უნიკალური აღმოჩენა ინდოეთში. ნაპოვნია ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები.
უნიკალური აღმოჩენა ინდოეთში. ნაპოვნია ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები. ამერიკის არქეოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო გამოცემა "არქეოლოჯი მეგეზინი" ინდოეთში ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
აღმოჩენა არქეოლოგებმა ინდოეთში, გოაში მდებარე ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებში რამდენიმე წლის წინ გააკეთეს. სარკოფაგში აღმოჩენილ ხელის ძვლის დნმ-ს სპეციალური ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ხელის ძვალი არის ქართული წარმოშობის და დიდი ალბათობით ის სწორედ მე-17 საუკუნეში წამებით მოკლულ ქეთევან დედოფალს ეკუთვნის.
ქეთევან დედოფალი 1613 წელს სპარსელებმა დაატყვევეს. ისტორიული წყაროების მიხედვით, მან უარი განაცხადა შეეცვალა სარწმუნოება და გამხდარიყო სპარსეთის მმართველის ჰარემის წევრი, რის შემდეგაც ის წამებით მოკლეს. ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები სიკვდილიდან 11 წლის შემდეგ გოაში, ქრისტიანულ ტაძარში გადაიტანეს.
25.12.2013
პირველი არხი