რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია

კატეგორიები
/
ისტორია & გეოგრაფია
/
რუსეთ-საქართველოს ურ...
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია

როგორ გადასცა სტალინმა ლორე სომხებს - ჯაბა სამუშია

როგორ გააჩუქეს ორჯონიქიძემ და სტალინმა საინგილო - ჯაბა სამუშია

Aqua სად არის აფსუების სამშობლო - ნაწილი I

Aqua ანუ სად არის აფსუების სამშობლო - ნაწილი II

სოხუმი და აფხაზეთი XIV საუკუნეში- აბაზური კოლონიზაციის პირველი ნიშნები

აფხაზეთი XV საუკუნეში - ქვეყნის დაშლა და სასაზღვრო ზონის პრობლემები

აფხაზეთი XVI საუკუნეში - აღმოსავლეთ ნაწილის კოლონიზაცია

აფხაზეთი XVII საუკუნეში-აღმოსავლეთ ნაწილის კოლონიზაცია

ინდოეთში ნაპოვნია ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები

ძველი ურარტუ: ვინ იყვნენ ძველი ურარტელები?

თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკის შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ (1992 წ)

“აფხაზთა” სამეფო - პროფ. ლია ახალაძე

ჯაყელები

ქართველი მონოფიზიტები

ქართული დასახლებები ავღანეთში, სადაც თალიბებიც კი ვერ რისკავენ შესვლას

ვის რა ახსენდება სტალინის სახელის გაგონებისას ერდოღან შენოლ ერეკლე დავითაძე

მუჰაჯირობის მოკლე ისტორია* - მალხაზ ჩოხარაძე

რა მისწერა ზვიად გამსახურდიამ ირანელ-აფხაზ მწერალს

სომეხთა მიერ გაყალბებული ცნობები ართვინისა და ჭოროხის აუზის შესახებ!

ბათუმის ისტორია

ზაზა წურწუმია-რუსული „რბილი ძალის“ ისტორია საქართველოში (XIX-XX საუკუნეები)

XV საუკუნის მეორე ნახევრის უნიკალური ევროპული წყარო ქალაქ სოხუმზე

არიან ქართლი-სოსო სტურუა

ახალი რუკა აღმოჩნდა, რომლის მიხედვით აფხაზეთი საქართველოა

16 MART 1921 MOSKOVA VE 13 EKİM 1921 KARS ANTLAŞMALARI SÜREÇLERİNDE BATUMİ

Ölümünün kırk üçüncü yılında unutulmayan Ahmet Özkan Melaşvili

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა XI. საუკუნედან დაიწყო. როდესაც გიორგი მთაწმინდელმა ბერად აღკვეცა კიევ პეშორის (პეჩერსკის) მონასტრის დამაარსებელი მამა ანტონი.


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა XI. საუკუნედან დაიწყო. როდესაც გიორგი მთაწმინდელმა ბერად აღკვეცა კიევ პეშორის (პეჩერსკის) მონასტრის დამაარსებელი მამა ანტონი. და როდესაც ქართველმა ხელოსნებმა ბერძნებთან ერთად უდიდესი წილი შეიტანეს კიევის წმინდა სოფიას ტაძრის შენობაში. თუმცა XI. საუკუნეში, რუსეთი ან რუსი მხოლოდ კიევის მიმდებარე ტერიტორიას ეწოდებოდა. ხოლო თანამედროვე რუსეთის მოწა-წყალი მონღოლოიდური ტომებით იყო დასახლებული.

XII. საუკუნეში საქართველომ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო იყო. და მუსლიმანი ბრძანებლები საქართველოს მეფეებს უწოდებდნენ; უდიდეს მეფეს, ქვეყნიერებისა და სახელმწიფოს სიდიადეს, იესოს მიმდევართა მფარველს, კეისართა მძლეველს, დიდებული ჯვრის დამცველს, ქრისტეს მოწაფეთა გვირგვინს, გურჯის, აფხაზის, შაქის, ალანისა და რუსის მეფეთა მეფეს. საქართველოს სამხედრო მინისტრსაც ანუ ამირსპასალარს შესაბამისად ამირათა თვითმპყრობელს, აფხაზისა და შაქის ფალავანს, არმენიისა და რუმის მარსპანს, ალანისა და რუსის სარდალს უწოდებდნენ.

XII.-XIII. საუკუნეებში ევროპისა და აზიის დიდი სახელმწიფოები რუსეთსა და ხაზარეთს ანუ თანამედროვე რუსეთის ტერიტორიას საქართველოს ვასალურ სამფლობელო სივრცედ აღირქვამდნენ.

XIV.-XV. საუკუნეებში დასუსტდა საქართველო. დაეცა ბიზანტია და აღზევება დაიწყო რუსეთმა. წმინდა კირიონ კათოლიკოსის სიტყვებით რუსეთის პოლიტიკური აღზევება შედეგი იყო მართლმადიდებელი აღმოსავლეთის ანუ საქართველოსა და ბიზანტიის დაცემისა.

XIII.-XVII. საუკუნეებში რუსეთ საქარტველოს ურთიერთობა ერთობ ფრაგმენტული იყო. როდესაც შაჰ აბბასი 1614-1617 წლებში საქართველოს აოხრებდა, პარალელურად ფინანსურად ეხმარებოდა შვედებს, პოლონელებსა და ყირიმელი თათრებისაგან იავარქნილ მოსკოვის ქვეყანას. 1609 წელს ტაშისკართან განადგურებულ ყირიმელ თათართა თანამოძმენი პერმანენტულად აძიოკებდნენ და ხარგს ართმევდნენ მოსკოველებს.

1682 წელს მოსკოვის ტახთზე ავიდა პეტრე I. ზოგიერთი მეწნიერის მოსაზრებით ქართველი უფლისწულის ერეკლე ბაგრატიონის უკანონო შვილი, რომელმაც მოსკოვი რუსეთის იმპერიად გადააქცია.

1722 წელს პეტრე I. მა ირანის კასპიის პირა პროვინციების დაპყრობა განიძრახა. მან დახმარება სთხოვა ქართლის მეფეს ვახტანგ VI.’ს. შეხვედრა განჯასთან დაუთქვა. ვახტანგი 40.000 მხედრობით განჯასთან დაბანაკდა. მაგრამ რუსეთის იმპერატორი პეტრე I. ვახტანგი ზურგს უკან გაურიგდა ოსმალეთს. აზერბაიჯანის ზღისპირა ტერიტორიების სანაცლოდ თურქეთს დაუთმო საქართველო და უკან გაბრუნდა. პეტრე I.’ზე მინდობა ძვირად დაუჯდა საქართველოს. ლეკებმა, კახელებმა, მესხებმა და ოსმალებმა სანამ ვახტანგი განჯაში იდგა, თბილისი აოხრეს. ქართლი აწიოკეს და ვახტანგ VI. 1200 რჩეულ ქართველთან ერთად რუსეთში გაიქცა. აღმოსავლეთ საქართველოში თითქმის 20 წლიდ გაოქმდა მეფობა.

1768-1774 წლებში რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი მიმდინარეობდა. რუსებმა ერეკლეს ოსმალების წინააღმდეგ ომში დახმარება სთხოვეს. მაგრამ აწყურთან რუსულმა შენეერთმა გენერალ ტოტლებენის სარდლობით მიატოვა ერეკლე. და როდესაც ქართველები ასპინძასთან მარტოდ მარტო მკლავდნებოდნენ ოსმალურ არმიას ტოტლებენი და რუსები თბილისის აღებას და ქართლ კახეთის დაპყრობას ცდილობდნენ. ამჯერად ერეკლემ თურქების დაამარცხა და რუსების განდევნა. მაგრამ დადგა 1742 წელი. თურქეთმა ერეკლე სუვერენიტეთ იცნო დასავლეთ საქართველოზე. და ტრაკტატი დადო საქართველოსთან. რომლის თანახმათაც ამიერიდან ერეკლეს კავკასიის ქედს გადმოღმა აღარ უნდა გადმოეშვა რუსეთი. ამან შეაშპოტა პეტერბურგი. რუსებმა პოტეომკუმის მეთაურობით აამოქმედეს თავისი აგენტურული ქსელი. ერეკლეს დაუპირისპირეს მოღალატე თავადები. ტახტის მაძიებელი ბიძაშვილები და ბოლოს ქართლის ტახტის დაკარგვით დაშინებული ერეკლე რომელიც მართლად არალეგიტიმურად მეფობდა ქართლში. აიძულეს გიორგიევსკის ტრაკტატი დაედო.ოთხი წლის თავზე 1787 წელს როდესაც განახლდა რუსეთ თურქეთის ომი, რუსებმა კლავაც მარტო მიაგდეს ოსმალთა წინააღმდეგ საქართველო და კავკასია დასტოვეს.

1801 წელს რუსებმა ისარგებლეს ერეკლეს შთამომავალთა შიდა დაპირისპირებით. და მუხანათურად მეფობა გააუქმეს ქართლ კახეთში. დაიწყეს ქალებისა და ბავშვების გაუპატიურება, ტაძრების მგრევა, ძარცვა და წაგლძვა, ქვეყნის აწიოყება. რასაც 1809 წელს მთიულებმა, 1810 წელს იმერლებმა, 1812-1813 წლებში კახელებმა, 1819-1820 წლებში იმერლებმა და გურულებმა, 1841 წელს ისევ გურულებმა, 1856 წელს მეგრელებმა აჯანყებით უპასუხეს. სამწუხაროდ ვერც ერთხელ ქართველებმა საერთი პირის გამონახვა ვერმოახერხეს. რათა საერთო ძალისხმევით გაედევნათ რუსები.

რუსებმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმეს.1850-1870 წლებში მილიონზე მეტი კავკასიელი გაასახლეს სამშობლოდან. რუსების აგენტებმა მოკლეს ილია ჭავჭავაძე და წმინდა კირიონ კათოლიკოსი. მაგრამ 1917 წელს დაეცა რუსეთის იმპერია. და 1918 წლის 26 მაის საქართველო დამოუკიდებელ სახელმსიფოდ გამოცხადდა. 1918-1920 წლებში ქართულმა არმიამ გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით ორ ჯერ დაამარცხა რუსები. ერთხელ სოჭის მხარეში, მეორედ აზერბაიჯანში. წესითა და რიგით ჟორდანიას მთავრობას უნდა გაითვალისწინაბინა ვახტანგ VI.’სა და ერეკლე II.’ს მაგალითები და აღარ ენდობოდა რუსეთს. მაგრამ სამწუხაროდ კიდევ ერთზელ ენდნენ ქართველი პოლიტიკოსები რუსებს. და ამით კიდევ ერთხელ მოუღეს ბოლო ქართულ სახელმწიფოს. 1920 წლის 7 მაისის რუსეთ საქართველოს ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ თავი ნეიტრალიტეტის რეჟიმში ჩაიყენა. და რუსეთის საამებლად უარი უთხრა ბრიტანეთსა და საფრანგეთს სამხედრო პარტნიორობაზე. ამის შედეგი ოყო 1921 წლის ტრაგედია და 70 წლიანი რუსულ ბოლშევიკური მონობის უღელი. ამის შედეგი ოყო ქართული ინტელიგენციის, არისტოკრატიისა და სამღდელოიბის თითქმის პირწმიდად განადგურება და 400.000 ქართველი ჭაბუკის, ანუ თითქმის ყოველი მესამე ქართველი მამაკაცის დაღუპვა II. მსოფლიო ომში.

1722 წლიდან 2008 წლამდე რუსეთთან პოლიტიკური პარტნიორობა საქართველოსთვის ეროვნული კატასთროპის ტოლფასი იყო.

 

წყარო: საქართველოს ვიდეო ენწიკლოპედია

(თურქულ ენაზე თარგმნილი და გახმოვანებული ვერსია საიტშია)

Kategorideki Diğer Yazılar