XVI საუკუნეს საქართველო სამ სამეფოდ (იმერეთი, ქართლი, კახეთი) და ერთ სამთავროდ (სამცხე-საათაბაგო) დაშლილი შეხვდა.
XVI საუკუნეს საქართველო სამ სამეფოდ (იმერეთი, ქართლი, კახეთი) და ერთ სამთავროდ (სამცხე-საათაბაგო) დაშლილი შეხვდა. იმერეთის სამეფოში, რომელიც მოიცავდა დასავლეთ საქართველოს მხარეებს, შედიოდა დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაც. თავად იმერეთის მეფე უშუალოდ აკონტროლებდა იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთის ნაწილს; გურიელი მართავდა გურიის საერისთავოს, დადიანი კი ოდიშს, ხოლო აფხაზეთის ერისთავი იყო შერვაშიძე, რომელიც თავის მხრივ ისევ ოდიშის (სამეგრელოს) მმართველზე იყო დამოკიდებული. ამ პერიოდდიდან თანამედროვე აფხაზეთში იწყება ყველაზე საინტერესო პროცესი, ძირძველ ქართულ მხარეში აბაზურ-ადიღური ტომები იწყებენ დასახლებას. პროცესს, რომელიც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა, შედეგად მოჰყვა თანამედროვე აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილის ათვისება ზემოხსენებული ჯგუფების მიერ და მკვიდრი ქართული მოსახლეობისგან დაცლა.
XV საუკუნის ბოლოსათვის საზღვარი ოდიშისა და მასზე დაქვემდებარებულ აფხაზეთის საერისთავოს შორის გადიოდა დღევანდელი გაგრის რაიონის აღმოსავლეთ ზონაში, მდინარე ფსოუსა და მძიმთის სექტორში. როგორც ევროპული დოკუმენტებიდან სჩანს გაგრის რაიონის ეს ზონა ქართველებით იყო დასახლებული XV საუკუნის პირველ ნახევარში [1], შესაბამისად ეთნიკური საზღვარიც დიდი ალბათობით ემთხვეოდა ოდიშის (სამეგრელოს) და აფხაზეთის გამიჯვნის ზონას.
იმდროინდელი აფხაზეთის საერისთავო, რომელიც მოიცავდა ტერიტორიას მდინარე მძიმთასა და ნიკოფსიას შორის (ტუაფსის ზონა), დასახლებული იყო აბაზურ-ადიღური ჯგუფებით, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში, გაგრის რაიონიდან მოყოლებული, რომელიც შედიოდა ოდიშის საერისთავოს შემადგენლობაში დომინირებდა ქართული მოსახლეობა. ამგვარად, იმ დროისთვის უმნიშვნელოვანესი ქალაქები, ცხუმი (სოხუმი) და ანაკოფია ეთნიკურად ქართული იყო, ხოლო ბიჭვინთა, სადაც იჯდა აფხაზეთის, ანუ დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი, შედიოდა ოდიშის საერისთავოს უშუალო შემადგენლობაში. ბიჭვინთა შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო როგორც განათლებისა და სულიერების მხრივ.
როგორც ცნობილია XIV-XV საუკუნეებში აფხაზეთის საერისთავო მდებარეობდა დღევანდელი აფხაზეთის ზონის გარეთ, რომლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენდნენ ერთმანეთის მონათესავე აბაზა-ადიღური ტომები. ამ დროიდან იწყება ქართულ ტერმინ «ა ფ ხ ა ზ ი ს» და «ა ფ ხ ა ზ ე თ ი ს» დავიწროება-მნიშვნელობის შეცვლა. აფხაზი, რომელიც წინა საუკუნეებში აღნიშნავდა დასავლეთ ქართველს ან ზოგადად ქართველს, ამ დროიდან უფრო მეტად გამოიყენება აფხაზეთის საერისთავოს ზონაში მცხოვრები ხალხის აღსანიშნავად. საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის დაშლის შემდეგ (XV საუკუნის მეორე ნახევარი) კი პროცესები ამ რეგიონში ელვის სისწრაფით იცვლება. როგორც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან, ისე ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთიდან თანამედრვე აფხაზეთში იწყება ახალ-ახალი აბაზურ-ადიღური ელემენტების შემოდინება, რასაც ქართველი ფეოდალები შეძლებისდაგვარად ებრძოდნენ, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ ამ პროცესში მათ უწინდელ წარმატებას ვეღარ მიაღწიეს. შედეგად თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე XV-XVII საუკუნეებში მოხდა რადიკალური ეთნიკური ცვლილება. ზემოხსენებული ტომების მცდელობა საქართველოს სამეფოს სიღმეში დამკვიდრებისა ჯერ კიდევ XIII საუკუნის ბოლოდან დაიწყო, თუმცა მაშინ მათ ეს ვერ მოახერხეს. ვამეყ I დადიანის მიერ მათ წინააღმდეგ XIV საუკუნის ბოლოს მოწყობილი ლაშქრობის შემდეგ ეს პროცესი მთელი ერთი საუკუნით შეჩერდა. მისი ექსპედიციის შემდეგ განადგურებულ იქნა ‘’ჯიქების’’ (აბაზურ -ადიღური ტომები) სიმაგრეები შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ. ვამეყმა მათი მიწებიდან წამოიღო ძვირფასი ნივთები და წამოიყვანა ტყვეები. XV საუკუნის ბოლოდან ეს პროცესი განახლდა, თუმცა ამჯერად საქართველოს სახელმწიფო მესვეურებს ძალა აღარ ეყოთ ამ ყველაფრის შესაჩერებლად.
დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტები საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ ის პროცესები, რომელიც მოხდა XVI საუკუნის დასაწყისიდან თანამედროვე აფხაზეთში. როგორც სჩანს იმ პერიოდში დღევანდელი აფხაზების წინაპრები ცხოვრობდნენ როგორც კავკასიიონის ქედის სამხრეთ ზონაში, რომელიც შედიოდა აფხაზეთის საერისთავოში და მოიცავდა ტერტორიას ტუაფსდე, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის ტეროტორიაზე, რომელიც მოქცეული იყო მდინარეების - ყუბანის, ზელენჩუკის და ლაბას ზონაში. უფრო ადრინდელ ევროპული დოკუმენტებში სწორედ ამ ადგილას არიან მონიშნულნი ‘’მომთაბარე აბაზა ტომები’’, რომლებიც გადმოდიან საქართველოს ტერიტორიაზე [2]. შესაბამისად, დღევანდელ აფხაზეთში აბაზური კოლონიზაცია მოხდა სწორედ ორი მხრიდან. სოჭის ზონადან იჭრებიან «ჯიქები», ხოლო ჩრდილოეთ კავკასიიდან აგრეთვე მათი მონათესავე მთიელები. ევროპის არქივებში შემორჩენილი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ ის გზები, რომლითაც მოხდა ამ ჯგუფების შემოდინება აფხაზეთში. იტალიური დოკუმენტებიდან ირკვევა რომ სამეგრელოს ზონაში, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო მთის ციხე-სიმაგრე «C a r b a t r i» . ცნობილი იტალიელი გეოგრაფის, ჯოვანი ბატისტა ნიკოლოზის გეოგრაფიულ ნაშრომში Hercules Siculus Sive Studium Geographicum, რომელიც ემყარება იმდოინდელ და უფრო ადრინდელ მონაცემებს, აღნიშნული ციხე-სიმაგრის ზუსტი კოორედინატებია მონაცემული Carbatri.67.46.Mengreliam fecuitur Regio [3]. ამავე ავტორის მეორე ნაშრომს Dell'Hercole e studio geografico თან ახლავს კარტოგრაიული ტაბულა, სადაც ზუსტადაა ნაჩვენები სამეგრელოს საზღვრები, რომელიც მთლიანად მოიცავს დღევანდელი აფაზეთის ტერიტორიას [4].
ამ პუნქტის ზუსტი მდებარეობა მოცემულია XVI საუკუნის ევროპულ რუკებზე. ციხე-სიმაგრე «C a r b a t r i» დატანილია სოხუმის (Sauatopoli) დასავლეთით, ბიჭვინთის (Pezonda) ჩრდილოეთით, მდინარე ბზიფის სექტორში, კავკასიონის მთის ძირში [5][6][7]. ამავე დოკუმენტების მიხედედვით, სამეგრელოს საზღვარი გადის ბიჭვინთის დასავლეთით, შესაბამისად იმდოინდელი სამეგრელო მოიცავდა დღევანდელი აფხაზეთის თითქმის მთლიან ნაწილს. ზემოხსენებული გეოგრაფიული თუ კარტოგრაფიული ნაშრომების წყარო უთუოდ ევროპელების მიერ შეგროვილი მონაცემებია, განსაკუთრებით ეს ითქმის გენუელებზე, რომლებიც საქართველოში პირველად XIII საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდნენ, ხოლო XIV საუკუნეში მათ ქვეყნის მმართველებისგან მიიღეს უფლება ქალაქ სოხუმში ფაქტორიის დაარსებისა [8]. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა ზემოხსენებული ციხე-სიმაგრე «C a r b a t r i» ბზიფის სექტორში, მთებში მდებარეობდა, რაც გარკვეულ ინტერესს იწვევს. გაუგებარია მთის ზონაში რაში სჭირდებოდათ დადიანებს საფორტიფიკაციო ნაგებობა, მაშინ როდესაც მტერი ყოველთვის ზღვის ზონიდან მოდიოდა ამ მხარეში. თავად ჯიქებიც კი ზღვით ესხმოდნენ საქართველოს ტერიტორიას. ყველაფერი ნათელი ხდება ისევ იმ ევროპული რუკებიდან. ციხე-სიმაგრის «C a r b a t r i» ჩრდილოეთით, კავკასიონის ქედის გადაღმა, მდინარეების ყუბანის, ზელენჩუკის და ლაბას ზონაში მონიშნულია დღევანდელი აფხაზების წინაპრების საცხოვრებელი ადგილი ABCVAS REGI ანუ აბსუას რეგიონი, რომლის მთავარი პუნქტი არის ACUA/aqua, სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ დღევანდელი ‘’აფხაზები’’ ქალაქ სოხუმს, ხოლო საკუთარ თავს უწოდებენ აფსუას (Aҧсуаа). ამგვარად, სრულიად ნათელია რომ ბზიფის სექტორში, მიუვალ ადგილას მდგარი ციხე-სიმაგრე «C a r b a t r i» დადიანების მიერ სწორედ ამ ტომების შესაჩერებლად იქნა აშენებული, რომლებიც ცხოვრობდნენ მახლობელ ზონაში, კავკასიონის ქედს გადაღმა და გადმოდიოდნენ აფხაზეთში სწორედ ამ გზით, მდინარე ბზიფის ხეობის გავლით. შემდგომ პერიოდში როდესაც საქართველოს სამეფო დაიშალა, როგორც იკრვევა ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსულმა ნაკადმა დაიკავა ბზიფის ხეობა და შემდგომ დღევანდელი აფხაზეთის სხვადასხვა ნაწილის კოლონიზაცია მოახდინა, ხოლო სოხუმის და მიმდებარე ტერიტორიების დაკავების შემდეგ, ქალაქ სოხუმს დაარქვეს სწორედ ის სახელი, რომელიც ჰქონდა მათ მთავარ პუნქტს ჩრდილოეთ კავკასიაში.
აბაზა-ადიღური ჯგუფების აფხაზეთში დამკვიდრების თვალსაზრისით საინტერესოა მათივე გადმოცემები, ისტორიული თქმულებები, ეთნოგენეტიკური თუ გენეალოგიური მონაცემები. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად მათი გმირი ინალი აფხაზეთშია დაკრძალული და მისი საფლავი, ინალ-კუბა, რომელიც ფსხუში, ანუ მდინარე ბზიფის სექტორში მდებარეობს, აბაზების და ადიღეელების მთელი რიგი გვარების თაყვანისცემის ობიექტიც იყო [9]. უნდა აღინიშნოს, რომ აბაზურ-ადიღური გადმოცემით ინალს გვერდში მდგომი მთავრები - აშე და შაშე აბაზები იყვნენ, რაც მეტყველებს ადიღეელებისა და აბაზების ბრძოლაზე აფხაზეთის დასაუფლებლად და იქ დასაკვიდრებლად. ამ მონათხრობებში დიდი ალბათობით არეკლილი უნდა იყოს ისტორიული სინამდვილე. თავად ზოგიერთი აფხაზური გვარების შესახებ არსებულ გადმოცემებში ლაპარაკია მათ გადმოსახლებაზე ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიიდან (ადიღე, ყუბანის, ლაბას და ზელენჩუკის ზონა), ასევე ჯიქეთიდან. გენეალოგიური გადმოცემები, სადაც მოთხრობილია თანამედროვე აფხაზების წინაპრების ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლების შესახებ, აქვთ მთელ რიგ აფხაზურ გვარებს; მაგალითად ავიძბებს, ამფარებს, აშუბებს [10] ზოგიერთი ეს ფაქტი არ არის დამალული თავად აფხაზურ ისტორიოგრაფიაში, სადაც დაფიქსირებულია ის აზრი, რომ ბევრი აფხაზური გვარი ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლდა აფხაზეთში [11]. ჩრდილოკავკასიური წარმომავლობის აფხაზური გვარების დიდი ნაწილის ფუძე-სალოცავად, საგვარეულო მფარველ ღვთაებად ფსხუს მთა ითვლებოდა, სადაც იყო მათი სალოცავი «ფსხუ-ნიხა», რომელიც იმ გვარების მფარველად მიიჩნეოდა, რომელთა წარმოშობაც მასთან იყო დაკავშირებული. ფსხუ-ნიხა იყო ათეულობით აფხაზური გვარის ძირი-სალოცავი [12]. სწორედ ამ ადგილას მოხდა ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსული ჯგუფების დამკვიდრება და შემდეგ დღევანდელი აფხაზეთის სხვადასხვა ნაწილში განსახლება. სწორედ ამიტომ აფხაზეთში ჩამოსახლებული აბაზა-ადიღეელების ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან შერწყმის პროცესი ყველაზე ადრე აფხაზეთის მთის თემებში მოხდა, პირველ რიგში კი ბზიფის სექტორში. მიუხედავას იმისა რომ მიგრაციის ამსახველი მსგავსი გენეალოგიური გადმოცემები ისტორიული ჭეშმარიტების დასადგენად არცთუ ისე ღირებული წყაროებია, მათი ისტორიულ დოკუმენტებთან შეჯერების საფუძველზე ჩვენ მაინც შეგვიძლია გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ აფხაზეთში იმ დროს განვითარებულ პროცესებზე.
კავკასიის შესახებ საინტერესო მონაცემებია დაცული იტალიელი მოგზაურის, ჯორჯო ინტერიანოს (Giorgio Interiano) თხულებაში Della vita de’ Zichi, chiamati Ciarcassi. ხსენებული ნაშრომი გამოცემულია XVI საუკუნის დასაწყისში, თუმცა მასში მოთხრობილი ამბები უფრო ადრინდელ ვითარებას ასახავს. ჩერქეზეთის საზღვების შესახებ ინტერიანო ამბობს: ’’ჯიქები რომლებიც ვულგარულად [იტალიური], ბერძნულად და ლათინურად, ასევე თათრულად და თურქულად იწოდებიან ჩერქეზებად, საკუთარ თავს უწოდებენ ადიღელებს. მათი საცხოვრებელი სივრცე არის მდინარე ტანიდან აზიამდე, საზღვაო ზოლის გაყოლებაზე, რომელიც მდებარეობს კიმერიის ბოსფორისაკენ, რომელსაც ამჯერად ეწოდება ვოსფერი... და გაწვრივ [შავი] ზღვის სანაპიროზე, კავო დე ბუქსომდე (Cauo di bufsi) და მდინარე ფასიზამდე (Fiume Phasi), სადაც ესაზღვრებიან აფხაზეთს (Auogaxia), კოლხეთის (Colchide) შემადგენელ ნაწილს... და ყველა მათი სანაპირო, ჭაობების ჩათვლით არის დაახლოებით 500 მილი, რომელთა მოვლა რვა დღეში შეიძლება [13].
მიუხედავად იმისა რომ იტალიელი ავტორის ნაშრომი უაღესად საინტერესოა, საზღვრების აღწერისას ინტერიანო აშკარად ზედაპირულ და ზოგ შემთხვევაში მცდარ მონაცემს იძლევა. Cauo di bufsi, რომელსაც იტალიელი მოგზაური ახსენებს არის ბზების ნავსადგური, რომელიც მდებარეობდა დღევანელი გუდაუთის რაიონში, მდინარე ბზიფთან ახლოს, ხოლო მდინარე ფაზისი (Fiume Phasi) რიონს აღნიშნავს. ეს არეალი ამ დროს ქართველებით იყო დასახლებული, შესაბამისად ჩერქეზების საზღვარი ვერ მოაღწევდა ვერც ბზიფის სექტორამდე და ვერც მდინარე რიონამდე. მეორე მხრივ ინტერიანო ამბობს საინტერესო რამეს, რაც მაინც გვაძლევს საშუალებას ჩერქეზეთის საზღვარის წარმოდგენისა სამხრეთით. მისი ცნობის მიხედვით ცნობით ჩერქეზები ესაზღვრებიან აფხაზეთს (Auogaxia), რომელიც არის კოლხეთის, ესე იგი სამეგრელოს ნაწილი. როგორც ცნობილია იმდროინდელი სამეგრელო მოიცავდა დღევანდელი აფხაზეთის მთელ ტერიტორიას, ხოლო მასზე დაქვემდებარებული აფხაზეთის საერისთავო (ანუ მისი ნაწილი) მდებარეობდა დღევანდელი აფხაზეთის გარეთ.ინტერიანოს ცნობის არაზუსტი მონაცემი როგორც სჩანს ასახულია იმდოინდელ ევროპულ რუკებზეც. ამისი ნათელი მაგალითია ფრედუჩი ანკონელის 1555 წლის რუკა [14], რომელზედაც ჯიქეთის (ZICHIA) საზღვარი მოდის ინტერიანოს ცნობის შესაბამისად ბზების ნავსადგურამდე (Cauo de bussi), სადაც ესაზღვრება სამეგრელოს (MENGRELLIA), შესაბამისად ბიჭვინთა (Pezonda) და საერთოდ დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო ტერიტორია შედის ჩერქეზეთის შემადგენლობაში, რაც ნამდვილად არ იყო სინამდვილეში, არც მანამდე და არც შემდეგ. მეორე შეცდომა და დაბნეულობა რაც ინტერიანოს არაზუსტმა და ზოგადმა ცნობამ გამოიწვია კარტოგრაფებში არის ის, რომ მათ აფხაზეთი (Auogaxia/Auogassia) მოაქციეს არა სამეგრელოს (კოლხეთის) შემადგენლობაში, როგორც ამას ინტერიანო ამბობს, არამედ ჯიქეთში და ფრედუჩის რუკაზეც ეს ყველაფერი ასახულია. შესაბამისად ინტერიანოს არასწორი ცნობა საზღვრების შესახებ სრულყოფილად ვერც კარტოგრაფიულ ნამუშევრებზე გამოისახა. გაუგებრობა კი წარმოშვა იმან, რომ ძველი, უფრო სანდო მონაცემების მიხედვით აფხაზეთი (Auogaxia/Auogassia) იწყებოდა თანამედროვე აფხაზეთის გარეთ, რომელიც ესაზღვრებოდა დიდ ჯიქეთს, ანუ ჩერქეზეთს ტუაფსის ზონასთან, ხოლო ინტერიანოს მიხედვით აფხაზეთმა ‘’ჩამოიწია’’ ბზების ნავსადგურის (Cauo de bussi) მიდამოებში. ამგვარად კარტოგრაფებისთვის ამ ისტორიული წყაროს შეთავსება არცთუისე ადვილი აღმოჩნდა და მათ მიერ შექმნილ რუკებზეც ეს შეცდომები თუ გაუგებრობები შესაბამისად აისახა. ფრედუჩის ზემოხსენებულ ნამუშევარზე, რომელიც ერთდროულად ორ სხვადასხვა წყაროს მიხედვით იქნა შედგენილი რეგიონები დატანილია შემდეგნაირად:
უფრო ძველ საზღვაო რუკებზე, რომელიც გამოიცა XV საუკუნის მეორე ნახევარში, რომელზედაც არაა ასახული ჯორჯო ინტერიანოს მონაცემები, ამგვარი გაუგებრობა არაა წარმოქმნილი და შავიზღვისპირეთის მხარეები შესაბამისი რეალობის და სიზუსტის მიხედვით არის დალაგებული [16][17][18].
ამასთანავე, საჭიროა შევეხოთ თავად ეთნონიმ ‘’ჯიქის’’ მნიშვნელობას. როგორც ცნობილია, ძველი ავტორების მიხედვით ეს ტომი ცხოვრობდა კავკასიონის ქედის გადაღმა, სარმატიაში. შავი ზღვის სანაპიროზე პირველად მათ ახსენებს ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი რამდენიმე ადგილას [19]. მეორე საუკუნის ავტორი ფლავიუს არიანე, რომელიც თავად იყო კოლხეთში ჯიქების ზუსტ ლოკალიზაციას ახდენს. მისი თქმით ჯიქებს სანიგებისგან ჰყოფს მდინარე აქეუნტი. არიანისვე ცნობით ჯიქების ტერიტორიაზე მდებარეობს პუნქტი ძველი ლაზიკა [20]. ძველი ლაზიკა, მერმინდელი ნიკოფსიაა და ამას ადასტურებს V საუკუნის ანონიმი ავტორი საკუთარ პერიპლუსში [21]. ნიკოფსიის (ძველი ლაზიკის) ჯიქების მიწაზე მოქცევა განპირობებული იყო მათი ზღვის ზოლში დასახლებით და ქართველური ტომების სამხრეთ-აღმოსავლეთით გადმონაცვლებით. V საუკუნის ავტორისვე სიტყვებით ''ძველი აქაიიდან ძველ ლაზიკამდე და შემდეგ ვიდრე აქეუნტის მდინარემდე [შახე] ცხოვრობდნენ ტომები, რომელთაც ეწოდებოდათ ჰენიოხები, კორაქსები და კილიკები, მელანქნელები, მაქელონები, კოლხები და ლაზები; ამჟამად კი ცხოვრობენ ჯიქები'' [22].
მომდევნო ხანაში ქართულმა სამთავრო-სამეფოებმა აღადგინეს ისტორიული საზღვარი და ნიკოსფიიდან შახის ზონამდე დასახლებული ჯიქები საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შემოყვანეს.
VIII საუკუნის ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლი ''აბო თბილელის წამება'', იოანე საბანისძის მიერ დაწერილი, ამგვარად აღწერს დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) სამეფოს საზღვრებს: ‘’რამეთუ საზღვარ მათდა არს ზღუაჲ იგი პონტოჲსაჲ [შავი ზღვა], სამკჳდრებელი ყოვლადვე ქრისტეანეთაჲ, მისაზღვრადმდე ქალდიაჲსა [ლაზეთი], ტრაპეზუნტიაჲ მუნ არს, საყოფელი იგი აფსარეაჲსაჲ და ნაფსაჲს [ნიკოფსია] ნავთ-სადგური’’ [23].
X საუკუნის ავტორი, ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი ეხება კავკასიის რეგიონს საკუთარ ნაშრომში, ჯიქეთის და დასავლეთ საქართველოს [აფხაზეთის] მხარეების ტერიტორიული მოცულობას ასე აღწერს: ''ჯიქეთი მდებარეობს 300 მილის მანძილზე, დაწყებული უკრუხიდან [ ყუბანიდან] ვიდრე მდინარე ნიკოფსისამდე, სადაც მდებარეობს ამავე სახელწოდების ქალაქი… ჯიქეთიდან, ესე იგი მდინარე ნიკოფსისიდან, ვიდრე ქალაქ სოტირიუპოლამდე ზღვის ნაპირას მდებარეობს აფხაზეთი, აგრეთვე 300 მილის მანძილხე''[24] .
ერთიანი საქართველოს ხანაში, ეს მხარე აფხაზეთის საერისთავოს შემადგენლობაში შედიოდა. ამ ტერიტორიას კი მთლიანად ფლობდა დადიანთა სახლი. XIII საუკუნის ქართული წყაროს თანახმად ვარდან დადიანი, რომელიც იყო ''მსახურთ-უხუცესი, ლიხთ-აქით [აღმოსავლეთ საქართველო] პატრონი ორბეთის და კაენისა, ლიხთ-იქით [დასავლეთ საქართველო] ნიკოფსიამდის უცილობელად ქონებისა'' [25].
«ნ ი კ ო ფ ს ი ა» ქართულ საისტორიო მწერლობაში, როგორც საქართველოს უკიდურესი საზღვარი ჩრდილო-დასავლეთით ასევე იხსენიება გიორგი V მემკვიდროს, დავით IX გამეფებისას, რომელიც მოხდა 1346 წელს. ''ხოლო შემდგომ მეფისა გიორგისა, დაჯდა მისი დავითი მეფედ. შემოკრბნენ კათალიკოზ-ეპისკოპოსნი და დიდებულნი, ნიკოფსიით, სპერით, დარუბანდამდე და აკურთხეს მეფედ'' [26].
როგორც უკვე ითქვა არიანეს მიხედვით, საზღვარი ჯიქებს და სანიგებს შორის მდინარე აქეუნტზე გადიოდა, რომელიც არის დღევანდელი შახე [27].
რაც შეეხება ჯიქების მეზობელ სანიგებს, ისინი მიეკუთვნებოდნენ დასავლურ-ქართულ (სვან-კოლხურ) შტოს და მათი ქართველური სამყაროს კუთვნილება დადასტურებულია ძველ ისტორიულ წყაროებშიც. III საუკუნის ავტორი იპოლიტე რომაელი მათ შესახებ წერს, რომ: ''სავნები [სვანები], ეგრეთწოდებული სანიგები, რომლებიც გადაჭიმულნი არიან ვიდრე პონტომდე, იმ ადგილებამდე, სადაც არის აფსაორსი და სებასტოპოლისი [სოხუმი], ჰისოს ნავსადგური და მდინარე ფაზისი'' [28].
XIV-XV-XVI საუკუნის ევროპულ რუკებზე, ის წერტილი, რომელიც თავის დროზე ჰყოფდა ერთმანეთს აბაზა-ადიღური წარმოშობის ჯიქებს ქართველური სანიგებისგან, არის აღნიშნული როგორს Sanna [29][30][31], რომელიც ბუნებრივია სანიგების აღმნიშვნელია. უაღესად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დღესდღეისობითაც სწორედ მდინარე შახის აუზში არის ქედი, რომელსაც ადიღეურად ჰქვია სონჩთხ (Шьэуныч). ადიღეურად სონე არის სვანი, თხ - კი ქედი, სონჩთხ ნიშნავს სვანების ქედს [32]. ამ ქედზე არის კიდევ ერთი ადგილი, რომელსაც ადიღეელები ეძახიან სონჩ, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება — სვანების.
ამგვარად, ისტორიული წყაროების ანალიზის მიხედვით შესაძლებელია ითქვას რომ ქართველური წარმოშობის სანიგები ანტიკური ხანიდან განფენილნი იყვნენ სებასტოპოლიდან (სოხუმი) მდინარე შახემდე, სადაც ესაზღვრებოდნენ აბაზა-ადიღური წარმომავლობის ჯიქებს. რაც შეეხება უბიხებს, კიდევ ერთ შტოს აბაზა-ადიღური სამყაროსი, ისინი ანტიკურ სამყაროში არა დღევანდელი სოჭის ტერიტორიაზე, არამედ მის მაღლა, კავკასიონის ქედს გადაღმა ცხოვრობდნენ.
VI საუკუნის ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი ეხება რა კავკასიის ამ ნაწილის მოსახლეობის აღწერას, ამბობს: ''აბაზგების საზღვრების შემდეგ კავკასიონის მთის გასწვრივ ცხოვრობენ ბრუქები, აბასგებსა და ალანებს შუა. ხოლო ევქსინის პონტოს [შავი ზღვის] ნაპირას ჯიქები არიან დამკვიდრებულნი... მათ შემდეგ [აღმოსავლეთით] ცხოვრობენ საგინები [სანიგები], ამათი მიწა-წყლის ზღვისპირა ნაწილი ოდითგანვე ეპყრათ რომაელებს. რომაელებმა აქ ორი სიმაგრე გააშენეს: სებასტოპოლისი [სოხუმი] და პიტიუნტი [ბიჭვინთა], რომლებიც ერთმანეთს ორი დღის სავალი გზით არიან დაშორებულნი.'' [33]
V საუკუნის ანონიმი ავტორი ასახელებს ერთ მდინარეს სოჭის რაიონში. მისი თქმით ''აბასკის წყლიდან ბრუხონთამდე (რომელსაც ახლა მიზიგი ეწოდება) არის 120 სტადიონი, ანუ 8 მილიონი, ხოლო ბრუხონთიდან, სადაც არის ირაკლის კონცხიც (ეგრეთწოდებული პიქსიტე), არის 60 სტადიონი, ანუ 12 მილიონი .'' [34]
ჰიდრონიმი ბრუხონთა დაკავშირებულია ბრუხების (უბიხების) ტომის სახელთან, რომლებიც როგორც უკვე აღვნიშნეთ ცხოვრობდნენ კავკასიონის ქედს გადაღმა. ამ მდინარეების ზონა კი არის კავკასიის მთების იმ სექტორში, რომელიც ესაზღვრებოდა უბიხების (ბრუხების) ტერიტორიას. შესაბამისად, აქედან მომდინარეობს მდინარის სახელწოდება ბრუხების წყალი, ანუ ბრუხონთა. უბიხთა სოჭის მხარეში ჩასახლება მოხდა უთუოდ გვიანი შუა საუკუნეებიდან.
დარჩა მთავარი საკითხი გასარკვევი. ვინ იყვნენ საქართველოს სამეფოში მოსახლე ჯიქები, რომელ შტოს მიეკუთვნებოდნენ ისინი, აბაზურს თუ ადიღურს? თავიდანვე უნდა აღინიშნოს რომ როგორც ქართულ, ისე უცხოურ წყაროებში ტერმინი «ჯიქი» გამოიყენება სხვადასხვა, ზოგჯერ გეოგრაფიული, ზოგჯერ კი ეთნიკური მნიშვნელობით, შესაბამისად ტერმინ «ჯიქში» ხან ერთიანად ორივე ჯგუფი იგულისხმებოდა, ხანაც მხოლოდ აბაზური, ხან მხოლოდ ადიღური და ხანაც გეოგრაფიული მნიშვნელობით. ზღვის პირას მოსახლე ყველა აბაზურ-ადიღუი ჯგუფის აღსანიშნავად. ზემოხსენებული ინტერიანო ჯიქებში მხოლოდ ჩერქეზებს გულისხმობს, რადგან იგი აკონკრეტებს, რომ საკუთარ თავს ისინი უწოდებენ ‘’ადიღეებს’’, თუმცა ზოგიერთი სხვა ავტორი ჯიქების ტომს სხვაგვარადაც წარმოგვიდგენს.
მაგალითისათვის ჯოვანი პლანო კარპინი XIII საუკუნეში ჩრდილოეთ კავკასიის და მისი მიდამოების აღწერისას ამბობს რომ ''სამხრეთით ყუმანების მიმდებარედ ცხოვრობენ ალანები, ჩერქეზები, ხაზარები, საბერძნეთი და კონსტანტინოპოლი... ასევე ჯიქების მიწები.'' [35]
იოანე ჰალიფონტელი XV საუკუნის დასაწყისში ჯიქების ქვეყანას ჩერქეზებთან აიგივებს და ამბობს რომ ''ჯიქეთი იგივე ჩერქეზეთია''(Ziquia sive Tharquesia), მაგრამ ტომების ჩამოთვლისას იგი ჩერქეზებს და ჯიქებს აცალკევებს, თითქოს ჯიქები სხვა ტომისანი არიან. ჩრდილოეთი მხარის აღწერისას იგი ამბობს, რომ ამ მიდამოებში ცხოვრობენ-ბერძნები, სომხები, ჯიქები, გუთები, თათი, ვალაკები, რუსები, ჩერქეზები, ლეკები, ოსები...[36] ჰალიფონტელის აღწერს ამავდროულად აფხაზეთის პატარა ქვეყანას (იგი ზუსტად მიესადაგება იმდოინდელ აფხაზეთის საერისთავოს) და აფხაზებს, რომელთაც აქვთ ''საკუთარი ენა'' ესაზღვრება მეგრელების ქევაყანა (ანუ ოდიშის საერისთავო) აფხაზეთის მთებით, რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ აუცილებლად გაგრის ქედი, რადგანაც იმდოინდელი აფხაზეთის საერისთავო იყო თანამედროვე აფხაზეთის გარეთ, რაც დასტურდება კიდეც, როგორც XIV ისე XV საუკუნის კარტოგრაფიული მონაცემებითაც.
XVI საუკუნის ავტორი, დიპლომატი სიგმუნდ ფონ გერბენშტეინი შავი და აზოვის ზღვის მიდამოებს ამგვარად არწერს: სამხრეთ-აღმოსავლეთით, მეოტის ჭაობებთან [აზოვის ზღვა] და პონტოსთან [შავი ზღვა] მდინარე ყუბანზე, რომელიც ჭაოებს უერთდება, ცხოვრობს აფხაზი ხალხი. სადაც მდინარე უერთდება ზღვას, მთებთან, სადაც ცხოვრობენ ჯიქები და ჩერქეზები... ამ მთებში არც თურქები ჩანან და არც თათრები. მიუხედავად იმისა რომ ქრისტიანები არიან, ისინი ცხოვრობენ საკუთარი წერებისამებრ... ყუბანის იქით არის სამეგრელო…[37]
ქართულ საისტორიო მწერლობაში ჯიქეთი მეტწილად გეოგრაფიული მნიშვნელობით იხმარება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯიქების ტომი შავი ზღვის სანაპიროზე ჩრდილოეთიდან ჩამოსახლებულან და დაუკავებიათ კოლხეთის სამეფოს საზღვრები მდინარე შახემდე. მოგვიანებით, როდესაც ქართულმა სახელმწიფომ ეს ტერიტორია ისევ შეიერთა, აქ მოსახლე ჯიქები საქართველოს ქვეშევრდომნი გახდნენ და წყაროთა მიხედვით ქრისტიანობასაც აღიარებდნენ. როგორც ზემოთ აღინიშნა ნიკოფსიიდან იწყებოდა დიდი ჯიქეთის ქვეყანა, რომელიც არ იყო ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში და ძირითადად ჩერქეზული ტომებისგან შედგებოდა. რაც შეეხება საქართველოს [ანუ პატარა] ჯიქეთს, იგი დასახლებული იყო როგორც სჩანს აბაზური, ერთმანთთან მონათესავე ჯგუფებით, ამავდროულად მათი მონათესავე ტომები ცხოვრობდნენ ქედს გადაღმაც, ჩრდილოეთ კავკასიაში. საუკუნეთა განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიიდან ხან ფართო მასშტაბით, ხან მცირე ჯგუფებად ხდებოდა ამ მხარეში დამკვიდრება იმიერკავკასიური ჯგუფებისა. ადრეულ ქართულ საისტორიო დოკუმენტებში ასეთი ტალღის კვალიც სჩანს [38]. ეს ჯგუფები თანადათან მოიწევდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, რაც იქ მცხოვრები ქართველური მოსახლეობის აღმოსავლეთით გადმონაცვლებას და ნაწილობრივ ამ ჯგუფებში ათქვეფას იწვევდა. ერთიანი საქართველოს სამეფოს ხანაში ამ პროცესს მასური ხასიათი არ ჰქონია, თუმცა შიგადაშიგ იყო პრობლემები ამ კუთხით. ვამეყ დადიანის ჯიქეთში ლაშქრობა და სხვა ქართველი სახელმწიფო მესვეურების ღონისძიებანი ამ პროცესის შეჩერების მცდელობაც იყო.
XIII საუკუნიეში, როდესაც ორად გაყოფილ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იყო, დასავლეთ საქართველოში ერისთავებმა საკუთარ საფეოდალო ზონებში უფლებები გაიფართოვეს. ისტორიული წყაროს ცნობით ‘’იხილა დადიანმან გიორგიმ ესევითარება მათ შორის, მიიტაცა საერისთავო ცხომისაცა და დაიპყრა თჳთ ოდიში ანაკოფიამდე. ეგრეთვე შარვაშიძემ აფხაზეთი და გურიელმან გურია და სუანთა ერისთავმან სუანეთი და განიმკჳდრეს თჳსად .’’ [39]. ცოტა ხანში დადიანმა როგორც ირკვევა, საზღვარი გადაიტანა ხოსტის ზონაში და აფხაზეთის ერისთავიც მთლიანად დაიმორჩილა. დადიანის სახლი, როგორც მონღოლების მოსვლამდე, ისე ახლაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საგვარეულო გახდა, რომელსაც ემორჩილებოდნენ სხვა ფეოდალები. აფხაზეთის საერისთავო, რომელიც ვრცელდებოდა ნიკოფსიამდე, შერვაშიძის გამგებლობაში იყო. ამავე პერიოდიდან პატარა ჯიქეთის მოსახლეობა რომელიც აფხაზეთის საერისთავოში ცხოვრობდა როგორც ქართული, ისე უცხოური წყაროებით «აფხაზებად» იწოდებიან. ძველმა ქართულ ტერმინი აფხაზმა, რომელიც ადრინდელ ეპოქაში ქართველის სინონიმი იყო, შეიცვალა მნიშვნელობა.
შესაბამისად, იოანე ჰალიფონტელის მიერ მოხსენიებული აფხაზთა ქვეყანა, საკუთარი ენით, რომელიც სამეგრელოსგან საზღვავდა აფხაზეთის, არის დღევანდელი სოჭის და ტუაფსის რაიონი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა პატარა, ანუ საქართველოს ჯიქეთი. ქართულ წყაროებში გეოგრაფიული ტერმინი ‘’ჯიქეთი’’ გამოიყენებოდა შემდგომაც, როცა უკვე აფხაზეთის საერისთავო გავრცელდა დღევანდელი აფხაზეთის ტეროტორიაზე და მოხდა ამ მხარეში აბაზური ჯგუფების დამკვიდრება, ჯიქეთზე კი შერვაშიძეთა საგვარეულომ უშუალო კონტროლი დაკარგა. 1572 წელს, როდესაც სამეგრელოში შიდა ომი მიმდონარეობდა გიორგი III დადიანმა დასახმარებლად ‘’აფხაზნი, ჯიქნი და ჩერქეზნი’’ გამოიყენა [40].
კითხვაზე თუ ვინ იყვნენ ის ჯიქები, რომლებიც საქართველოს სამეფოს საზღვრებში ცხოვრობდნენ, აბაზების შტო თუ ჩერქეზული, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც ისტორიული წყაროები ცხადჰყოფს, ისინი უმეტესწილად აბაზურ შტოს უნდა კუთვნებოდნენ, რომლთაც გვიანი შუა საუკუნეებიდან გაგრის რაიონის აღმოსავლეთით ჩამოიწიეს. ამრიგად, შეიძლება დანამდვილებით ითქვას რომ, საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ჯიქები, რომლებიც თავდაპირველი საცხოვრისიდან, რომელიც მდებარეობდა მდინარე შახესა და ტუაფსეს შორის მომდენო საუკუნეებში დღევანდელი გაგრის და სოჭის რაიონის ზონაში დამკვიდრებულან, ხოლო მათი პირველსაცხოვრისი ტუაფსედან მდინარე შახემდე ჩრდილოეთიდან შესაძლო დაწოლის შედეგად ჩერქეზულმა ტომებმა დაკავეს, ხოლო ძველი სანიგეთის მიწა, მდინარე შახიდან სოჭამდე ანტიკურ ხანაში ჩრდილოეთ კავკასიაში მაცხოვრებმა უბიხებმა.
ამრიგად, ინტერიანოს მიერ ნახსენებ იმ ჯიქებში (Zychi), რომლებიც ავტორისვე აზრით საკუთარ თავს უწოდებენ ადიღეებს (Adiga), შეიძლება წარმოვიდგინოთ მხოლოდ ჩერქეზები. მათი ეთნიკური საზღვარი (და არა პოლიტიკური) იმ დროისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთით შეიძლება ყოფილიყო მაქსიმუმ მდინარე შახე. რაც შეეხება უბიხებს, მათი ჩამოსახლების კონკრეტული დრო უცნობია, თუმცა ერთი რამ გარკვევით შეიძლება ითქვას, იტალიურ რუკებზე მოხსენიებული პუნქტი Sanna, მდებარე შახის წყლის აუზში, რომელიც როგორც ზემოთ ითქვა მომდინარეობს ქართველური ტომების, სანიგების სახელიდან, მომდევნო ხანაში ქრება და მის ნაცვლად ჩნდება ვორდანე (Vardan/Вордан) [41][42], რომელიც უეჭველი აბაზურ-ადიღური წარმოშობისაა. ეს ყველაფერი ნათელი მაგალითია გვიან შუა საუკუნეებში ამ მხარეში მომხდარი ეთნიკური ცვლილებისა.
კავკასიის შესახებ ასევე მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული XVI საუკუნის პოლონელი ავტორის, მათე მეხოველის თხზულებაში ''ტრაქტატი ორი სარმატიის შესახებ'' სადაც იგი წერს ''ხაზარულ ხალხზე'', რომელთაც ბერძნები უწოდებენ აბგაზარებს (Abgazari) და აბგაზელებს (Abgazeli), რომლებიც არიან მეგრელების (MENGRELLI) და ჩერქეზების (Circassi) მეზობლები. [43] პოლონელი მეცნიერი აბგაზარს და აბგაზელს ბერძნულ სახელწოდებად მიიჩნევს, მაშინ როდესაც ორივე ბოლოკიდური ქართულია.
როგორც ირკვევა XV საუკუნის ბოლოდან XVI საუკუნის დასაწყისიდან დღევანდელი აფხაზების წინაპრები სახლდებიან მდინარე ფსოუსა და ბზიფის სათავეებში. ამ დროიდან უნდა მოშლილიყო მდინარე ბზიფის ხეობაში არსებული ციხე-სიმაგრე Carbatri, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. XVI საუკუნიდან მდინარე ბზიფის ზონაში უკვე სჩანს აფხაზური სახელწოდებები და ამასთანავე ქართველური წარმოშობის გეოგრაფიულ სახელთა გააფხაზურება (ანუ აფსუიზაცია) მზა ფორმაზე აფხაზური მორფოლოგიური ინვენტარის დართვით [44].
XVI საუკუნის ქართული საეკლესიო სამართლის ძეგლში ''ბიჭვნინთის იადგარი'' შემდეგი ცნობაა დაცული; ''კუალადცა გკადრეთ და მოგახსენეთ ჩუენ, დადიანმან პატრონმან მამიამან და ძემან ჩვენმან პატრონმან ლეონ დადიანმან და ძეთა ჩვენთა - დადიანმან პატრონმან გიორგი და დადიანმან პატრონმან მამია თქუენ, საშინელსა [საკვირველსა] ბიჭვინტისა ღვთისმშობელსა... აფხაზეთს ბიჭჳინტას გარემო სოფელი აითარნე, არუხა და რაბიწა, აითარნეს მთა ზეთისხილოვანი.''[45]
აითარნე, ისევე როგორც რაბიწა აფხაზური წარმომავლობის ჩანს, რაც შეხება სოფელ არუხის სახელწოდებას, ეს ვარიანტი გააფხაზურებული (აფსუიზირებული) უნდა იყოს, მისი ფუძე ემთხვევა სამერგელოში არსებული ისტორიული სოფლის, რუხის სახელწოდებას. როგორც ვხედავთ, მამია III დადიანის (1512-1533) ეს შემოწირულობა შემდგომშიც დაუმტკიცებიათ ლევან I დადიანს (1533-1572) გიორგი III დადიანს (1572-1582) და აგრეთვე მამია IV დადიანს (1582-1590). დოკუმენტიდან აგრეთვე სჩანს, რომ დადიანებს ეს მხარე პოლიტიკურად ემორჩილებოდათ.
ამ პერიოდში, როგორც სჩანს შერვაშიძეს და დადიანს შორის კიდევ ერთხელ იძაბება ურთიერთობა და სამეგრელოს და აფხაზეთს შორის საზღვარი აღმოსავლეთით, ანაკოფიასთან იწევს. XVIII საუკუნის ბერი ეგნატაშვილი, ქართველი ისტორიკოსი და სწავლული, ეხება რა XVI საუკუნის პირველი ნახევრის ამბებს, ქართველ მეფე-მთავართა სამკვიდრებელ მიწების შესახებ ამბობს: ''ხოლო დადიანს ეპყრა: ცხენისწყალს ჩაღმართი ლეჩხუმს ქუემოთი, სუანეთი მთის გარდმოღმართი. აფხაზეთის ზემოთი. და აფხაზეთი ჯიქეთამდის შარვაშიძეს ეპყრა, და ესე შარვაშიძე მორჩილობდა არა ყოველსავე ბრძანებასა დადიანისასა... ხოლო ამას გარდა საქართველონი, რომელნიმე თავისუფალ შექმნილიყვნენ, რომელნიმე სპარსთა მიეტაცნეს, რომელსამე ხონთქარსა და რომელსამე ხაზართა.'' [46] ამგვარად შერვაშიძეები ცდილობდნენ არა მხოლოდ დადიანის გავლენისგან გათავისუფლებას, არამედ საკუთარი სამკვიდრებელის გაფართოებასაც. ავტორისვე ცნობით, საქართველოს კუთვნილი ზოგიერთი ნაწილი სპარელების მიერ იყო მიტაცებული, ზოგიც თურქთაგან და ა.შ.
სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის ანაკოფიასთან (დღევანდელი ახალი ათონი) გავლებული საზღვარი ნათლად არის დაფიქსირებული თურქი მზვერავის მოხსენებაშიც, რომელიც XVI საუკუნის 20-30-იან წლებს მიეკუთვნება. ამ დოკუმენტის მიხედვით ''იმერეთის ქვემოთ არის გურია, რომელიც ტრაპიზონს ესაზღვრება, იმის იქით სოხუმამდე დადიანის ქვეყანაა, იგი ძველ დროში ნავსადგური ყოფილა, მასთან იალბუზის [კავკასიონის] მთის კალთა ეშვება, იმის იქით არის აბაზას ქვეყნები''. [47] უნდა აღინიშნოს რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ორი მთა ჩამოდის ზღვის სანაპირომდე, ერთი არის სწორედ ანაკოფიასთან (ახალი ათონი), მეორე კი გაგრის ქედი, მდინარე ბზიფის მარჯვენა სანაპიროზე. თურქი მზვერავის პატაკის მიხედვით სამეგრელოს და აფხაზეთს შორის საზღვად სწორედ ანაკოფიის მიდამოები უდნა მივიჩნიოთ, რასაც სხვა ისტორიული წყაროებიც უჭერენ მხარს. ამგვარად, XVI საუკუნის პირველ ნახევარში შერვაშიძეებმა მოახერხეს მათი სამფლობელოების ანაკოფიამდე გადმოწევა.
XIX საუკუნის შვეიცარიელი ფრანგი სწავლულის, დიუბუა დე მონპერეს სიტყვებით, აფხაზეთი, რომელიც საქართველოს მეფეების ხანაში აყვავებული მხარე იყო, მომდევნო ხანაში თავდასხმების ობიექტი გახდა. დადიანების ქვეყანა რომელთა საზღვრები ვრცელდებოდა ჯიქების სანაპირებამდე გამუდმებით განიცდიდა თურქების და ჩერქეზების შემოსევებს, რის შედეგადაც იძულებულნი გახდნენ საზღვარი ჯერ ანაკოფიასთან გადაეტანათ ორი საუკუნის წინ (Les Dadians contraints de transporter leur frontière à Anakopi il y a deux siècles), შემდეგ კი უფრო აღმოსავლეთით, ღალიძგამდე (jusqu'à la Galazga) და აფხაზეთი, ეს უბედური მხარე, გაველურდა როგორც ამერიკის ტყეები; ყველა ნაგებობა დაინგრა, ყველა ეკლესია ჩამოინგრა და გაპარტახდა; ცივილიზაციის ყველა კვალი წაიშალა. ენგურამდე აღარ იყო ერთი ეპისკოპოსიც კი [48]. შერვაშიძეთა საგვარეულოს, რომელთა სამფლობელოც ესაზღვრებოდა ამ აბაზურ-ჩერქეზულ ტომებს, არ შეეძლო მათთან გამკლავება, მაგრამ იმას კი ახერხებდნენ რომ ეს პროცესი სათავისოდ გამოეყენებინათ. აფხაზეთში ჩამოსახლებულ მთიელებს აფხაზეთის მთავრები მოლაშქრეებად იყენებდნენ თავიანთი მიწა-წყლის გაფართოებისათვის ბრძოლაში, სამეგრელოს წინააღმდეგ. აბაზები და ადიღეელები კი განთქმულნი იყვნენ როგორც მამაცი მებრძოლები. სწორედ მათი მეშვეობით შეძლეს აფხაზებმა ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროს ხარჯზე თავიანთი ტერიტორიის გაფართოება, რასაც შემდგომში ეთნიკური ცვლილებებიც მოჰყვა. აფხაზური გვარების გადმოცემების მიხედვით, მათ წინაპრებს სხვადასხვა სოფლები სწორედ აფხაზეთის მთავრებმა უბოძეს და ისინიც სწორედ მაშინ დასახლდნენ აფხაზეთში [49]. შედეგად ეთნიკური ვითარება თანამედროვე აფხაზეთში ნელ-ნელა იცვლებოდა. გაძლიერებული ოსმალეთის იმპერია კი ყველანაირად ცდილობდა საქართველოს წინააღმდეგ ყველა მხრიდან ემოქმედა. ჯიქები ოსმალეთის იმპერიის სამსახურში ჩადგნენ და ქართველების კუთვნილ ტერიტორიას მუდმივად თავს ესხმოდნენ.
ამ დროს იმერეთის ტახტზე იჯდა მეფე ბაგრატ III (1510-1565), რომელიც ენერგიული პოლიტიკით ცდილობდა საკუთარი სამეფოს შიდა გაერთიანებას და გარეშე მტრებთან (უპირველესად ოსმალეთს იმპერია) ბრძოლას. ოსმალეთის აგრესია დასავლეთ საქართველოს წინააღმდეგ სამი მხრიდან მიმდინარეობდა. ერთი ეს იყო ჩრდილო-დასავლეთი მხარე, სადაც თავდასხმებს ძირითადად ჯიქები აწყობდნენ და მეორე სამხრეთ-დასავლეთ შავიზღვისპირეთი, გონიოს სანაპირო ზოლი და მესამე სამხრეთი სამცხის სამთავროს გზით. ოსმალთა შემოსევებიდან რომ ქვეყანა დაეცვათ საჭირო იყო ამ სამივე გზის ჩაკეტვა. ამ ყველაფრის განსახორციელებლად პირველ რიგში მეფე ბაგრატ III ყურადღება მიაპყრო ჩრდილო-დასავლეთ საზღვარს. საჭირო იყო ვამეყ I დადიანის მსგავსად ჯიქების სიმაგრების განადგურება და მათი სრული დამორჩილება. ჯიქების განეიტრალებით იმერეთის სამეფო ჩრდილო-დასავლეთ გზებს ჩაკეტავდა, რაც ოსმალებს ბროლას გაუძნელებდა საქართველოში.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯიქები, რომლებიც იმ დროს უკვე ბზიფის სექტორშიც იყვნენ დამკვიდრებულნი ენათესავებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ აბაზურ ტომებს და ერთმანეთის მოკავშირენის უნდა ყოფილიყვნენ. ამ დროს, ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამომავალ უკვე მოშლილი უნდა ჰქონოდათ მთებში, ქედთან არსებული ციხე-სიმაგრე «C a r b a t r i», რომელიც მათგან დასაცავად უნდა ყოფილიყო აგებული სამეგრელოს გამგებლების მიერ. ეს ტომები უკვე ძალიან ახლოს იყვნენ დასავლეთ საქართველოს, ანუ აფხაზეთის საკათალიკოსო ტერიტორიასთან, რომლის რეზიდენცია ბიჭვინთაში იყო. ამ ყველაფრის საპაუხოდ 1533 წლის იანვარში მეფე ბაგრატ III თაოსნობით გურიისა და ოდიშის მთავრებმა მამია I გურიელმა (1512-1534) და მამია დადიანმა (1512-1533) ზღვით ჯიქეთში ლაშქრობა მოწყვეს. ქართული ჯარი დაახლოებით 100 საზღვაო გემით ჯიქეთისკენ ზღვით გაემართა. როგორც სჩანს დასავლეთ საქართველოს გამგებლები ამ ლაშქრობისთვის საგანგებოდ მოემზადნენ და დროც შესაბამისი შეარჩიეს. ზამთარში შავ ზღვაზე ნაოსნობა და მიმოსვლა წყდებოდა, ამიტომა ჯიქებისთვის ეს ყველაფერი მოულოდნელი უნდა ყიფილიყო. ქართულ საისტორიო მწერლობაში ამ ბრძოლის შესახებ დეტალური ცნობაა დაცული: ქორონიკონსა ს~კა [1533]: დადიანი მამია და გურიელი მამია წარვიდეს ჯიქეთს საბრძოლად ზღჳთ ნავებითა, და შეიბნეს თუესა იანვარსა ოცდაათსა. პირველსა დღესა ამათ გაემარჯუა; მეორესა დღესა, პარასკევსა, განრისხდა ღმერთი ოდიშართათჳს, უღალატეს. და გამოექცნეს, დადიანი და გურიელი და გურიელის ლაშქარი დაუტევეს; მოეტევნეს; ჯიქნი და შეიბნეს: მრავალი დაჴოცეს დადიანმან, გურიელმან და გურიელის ლაშა ქართა. მოკლეს გურიელის შვილი გიორგი და მისნი აზნაურშვილნი. დაღალულნი ომისაგან შეჩუენებულმან ცანდია ინალდიფითა გაინდვნა, დადიანი გააშიშულეს, სრულიად შიშუელი დაჭრეს გურიელი და სამნი მისნი ძმანი და ეპისკოპოზნი, და მისნი ლაშქარნი ტყუე ყვეს. წარვიდა მალაქია კათალიკოზი და გამოიჴსნნა ცოცხალნი, და მკუდარნი ფასით იყიდნა. [50]
მაშ ასე, როგორც ირკვევა პირველ ბრძოლაში, რომელიც მოხდა 30 იანვარს ჯიქები დამარცხნენ, თუმცა მეორე დღეს მამია დადიანსა და მის საკუთარ ჯარს შორის უთანხმოება მოხდა და ოდიშის რაზმმა საკუთარი სარდალი მიატოვა, ხოლო დადიანი, გურიელი და გურიელის ჯარი მარტო დარჩენილი ჯიქების პირისპირ, მეორე დღეს მომხდარ სისხლისმღვრელ ბრძოლაში დამარცხდა. ჯიქებმა მოკლეს გურიელის შვილი გიორგი და მისი აზნაურები. ცანდია ილანდიფას ღალატის შედეგად მამია დადიანი ასევე მოკლულ იქნა ღალატით, გურიის მთავარი მამია გურიელი, მისი ძმები, ეპისკოპოსები და ლაშქარი ტყვედ ჩავარდა. შემდგომ ამისა, კათალიკოსი მალაქია I აბაშიძე (1519-1540) წავიდა ჯიქეთში და ტყვეობიდან გამოისყიდა ცოცხლებიც და დახოცილებიც.
როგორც ვხედავთ უმნიშვნელოვანესი წყაროა და ბევრ რამეს ჰფენს ნათელს. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ მამია დადიანთან ერთად მამია გურიელის ლაშქრობაში მონაწილეობა განპირობებული იყო საერთო-სახელმწიფოებრივი საქმით. უმთავრესი მიზანი ოსმალეთის იმპერიისთვის გზების მოჭრა და ჩრდილო-დასავლეთით მომძლავრებული არაქართული ელემენტების განეიტრალება იყო, რომლებიც უკვე ბიჭვინთის ზონამდე იყვნენ მოსულნი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შერვაშიძე მოწინააღმდეგეთა რიგებში არ არის და არც ქართველების კოალიციაში ჩანს, როგორც დამოუკიდებლად მოქმედი პირი. ამას შეიძლება მოეძებნოს ახსნა. იმდოინდელი ჯიქეთი (რომელიც გაგრის რაიონიდან იწყებოდა უკვე), რომელიც აქამდე მთელი საუკუნეების განმავლობაში შერვაშიძეთა საგვარეულოს ემორჩილებოდა, უკვე გამოსული უნდა ყოფილიყო იყო როგორც მათი, ისე დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრების მორჩილებიდან და ოსმალეთის იმპერიის სამსახურში იყო. შესაბამისად, შერვაშიძეთა საგვარეულსათვის ეს ლაშქრობა ერთგვარი პოზიციების აღმდგენელი შეიძლებოდა გამხდარიყო ამ მხარეში, თუმცა როგორც ვხედავთ ყველაფერი კრახით დასრულდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, მდინარე ბზიფამდე მოსული ჯიქეთი შერვაშიძეს უშუალოდ აღარ ემორჩილებოდა, მათი საგამგებლო ტერიტორია მდინარე ბზიფის მარცხენა სანაპიროდან იწყებოდა და მიდიოდა აღმოსავლეთით, ჯერ ანაკოფიამდე, ხოლო საუკუნეებში შერვაშიძეებმა თანდათან გააფართოვეს საკუთარი ტერიტორიები. საინტერესოა აგრეთვე ბრძოლის ადგილი. წყაროში მოხსენიებული არის ცანდია ინალდიფა, რომელიც ამ მხარეს განაგებდა და სწორედ მისი ღალატის შემდეგ იქნა მოკლული მამია დადიანი. ცანი, ძველი ქართველური ტომის, სანიგების ერთ-ერთი ფორმაა. ცანების, ანუ სანიგების თემის მეთაურის თავადების გვარეულობა სწორედ ამ ქართულ ფორმას ‘’ცანდია’’ ატარებდა, რომელიც თემის სახელიდან მომდინარეობს. მაგრამ რადგანაც გვიანი შუა საუკუნეებიდან, ჯიქების მოწოლის შედეგად ამ მხარის ქართული მოსახლეობის განადგურება-გაძევება და ნაწილობრივ ასიმილაცია მოხდა, ეს მხარე უკვე ჯიქების ზონა გახდა, შესაბამისად ჯიქეთის თემმა გაგრამდე ჩამოიწია, თუმცა მხარის გამგებელი მაინც ძველი ქართული ფორმით ცანდია მოხსენიება. ამავე დროს, მეორე ფორმა ინალდიფა აშკარად აფხაზური (აფსუური) ჩანს; დღევანდელი აფხაზების მნიშვნელოვანი ნაწილის დაბოლოება სწორედ ამ ბოლოსართით ‘’იფა’’ ფორმდება. შესაბამისად, ჩვენთვის ნათელი ხდება, რომელ შტოს მიეკუთვნებოდნენ გაგრის გარეთ მცხოვრები ჯიქები. ესენი იყვნენ სწორედ დღევანდელი აფხაზების ერთ-ერთი წინაპრები და მონათესავენი ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე აბაზური ჯგუფებისა, რომლებმაც მომდევნო საუკუნეებში საკუთარი საცხოვრებელი არეალი გააფართოვეს და შემოაღწიეს დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. ბრძოლის ადგილის ლოკალიზებისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯიქებს და ქართველებს შორის ბრძოლა უნდა მომხდარიყო გაგრისა და სოჭის რაიონებს შორის. გარდა ცანის თემის მოსხენიებისა, ამ ვარაუდს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ წყაროს ცნობით ‘’წარვიდა მალაქია კათალიკოზი’’ ჯიქებთან და ცოცხლები და ტვეები გამოისყიდა მათგან. წავიდა საიდან? დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის რეზიდნცია ამ დროს ბიჭვინთაში მდებარეობდა. შესაბამისად, ზემოხსენებული ბრძოლა მოხდა ბიჭვინთის დასავლეთით, რადგანაც მალაქია კათალიკოსი წასულა ჯიქებთან. ამგვარად, წყაროს მიხედვით, ბევრს რამეს ეფინება ნათელი. შეიძლება დანამდვილებით ითქვას რომ ჯიქები, ანუ დღევანდელი აფხაზების ერთ-ერთი უშუალო წინაპრები არ იყვნენ ჯერ კიდევ დამკვიდრებულნი მდინარე ბზიფის მარცხენა სანაპიროზე, რაც შეეხება მდინარე ბზიფის ხეობას, ამ დროისთვის ეს ტერიტორია დიდი ალბათობით ქედს გაღმიდან გადმოსულ აბაზურმა ჯგუფებს უკვე ჰქონდათ დაკავებული. ამ მოვლენების შემდეგ იმერეთის სამეფოს საზღვრები გაგრამდე მოვიდა. ძველი სანიგეთი, მერმინდელი ჯიქეთი უკვე პოლიტიკურადაც გამოვიდა ქართული სამყაროდან. დაახლოებით 200 კილომეტრიანი ზოლი აბაზურ-ჩერქეზული ტომების ხელში აღმოჩნდა, რომლებიც თემებად იყვნენ დაყოფილნი.რაც შეეხება იმერეთის სამეფოში შემავალ აფხაზეთის საერისთავოს ტერიტორიას, რომელიც წინანდებულად ისევ ოდიშის გამგებლებს ემორჩილებოდა, ის XVI საუკუნის ბოლომდე შემოფარგლული იყო ერთი მხრივ მდინარე ბზიფით, დასავლეთით და მეორე მხრივ ანაკოფიის ქედით. თურქი მზვერავის მსგავსად შემდგომ დროში ვახუშტი ბაგრატიონიც აღწერს აფხაზეთის საზღვრებს. იგი ამბობს '' ხოლო საზღვარი აფხაზეთისა არს; აღმოსავლეთით ანაკოფიის დასავლეთით მცირე მთა, კავკასიიდან ჩამოსული ზღვამდე. დასავლეთით ზღვა და კაპეტის მდინარე [ბზიფი]... ჩრდილოთ მზღვრისა მთა კავკასი, სამჴრით ზღუა შავი [51]. მდინარე ბზიფის ჩრდილო-დასავლეთით კი ჯიქეთი, იწყებოდა, რომელსაც ვახუშტისვე თქმით აღმოსავლეთით კაპოეტის წყალი, ანუ მდინარე ბზიფი საზღვავდა, დასავლეთით და სამხრეთით შავი ზღვა, ჩრდილოეთით კი კავკასიონის მთა. როგორც უკვე ითქვა, ეს ჯიქეთი ჩრდილოეთ კავკასიის ზონის მსგავსად დღევანდელი აფხაზების წინაპრებით იყო დასახლებული, რომელთა ნაწილიც ადრეულ შუა საუკუნეებში მდინარე შახის მაღლა ცხოვრობდნენ და ესაზღვრებოდნენ ქართველურ სანიგებს. საუკუნეთა განმავლობაში მოხდა მათი სამხრეთით ნელ-ნელა ჩამოწევა და ტერიტორიის დაკავება, რასაც პარალელურად თან ერთვოდა ჩრდილოეთ კავკასიიდან მათი მონათესავე ტომების ახალ-ახალი ნაკადების ჩამოსვლა ამ მხარეში. შედეგად ადგილობრივი ქართველური მოსახლეობის ნაწილმა აღმოსავლეთით გადმოინაცვლა, ნაწილი კი აითქვიფა ამ ჯგუფებში. ამდროინდელი ჯიქეთი სოჭის ზონამდე აღწევდა, სადაც ისინი ესაზღვრებოდნენ უბიხების ტომს, რომლებიც როგორც ზემოთ აღინიშნა გვიანი შუა საუკუნეებიდან დასახლდნენ ამ მხარეში. ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზე თუ მის ფრანგულ რეპროდუქციებზე სწორედ ასეა მონიშნული იმდროინდელი სამეგრელოს ანუ ოდიშის, აფხაზეთის და ჯიქეთის საზღვრები. მიუხედავად იმისა რომ ჯიქეთს დამოუკიდებელი გამგებლები ჰყავდა და ის უშუალოდ აღარ შედიოდა იმერეთის სამეფოში, ზემოხსენებულ ატლასებზე ჯიქეთი მაინც ქართულ ზონაში შედის. როგორც სჩანს შერვაშიძეებს დროდადრო გარკვეული უფლებები მაინც გააჩნდათ ამ მხარეზე. იგივე ვახუშტი ბაგრატიონი აფხაზეთის პოლიტიკურ ცენტრად ზუფუს ასახელებს, რომელიც იმავე სახელწოდების მდინარის ნაპირას მდებარეობდა, ეს პუნქტი ასევე მონიშნულია მის მიერ გამოშვებულ ატლასსა თუ რეპოდუქციულ ნამუშევრებზე. იგი ზუფუს ამდაგვარად აღწერს; ''არს ზუფუ, მცირე ქალაქისაებრი, სახლი და სამყოფელი შარვაშიძისა, რომელიც მპყრობლობს აფხაზთა''. [52] ზუფუსწყალს დღეს ხიფსთა ეწოდება, ხოლო ზუფუს ლიხნი.
ამრიგად ირკვევა, რომ XVI საუკუნის დასაწყისიდან პოლიტიკური საზღვარი აფხაზეთსა და ოდიშს (სამეგრელოს) შორის გადის ანაკოფიასთან, რომელიც არის დრევანდელი ახალი ათონი. შესაბამისად აფხაზეთის საგამგებლო ტერიტორია იყო დღევანდელი გუდაუთის რაიონი, ხოლო მდინარე ბზიფიდან იწყებოდა ჯიქეთი, რომელზეც კონტროლი იმერეთის სამეფოს მესვეურებმა XVI საუკუნის პირველ ნახევარში დაკარგეს და ეს მხარე, რომელიც დამოუკიდებელი გამგებლებისგან იმართებოდა მხოლოდ დროდადრო ემორჩილებოდა აფხაზეთის გამგებელს. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ჯიქეთში შეადგენდნენ სხვადასხვა აბაზური თემები, რასაც ვერ ვიტყვით XVI საუკუნის აფხაზეთზე. მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკურმა საზღვარმა აღმოსავლეთით გადმოიწია და კავკასიის მთიანეთიდან თუ ჯიქეთიდან ხდებოდა ახალ-ახალი აბაზური ნაკადების შემოდინება თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამ ზონაში ქართული მოსახლეობა მაინც იყო, რაც დასტურდება შემდგომდოინდელი წყაროებითაც. რაც შეეხება თანამედროვე აფხაზეთის უდიდეს ნაწილს, ანაკოფიიდან ენგურამდე, ეს ტერიტორია ამ ხანაში ოდიშის, ანუ სამეგრელოს ეკუთვნოდა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაც ქართული იყო.
ჯიქეთში მარცხის შემდეგ მართალია ეს მხარე ქართული სახელმწიფოდან გამოვიდა, მაგრამ დადიანმა აფხაზეთზე გავლენა მაინც შეინარჩუნა. რაც შეეხება მეფე ბაგრატს, მან განაგრძო თურქთა წინააღმდეგ ბრძოლა და სამხრეთ საქართველოში დაიწყო ბრძოლა საკუთარი გავლენის მოსაპოვებლად. 1547 წელს, როდესაც სამხრეთ-დასავლეთით გურიას ოსმალეთის ჯარმა შეუტია, გურიის დასახმარებლად ჯიქეთში გარდაცვლილი მამია III დადიანის ვაჟმა, ლევან I დადიანმა (1533-1572) ''შემოიყარა ოდიშარნი და აფხაზნი'' და საკუთარი ფლოტით რიონის შესართავში დაბანაკდა, თუმცა პოლიტიკური ინტრიგების გამო, დადიანი გურიელს ვეღარ დაეხმარა და ჭანეთი (ლაზეთი) ოსმალეთს დარჩა [53].
ამის შემდგომ ცოტა ხანში ლევან I დადიანსა და მეფე ბაგრატ III შორის ურთიერტობა დაიძაბა. მეფემ დადიანი მოტყუებით შეიპყრო და გელათის მონასტრის სამრეკლოში გამოამწყვდია. თუმცა 1550 წელს მან ტყვეობას თავი დააღწია და სამეგრელოში დაბრუნდა. მან თავი დამოუკიდებლად (მთავრად) გამოაცხადა და ''ხელმწფე დადიანის'' ტიტულიც მიიღო, რომელიც 1557 წელს ოსმალეთის სულტანმაც დაუდასტურა. ლევან დადიანმა, რომელიც წყაროთა ცნობით სტამბოლშიც ჩასულა, სულთანს რამდენიმე კატარღაც კი გამოართვა ჯიქების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც გამუდმებით თავს ესხმოდნენ სამეგრელოს და ითვისებდნენ დადიანის კუთვნილ მიწებსაც. ამასთანავე მას ჯიქებთან საბრძოლველად პირადი ინტერესიც უნდა ჰქონოდა, რომელთაც 1533 წელს მოკლეს მამამისი მამია დადიანი. თუმცა მარინო კავალის ცნობით, დადიანმა რომელიც პირადად ჩავიდა კონსტანტინოპოლში და კატარღები გამოართვა სულთანს, ცოტა ხანში გააცნობიერა რომ ამ მოქმედებით ოსმალებზე დამოკიდებული უფრო ხდებოდა, ვიდრე დახმარებას იღებდა. ამიტომაც მალევე დადიანმა სულთანს მადლობა გადაუხადა დახმარებისათვის და მეზობლებს მოურიგდა, რომლებთანაც უფრო მეტი სამართლიანობა ნახა [54]. ამ ზავის შედეგად ჯიქების თავდასხმები საქართველოს შავიზღვისპირეთში ერთხანს შეჩერდა.
1572 ლევან დადიანი გარდაიცვალა და მთავრის ტახტზე მისი ძე გიორგი III დადიანი ავიდა, თუმცა მალე ახალი მთავარი ტახტზე საკუთარმა ძმამ მამია IV დადიანმა შეცვალა. გიორგი დადიანი ვითარებას არ შეეგუა და ოდიშში შინაომი დაიწყო, რომელიც თითქმის 6 წელი გაგრძელდა. ქართული წყაროს ცნობით, გიორგი III დადიანმა დახმარებისთვის, როგორც ზემოთ აღინიშნა ''აფხაზნი, ჯიქნი და ჩერქეზნი'' გამოიყენა. ამ წყაროდან კარგად სჩანს, როგორი დატვირთვა ჰქონდა ტერმინ ''ჯიქს'' და ''აფხაზს'' იმდოინდელ ხანაში. შინაომმა ოდიშის გავლენა აფხაზეთზე მეტისმეტად შეასუსტა. 1578 წელს მამია დადიანმა მთავრის ტახტი ძმას დაუბრუნდა და გიორგი დადიანმა დაიწყო საქმის მოწესრიგება, ამასთანავე შეუდგა საკუთარი გავლენის აღდგენას აფხაზეთშიც, თუმცა ამ დროს განვითარდა ისეთი პროცესები, რამაც ძირფესვიანად შეცვალა კავკასიაში იმდოინდელი პოლიტიკური რეალობა და ამასთანავე ეთნიკური პროცესები თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე.
1578 წელს ოსმალეთის იმპერიამ ირანთან მორიგი ომი წამოიწყო. თურქები დასაწყისშივე შეეცადნენ საქართველოს შავიზღვისპირეთის დაპყრობას, რათა დასავლეთ საქართველოს გავლით ამიერკავკასიისკენ უმოკლესი გზა გაეხსნათ. 1578 წელს ცხუმის (სოხუმის) ყურეში ოსმალეთის ესკადრა შევიდა, რომელსეც სოხუმის ბეგლარბეგად დანიშნული ჩერქეზი ჰაიდარ ფაშა იმყოფებოდა. იგი ქალაქში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გადმოვიდა და საბეგლარბეგოს მართვას შეუდგა. ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებული ეს აქტი, სპარსეთში მოღვაწე ევროპელი ისტორიკოსის, ბუასარდოს სიტყვებით ''სოხუმის და ბათუმის ქართველი ივერიელების'' დამორჩიელბა წარმოადგენდა [55]. ამის შემდგომ, ოსმალები სოხუმის ციხე-სიმაგრის აგებას შეუდგნენ, მიზნის მისაღწევად კი ანტიკური დიოსკურია-სებასტოპოლის ნანგრევები გამოიყენეს, რომელიც მდინარე გუმისთის მარცხენა ნაპირზე, ზღვასთან ახლოს იდგა. 1579 წელს კი ოსმალებმა ფოთიც დაიკავეს. ამგვარად, მათ ხელში გადავიდა საქართველოს შავიზღვისპირეთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, თუმცა სოხუმის საბეგლარბეგო დღეგრძელი მაინც ვერ გამოდგა. ჰაიდარ ფაშამ ქალაქი 1580 წელს დატოვა, მომდევნო ფაშის სახელი კი არ არის შემონახული. როგორც მასალებიდან ირკვევა, ოსმალებმა სოხუმიდან შემდგომ ხანებში ადმინისტაცია გაიწვიეს ქალაქი დაცალეს. სოხუმის საბეგლარბეგომ არსებობა ისე შეწყვიტა, რომ როგორც სჩანს დავთარიც კი არ იქნა შედგენილი. ამ დროს მოხდა მოულოდნელი რამ, სოხუმს დადიანის ნაცვლად შერვაშიძეთა საგვარეულო დაეუფლა, რომელთაც ისაგებლეს შექმნილი ვითარებით. ოდიშის სამთავრომ დაკარგა დაახლოებით 40 კმ სანაპირო ზოლი და საზღვარმა აფხაზეთსა და სამეგრელოს შორის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე კელასურის ზონამდე გადმოინაცვლა. შედეგად, დადიანის საგამგებლო ზონას ჩამოსცილდა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ტერიტორია. ქალაქ ცხუმის (სოხუმი) მნიშვნელობა, რომელსაც გენუელთა საქართველოში ყოფნის დროს დადიანებისთვის უდიდესი შემოსავალი მოჰქონდათ, მათი წასვლის შემდეგ დიდად შეუმცირდა. თუმცა შემდგომ პერიოდში სოხუმის როლი ნელ-ნელა ისევ იზრდებოდა. XVI საუკუნის პირველ ნახევარში ცხუმი (სოხუმი), შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი გახდა. ამ პერიოდში სოხუმიდან ზღვით ყირიმში დიდი რაოდენობით მოყვანილი აბრეშუმის პარკი და ტომრებში დაფასოებული ბრინჯი გაჰქონდათ [56]. მომხდარმა მოვლენებმა ოდიშის სამთავროს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური დარტყმა მიაყენა, ერთი მხრივ დადიანების შემოსავალი მნიშვნელოვანწილად შემცირდა ამ ყველაფრის შემდეგ, მეორე მხრივ კი მათი უშუალო სამფლობელოები შევიწროვდა ჩრდილო-დასავლეთით.
ანაკოფიიდან კელასურამდე ტერიტორიის აფხაზეთის შემადგენლობაში გადასვლის შემდეგ რეგიონში მნიშვნელოვანწილად შეიცვალა ეთნიკური სურათიც. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ხანის წყაროებით აქ კიდევ ცხოვრობდნენ ქართველები, მას შემდეგ რაც ეს ტეროტორია აფხაზეთის ზონაში მოექცა, ამ მიწაზე დღევანდელი აფხაზების წინაპრებმა დაიწყეს დასახლება და იქაური ქართველების შევიწროება სხვადასხვა ფორმით. მოსახლეობის ნაწილმა ასიმილაცია განიცადა, ნაწილი აღმოსავლეთით გადმოვიდა, დადიანის სამფლობელოში, ხოლო ნაწილი ტყვეებად იქნა გაყიდული ოსმალეთში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმდროინდელ აფხაზეთში უუფლებო ადამიანთა კატეგორიის აღსანიშნავად აფხაზურ ენაში დამკვიდრდა ეთნინიმი «ა გ რ უ ა», რაც აფხაზურად ნიშნავს «მეგრელს». წყაროთა ცნობით «აგრუა» აფხაზეთში იყო ორგვარი: 1) ადგილობრივი, ანუ ამ მხარეში დაბადებული, შესაბამისად მკვირი მოსახლე; 2) ახალმოსახლე, ომში ან თარეშის დროს მოტაცებული [57]. ქალაქი ცხუმს (სოხუმს) აბაზა კოლონიზატორების, ანუ დღევანდელი აფხაზების ენაზე ეწოდა აყუა (Аҟәа), რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მდებარეობდა ჩრდილოეთ კავკასიაში, იქ სადაც წინა საუკუნეებში სახლობდნენ აბაზური ტომები და შემდგომში თანამედროვე აფხაზეთში ჩამოსახლდნენ. თუმცა ქართული ფორმა «ცხუმი», რომლის არაბულ-თურქული ტრანსკრიბცია არის «Suhum» ან «Sohum» ხმარებიდან არ გამოსულა, რაც არის კიდეც აღნიშნული იმდოინდელ კარტოგრაფიულ ნამუშევრებში [58][59][60]
აქვე უნდა ითქვას, რომ მომდევნო ხანის მეგრელები სოხუმს «აყუჯიხას» უწოდებდნენ [61] აშკარაა ტოპონიმის ცვალებადობის მიზეზიც და დროც. ადრე თუ ქართული ქალაქი ცხუმი დიდი და აყვავებული ქალაქი იყო, ამ პერიოდიდან ოსმალების მიერ მრავალჯერ დაკავების და გაძარცვის, ასევე შერვაშიძეების მიერ ამ ტერიტორიის დაკავების შემდგომ მხოლოდ ციხე-სიმაგრედ იქცა. სოხუმის მნიშვნელობა რამდენიმე საუკუნით დაეცა. შესაბამისად ეს ყველაფერი აისახა მეგრელების მეტყველებაში, მათ შეითვისეს ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული ტომების სახელწოდება და თავისებურად გადააკეთეს.
ამ მოვლენების შემდეგ, მამია IV დადიანმა აფხაზეთზე ოდიშის პოლიტიკური გავლენა აღადგინა. სამეგრელოს უზენაესობა აფხაზეთზე შენარჩუნდა მისი მემკვიდრის, მანუჩარ დადიანის დროსაც (1590-1611) [62]. ერთადერთი რაც დადიანებმა ვერ მოახერხეს იყო ის, რომ მათ ვერ დაიბრუნეს ანაკოფიას და კელასურს შორის მდებარე ტერიტორია, რომელშიც შედიოდა ქალაქი ცხუმი (სოხუმი) და ანაკოფია. ეს მიწები სამეგრელოს სამთავროზე დამოკიდებული აფხაზეთის შემადგენლობაში დარჩა, სადაც დაიწყო ეთნიკური სურათის თანდათანობითი შეცვლა.
ცხუმში თურქების მოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე, დაახლოებით 1568-1578 წლებში კათალიკოს ევდემონ ჩხეტიძის (1557-1578) დროს საკათალიკოსო ტახტი ბიჭვინთიდან ქუთაისში იქნა გადატანილი [63], რაც უცილობლად გამოწვეული იყო XVI საუკუნიდან თანამედროვე აფხაზეთის ეთნიკური სურათის შეცვლით, ჩრდილოეთ კავკასიიდან აბაზურ-ადიღური ჯგუფების აფხაზეთში ჩამოსვლით და ბიჭვინთის და მთლიანად დღევანდელი აღმოსავლეთ აფხაზეთის კოლონიზაციით. როგორც ზემოთ ითქვა ახალჩამოსულ ჯგუფებს არაფერი ჰქონდათ საერთოდ ქრისტიანობასთან და წარმართულ კულტებს სცემდნენ თაყვანს. ჩამოსული ჯგუფების მიერ აფხაზეთში სხვადასხვა ადგილას დააარსებულ იქნა წარმართული სალოცავები, იქაური ქართული ეკლესიები კი გაიძარცვა და დაიცალა. ბიჭვინთის ტაძარი, რომელიც რამდენიმე საუკუნით ადრე მსოფლიოში იყო სახელგანთქმული და განათლების ერთ-ერთ ძლიერ კერას, ფაქტიურად უფუნქციოდ დარჩა და წარმართული მოსახლეობით იქნა გარშემორტყმული.
ონისე გელაშვილი
ბიბლიოგრაფია
[1] Marino Sanuto, I Diarii, vol. 8 Venezia, casa editoriale Italia;Editore: Guglielmo Berchet 1879
[2] Ibidem
[3] Hercules Siculus Sive Studium Geographicum: Cujus Argumentum,Avtore Ioanne Baptista Nicolosio,Tomvs Primvs/Cujus Argumentum sequens Pagina explanat ; ROMAE MDCLXX ; p-261
[4] Dell'Hercole e studio geografico di Gio. Battista Nicolosi Dottore di Sacra Theologia / Volume Secondo ; ROMA MDCLX
[5] Battista Agnese- Portolan Chart of Europe Showing the British Isles f. 7v/1540 ;Online Gallery : British Library - http://www.bl.uk/onlinegallery/onlineex/unvbrit/p/zoomify82753.html
[6] Il designo della prima parte delasia... / Giacomo di Gastaldi ; Fabio Licinio f.Bibliothèque nationale de France, GEDD-655(77RES)Relation : Notice d'ensemble : http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b550045073/f1.zoom.r=Giacomo%20Gastaldi.langEN
[7] La descrittione della prima parte dell'Asia con i nomi antichi et moderni / Di Jacopo Gastaldi Piemontese Cosmografo ; Restituita da Antonio Lafreri ; Jacobus Bossius Belga incidebat ; Bibliothèque nationale de France, GEDD-1140(69RES) Relation : Notice d'ensemble : http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b55000020h/f1.zoom
[8] Marino Sanuto, I Diarii, vol. 8 Venezia, casa editoriale Italia; Editore: Guglielmo Berchet 1879
[9] Григорий Чурсин ''Материалы по этнографии Абхазии''. Абхазское государственное издательство. Сухуми. 1957. с : 32-36
[10] ბახია-ოქრუაშვილი, ს.აფხაზთა ეთნოგენეზის საკითხისათვის : [საგვარეულო სალოცავები] / ს. ბახია-ოქრუაშვილი // კლიო : საისტორიო ალმანახი. - თბილისი, 2000. გვ 6
[11] Ш. Д. Инал-ипа ''Вопросы этно-культурной истории абхазов'' Сухуми - 1976 /Издательство "Алашара" ; с – 175
[12] ბახია-ოქრუაშვილი, ს.აფხაზთა ეთნოგენეზის საკითხისათვის : [საგვარეულო სალოცავები] / ს. ბახია-ოქრუაშვილი // კლიო : საისტორიო ალმანახი. - თბილისი, 2000. გვ 7
[13] Secundo volume delle navigationi et viaggi/Giovanni BattistaRamusio/ Venetia MDLIX ; p-141 https://archive.org/stream/secundovolumedel00ramu#page/n343/mode/2up
[14] Atlantic Coasts of Europe and the Western Mediterranean, circa 1555 by Freducci, Angelo de Conte : National Maritime Museum, Greenwich, London / Online Gallery : http://collections.rmg.co.uk/collections/objects/541158.html
[15] F. Élie de La Primaudaie - Études sur le commerce au Moyen Age: histoire du commerce de la Mer Noire et des colonies génoises de la Krimée ; Paris 1848 ; p- 239 https://archive.org/stream/tudessurlecomme00primgoog#page/n267/mode/2up
[16] Atlas nautique de l'océan Atlantique Nord-Est, de la mer Méditerranée et de la mer Noire] / Gratiosus Beninchasa Anconitanus composuit Venetijs Anno domini MCCCCLXVI –http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b59011091/f6.zoom.r=Atlas+nautique+de+la+mer++mer+Noire.langEN
[17] Atlas nautique de l'océan Atlantique Nord-Est, de la mer Méditerranée et de la mer Noire] / Gratiosus Benincasa Anchonitanus composuit Rome Anno domini MCCCCLXVII - http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5901110p/f6.zoom.r=Atlas+nautique+de+la+mer++mer+Noire.langEN
[18] Fragment de la carte marine de Fréduce d'Ancone, tirée de la Bibliothèque de Wolfenbuttel / J. Potocki ; Bibliothèque nationale de France, GED-7690 - http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b84464984/f1.zoom.r=Carte%20%20%20de%20la%20Mer%20Noire.langEN
[19] Strabo, Geography 11.2.13 ;11.2.14 ; Strabo. ed. H. L. Jones, The Geography of Strabo. Cambridge, Mass.: Harvard University Press; London: William Heinemann, Ltd. 1924. - http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Strab.+11.2.13&fromdoc=Perseus%3Atext%3A1999.01.0198
[20] ''Le Périple de la mer Noire, par Arrien''/Henry Chotard,Paris 1860 ; p -30,31 https://archive.org/stream/lepripledelamer00arrigoog#page/n45/mode/2up
[21] გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. II, თბ., 1965. გვ 11
[22] Ibidem
[23] იოანე საბანიძე ''აბო თბილელის წამება'' გვ 66 | Online Galery : (Ge) Page of ed.: 60 :- http://brenner.fkidg1.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/gh/gh1/gh1.htm?gh1030.htm ; (En) - http://www.georgianweb.com/religion/abo.html
[24] პავლე ინგოროყვა, : გიორგი მერჩულე. ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა : ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან - თბილისი : საბჭ. მწერალი, 1954 : გვ -120
[25] Marie-Félicité Brosset- Histoire de la Géorgie depuis l'antiquité jusqu'au XIXe siècle, traduite di Géorgien par [Originaltit.:] Kharthlis chowreba ;S.Pétersbourg 1849 ; p 385
[26] The Georgian Chronicle ;Vol II p 201 (Ge)
[27] პპავლე ინგოროყვა, : გიორგი მერჩულე. ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა : ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან - თბილისი : საბჭ. მწერალი, 1954 : გვ -183
[28] გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი I, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1961. - გვ 20
[29] Atlas de la Méditerranée et des côtes atlantiques de l'Europe] / Petrus Vesconte de Ianua ; Bibliothèque nationale de France, Lyon, Bibliothèque municipale, ms 175 http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b550070918/f4.zoom
[30] Carte marine de l'océan Atlantique Nord-Est de la mer Méditerranée et de la mer Noire] : Majorque / Petrus Roselli composuit hanc cartam/in civitate Maioricarum anno domini/ MCCCCLXII / Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE C-5090 (RES) http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b59011914/f1.zoom.r=Carte+de+l'Oc%C3%A9an+Atlantique+Nord-Est,+de+la+Mer+M%C3%A9diterran%C3%A9e+et+de+la+Mer+Noire.langEN
[31] Gratiosus Benincasa Anconitanus Composuit Ancone anno domini mcccclxx. Die viii Octubrie ; The British Library -Online Galery : http://www.bl.uk/onlinegallery/onlineex/unvbrit/p/zoomify82767.html
[32] Меретуков К. Х. Адыгейский топонимический словарь. М., 1990.
[33] გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი I. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1961. გვ-135-136
[34] Ibid გვ -10 .
[35] Малеин А.И. Введение к книге "Рубрук Вильгельм, Карпини Иоанн Плано. История Монголов / Путешествие в восточные страны" [1911] ; Текст приводится по изданию: Джиованни дель Плано Карпини. История монгалов. М. 1957.с 72 http://www.vostlit.info/Texts/rus/Karpini/frame9.htm
[36] Libellus de Notitia Orbis” Ioannes' iii. (De Galonifontibus?), O. P. Erzbischofs von Sulthanyeh, Archivum Fratrum Praedicatorum 8 (1938) ; p-108 https://archive.org/stream/LibeliusNottaOrbis#page/n27/mode/2up
[37] Historiae Ruthenicae scriptores exteri saeculi XVI ; collegit et ad veterum editionum fidem edidit Adalbertus de Starczewski.1841 ; p-68 https://archive.org/stream/historiaeruthen00stargoog#page/n84/mode/2up
[38] ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა ; გვ 322-323/135 | Online Library ; http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/kcx1/kcx1155.htm
[39] The Georgian Chronicle ;Vol IV p 801 (Ge)
[40] Ibid ;Vol IV p 817-818 (Ge)
[41] Carte réduite de la Mer Noire dressée pour le service des vaisseaux du roy par ordre de M. de Boynes, secrétaire d'état ayant le département de la marine / par le Sr Bellin ; Croisey sculp./Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE DD-2987 (5961 B) http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5962788p/f1.zoom.r=Carte%20%20la%20Mer%20Noire.langEN
[42] Karta Kavkazkago Kraâ ; Saint-Pétersbourg : 1872.Bibliothèque nationale de France, GED-6755
http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b530067629/f1.zoom.r=georgie.langEN/,%E1%83%A0%E1%83%9D%E1
%83%9B%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%AA
[43] Conrad Gessner: Mithridate. Mithridates (1555) :Travaux D'humanisme Et Renaissance : Manfred Peters (Author), Bernard Columbat (Editor) /; p-164
[44] თეიმურაზ გვანცელაძე,აფხაზური ენა - სტრუქტურა,ისტორია,ფუნქციონირება / გამომცემლობა ''უნივერსალი'' ; თბილისი გვ 188
[45] ქართული სამართლის ძეგლები.ტომი II .ტექსტი გამოსცა,შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი.დოლიძემ/თბილისი 1965 ; გვ-179
[46] “ახალი ქართლის ცხოვრება” - ბერი ეგნატაშვილი | Online Galery - http://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/mgeo/kcx2/kcx2349.htm
[47] თურქული წყაროები XVI საუკუნის I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის.თურქული დოკუმენტები თარგმნითურთ,გამოკვლევითა და შენიშვნებით გამოსცა ც.აბულაძემ.თბილისი 1983.გვ-57
[48] Frédéric DuBois de Montperreux - Voyage autour du Caucase, chez les Tcherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée ; vol 1,1839 Paris ; p-315
[49] ბეჟან ხორავა ''აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა'' ; - თბილისი. : გამომცემლობა ''არტანუჯი'' 2004
[50]ცხოვრება საქართველოსი (პარიზის ქრონიკა),ტექსტი გამოსაცემად მოამზადა,შესავალი,შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ.ალასანიამ. ;თბილისი 1982,გვ 42
[51] The Georgian Chronicle; Vol IV p 784 (Ge)
[52] Ibidem
[53] The Georgian Chronicle; Vol IV p 814 (Ge)
[54] ელდარ მამისთვალიშვილი ''საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია'' ; ტომი I (XV-XVI ) ;გამომცემლობა ''მერიდიანი''; თბილისი. გვ -470-471
[55] ილ. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში /XIII-XX სს. პირველი მეოთხედი/. ტ. I . თბილისი, 1984, გვ. 113-114
[56] აფხაზეთი - ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან,უძველესი დროიდან დღემდე ;თბილისი,გამომცემლობა ''ინტელექტი'' ; გვ 161
[57] Фёдор Фёдорович Торнау, Воспоминания…, ч. 1, с . 58.
[58] Partie méridionale de la Russie européenne où sont distinguées exactement toutes les provinces, d'après le détail de l'Atlas Russien / par le Sr. Robert de Vaugondy fils ; Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, GE DD-2987 (2968,2) http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b53040210m/f1.zoom.r=Robert%20de%20Vaugondy.langEN
[59] Carte générale de la Georgie et de l'Arménie / dessinée à Petersbourg en 1738 d'après les cartes, mémoires, mesures et observations des gens du pays ; traduit du géorgien en françois ; Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, GE DD-2987 (6562 B) http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b53052941z/f1.zoom
[60] Carte réduite de la Mer Noire dressée pour le service des vaisseaux du roy par ordre de M. de Boynes, secrétaire d'état ayant le département de la marine / par le Sr Bellin ; Croisey sculp.; Bibliothèque nationale de France, département Cartes et plans, CPL GE DD-2987 (5961 B) http://gallica.bnf.fr/ark:/12148/btv1b5962788p/f1.zoom.r=Carte%20%20la%20Mer%20Noire.langEN
[61] Otar Kajaia, Megrelian-Georgian dictionary I-III, Tbilisi 2001-2004;
[62] ხორავა ბ., ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა (XV-XVIII სს.). თბ., 1996, გვ. 71
[63] ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), ტ. 1, თბ., 1966;გვ.177-186