აფხაზეთში სოფლების ნაწილს სახელები გადაარქვეს

კატეგორიები
/
კონფლიტური ზონები
/
აფხაზეთში სოფლების ნ...
აფხაზეთში სოფლების ნაწილს სახელები გადაარქვეს

ოსები საქართველოში: მითი და რეალობა - ანზორ თოთაძე

სად არის სამხრეთ ოსეთი - ერდოღან შენოლ (დავითაძე)

სიმართლე აფხაზეთის დროშის შესახებ

ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ქართველებთან არ უნდა გვეომა

ევროსასამართლოს ვერდიქტი გამოცხადდა

თურქეთის ქართველებმა რეაგირება გამოახატეს გაზეთ „საბაჰ“-ის მიმართ

აფხაზეთის ეკლესია მსოფლიო პატრიარქს კვლავ ქართული ეკლესიის საზღვრების გადახედვას სთხოვს

აფხაზეთისთვის გეოპოლიტიკური ბრძოლისა და გამოსავლის შესახებ-ბადრი გოგია

2008 წ. ომის საქმე: ჰააგის პროკურორი 3 ოსი მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს

2008 Rusya Gürcistan Savaşı belgeseli “Уроки русского - Russian Lessons"

აფხაზეთში სოფლების ნაწილს სახელები გადაარქვეს

გალის რაიონის სოფლებს სახელები შეუცვალა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა.


გალის რაიონის სოფლებს სახელები შეუცვალა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა. აფხაზური სახალხო კრების წევრებმა 11 დეკემბერს დაამტკიცეს დადგენილება, გალის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების და მათი სახელწოდებების შესახებ. სააგენტო „აფსნიპრესის" ინფორმაციით, საკითხის ინიციატორი გალის რაიონის ადმინისტრაცია იყო. 

ძირითადად ქართველებით დასახლებული რაიონის სოფლებისთვის სახელების შეცვლის საფუძვლად ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ისტორიული დოკუმენტები დაასახელა. აფხაზური სახალხო კრების გადაწყვეტილებით, სახელი შეეცვალა გალის რაიონის 18 სოფლიდან უმეტესობას. მაგალითად, სოფელ პირველ ოტობაიას ხაშთა ეწოდა, მეორე ოტობაიას  - ბგოურა, ფიჩორს -  ბჩარა, ჭუბურხინჯს ხიაცხა და ნაბაკევს - ბატაიგუარა. სახელები შეინარჩუნეს გაგიდამ, რეფმა, სიდამ და თაგილონმა.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ მსგავსი სახელებით სოფლები ისტორიულ დოკუმენტებში არ ახსოვთ.

„ჩემთვის გაუგებარია, რატომ არქმევენ ამ სოფლებს ახალ სახელებს, მაშინ, როდესაც ყველა სოფელს, რაც არის გალის რაიონში, ძველთაძველი, სამასი წლის წინ დარქმეული სახელები აქვს. საიდან მოიტანეს ახალი სახელები, გაუგებარია ჩემთვის. ისტორიულად გაუმართლებელია“, - აცხადებს უწყების ხელმძღვანელი ჯემალ გოგოხია.

ავტორი: თამარ ზანთარაია 

http://livepress.ge/ka/site/conflict/7689/

12.12.2013

 

P.S. შეგახსენებთ, რომ აფსარებმა აქამდეც უამრავი ქართული (მეგრული/სვანური) ტოპონიმი თარგმნეს აფხაზეთში, მათ შორის ქალაქ სოხუმს უწოდეს "აყუა".

Kategorideki Diğer Yazılar