ენა & კულტურა

თურქეთის სახელმწიფო სკოლაში პირველად გაიხსნა კლასი, სადაც ქართულს ასწავლიან

თურქეთის საშუალო სკოლებში პირველი ქართული კლასი გაიხსნა. საქარიას ვილაიეთის გეივეს რაიონის სოფელ ნურუოსმანიეს საშუალო სკოლაში პირველად გაისმა ქართული გაკვეთილის დასაწყისი ზარის ხმა 30 ოქტომბერს.

1 წთ საკითხავი

თურქეთის საშუალო სკოლებში პირველი ქართული კლასი გაიხსნა. საქარიას ვილაიეთის გეივეს რაიონის სოფელ ნურუოსმანიეს საშუალო სკოლაში პირველად გაისმა ქართული გაკვეთილის დასაწყისი ზარის ხმა 30 ოქტომბერს.

უკვე მესამე წელია, რაც თურქეთის საშუალო სკოლებში დაშვებულია ადგილობრივი ენებისა და დიალექტების სწავლება არჩევით საგნად და აი, პირველად გაიხსნა კლასი, სადაც ქართულ ენას ისწავლიან. ამ კვირაში, კერძოდ კი, ხუთშაბათს. მასწავლებლად რაიონის განათლების განყოფილების მიერ დანიშნული მუსტაფა კოლათის (კოლოტაშვილი) განცხადებით, დღევანდელმა გაკვეთილმა (05.11.2014) კარგად ჩაიარა, როგორც გასულ კვირას პირველმა გაკვეთილმა და მოსწავლეები საკმაოდ მონდომებულნი არიან თავისი დედა ენის შესასწავლად.

მუსტაფა კოლათი (კოლოთაშვილი) თქო იმედოვნებს რომ მმომავალ წელს გახსნილ ამ კლასებზე ინტერესი იქნება და თურქეთის სხვადა სხვა გუბერნიებში და რაიონებში მრავალი საშუალო სკოლაში გაიხსნება ქართული ენის კლასები.

05.11.2014

ენა & კულტურა

შელოცვები

ფარნავაზ მეფის მიერ შექმნილი ანბანის ბოლო ვერსიას და საკმაოდ განვითარებულია ქართული დამწერლობა მაგრამ ყოველთვის არსებობდა ზეპირი…

*თურქეთის შეხედულება ქართველებზე და თურქეთის ქართველების თვითაღქმა

თურქეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობისა და ამ ურთიერთობის მომავალის შესწავლის დროს უნდა ვიცოდეთ და ვითვალისწინებდეთ მრავლამხრივ…

მურღულის საშუალო სკოლის ქართული კლასის მოსწავლეები, ოჯახებთან ერთად 2 დღით ბათუმში იმყოფებოდნენ

ართვინის ვილაიეთის მურღულის რაიონის საშუალო სკოლის ქართული კლასის მოსწავლეები, ოჯახებთან ერთად 2 დღით ბათუმში იმყოფებოდნენ.

ძიება

ძიება სათაურში, აღწერასა და კატეგორიაში.