არიან ქართლი-სოსო სტურუა

კატეგორიები
/
ისტორია & გეოგრაფია
/
არიან ქართლი-სოსო სტ...
არიან ქართლი-სოსო სტურუა

როგორ გადასცა სტალინმა ლორე სომხებს - ჯაბა სამუშია

როგორ გააჩუქეს ორჯონიქიძემ და სტალინმა საინგილო - ჯაბა სამუშია

Aqua სად არის აფსუების სამშობლო - ნაწილი I

Aqua ანუ სად არის აფსუების სამშობლო - ნაწილი II

სოხუმი და აფხაზეთი XIV საუკუნეში- აბაზური კოლონიზაციის პირველი ნიშნები

აფხაზეთი XV საუკუნეში - ქვეყნის დაშლა და სასაზღვრო ზონის პრობლემები

აფხაზეთი XVI საუკუნეში - აღმოსავლეთ ნაწილის კოლონიზაცია

აფხაზეთი XVII საუკუნეში-აღმოსავლეთ ნაწილის კოლონიზაცია

ინდოეთში ნაპოვნია ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები

ძველი ურარტუ: ვინ იყვნენ ძველი ურარტელები?

თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკის შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ (1992 წ)

“აფხაზთა” სამეფო - პროფ. ლია ახალაძე

ჯაყელები

ქართველი მონოფიზიტები

ქართული დასახლებები ავღანეთში, სადაც თალიბებიც კი ვერ რისკავენ შესვლას

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია

ვის რა ახსენდება სტალინის სახელის გაგონებისას ერდოღან შენოლ ერეკლე დავითაძე

მუჰაჯირობის მოკლე ისტორია* - მალხაზ ჩოხარაძე

რა მისწერა ზვიად გამსახურდიამ ირანელ-აფხაზ მწერალს

სომეხთა მიერ გაყალბებული ცნობები ართვინისა და ჭოროხის აუზის შესახებ!

ბათუმის ისტორია

ზაზა წურწუმია-რუსული „რბილი ძალის“ ისტორია საქართველოში (XIX-XX საუკუნეები)

XV საუკუნის მეორე ნახევრის უნიკალური ევროპული წყარო ქალაქ სოხუმზე

ახალი რუკა აღმოჩნდა, რომლის მიხედვით აფხაზეთი საქართველოა

16 MART 1921 MOSKOVA VE 13 EKİM 1921 KARS ANTLAŞMALARI SÜREÇLERİNDE BATUMİ

Ölümünün kırk üçüncü yılında unutulmayan Ahmet Özkan Melaşvili

არიან ქართლი-სოსო სტურუა

ამ პერიოდის განხილვისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ პირველი სპარსული იმპერიის, ანუ აქამენიდთა იმპერიის ისტორიაზე.


ამ პერიოდის განხილვისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ პირველი სპარსული იმპერიის, ანუ აქამენიდთა იმპერიის ისტორიაზე.

აქამენიდთა იმპერია იყო ისტორიაში პირველი უზარმაზარი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში. შეიძლება ითქვას იგი იყო საერთოდ პირველი სახელმწიფო ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით. ამ პრიოდში, როცა სახელმწიფოს გაგება ბევრგან ჯერ არც კი არსებობდა, აქამენიდთა იმპერია წარმოადგენდა სრულფასოვან პოლიტიკურ სახელმწიფოს, მისი ყველა ნიშნით.მთელი ორი საუკუნის განმავლობაში სწორედ აქამენიდთა იმპერია განაგებდა მთელ რეგიონს და მათ შორის საქართველოსაც.

აქამენიდთა პერიოდში ქართველებით დასახლებული არეალი ორ პოლიტიკურ ნაწილად იყოფოდა - ეს იყო ქართლი და არიან-ქართლი. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ქართლი, მისი ფაქტობრივი ავტონომიის, ეგრისის ჩათვლით მოიცავდა დაახლოვებით დღევანდელი საქართველოს ტერიტორიას და არ იყო უშუალოდ აქამენიდთა სახელმწიფოს ნაწილი, წარმოადგენდა მხოლოდ იმპერიის ვასალს და ევალებიდა, არ შემოეშვა ჩრდილოელი მომთაბარეები აქამენიდთა იმპერიის სიღრმეში. ეგრისი რომ ქართლის პოლიტიკური ავტონომია იყო, ჩანს იქედან, რომ აზოს განდევნის შემდეგ, როცა ქართლის მეფე ფარნავაზი და ეგრისის მეფე ქუჯი აღადგენენ ურთიერთობას წინაპართა დარად, ქუჯი ეტყვის ფარნავაზს - ,,შენ უფროსი და მე უმცროსიო“. აქ პოლიტიკურ უფროს-უმცროსობაზეა საუბარი და არა ასაკობრივზე.

არიან-ქართლი, მოიცავდა დღევანდელი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, დღევანდელი ტრაპიზონის, ართვინის, ერზრუმის და სხვა მიმდებარე ოლქებს. იგი წარმოადგენდა აქამენიდთა იმპერიის უშუალო ნაწილს. მისი თავსართი ,,არიან“ საჭირო იყო სწორედ იმის ხაზგასასმელად, რომ ეს იყო ქართლი, ოღონდ უშუალოდ აქამენიდთა იმპერიის ტერიტორიული ნაწილი, განსხვავებით ქართლისაგან, რომელიც იმპერიის სამხედრო ვასალი იყო.

ტერმინი ,,არიან“ შესაძლოა ნიშნავდეს ირანს. არიან-ქართლი, ანუ ირანის ქართლი. ესე იგი ქართლის ის ნაწილი, რომელიც ირანის შემადგენლობაშია.

არსებობს მეორე, უფრო სარწმუნო ვერსიაც. აზო ისტორიაში მოხსენიებულია როგორც არიანეს ძე. საკითხავია, არიანე იყო აზოს მამის სახელი, თუ დინასტიის სახელი, ანუ გვარი? მატიანე არიანისძეთა დინასტიაზე არაფერს ამბობს. მაგრამ როცა არ მოგვეპოვება რაიმე ცნობა დინასტიის სხვა წარმომადგენელზე და გვაქვს მხოლოს აზო არიანეს ძის შესახებ მონაცემები, შეცდომა არ იქნება არიანისძეები, ანუ არიანები საგვარეულო დინასტიად მივიჩნიოთ. ასეთ შემთხვევაში არიან-ქართლი უნდა ნიშნავდეს ქართლის იმ ნაწილს, რომელსაც არიანისძენი, ანუ არიანები მართავენ. თვითონ აქამენიდთა სახელმწიფოს სახელიც ხომ მისი მმართველი დინასტიის გვარის მიხედვით იხსენიებოდა მაშინ.

როცა მაკედონელი აქამენიდთა იმპერიას უტევდა და ამარცხებდა, ზოგი რეგიონის მმართველი განუდგა სპარსელებს და მიემხრო მაკედონელებს. აზოც მათ რიცხვშია. ხოლო ქართლის მამასახლისი სამარა, ფარნავაზის ბიძა, სპარსელთა ერთგულ და მაკედონელთა მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ბანაკში აღმოჩნდა. ამიტომაც დაუპირისპირდა ეს ორი ქართველი მმართველი ერთმანეთს. აზომ დაამარცხა სამარა. ეს, ბუნებრივიცაა, მას ხომ მაკედონელთა მხარდაჭერა ჰქონდა. აზომ სწორედ ალექსანდრე მაკედონელის დავალებით გადმოიტანა ტახტი მცხეთაში. ალექსამდრეს, ბუნებრივია, თავისი ერთგული აზო აწყობდა კავკასიის კარიბჭესთან, ვიდრე სპარსელთა სატელიტი სამარა.

ფარნავაზის ბიძა სამარა, მისი წინაპრები და საერთოდ ქართლის მონარქიული სახელმწიფოს ყველა მეთაური აქამენიდთა პერიოდში, მოიხსენიება როგორც მამასახლისი. ხოლო არიან-ქართლის მონარქები, მათ შორის აზო, ისევე როგორც არიან-ქართლში ყოფნისას, ასევე ქართლში გადმოსვლის შემდეგაც, მოიხსენიება მეფედ. ზოგიერთი წყარო დამოუკიდებელი საქართველოს პირველ მეფედ სწორედ აზოს მიიჩნევს. ზოგიერთი წყარო კი, რომელიც ფარნავაზიანთა უპირატესობას უსვამს ხაზს და აზო უარყოფით პოლიტიკოსად წარმოუდგენია, პირველ მეფედ ფარნავაზს მოიხსენიებს.

რა განსხვავებაა ამ ორ ტერმინს შორის? რომელია უპირატესი მეფე, თუ მამასახლისი? ამის გასარკვევად ქართული ენის თავისებურებანი და იმ ეპოქის პოლიტიკური ცხოვრების დეტალები უნდა გავიხსენოთ.

მაშინდელ საქართველოში სიტყვა ,,უფალი“ ნიშნავდა რელიგიური ორგანიზაციის მეთაურს. აქედანაა მაგალითად ქალაქის სახელი უფლისციხე, რომელიც რეგიონის რელიგიური ცენტრი იყო. არსებობდა მამაკაცისა და ქალის განმასხვავებელი ტერმნები - ,,მამ-უფალი“ და ,,დედ-უფალი“. ამ ტერმინებმა იმთავითვე განიცადეს ცვლილება შემდეგნაირად - მამუფალი=მამფალი=მეუფე=მეფე, დედუფალი=დედოფალი. აქედან ჩანს, რომ ტერმინი მეფე გამოიყენებოდა ან რელიგიური ლიდერის, ან მხოლოდ იმ მონარქის მიმართ, რომელიც თავის თავში აერთიანებდა როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლებას. სიტყვა ,,მეუფე" ქართულ ენაში დღესაც აღნიშნავს უმაღლეს სასულიერო იერარქს, ხოლო სიტყვა ,,მეფე" მხოლოდ საერო ხელისუფალის მიმართ გამოიყენება. იმ შორეულ წარსულში კი ,,მეფესა" და ,,მეუფეს" შორის აზრობრივი განსხვავება არ იყო.

სამარამდე ქართლის მონარქები მხოლოდ საერო ხელისუფალნი იყვნენ და არ ფლობდნენ სასულიერო ძალაუფლებას. ამიტომაც მათ მამასახლისები ეწოდებოდათ და არ მოიხსენიებოდნენ მეფეებად. არიან-ქართლში კი მონარქები აერთიანებდნენ ორივე ძალაუფლებას და ამიტომაც მეფეებად იწოდებოდნენ. ფარნავაზმა აზოს განდევნის შემდეგ, არიან-ქართლის სახელმწიფოებრივი მოწყობის მსგავსად, დაიქვემდებარა რელიგიური ვერტიკალიც და გახდა ქვეყნის როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფალიც. ამიტომაც ეწოდა მას მეფე. მოგვიანებით, განსაკუთრებით კი ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად მონარქმა დაკარგა სასულიერო ხელისუფლება, მაგრამ წოდება ,,მეფე“ მონარქის აღმნიშვნელად დარჩა.

ის გარემოება, რომ სამარა და მისი წინაპრები არ იწოდებოდნენ მეფებად, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ მონარქებს. არა, უბრალოდ იმ პერიოდში ქართული ენა უმაღლეს მონარქს, სასულიერო ძალაუფლების გარეშე, აღნიშნავდა ტერმინით "მამასახლისი".

თავის მხრივ სიტყვა "სახლი" ქართულ ენაში დღემდე დინასტიას, საგვარეულოს აღნიშნავს. თავადის გვარის წარმომადგენელი როცა შეიკრიბებიან და საგვარეულო ორგანიზაციას დააფუძნებენ, ამ ორგანიზაციას "სახლს" უწოდებენ. მაგალითად "შერვაშიძეთა სახლი", "სახლის მეთაური", "სახლკაცი", და ა.შ. ასე რომ ყოველგვარი დამატებითი განმარტების გარეშე ტერმინი "მამასახლისი" პირდაპირ აღნიშნავს მონარქიულ დინასტიის მეთაურს, ანუ თანამედროვე ქართული ენით - მეფეს.

(სიტყვა "მამასახლისი" საუკუნეების შემდეგ დაკნინდა და მნიშვნელობა შეიცვალა. იგი სოფლის გამგებლად, წვრილ სახელმწიფო მოხელედ მოგვევლინა. მაგრამ ეს 22-24 საუკუნის შემდეგ. იმ ეპოკაში კი ამ სიტყვას მეფის მნიშვნელობა ჰქონდა).

გარდა ამისა, ქართლის მონარქები იწოდებებიან არა ქართლის, არამედ მცხეთის მამასახლისებად. რატომ? ასეთი წოდება ხომ არ აკნინებს მათ?

აქაც უნდა მოვიშველიოთ ქართული ენის სპეციფიკა და ქვეყნის ისტორია.

როგორც ვიცით, დედაქალაქ "მცხეთას" თავდაპირველად "ქართლი", "ქართი" ერქვა ("ლ") კეთილმხმოვამებისთვის ჩაემატა). საყურადღებოა, რომ "ქართი" ეწოდება საქართველოს დედაქალაქ თბილისს დღესაც აფხაზურ და მეგრულ ენებზე, ეს ენები ხომ უძველეს ტენდენციებს ინახავს. ძველად, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, სწორედ "ქართლი" იყო როგორც ქვეყანა, ასევე მისი დედაქალაქის აღმნიშვნელი სახელი.

მცხეთა ნიშნავს "მესხთას". ეს ტერმინი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მესხეთიდან ჩამოსული საგვარეულო დინასტია დაწინაურდა და მოიპოვა უმაღლესი ხელისუფლება. "მესხთა", ანუ "მცხეთა" თავდაპირველად დინასტიას, გვარს აღნიშნავდა და მხოლოდ მოგვიანებით მოგვევლინა ქალაქის სახელად. ქართლის მონარქების ტიტული - "მცხეთის მამასახლისი", ნიშნავს, რომ ესაა მესხთა დინასტიის წარმომადგენელი, მონარქი - ქართლის, ანუ საქართველოს მეფე.

მცხეთის მამა სახლისი=მცხეთის სახლის მამა=მესხთა სახლის მამა=მესხთა დინასტიის მამამთავარი.

 

Kategorideki Diğer Yazılar