ისტორია & გეოგრაფია

სომეხთა მიერ გაყალბებული ცნობები ართვინისა და ჭოროხის აუზის შესახებ!

2012 წელს დაბეჭდილ ამ წიგნში ართვინი და, შესაბამისად, ჭოროხის ხეობის ისტორიული საქართველო დასავლეთ სომხეთადაა გამოცხადებული.

1 წთ საკითხავი

2012 წელს დაბეჭდილ ამ წიგნში ართვინი და, შესაბამისად, ჭოროხის ხეობის ისტორიული საქართველო დასავლეთ სომხეთადაა გამოცხადებული. ქვემოთ წიგნის ანოტაციას გთავაზობთ:

შეტევა საქართველოს ისტორიასა და ქართველთა ისტორიული განსახლების არეალზე კვლავაც გრძელდება. ეს ჩვენი ყოველგვარი სისუსტის მაჩვენებელიცაა. იქურდება საქართველოს ისტორია. როგორც ჩანს, სადაც კი რამდენიმე სომეხი ცხოვრობდა, ყველა ეს ტერიტორია სომხეთი ყოფილა. კეთილგანწყობილი მეზობლები ასე არ უნდა იქცეოდნენ. ქალაქ ართვინში სომხები მართლაც ცხოვრობდნენ, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ მთელი ჭოროხის აუზი (ტაო, კლარჯეთი, შავშეთი) დასავლეთ სომხეთადაა გამოცხადებული. ისე, სხვათა შორის, ართვინელი სომხების შესახებ კარლ კოხი წერდა, რომ გაგრიგორიანებულ-გასომხებული ქართველები არიანო. ისიც შენიშნულია, რომ ანთროპოლოგიური ტიპითაც სომხებს არ ჰგვანანო. კოხი გაგრიგორიანებული ბაგრატიონის შესახებაც კი საუბრობს. ჩვენ, ქართველები დღეს ენერგიას რაში ვხარჯავთ? _ ერთმანეთთან დაპირისპირებაში. ამ დროს კი ვიღაცეები საქართველოს ტერიტორიის, ქართული კულტურის არაქართულობას „ასაფუძვლებენ“! დროებით მაინც გავერთიანდეთ ამ პრობლემების გარშემო.

პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

05/02/2018

წიგნის ანოტაცია:

В монографии раскрывается история и культура коренных жителей западноармянского города Артвина с древнейших времен до его передачи Турции в соответствии с Московским договором от 16 марта 1921 года. Показывается их трагическая судьба и обустройство на новой родине - в России. Работа может быть полезна историкам, краеведам, студентам, широкому кругу читателей, интересующихся историей армянского народа, России и Кавказа.

ისტორია & გეოგრაფია

ახალი რუკა აღმოჩნდა, რომლის მიხედვით აფხაზეთი საქართველოა

კატალონიელი კარტოგრაფის და მალიორკული რუკების სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის, გაბრიელ დე ვალსეკას(Gabriel de Vallseca)…

XV საუკუნის მეორე ნახევრის უნიკალური ევროპული წყარო ქალაქ სოხუმზე

ბიზანტიელ ისტორიკოს ლაონიკე ქალკოკონდილეს მიერ დაწერილ ''ისტორიაში'' მოიპოვება უძვირფასესი ცნობა ქალაქ სოხუმის შესახებ,რომლის…

ძიება

ძიება სათაურში, აღწერასა და კატეგორიაში.