

დედა ენის სახელმძვანელოს ელეკტრონული ვერსია ჩვენს საიტზე!

თურქეთში გამოქვეყნებული ქართული კულტურილი ჟურნალები

წმ. ყურანი-ს თარგმანი ქართულ ენაზე და ისლამური გამოცემები

ქართველები - პროფ. ტარიელ ფუტკარაძე

აფხაზები აჭარაში

წიგნი “Gürcü Halkının Tarihi (ქართველი ხალხის ისტორია)” გამოიცა

წიგნი (ადამიანებით ვაჭრობა ოსმალეთში და არაბული ქვეყნებში) სთამბულში წიგნის მაღაზიებში

გამოქვეყნდა რომანი „ქართველი ქალი ანუ შურისძიება“

რომანის ქართველი ასულის შურისძიება ქართული თარგმანის წარდგენა თბილისში გაიმართა

თურქულ ენაზე გამოიცა წიგნი სახელწოდებით: „აფხაზეთი ოსმალეთ-რუსეთის ურთიერთობებში“

გამოვიდა წიგნი "ქართული ხელოვნების მიმართულებანი დასაწყისიდან დღემდე"

გამოიცა ფრიდონ ხალვაშის წიგნი „ომრი” თურქულ ენაზე!

გამოქვეყნდა წიგნი სახელწოდებით: „რუსი გენერლის დღიურები - სამი თვე თურქეთის საქართველოში“

გამოქვეყნდა წიგნი შავშეთისა და კლარჯეთის ტოპონიმების შესახებ

გამოვიდა წიგნი ქართველთა ისტორიის ძირითადი საკითხები მე-XVIII საუკუნიდან დღემდე

Vedat Akçayöz’ün Yeni Keşiflerle Ani adlı kitabı yayımlandı

თურქეთის რესპუბლიკაში გამოქვეყნდა ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი

გამოქვეყნდა ერეკლე დავითაძის (ერდოღან შენოლი) მიერ შედგენილი ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი.  წიგნი, გამოქვეყნდა თურქულ ენაზე და საინტერესო წყაროა


გამოქვეყნდა ერეკლე დავითაძის (ერდოღან შენოლი) მიერ შედგენილი ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი.  წიგნი, გამოქვეყნდა თურქულ ენაზე და საინტერესო წყაროა, ყველა იმ თურქულენოვანი მკითხველისათვის,  ვინც დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ. წიგნში თავმოყრილი მასალები აერთიანებს როგორც უშუალოდ, ქართული კულტურული სამყაროსათვის დამახასიათებელ, აგრეთვე მასთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულ 500-მდე სიტყვას, ტერმინსა თუ კონკრეტულ სპეციფიკურ დასახელებებს.

ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის გამოქვეყნება მიეძღვნა ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავს. წიგნი გამოიცა თურქეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობითა და თურქეთის ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის, ბ-ნი ნურეთთინ ჩარმიქლის მხარდაჭერით.

600 გვერდიანი ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი, მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, როგორც საქართველოს შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას, აგრეთვე კონკრეტულ საკითხთა შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მიღებით დაინტერესებულ აკადემიური წრეების წარმომადგენლებსაც.

ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის შესაძენად ეწვიეთ საიტს:

https://www.nadirkitap.com/gurcu-ansiklopedik-sozlugu-erdogan-senol-kitap25742274.html

 

 

Kategorideki Diğer Yazılar