ბიბლიოთეკა

გამოქვეყნდა რომანი „ქართველი ქალი ანუ შურისძიება“

თანამედროვე თურქულ ენაზე გამოიცა თურქული ლიტერატურის ერთ-ერთი ცნობილი და პოპულარული მწერლის აჰმეთ მითჰათ ეფენდის რომანი „ქართველი ქალი ანუ შურისძიება.“

1 წთ საკითხავი

თანამედროვე თურქულ ენაზე გამოიცა თურქული ლიტერატურის ერთ-ერთი ცნობილი და პოპულარული მწერლის აჰმეთ მითჰათ ეფენდის რომანი „ქართველი ქალი ანუ შურისძიება.“

თანზიმათის პერიოდის ეს რომანი დაწერილია ოსმალურ (ძველ თურქულ) ენაზე, რომელიც ინეგოლელმა პედაგოგმა აბდულაჰ თათაროღლუმ თანამედროვე თურქულზე გადმოიტანა. ინეგოლის „კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოებამ“ რომანის ადაპტირებული ვარიანტი 2015 წლის სექტემბერში წიგნად გამოსცა.

თავიდან ამ ნაწარმოების რამდენიმე თავი დაიბეჭდა გაზეთში „თერჯუმან-ი ჰაქიქათი“, შემდეგ 1889 წელს პირველად წიგნადაც გამოიცა, სათანადო ყურადღებაც მიიპყრო და თურქულ ლიტერატურაში თავისი ადგილიც დაიმკვიდრა. როგორც აბდულაჰ თათაროღლუ გვამცნობს, ამის შემდეგ ასი წლის განმავლობაში რომანს დღის სინათლე აღარ უნახავს.

რომანის ავტორი აჰმეთ მითჰათ ეფენდი გვატყობინებს, რომ ნაწარმოების თემა აღებულია გერმანელი მოგზაურის გილიომ სანქის (Gilliom SANC) მოგონებებიდან. შემდეგი ორი წელი მწერალმა საქართველოს ისტორიის შესწავლას მოანდომა. რომანში მოყვანილი ფაქტები და მოვლენები მართლაც არსებობდა საქართველოს ისტორიაში.

ბიბლიოთეკა

თურქეთის რესპუბლიკაში გამოქვეყნდა ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი

გამოქვეყნდა ერეკლე დავითაძის (ერდოღან შენოლი) მიერ შედგენილი ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი. წიგნი, გამოქვეყნდა თურქულ ენაზე და…

გამოვიდა წიგნი ქართველთა ისტორიის ძირითადი საკითხები მე-XVIII საუკუნიდან დღემდე

გამოვიდა ფევზი ჩელებაძის წიგნი "ქართველთა ისტორიის ძირითადი საკითხები მე-XVIII საუკუნიდან დღემდე".

რომანის ქართველი ასულის შურისძიება ქართული თარგმანის წარდგენა თბილისში გაიმართა

2017 წლის 29 მაისს, კვირას, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მთარგმნელებმა, აბდულლაჰ თათაროღლუმ და თურქოლოგმა თამარ…

ძიება

ძიება სათაურში, აღწერასა და კატეგორიაში.