აფხაზეთისთვის გეოპოლიტიკური ბრძოლისა და გამოსავლის შესახებ-ბადრი გოგია

კატეგორიები
/
კონფლიტური ზონები
/
აფხაზეთისთვის გეოპოლ...
აფხაზეთისთვის გეოპოლიტიკური ბრძოლისა და გამოსავლის შესახებ-ბადრი გოგია

ოსები საქართველოში: მითი და რეალობა - ანზორ თოთაძე

სად არის სამხრეთ ოსეთი - ერდოღან შენოლ (დავითაძე)

სიმართლე აფხაზეთის დროშის შესახებ

აფხაზეთში სოფლების ნაწილს სახელები გადაარქვეს

ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ქართველებთან არ უნდა გვეომა

ევროსასამართლოს ვერდიქტი გამოცხადდა

თურქეთის ქართველებმა რეაგირება გამოახატეს გაზეთ „საბაჰ“-ის მიმართ

აფხაზეთის ეკლესია მსოფლიო პატრიარქს კვლავ ქართული ეკლესიის საზღვრების გადახედვას სთხოვს

2008 წ. ომის საქმე: ჰააგის პროკურორი 3 ოსი მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს

2008 Rusya Gürcistan Savaşı belgeseli “Уроки русского - Russian Lessons"

აფხაზეთისთვის გეოპოლიტიკური ბრძოლისა და გამოსავლის შესახებ-ბადრი გოგია

აფსუებმა (დღევანდელმა აფხაზებმა) უნდა შეიგნონ, რომ ქართველებს არ გვაქვს მორალური, იურიდიული, კულტურული და ისტორიული უფლება ვცნოთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა!


აფსუებმა (დღევანდელმა აფხაზებმა) უნდა შეიგნონ, რომ ქართველებს არ გვაქვს მორალური, იურიდიული, კულტურული და ისტორიული უფლება ვცნოთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა !

აფსუებმა უნდა შეიგნონ, რომ აფხაზეთს უცხო ტომელთაგან მიტაცებისგან მხოლოდ მისი საქართველოში ყოფნა იცავს !

ამის დამადასტურებელი ფაქტი ისაა, რომ პირვანდელმა აფხაზებმა (ახლა თავი დავანებოთ იმას, თუ ვინ იყვნენ ეთნიკურად ეს პირვანდელი აფხაზები, აფსუები თუ მეგრელები) IX საუკუნეში სწორედ აფხაზეთიდან გააერთიანეს საქართველო ! ასე გადაურჩა აფხაზეთი უფრო დასავლური ქართული მხარის ანუ ჯიქეთის ბედს და ასე გადარჩა გარუსებას საქართველოში.

ამიტომ დღევანდელ აფხაზებს არ აქვთ მორალური, იურიდიული, კულტურული და ისტორიული უფლება გამოყონ აფხაზეთი იმ დედა საქართველოს, რომელსაც პირვანდელმა აფხაზებმა შეუერთეს ათასი წლის წინ !

თუკი პირვანდელი აფხაზები დღევანდელი აფხაზების წინაპრები არიან, მაშინ კეთილი ინებონ და ცნონ საქართველოს ერთიანობა ! მაგრამ ძველი აფხაზები ქართველური (მეგრული) ტომები იყვნენ, დღევანდელი აფხაზები კი ამ ადგილობრივ მეგრელებთან ასიმილირებული აბაზი კოლონისტები არიან. როგორც ბულგარლები : ძველად თურქული ტომი იყო, ახლა კი სლავურია.

საქართველოში ქართველ ოსებს და აფხაზებს ჰქონდათ და აქვთ ბევრად მეტი უფლებები და ავტონომია, ვიდრე რუსეთში რუს ოსებსა და აბაზინებს.

ქართველებმა რუსების მიერ მოწყობილი მუჰაჯირობისგან იხსნეს აფსუები (აფხაზები) და მათ საკუთარი გენოფონდიც კი წააშველეს, რათა ერი არ ამომწყდარიყო და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რუსი კაზაკებით დასახლების გეგმა არ განხორციელებულიყო.

დღეს რუსების დახმარებით სომხები ცდილობენ აღმოსავლეთ შავზღვისპირეთში გასვლას და ამ გეგმას ლობირებს თბილისელი სომეხი კალანტაროვი ანუ რუსეთის დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი !

ამ გეგმის მიხედვით ვვარაუდობთ, რომ პარალელურად უნდა მოხდეს ნასომხარი ქართველების ქართულ პოლიტიკაში გამოტენვა და აფხაზეთში პოლიტიკური მართვის სადავეების ხელში ჩაგდება იქაური სომხების მიერ. აფხაზეთის სომხები რუსების მონაწილეობით მოლაპარაკებებს გაუმართავენ თბილისს გალის რაიონის საქართველოსთვის დაბრუნების სანაცვლოდ დანარჩენი აფხაზეთის ცნობის შესახებ. რადგანაც ნატოს უაფხაზეთო საქართველოს ცნობა გაუადვილდება, აფხაზეთის სომხეთის შემოთავაზებას სიხარულით მიიღებს თბილისი.

შემდეგ კი სომეხი ისტორიკოსების ფანტაზიას მიეცემა გასაქანი და დამტკიცდება მხითარ აირავანციესეული (XIII ს.) ვერსია, რომ აფხაზეთის მეფე ბაგრატი მომდინარეობს ბაგრატუნთა შტოდან, მით უფრო, რომ აფხაზი სომხური სიტყვა "ყოფილა" : აფ (ხელისგული) და ხაზ (ხაზი).

ამას დამატებული დედით სომეხი რაულ ხონელიას საკანდიდატო ნაშრომი, სადაც სომხურ წყაროებში დაცული ცმობები აფხაზეთის (დასავლეთ საქართველო) შესახებ წარმოჩენილია, როგორც საკუთრივ აფსნი (ასე ეძახიან დღევანდელი აფხაზები ანუ აფსუები აფხაზეთს) ანუ ისტორიის ფალსიფიკატორი რაულ ხონელია აფსნის მიიჩნევს სომხეთის უშუალო მეზობლად.
სომხეთის "უშუალო" მეზობელი აფხაზეთი, სადაც დღეს სომხები რაოდენობრივად ყველას სხვა ტომს სჭარბობენ, ასე გამოცხადდება სომხეთის კუთვნილებად და ეს ამ ეტაპზე აწყობს რუსეთს.

ლავროვის აფხაზურ გეგმას ჰყავს პანთურანისტი მოწინააღმდეგეები არა მარტო ანკარაში, არამედ თავად ჩრდილო კავკასიასა და საკუთრივ აფხაზეთშიც. ჩრდილოკავკასიელი მუსლიმები ოცნებობენ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის გადაქცევას თურქული, უფრო სწორედ თურანული სახელმწიფოს ნაწილად.

ამასთან, რუსეთში არსებობს რუსთა იმპერიალისტური ჯგუფი, რომელიც აფხაზეთის რუსეთთან უშუალო შეერთებას ისახავს მიზნად ადგილობრივი სომხების გამოყენებით. სწორედ ამ ჯგუფს შეეკრა ლავროვი და მათ შორის არსებულ უთანხმოებას აწესრიგებენ.

ეს პანთურანისტული, პანრუსული და ლავროვის დიდარმენისტული გეგმები ჯერ-ჯერობით ერთმანეთს არ ეტაკებიან საერთო მტრის - ქართული ფაქტორის გამო.

ეს ძალები უცდიან ნატოს მორიგი სამიტის მორიგ პროქართულ გადაწყვეტილებას, რათა ამჯერად კრემლს ოკუპირებული ტერიტორიების უშუალოდ რუსეთთან შეერთების ახალი საბაბი გაუჩნდეს და ქართული "საშიშროებაც" თავიდან მოიშორონ. ანუ მათ შორის აფხაზეთისთვის ბრძოლა დაიწყება მას მერე, როცა თბილისი ცნობს აფხაზეთს (ფსოუდან ღალიძგამდე, რადგან თბილისს მანამ ღალიძგა-ენგურის სექტორს ანუ გალის რაიონს მიუგდებენ საქართველოსთვის უკეთეს შემთხვევაში).

აფხაზეთში დღეს არსებობს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის 4 ნახევრადბირთვული ბაზა შემდეგ პუნქტებში : ბომბორა, ეშერა, აგუძერა და ოჩემჩირე. აფხაზეთში არსებულ სხვა ახალ რუსულ ბაზებს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ამიტომ აფხაზეთზე პრეტენზია ნატოს არ და ვერ ექნება. პირიქით, კულისებს მიღმა ნატო და აშ შტატები რუსებს სთავაზობენ საქართველოს გაყოფას ანუ რუსეთს ულეგიტიმურებენ აფხაზეთის ამ ბაზებს დანარჩენ საქართველოში ნატოს და აშ შტატების ბაზების დაარსების სანაცვლოდ, რაზეც რუსეთი ჯერ-ჯერობით არ თანხმდება, რადგან მას მთელი კავკასია მიაჩნია რუსული გავლენის ზონად.

თბილისური რეჟიმების პოლიტიკური ელიტა, რომელიც ხშირად გვარგადაკეთებული ქართველები არიან, ჩართული არიან საქართველოს მორიგი გადანაწილების რუსულ-დასავლურ თამაშში და მანდ უკვე ბევრი ქართველი დევნილიც ჩაითრიეს ათასგვარი გრანტების, პროვილეგიების და განსაკუთრებით ჰურრაპატრიოტული და პოპულისტური იდეების დახმარებით.

ქართველების და აფსუების დღევანდელი პოლიტიკა არის გარედან მართვადი (შესაბამისად, აშ შტატების და რუსეთის მიერ) და თვითდესტრუქციული.

აფსუებს (კერძოდ, აფსუათა გარუსებულ და ისლამურ ნაწილს) არ ადარდებთ, რომ სწორედ საქართველო არის აფხაზეთის სხვა ტომთაგან მიტაცების ერთადერთი შემაკავებელი ძალა და ყველაფერს აკეთებენ ამ თამაშიდან საქართველოს გამოსათიშად.

აფსუების პროქართული ნაწილი დღეს სამწუხაროდ მცირეა და აფხაზეთში პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნის.

აფსუა ერი (დღევანდელი აფხაზები) დღეს შედგება ანტიქართველი სლავებისგან და ანტიქართველი მუსლიმებისგან, ამდენად ამ ერის გამოჯანსაღება დღეს არანაირ კულტურულ თუ ჯანდაცვით პროექტს (რაზეც თბილისი დიდძალ ფულს ხარჯავს) არ შეუძლია. აფსუა ერი განწირულია გასაქრობად და ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ხავსზე მოჭიდება და ამ ერის გადარჩენაზე ფიქრი.

დიახ, ამ ეტაპზე უნდა შევწყვიტოთ მეგრულ-აბაზური გენოფონდის ბაზაზე XV საუკუნიდან შექმნილი აფსუა ერის გადარჩენაზე ტრადიციული ფიქრი, თამაშიდან სომხები უნდა გამოვთიშოთ და თავად გავუმართოთ მოლაპარაკებები რუსეთს და ეს უნდა დასრულდეს არა სამმხრივკომპრომისული (ანუ ქართულ-რუსულ-სომხური), არამედ ორმხრივკომპრომისული (ქართულ-რუსული) გარიგებით. 17/04/2019

 

Kategorideki Diğer Yazılar