ბიბლიოთეკა

გამოქვეყნდა წიგნი შავშეთისა და კლარჯეთის ტოპონიმების შესახებ

ქართველი მეცნიერების როლანდ თოფჩიშვილისა და ინგა ღუტიძის თანაავტორობით გამოქვეყნდა წიგნი, სახელწოდებით: „შავშეთისა და კლარჯეთის ტოპონიმები XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის რუსულ დოკუმენტებში“.

1 წთ საკითხავი

ქართველი მეცნიერების როლანდ თოფჩიშვილისა და ინგა ღუტიძის თანაავტორობით გამოქვეყნდა წიგნი, სახელწოდებით: „შავშეთისა და კლარჯეთის ტოპონიმები XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის რუსულ დოკუმენტებში“. წიგნი გამოქვეყნდა სამ ენაზე: ქართულად, თურქულად და ინგლისურად. წიგნში თავმოყრილია ინფორმაცია XIX საუკუნისა და XX საუკუნის საწყისი პერიოდის შავშეთისა და კლარჯეთის ტოპონიმიკის შესახებ. როლანდ თოფჩიშვილისა და ინგა ღუტიძის თანაავტორობით გამოცემული წიგნის რედაქტორია, საქართველოს მხრიდან როინ მალაყმაძე და თურქეთის მხრიდან ერდოღან შენოლი (ერეკლე დავითაძე). დაინტერესებული პირებისათვის წიგნი წარმოდგენილია pdf ფორმატშიც. ქვემოთ მოცემულ მისამართზე ღილაკის დაჭერით შეძლებთ გადმოიწეროთ და წაიკითხოთ წიგნის ქართული, თურქული ან ინგლისურენოვანი ვერსია.

https://drive.google.com/file/d/1dUAdBp542BXkuEJeaWlzjw2-Lq7J3vuZ/view?usp=sharing

ბიბლიოთეკა

თურქეთის რესპუბლიკაში გამოქვეყნდა ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი

გამოქვეყნდა ერეკლე დავითაძის (ერდოღან შენოლი) მიერ შედგენილი ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი. წიგნი, გამოქვეყნდა თურქულ ენაზე და…

გამოვიდა წიგნი ქართველთა ისტორიის ძირითადი საკითხები მე-XVIII საუკუნიდან დღემდე

გამოვიდა ფევზი ჩელებაძის წიგნი "ქართველთა ისტორიის ძირითადი საკითხები მე-XVIII საუკუნიდან დღემდე".

რომანის ქართველი ასულის შურისძიება ქართული თარგმანის წარდგენა თბილისში გაიმართა

2017 წლის 29 მაისს, კვირას, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მთარგმნელებმა, აბდულლაჰ თათაროღლუმ და თურქოლოგმა თამარ…

ძიება

ძიება სათაურში, აღწერასა და კატეგორიაში.